ღირსი ალექსი შუშანია და სარწმუნოება დევნის ეპოქაში
ღირსი ალექსი შუშანია და სარწმუნოება დევნის ეპოქაში
2012 წლის ნოემბერში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ (მუჯირი) წმინდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია თემაზე: "ღირსი ალექსი (შუშანია), მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი და სულიერ-სამოძღვრო მემკვიდრეობა".

მიტროპოლიტმა შიომ შეადგინა ისტორიოგრაფიაში პირველი სამეცნიერო გამოკვლევა ღირსი ალექსის სულიერი მემკვიდრეობისა და თეკლათის დედათა მონასტრის შესახებ. ამჟამად მეუფე აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას. იძიებს ახალ ცნობებს, განავრცობს და აღრმავებს უკვე გამოკვლეულ მასალას, ემზადება სადოქტორო დისერტაციის დასაცავად. საბოლოოდ, იგი აპირებს ამ სამეცნიერო ნაშრომის ცალკე წიგნად გამოცემას.

ა. წ. 4 იანვარს ყოველდღიურ რუსულენოვან ინტერნეტ-მსს-ში "პრავოსლავიე ი მირ", გამოქვეყნდა ინტერვიუ მაღალყოვლადუსამღვდელოეს შიოსთან, ღირს ალექსი შუშანიასა და მისი მოწაფეების შესახებ, ასევე საქართველოში სამონასტრო ცხოვრების უძველესი ათონური ტრადიციების უწყვეტელობის საკითხზე. მეუფე შიოს ესაუბრა ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ალექსანდრა ნიკიფოროვა.

მცირედი შემოკლებით გთავაზობთ ამ პუბლიკაციის თარგმანს, რომელსაც მეუფე შიომ "საპატრიარქოს უწყებანისთვის" ახალი ცნობები დაამატა. პუბლიკაციას დამატებული აქვს ქვეთავი "თეკლათის მონასტრის განსაცდელები", რომელიც მეუფე შიოს სადისერტაციო ნაშრომიდან დავამატეთ. აქვე დავძენთ, რომ ინფორმაციის ნაწილი მღვდელ-მონაზონ თეოდოსის (ერისთავი) შესახებ აღებულია ათონის მთის წმ. პანტელეიმონის მონასტრის 2012 წლის გამოცემიდან "Русский афонский отечник XIX-XX веков", ნაწილი კი (ფრაგმენტები მ. თეოდოსის წერილებიდან და ზოგიერთი ბიოგრაფიული ცნობა) აქმდე უცნობი იყო და პირველად ქვეყნდება.

...ღვთისმებრძოლობის ავბედით ჟამს, დასავლეთ საქართველოს ქალაქ სენაკში, ბერის სენაკის მსგავსად, ჩაუქრობლად ენთო ლოცვის კანდელი. სარწმუნოებრივი დევნის მიუხედავად, მოღვაწეობას განაგრძობდნენ თეკლათისა და "მთავარანგელოზთა კუნძულის" სავანეები... აქ მოღვაწე ბერებს შორის იყო არქიმანდრიტი შიო (ძიძავა), - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის სულიერი მოძღვარი.

ცოცხალია ხსოვნა სარწმუნოების მნათობზე, დიდ ქართველ მოღვაწეზე, ღირს ალექსი შუშანიაზე, რომელიც ქალაქ სენაკში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გაბრწყინდა და მოსწავლეთა მთელი პლეადა აღზარდა. ღირსი მამის მისტიკური გამოცდილების მემკვიდრეობის ამ საძირკველზე, მისი სულიერი შვილების მომდევნო თაობების მოღვაწეობის შედეგად გადარჩა ეკლესია დასავლეთ საქართველოში.

- მეუფე შიო, უკანასკნელ პერიოდში უხვად გამოჩნდა ლიტერატურა რუსეთის ეკლესიის მოღვაწეობის შესახებ დევნის პერიოდში. საინტერესო იქნებოდა ამ ფაქტების შეპირისპირება იმავე პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან...

- ეკლესიის უახლესი ისტორია, განსაკუთრებით, XX საუკუნის ბერ-მონაზვნობის ისტორია, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. ბევრს მიაჩნდა, რომ საბჭოთა საქართველოში საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების ტრადიციები მთლიანად განადგურდა; მაგრამ მიუხედავად სასტიკი დევნისა, მაინც დარჩნენ მოღვაწენი, ვინც შეინარჩუნა სარწმუნოება და სამონასტრო ცხოვრების ტრადიციები ჩვენს ქვეყანაში. სწორედ მათ შექმნეს ნიადაგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინებისთვის, რაც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის სულიერი წინამძღოლობით ხორციელდება.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 35 და დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღებს. მისი უწმინდესობის ილია II-ის განსაკუთრებულ მამათმთავრულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ბევრი რამ თქმულა, ისევე, როგორც, მის ოჯახურ ფესვებსა და წინაპართა დამსახურებაზე სამშობლოს წინაშე. იგი ხომ საქართველოში ცნობილი გვარის - ღუდუშაურთა წარმომადგენელია. ხშირად აღინიშნება მისი პირადი დამსახურებები საქართველოს ეკლესიის აღორძინების საქმეში. მაგრამ მის სულიერ ფესვებსა და წინაპრებზე, მის სულიერ მასწავლებლებზე, არც თუ ისე ბევრი რამ არის ცნობილი. ამიტომ დღეს მინდა კათოლიკოს-პატრიარქის სულიერი ცხოვრების ამ მხარეს შევეხო.

არა მარტო რუსეთში, არამედ თვით საქართველოშიც კი ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II არის სულიერი და სამონაზვნო ტრადიციების შესანიშნავი წარმომადგენელი და გამგრძელებელი. ამ ტრადიციებს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში, საფუძველი ჩაუყარა ღირსმა ალექსიმ (შუშანია); ისინი ნასაზრდოებია გელათის მამათა მონასტრისა და წმინდა ათონის მთის სულიერი გამოცდილებებით.

უწმინდესი პატრიარქის სულიერი მოძღვარი იყო ქ. სენაკში მოღვაწე არქიმანდრიტი შიო (ძიძავა), რომლის მოძღვარიც, თავის მხრივ, ღირსი ალექსი (შუშანია) გახლდათ. ღირსი ალექსის სულიერი მამა კი, იყო წარჩინებული ათონელი მოღვაწე და ათონის წმინდა მთის ქართველი ბერების სულიერი მოძღვარი - მღვდელ-სქემონაზონი თეოდოსი (ერისთავი). ღირსი ალექსის გარდაცვალების შემდეგ მამა შიოს (ძიძავას) მოძღვარი გახდა თეკლათის დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი, XX ს. შესანიშნავი მოღვაწე, არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია)...

ათონური ფესვები
ათონურ ფესვებზე თხრობა მსურს მამა ალექსის მოძღვრით, მღვდელ-სქემმონაზონ თეოდოსით დავიწყო. სამწუხაროდ, ამ დიდი მამის სახელი თანამედროვე საქართველოში უცნობია.

მღვდელ-სქემმონაზონი თეოდოსი (ერისკაცობაში თევდორე გრიგოლის ძე ერისთავი) რაჭის ერისთავთა შთამომავალი იყო. იგი დაიბადა ტყიბულის რაიონის სოფელ გურნაში 1839 წლის 14 (ახ. სტ. 27) თებერვალს. მოინათლა 1841 წლის 6 იანვარს სოფელ გურნის წმინდა გიორგის სახ. ეკლესიაში მღვდელ გიორგი დარახველიძის მიერ. ნათლია იყო გელათის მონასტრის მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1858 წლის 19 სექტემბერს, იგი გელათის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის მამათა მონასტრის მორჩილი გახდა, სადაც 1860 წელს ბერად აღიკვეცა თეოდორეს სახელით; 1866 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა, წმინდა გაბრიელმა (ქიქოძე) მას მღვდლად დაასხა ხელი. 1868 წლის დეკემბერიდან 1869 წლის ივლისის ჩათვლით ასრულებდა მონასტერში ეკონომოსის მოვალეობას.

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ათონზე წმინდა იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის ქართული სავანე დაარსდა, მამა თეოდორე არაერთხელ სტუმრობდა ამ სავანეს, 1881 წელს კი იგი გაემგზავრა იქ მტკიცე გადაწყვეტილებით, საბოლოოდ დარჩენილიყო წმინდა მთაზე.

ათი წლის შემდეგ სქემმონაზონი დენასი (იუშკოვი) თავის ნაშრომში, სახელწოდებით - "რუსი ათონელი ბერის ჩანაწერები წმინდა მთის სავანეებში მოგზაურობისას", მამა თეოდორეს, უკვე წმინდა იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის ქართული სავანის მოძღვრად მოიხსენიებს.

1903 წელს მამა თეოდორე დიდ სქემაში აღიკვეცა თეოდოსის სახელით.

მღვდელ-სქემონაზონ თეოდოსის იცნობდნენ და პატივს სცემდნენ ათონზე მაღალი სულიერებისა და კეთილმორწმუნე ცხოვრების გამო. წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსული მონასტრის არქივებში დაცულია კალიაგრის ცნობილი განდეგილი ბერის, სქემმონაზონ ბენიამინის (მალიშევის) 1909 წლით დათარიღებული წერილი. მამა ბენიამინი თავის საპასუხო წერილში მღვდელ-მონაზონ აგათოდორეს (ბუდანოვს) (რომელსაც, როგორც ჩანს, მისთვის სქემმონაზონ ილარიონის (კუზმინის) სულიერი ცხოვრების ხარისხის შესახებ უკითხავს), - წერდა: "ვიხსენებ გარდაცვლილი თეოდოსი ქართველის სულიერ და მრავალმხრივ მსჯელობებს და პირველობის პალმის რტოს არა მამა ილარიონს, არამედ გარდაცვლილ თეოდოსის მივაკუთვნებ".

დისერტაციაზე მუშაობის დროს შევიტყვე, რომ ათონის წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ სავანეში დაცულია გარკვეული მასალები ქართველი ბერების შესახებ. ამ ცნობების მოსაპოვებლად შარშან ზაფხულში ათონზე გავემგზავრე, სადაც მართლაც აღმოჩნდა ქართული სავანის ისტორიის ამსახველი უნიკალური მასალები, ბერების წერილები, დღიურები და სხვ. დახმარებისა და თანადგომისთვის მინდა მადლობა გადავუხადო სქემარქიმანდრიტ ილი (ნოზდრინი) მონასტრის ხელმძღვანელობასთან შუამდგომლობისთვის, ასევე წმინდა პანტელეიმონის მონასტრის სულიერ მოძღვარს იღუმენ მაკარის (მაკიენკო) და ბიბლიოთეკის გამგეს, ქართველ ბერ ერმოლაოსს (ჭეჟია) მასალების გადარჩენისა და მოწოდებისთვის.

თეკლათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარი

ამ საცავებში ასევე დაცულია მამა თეოდოსის მიმოწერა წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ბიბლიოთეკის გამგესთან, ბერ მათესთან (ოლშანსკი), რომლითაც ირკვევა, რომ მამა თეოდოსი მას რეგულარულად სხვადასხვა წიგნის გადმოგზავნას სთხოვდა; ამ წერილებიდან ჩანს, თუ რა წიგნებს კითხულობდა იგი 1884-1888 წლებში. მათი უბრალო ნუსხაც კი შეგიქმნით წარმოდგენას მამა თეოდოსიზე, როგორც უაღრესად განსწავლულ და ინტელექტუალურ პიროვნებაზე. აი, ზოგიერთი ამ წიგნთაგანი: წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის "ასკეტური გამოცდილებანი" I და II ტომი (აღსანიშნავია, რომ იმჟამად ეპისკოპოსი ეგნატე ჯერ კიდევ არ იყო წმინდანად შერაცხილი), მთავარეპისკოპოს ფილარეტ ჩერნიგოველის "საუბრები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ვნებებზე", მღვდელ-მონაზონი დოროთეს "სულიერი მდელო", წმინდა ბასილი დიდის "სამონაზვნო ცხოვრების წესდება", წმინდა პეტრე დამასკელის "ცხოვრება", სკიტური პატერიკი, სტუდიის სავანის წესდება, "ცოდვების აღსარებისა და ეპიტიმიის წესები მინის პატროლოგიაში", წმინდა სერაფიმე საროველის "ცხოვრება" და "წერილები", წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის "ცხოვრება" და "წერილები", "საეკლესიო კანონიკის კრებული", ღირსი მაკარი ოპტინელის "წერილები" და წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის, ღირსი მაკარი დიდის, წმინდა სვიმეონ თესალონიკელის, წმინდა თეოდორე სტუდიელის, წმინდა ტიხონ ზადონელის, ღირსი მარკოზ მოსაგრის, ამბა ორსის, ამბა თალესი, ღირსი ნილოს სინელის, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ნაშრომები.

წმინდა იოანე ღმრთისმეტყველის ქართული სავანე ათონის წმინდა მთაზე
რომ წარმოიდგინოთ, თუ როგორი ლოცვითი განწყობა სუფევდა მამა თეოდოსის საძმოში, მოვიხმობ ბერი დენასის ჩანაწერს: "რვახმათას საღვთისმსახურო წრის შესაბამისად მედავითნეობდა მღვდელ-სქემმონაზონი იონა (ხოშტარია), მამა თეოდოსის სულიერი შვილი, აზნაურთა გვარის წარმომადგენელი. იგი მწუხრს აღასრულებდა. არ შემიმჩნევია, რომ ღმრთისმსახურების დროს ერთხელ მაინც გაეხედა სადმე, მისი მზერა ფერხთით იყო მიპყრობილი - ასეთი დაკვირვებითა და ყურადღებით აღასრულებდა მსახურებას".

ათონის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მღვდელ-სქემმონაზონი ვლადიმერი (კოლესნიკოვი) [5], ქართველ ბერებს იმ დროს "ათონზე საუკეთესო მონაზვნებად" მოიხსენიებს.

ცალკე აღსანიშნავია მამა თეოდოსის პოზიცია ე.წ. "ქართულ საქმესთან" დაკავშირებით. 1869 წელს ათონზე ქუთაისის გუბერნიიდან ჩავიდა ქალაქ სენაკის მკვიდრი, მღვდელ-მონაზონი ბენედიქტე (ბარკალაია), რომელმაც ივერონის მონასტრისგან წმინდა მოციქულის, იოანე ღმრთისმეტყველის მიტოვებული სენაკი გამოითხოვა და ქართული და რუსული საზოგადოების შემოწირულობებითა და რუსეთის სახელმწიფო უწყებების ფინანსური მხარდაჭერით მის აღდგენას შეუდგა.

განსაკუთრებული დახმარება ამ საქმეში მას გაუწიეს ათონის რუსულმა სავანეებმა - წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტერმა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის განდეგილთა სავანემ. ასეთი თანადგომით მამა ბენედიქტემ მოკლე დროში შეძლო, არა მარტო ძველი შენობები აღედგინა და ახალი ტაძარი აეშენებინა, არამედ საკმაოდ დიდი საძმოც შეეკრიბა, 40-მდე ბერის ოდენობით. ეს ვითარება არ მოეწონათ ივერონის მონასტრის ბერძენ ბერებს და დაიწყეს სხვადასხვა სახის აკრძალვების დაწესება სავანის განვითარებასთან დაკავშირებით. მაშინ მამა ბენედიქტემ გადაწყვიტა სასწრაფო ზომების მიღება - მან რუსეთის საიმპერატორო კარის მხარდაჭერა გამოითხოვა და ივერონის მონასტერს საერო სასამართლოში უჩივლა. ეს პროცესი თითქმის 40 წელი გრძელდებოდა და ქართველი ბერებისთვის იგი კატასტროფული შედეგებით დასრულდა: 1919 წელს თითქმის ყველა მათგანი ათონიდან გამოაძევეს.

უნდა ითქვას, რომ მამა თეოდოსი ივერთა მონასტერთან დავის საერო სასამართლოს საშუალებით გადაჭრის წინააღმდეგი იყო და განსაკუთრებულ, სულიერ გზას სთავაზობდა. ამბობდა: "ბერძნები მორწმუნე ადამიანები არიან და ერთადერთი არგუმენტი, რომლის წინაშეც ისინი ქედს მოიხრიან, ეს სიწმინდეა." ამიტომ, მისი აზრით, ქართველ ბერებს სასამართლოს ძალით კი არ უნდა გაემარჯვათ, არამედ კეთილმორწმუნე და სულიერად მტკიცე საძმო შეექმნათ, რათა ივერონის ბერების მიმართ სიწმინდისა და ქრისტიანული კეთილზნეობის გამო პატივისცემა გასჩენოდათ და მაშინ მათ საჭიროებებსაც გაითვალისწინებდნენ. ამის მაგალითად მამა თეოდოსის მოჰყავდა 1863 წელს გარდაცვლილი უდიდესი ქართველი მოღვაწე, მღვდელ-სქემმონაზონი ილარიონ ქართველი, რომელსაც ბერძნები უდიდეს პატივს მიაგებდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, "ქართული საქმის" გადასაწყვეტად სულ სხვა პოზიცია აირჩიეს.

1905 წელს მამა თეოდოსი (ერისთავი) გარდაიცვალა. იმავე წლის 2 ივნისს ათონის ქართველთა სავანის წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა იონამ (ხოშტარია) წერილი გაუგზავნა საზოგადო მოღვაწეს ალექსანდრე ხახანაშვილს, რომლითაც სხვა ამბებთან ერთად, მამა თეოდოსის გარდაცვალებასაც ატყობინებდა: "გაუწყებთ ჩვენს დიდ მწუხარებას, რომელ ჩვენ ქართველთა ძმათა სასიქადულო და განმამაგრებელი სულიერი მამა ჩვენი მღვდელ-სქემონაზონი თეოდოსი (იგივე თეოდორე) ხანგრძლივ ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა 25 მაისს 1905 წელსა და დაგვტოვა მწუხარეთ ქართველთა ძმობა".

ათონზე მოღვაწეობის პერიოდში მამა თეოდისის (ერისთავი) მიმოწერა ჰქონდა მღვდელ-მონაზონ ალექსისთან (შუშანია). მამა თეოდოსი მრავალი წლის განმავლობაში იყო ალექსი ბერის მოძღვარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ზოგჯერ თავის მოწაფეს სულიერი რჩევა-დარიგებისთვის მიმართავდა. წერილში ალექსი ბერი, სხვა საკითხებთან ერთად, იესოს ლოცვასთან დაკავშირებულ კითხვებზეც პასუხობს.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ რაოდენ დიდი იყო ღირსი ალექსი ბერის ავტორიტეტი იმდროინდელ სასულიერო მოღვაწეთა შორის.

ღირსი ალექსი (შუშანია; 1852-1923; ხსენების დღე - 18 იანვარი) იყო გამოჩენილი მოღვაწე, დაყუდებული ბერი, იესოს ლოცვის ღვაწლის მტვირთველი და მასწავლებელი, ასკეტური სკოლისა და დიდი სამონასტრო კრებულის ფუძემდებელი, სასულიერო მწერალი და პოეტი.

ღირსი ალექსი ბერის მიერ მონაზვნობისთვის დაწერილი თხზულებები და პირადი სულიერი ღვაწლი გამორჩეულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ქართული მონაზვნობის ისტორიის უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში.

იგი 1852 წლის 23 სექტემბერს დაიბადა სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე აზნაურის ლევან შუშანიას ოჯახში.

გარდაცვალების წინ მამამისმა მას ოჯახზე ზრუნვა გადააბარა. ამიტომ სიჭაბუკის წლებში იგი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, სადაც თავის ბიძას სავაჭრო საქმიანობაში ეხმარებოდა, რაშიც დიდი ნიჭი გამოავლინა; მაგრამ უარი თქვა ვაჭრის კარიერაზე, რადგან გულით შეიგრძნო, რომ სამონასტრო ცხოვრებისთვის იყო მოწოდებული.

სიჭაბუკიდან ღირს მამას მარტვილისა და გელათის მონასტრების წიგნთსაცავებში სტუმრობა უყვარდა. იგი ბევრს კითხულობდა. ბოლო დროს აღმოჩენილი ცნობების მიხედვით, ორი წელი მარტვილის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. ალექსი ბერობისთვის ემზადებოდა და ცდილობდა, მოეხვეჭა სათნოებანი, რომელთა შესახებ უფალი იესო ქრისტე საშინელ სამსჯავროზე იგავში (მთ. 25, 31-46) საუბრობს. იმისთვის, რომ საკუთარი თავი ბერული ცხოვრებისთვის, მოწყალების, მოთმინებისა და ლოცვისთვის განემზადებინა, იგი თავისებურად მოღვაწეობდა: სამი წელი მჯდომარეს ეძინა; ჭლექით, ქოლერითა და უკურნებელი სენით დაავადებულებს უვლიდა; უპატრონო მიცვალებულებს ასაფლავებდა; პატიმრებს მოიკითხავდა და დღესასწაულებზე მათთვის საჩუქრებს ყიდულობდა; ზაფხულის პაპანაქებაში წყალი დაჰქონდა და სიცხით გათანგულ ადამიანებს არწყულებდა. ამ ღვაწლს რამდენიმე წლის განმავლობაში ეწეოდა. ბოლოს, გელათის მონასტერში მივიდა, სადაც თავისი მომავალი მოძღვარი, მამა თეოდოსი (იმჟამად თევდორე ერისთავი) გაიცნო.

გელათის მონასტერში მისვლამდე ალექსიზე დიდი გავლენა იქონია განდეგილმა ბერმა, სქემმონაზონმა ონისიფორემ (ფაჩულია), რომელთანაც ახალგაზრდა ალექსიმ ერთი წელი უდაბნოში გაატარა - მისგან ლოცვას და ბერულ მოღვაწეობას სწავლობდა. მისი დიდი მოწიწება და სიყვარული მამა ონისიფორესადმი იქიდანაც ჩანს, რომ ალექსი ბერმა ამ დიდ მოსაგრეს ვრცელი თხზულება მიუძღვნა. ასევე საგულისხმოა, რომ მოგვიანებით მამა ონისიფორე ალექსი ბერს თავის სულიერ მოძღვრად აღიარებდა.

კალიგრაფიული ნიჭის გამო ალექსი ათონის წმინდა მთაზე მიიწვიეს, სადაც მონაწილეობა მიიღო სასულიერო და საღმრთისმეტყველო წიგნების გადაწერაში. ღირსმა მამამ ათონზე ნახევარი წელი დაჰყო, მოილოცა იერუსალიმი, მაგრამ შემდეგ კვლავ სამშობლოში დაბრუნდა და 1885 წლიდან ჯერ გელათის, შემდეგ კი ხობის მონასტრებში მოღვაწეობდა. 1886 წელს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი ხობის მონასტერში ბერად აღკვეცა და დიაკვნად აკურთხა, 1888 წელს კი მღვდლად დაასხა ხელი. 1891 წლიდან მამა ალექსი დაფუძნდა ქალაქ სენაკის მახლობლად ძველი ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე მის მიერვე მოწყობილ სავანეში - "მთავარანგელოზთა კუნძულზე", სადაც ძველი ნატაძრალის ადგილზე წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ახალი ტაძარი ააგო. იქ ღირსი მამა 32 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, აქედან 25 წელი თავის სენაკში იყო დაყუდებული და გამონაკლისის სახით მხოლოდ თეკლათის დედათა მონასტერში გადიოდა, სადაც მონაზონთა უმეტესობა მისი სულიერი შვილი იყო.

დღემდე მონასტერში "მთავარანგელოზთა კუნძულზე" შემონახულია ღირსი მამის ხელნაწერები: მის მიერ გადაწერილი წიგნები, მისი საკუთარი თხზულებები, რომლებიც გამოირჩევა მაღალმხატვრული ენით, დახვეწილი სტილითა და წმინდა წერილის ღრმა ცოდნით, ასევე ასკეტური და წმინდა მამათა ნაშრომების ზედმიწევნითი ცოდნით. ესაა დარიგებები მონაზვნობის შესახებ, სასულიერო შინაარსის პოემები, ქადაგებები, თარგმანები, მიმოწერა ცნობილ მოღვაწეებთან, ლექსად დაწერილი წერილები, მისი დროის ზოგიერთი სასულიერო მოღვაწის ცხოვრების აღწერა და სხვ.

მიუხედავად დაყუდებული ცხოვრებისა, ღირსი მამა ხშირად გამოთქვამდა თავის აზრს მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საქართველოს საეკლესიო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხშირად ბეჭდავდა წერილებსა და ქადაგებებს სხვადასხვა საეკლესიო და საერო გამოცემებში და საქართველოს ეკლესიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

ღირსი ალექსის სულიერ ნიჭს დიდად აფასებდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობილი მოღვაწენი - წმინდა კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი (საძაგლიშვილი), წმინდა კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია), კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე); მიტროპოლიტები: გიორგი (ალადაშვილი) და დავითი (კაჭახიძე), ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე), წმინდა აღმსარებელი ექვთიმე (კერესელიძე), წმინდა აღმსარებელი იოანე (მხეიძე) და იმ დროის მრავალი სხვა ცნობილი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

ალექსის ბერს ჰქონდა პოლემიკა დეკანოზ კორნელი კეკელიძესთან. კამათის საგანი იყო დეკანოზ კორნელის გამოსვლა 1917 წლის სექტემბერში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის I კრებაზე, საეკლესიო რეფორმებთან დაკავშირებით. ალექსი ბერის მიერ პოლემიკაში გამოთქმული აზრები იმაზე მეტყველებს, რომ იგი სამეუფო, წმინდა მამების გზით სვლის მომხრე იყო.

მისი მემკვიდრეობიდან ასევე ჩანს, რომ იგი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და ღმრთისმსახურებასა და განათლებაში ქართული ენის შენარჩუნებისათვის იბრძოდა. თავის, როგორც მოძღვრის, მოვალეობად მიიჩნევდა ასევე სულიერი და ეროვნული ფასეულობების დაცვას რუსიფიკაციის იმპერიული პოლიტიკის პერიოდში.

დროთა განმავლობაში, მამა ალექსის გავლენით, მონაზვნად აღიკვეცა მთელი მისი ოჯახი: დედა და დები - თეკლათის მონასტერში, ხოლო ძმა, ბესარიონი, ათონის ქართულ სავანეში, სადაც ერთხანს მოღვაწეობდა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, მოღვაწეობდა აფხაზეთში, ბოლოს კი მარტვილის მამათა მონასტერში დამკვიდრდა. ბერად აღიკვეცა ასევე ღირსი ალექსის ვაჭარი ბიძა ისლამი.

ხშირად სრულიად უცნობი ადამიანები მამა ალექსისთან საუბრის შემდეგ სამონასტრო გზას ირჩევდნენ.

ერთხელ ღირს მამას თავს დაესხა შვიდი ყაჩაღი - სენაკში შეუცვივდნენ, მაგრამ ისეთი განცვიფრებულები დარჩნენ მისი სახის დანახვითა და მისგან გამომავალი არამიწიერი ნათლის ხილვით (როგორც შემდეგ თავადვე ჰყვებოდნენ!), რომ უკან დაიხიეს და გაქცევა დააპირეს. ღირსმა მამამ ისინი სენაკში დასვა და საუბარი წამოიწყო. შემდგომში სამი მათგანი ბერად აღიკვეცა, დანარჩენები კი კეთილმორწმუნე ქრისტიანები გახდნენ.

ასევე ცნობილია, რომ ალექსი ბერთან ურთიერთობის შედეგად მართლმადიდებლობა მიიღო სავანის მთავარანგელოზთა ტაძრის იტალიელმა ხუროთმოძღვარმა სარწმუნოებით კათოლიკე ი. ჩენდონიმ.

ასეთი შემთხვევები მამა ალექსის ცხოვრებაში საკმაოდ ხშირი იყო.



შაბათ-კვირას ღირსი მამა მასთან რჩევა-დარიგებებისთვის მისულ ადამიანებს იღებდა, სხვა დღეებს კი მკაცრ დაყუდებაში ატარებდა. შემოინახა უტყუარი მოწმობები იმისა, რომ იგი ყოველდღიურად აღავლენდა საღმრთო ლიტურგიას...

მამა ალექსი სიცოცხლის ბოლომდე მოძღვრავდა თეკლათის დედათა მონასტრის მონაზვნებს და არ აკლებდა მათ მფარველობასა და ყურადღებას.

ღირს ალექსის განსაკუთრებით უყვარდა იესოს ლოცვის წარმოთქმა სკვნილზე, რითაც ასევე გამოირჩეოდა მრავალი მისი მოწაფეც. მის სენაკში ადამიანის სიმაღლის ზომის ჯვარი იდგა, რომელსაც იგი ლოცვის დროს მხრებით ტვირთულობდა, გოლგოთაზე ქრისტეს მსვლელობის მოსაგონებლად.

მამა ალექსის სიცოცხლეშივე წმინდანად მიიჩნევდნენ. ერთხელ სენაკში ხმა დაირხა, რომ ბერი ალექსი მოკლეს. დიდძალი ხალხი დაიძრა მისი სავანისკენ, რათა დარწმუნებულიყო, რომ მათი ძვირფასი მოძღვარი ცოცხალი და უვნებელია. თვითმხილველების თქმით, ბაზრის მოვაჭრეებმაც კი მიატოვეს დახლებზე საქონელი და სხვებთან ერთად სავანისკენ გაეშურნენ. ასე უყვარდათ და აფასებდნენ სენაკელები ღირს მამას!

ღირსი ალექსი (შუშანია) 1923 წლის 18 იანვარს (ძველი სტილით) გარდაიცვალა, დაკრძალეს თეკლათის დედათა მონასტერში.

1960 წელს, ბათუმისა და შემოქმედის მიტროპოლიტ ეფრემის (სიდამონიძე), შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ლოცვა-კურთხევით, ღირსი ალექსის წმინდა ნაწილები მის მიერ დაარსებულ სავანეში, "მთავარანგელოზთა კუნძულზე" გადაასვენეს, სადაც დღემდე განისვენებს. ძველ საფლავში, თეკლათის მონასტერში, მისი მცირე წმინდა ნაწილი დატოვეს.

ალექსი ბერის დიდ სიმდაბლეზე მეტყველებს მისი ანდერძის მიხედვით საფლავზე გაკეთებული წარწერა: "ვაი კაცისა მის, რომლისა სახელი უფროს არს საქმისა და ასე შემემთხვია მე", - ალექსი ბერი.

ღირსი ალექსის კანონიზაცია 1995 წლის 18 სექტემბერს შედგა.

გაგრძელება იქნება

სტატია ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა გაზეთ
"საპატრიარქოს უწყებანში"

თარგმნა

მარიამ გაგუამ


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat