ეს წმინდა კაცი IV საუკუნეში ცხოვრობდა, ალექსანდრიელ ქრისტიანთა ოჯახში იშვა და მოწამეთა შთამომავალი გახლდათ.
მოიძაგა რა ამქვეყნიური დიდება, ფილოსოფიას დაეწაფა, რომ ხორციელი ვნებანი მოეთოკა და სიქველით აღვსილიყო.
წარმართი ფილოსოფოსივით მოსილი ქრისტეს ესავდა, უსაგნო კამათს ეკრძალვოდა და ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე იმათ დაცვას ესწრაფოდა, ვისზეც უსამართლობა მოწევნულიყო, დარღვეულ ოჯახებს შეეწეოდა, წარჩინებულთა აღვირახსნილობას წინ აღუდგებოდა...
სიტყვაძვირობის, სიბრძნისა და მრავალი ღირსების გამო მიაგებდნენ პატივს.
არიანული ერესის შხამის გავრცელებისა და ეკლესიაზე განახლებული დევნისას წმინდა მამა მტკიცედ დადგა მართლმადიდებლობის დასაცავად და უშიშრად აღიმაღლა ხმა სიწმინდის შემბილწველთა წინააღმდეგ.
მისმა სიტყვამ ისე გააცოფა ერეტიკოსნი, დაიფიცეს, - ირონს სიცოცხლეს გამოვასალმებთო. მართლაც, შეიპყრეს და წამება უწყეს, ის კი ისე უდრტვინველად დაითმენდა ტანჯვას, თითქოს მის ნაცვლად სხვას გვემდნენ.
ნეტარს მეტყველების უნარი წაერთვა, თუმცა, მისმა გულმესისხლე ჯალათებმა არც ეს აკმარეს და უდაბნოს შორეულ ოაზისში გადაასახლეს, რომელიც ირონმა კათედრად აქცია, საიდანაც მისი ქადაგება სამყაროს ყოველ კუთხეს სწვდებოდა.
ოთხი წლის შემდგომ, გადასახლებიდან დაბრუნებულს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა სახოტბო სიტყვა უძღვნა და სთხოვა, ჭეშმარიტი ფილოსოფია კვლავ დაეპირისპირებინა წარმართთა და ერეტიკოსთა ბოდვისთვის.
როგორც ფოლადი იწვრთნება ცეცხლის შემდგომ ცივი წყლით, ისე განმტკიცდა განსაცდელთა წყალობით ირონი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ ჭეშმარიტი ერთობა - ყოვლადწმინდა სამებაშია.
* * *
ხსენება ექვსთა ლიბიელთა წმინდათა მოწამეთა, რომელთაც ძვალნი დაუმსხვრიეს და ცოცხლად გააძრეს ტყავი - 10 (23) აგვისტო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი