ღირსი თეოდოსი, კიევის მღვიმევის მონასტრის იღუმენი (+1074) რუსეთის სამონასტრო წესდების დამაარსებელი და მონაზვნობის ფუძემდებელი გახლდათ,
მას ეკლესია 3 (16) მაისს მოიხსენიებს. იგი კიევთან ახლოს დაიბადა, სოფელ ვასილიევოში. 14 წლისას მამა გარდაეცვალა. თეოდოსის შემონაზვნება სურდა და მიუხედავად დედის წინააღმდეგობისა, 24 წლისამ მალულად დატოვა სახლი და ღირსი ანტონის კურთხევით ბერად აღიკვეცა კიევის მღვიმეთა მონასტერში. 4 წლის შემდეგ დედამ მიაგნო შვილს და შეევედრა, შინ დაბრუნებულიყო, თუმცა წმინდა თეოდოსიმ დაარწმუნა დედა, და ისიც კიევში დარჩა და წმინდა ნიკოლოზის მონასტერში აღიკვეცა.
1054 წელს ღირს თეოდოსის მღვდელმონაზვნად დაასხეს ხელი, 1057 წელს კი იღუმენად აირჩიეს. მისმა მოღვაწეობამ მრავალი ბერი შეკრიბა სავანეში. მან ააშენა ახალი ეკლესია და შემოიღო სტუდიონის მონასტრის წესდება. იღუმენი ღირსი თეოდოსი ყველაზე მძიმე მორჩილებაში იყო. მხოლოდ პურს და მწვანილს ჭამდა, ღამეებს კი ლოცვაში ათენებდა. ღირსი მამა განსაკუთრებით ზრუნავდა გაჭირვებულებზე. წმინდა თეოდოსიმ იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი და აღესრულა 1074 წელს. დაკრძალეს მის მიერვე გათხრილ მღვიმეში, სადაც დიდმარხვას ატარებდა ხოლმე. 1091 წელს ღირსი თეოდოსი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. მონღოლთა თავდასხმის დროს წმინდა იღუმენის უხრწნელი ნაწილები, მტერს ხელში რომ არ ჩავარდნოდა, დიდი ტაძრის დასავლეთ კარიბჭესთან დაფლეს. წმინდა თეოდოსი წმინდანად შერაცხეს 1108 წელს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი