სავარაუდოდ ეს წმინდა მამები პალესტინელები იყვნენ და V საუკუნის I ნახევარში ცხოვრობდნენ.
ისინი იმპერატორ თეოდოსი-უმცროსის (408-450) დროს, სამხედრო მოსამსახურენი იყვნენ. იმპერატორმა მეომრები დაჯილდოებისთვის კონსტანტინოპოლში მოიხმო. დედაქალაქში ისინი წმინდა ეპიფანე კვიპრელს შეხვდნენ. მისი ქადაგებებით მოხიბლულებმა გადაწყვიტეს, ეს სოფელი დაეტოვებინათ და მონაზვნები გამხდარიყვნენ. ამიტომაც კვიპროსს მიაშურეს, ტამასოსიდან ათიოდე მილში კორონეას მთაზე ორი მღვიმე მონახეს და იქ დასახლდნენ. მოსაგრეთა ლოცვით კლდიდან წყარო გამოდინდა, რომელიც დღემდე მოედინება და განკურნებს სნეულებისგან ვინც მის წყალს დაეწაფება. მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის შემდეგ ღირსმა მამებმა მშვიდობით განისვენეს. შემდგომში მათი უხრწნელი წმინდა ნაწილებიდან მრავალი სასწაული აღესრულა. წმინდანების ნაწილები კვიპროსის ეკლესიებშია გაფანტული, ხოლო ღირსი ილიოფოტის პატიოსანი თავი მალუნტეში ინახება.
თანამედროვე ტრადიციით, ამ წმინდა სახელებს უმატებენ ღირს პამეგისტეს, პაფნუტის, ამონს, თალალეს, რომლებიც ალბათ მოგვიანებით მოსაგრეობდნენ ამ ადგილებში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი