ღირსი გერმანე ალასკელი (+1837) - 27 ივლისი (9 აგვისტო)
ღირსი გერმანე ალასკელი (+1837) - 27 ივლისი (9 აგვისტო)
ღირსი გერმანე ალასკელი დაიბადა მოსკოვისპირა ქალაქ სერპუხოვში, ვაჭრის ოჯახში 1757 წელს. მისი ერისკაცობის სახელი და გვარი უცნობია. ნეტარი თექვსმეტი წლის იყო, როცა ამ სოფელს განერიდა. თავდაპირველად იგი პეტერბურგის მახლობლად, ფინეთის ყურესთან მდებარე სერგის წმინდა სამების სავანეში მოსაგრეობდა;  ხუთი წლის განმავლობაში ის სწავლობდა წმინდა წერილს და წმინდა მამათა თხზულებებს. როცა მისი ბერად აღკვეცის დრო დადგა, წინამძღვარმა ის გააგზავნა ვალაამის მონასტერში, სადაც აკურთხეს ბერად. სულ მალე ის ერთვება მისიონერულ საქმეში და ძმებთან ერთად აარსებს "აბორიგენ ამერიკელთა შორის მართლმადიდებლობის გამავრცელებელ საძმოს". საძმოს ხელმძღვანელობდა იღუმენი ნაზარი, რომელიც საროვის მონასტრიდან იყო. იღუმენი ძალიან მკაცრი იყო ძმების მიმართ და მათ აიძულებდა თვეების განმავლობაში ემარხულათ. ერთხელ მარხვისგან დაუძლურებულმა გემრანემ საყვედურის სახით შესჩივლა წინამძღვარს: - მამაო, მარხვით მოგვკლავ, რა აზრი აქვს ჩვენს მზადებას მისიონერობისათვის? - მე თქვენ მოციქულებად გზრდით, - ნაზარიმ მამობრივი სიყვარულით მიუგო ბერს, - თქვენ პავლეები და პეტრეები უნდა გახდეთ, ხოლო მარხვა ამაში დაგეხმარებათ, რათა აღზარდოთ თქვენს სულებში მოციქულებრივი სული. კარგია თქვენი მონდომება სწავლაში, მაგრამ უფრო უკეთესი იქნება, თუ სულიერადაც განმტკიცდებით. ამ საუბრის შემდეგ წმინდანმა უფრო გაამკაცრა მარხვა და კვირაში მხოლოდ ერთ პურს იღებდა. 15 წლის შემდეგ უფალმა მისიონერები საქადაგებლად იხმო მიწაზე, სადაც ზეობდა წარმართობა, მისნობა და ეშმაკის სხვა საქმეები. საძმოს წევრები იყვნენ: არქიმანდრიტი იოასაფი (ბოლოტოვი), მღვდელ-მონაზვნები იოველი, მაკარი, ათანასე, სტეფანე და ნექტარი. ბერ-დიაკონნი ნექტარი და სტეფანე და ბერები იოსები და გერმანე. პირველად ისინი დასახლდნენ კუნძულ კადიაკზე, სადაც დაიწყეს მონასტრის მშენებლობა და ქადაგება.

დღითი დღე იზრდებოდა ქრისტიანების რიცხვი მისიონერთა გულმოდგინე ღვაწლის წყალობით ადგილობრივ მკვიდრ ალეუტების შორის. სულ მალე ააშენეს ახალმონათლულ ბავშვებისთვის სკოლა და კელია, სადაც ამზადებდნენ მისიონერობისათვის ხალხს. მაგრამ, უფლის ნებით, მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა, და მართლმადიდებლობის გავრცელებას საფრთხე შეექმნა. ბევრ სოფელში პროტესტანტი მქადაგებლები არ უშვებდნენ მისიონერებს და ხალხს უპირისპირებდნენ, აშინებდნენ, თითქოს მღვდლებს განზრახული ჰქონდათ აბორიგენთა ამოჟლეტა და რუსი ხალხის ჩამოსახლება. ხუთი წლის შემდეგ, მძიმე ღვაწლის შედეგად, არქიმანდრიტი იოასაფი აკურთხეს ამერიკის პირველ ეპისკოპოსად, მაგრამ, სამწუხაროდ, 1799 წელს, ქარიშხლის დროს არქიმანდრიტი იოასაფი თანამგზავრებთან ერთად ოკეანეში დაიღუპა. ცოცხლად გადარჩენილ მისიონერთა დასახმარებლად 1804 წელს მხოლოდ ერთი ბერი - მღვდელ-მონაზონი გედეონი გაგზავნეს ალექსანდრე ნეველის ლავრიდან. 1807 წელს მამა გედეონმა საბოლოოდ დატოვა მისიონერთა ბანაკი და მთელი პასუხისმგებლობა დააკისრა ღირს გერმანეს, რომელიც აღსასრულამდე მინდობილი მისიის სულიერი მამა და მოძღვარი იყო და ერთგულ დარაჯად ედგა პირმეტყველ ცხოვართა სულებს. ნეტარ მამას ჯერ მღვდელ-მონაზვნად, შემდეგ კი არქიმანდრიტად უპირებდნენ კურთხევას, მაგრამ მან თავმდაბლობის გამო უარი განაცხადა და უბრალო ბერად დარჩა.

ალასკაზე მცხოვრებ რუსებში, ფორმალურად მართლმადიდებლებში, უკვე დიდი ხნის უკან გამქრალიყო ის სული, რასაც მართლმადიდებლობა ერქვა. უმეტესობა ინათლებოდა მხოლოდ ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის გამო და არც კი ესმოდათ სარწმუნოების არსი. მაგრამ გერმანეს დაუღალავმა სულმა მათში გააღვიძა დაკარგული ცოცხალი რწმენა. ერთი ადგილობრივი რუსი იხსენიებს წმინდა გემრანეს, როცა ის მივიდა მათ სოფელში: "როცა მე დავიბადე, უკვე ალასკა არ იყო რუსეთის შემადგენლობაში. პატარაობისას მომნათლეს. ჩვენი რწმენა შემოიფარგლებოდა ჯვრის ტარებაში და დღესასწაულების დროს სანთლის ანთებაში. 15 წლის ვიყავი, როცა პირველად შევხვდი წმინდანს. მაშინ, აქ მხოლოდ შვიდი ოჯახი იყო რუსების. დანარჩენი კი ადგილობრივი. როცა მან მოედანზე დაიწყო ქადაგება, ერთმა ჩვენმა მეზობელმა მოგვიტანა ცნობა, რომ ერთი მოხუცი კაცი ქადაგებდა რაღაც ახალ ქრისტიანობის მიმდინარეობას, წადით, თქვენიანია ეტყობა გარეგნობაზეო. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გაგვიხარდა იმის გაგება, რომ ვიღაცა ჩვენი მოდგმისა იყო, და სიმართლე გითხრათ, იმიტომ მივედით, რომ გაგვეგო ჩვენი ქვეყნის ამბავი და არა ის, რომ მოგვესმინა მისი ქადაგება. მაგრამ, როცა ოჯახით მივედით მოედანზე, ყველა დადუმებული იყო და პირდაღებული უსმენდნენ მას. ჩვენც უმალ მოგვხიბლა მისმა ტკბილმა ხმამ. თვალწინ წარმომიდგა სერაფიმ საროველის ხატი, ზუსტად ისევე ემოსა, როგორც ხატებზე იყვნენ გამოსახულები დიდი მამები. ტანს ჯვალო ეცვა და ფეხებზე რაღაც კონკები. ხელში სპილენძის ჯვარი ეჭირა,ხმა ძლიერი არ ჰქონდა, მაგრამ ძალიან დამაჯერებლად ქადაგებდა. მახსოვს იმ დღეს - ჩვენი სოფლიდან 7-მა ოჯახმა მიიღო მართლმადიდებლობა, აქედან ერთი ევანგელისტები იყვნენ. ამის შემდეგ ჩვენში, რუსებში გაიღვიძა ჟინმა, რომ გვექადაგა სარწმუნოება, მალე წმინდანმა მონასტრიდან გამოგვიგზავნა ბევრი წიგნი, საიდანაც შეგვეძლო უფრო ღრმად გავცნობოდით სარწმუნოებას და შეგვესწავალა".

ღირს მამას წინასწარ განეცხადა თავისი აღსასრულის დრო და დაიბარა, როგორ დაეკრძალათ. 1837 წლის 13 დეკემბერს მან მოწაფეებს სთხოვა, ხატების წინ სანთლები დაენთოთ, "საქმე მოციქულთას" კითხვა დააწყებინა და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. ამ დროს წმინდანი ოთხ¬მოცდაერთი წლისა იყო.

როცა წმინდა გერმანე ალასკელი გარდაიცვალა, მოშორებული სოფლის მკვიდრთ იხილეს მიწიდან ზეცამდე აღმართული ნათლის სვეტი. ამ საოცარი ხილვით შეძრულებმა თქვეს: "ეტყობა, მამა გერმანემ დაგვტოვაო" და ლოცვა დაიწყეს. შემდგომში მათ შეიტყვეს, რომ სწორედ იმ ღამეს გარდაცვლილიყო ღირსი გერმანე. ეს სვეტი თურმე სხვა მხარეშიც დაუნახავთ, ხოლო მეზობელი სოფლის მკვიდრთ უხილავთ კუნძულიდან ზეცაში აღმავალი კაცი.

ტროპარი

სიხარულით სავსეო, ჩრდილოეთის ვარკვლავო ქრისტეს ეკლესიისაო, წინამძღოლო ერისა უფლის სასუფევლისაკენ, მასწავლებელო და მოციქულო ჭეშმარიტი სარწმუნოებისაო, შუამდგომელო და ქომაგო შევიწროებულთაო, სამკაულო ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიისაო, კურთხეულო მამაო გერმანე ალასკელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი

ქრისტეს საუკუნო ნათლის მქადაგებელო, წმინდაო მამაო გერმანე, მეგზურო სახარების განვრცობისათვის ამერიკის მიწაზე, გამცხადებელო ხარების სიმშვიდისა, მდგომარეო წინაშე დიდების გვირგვინისა, უშუამდგომელე შენს მიწას და ხალხს, მშვიდობისათვის და შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

..............

ხატის წყარო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat