წმინდა არკადი XI საუკუნეში ცხოვრობდა, ქალაქ ვიაზმაში. ჯერ კიდევ სიჭაბუკეში მან თავს იდო უმძიმესი ღვაწლი სალოსობისა,
მოწყალებით ირჩენდა თავს და იქ ეძინა, სადაც მოუხდებოდა, ტყეში, თუ ეკლესიის კარიბჭესთან, მუდამ ლოცვაში ჩაღრმავებული, ხშირად ტიროდა გულშე-მუსვრილი და სულიერი აღრფთოვანებით, მის სულიერ მდგომარეობაზე ღირსი ეფრემ ნოვოტორჟელი ზრუნავდა. მას მერე, რაც ვიაზმელები წმინდა არკადის მოხდენილი რამდენიმე სასწაულის მხილველნი გახდნენ, ნეტარი არკადი ამქვეყნიურ დიდებას გაექცა და მდინარე ტვერცის ზედა წელში დასახლდა, სადაც გაიზიარა თავისი მოძღვრის წმინდა ეფრემის ღვაწლი: რომელიც იმ დროს ეკლესიის და წმინდა ბორისისა და გლების სახელობის მონასტრის აშენებას აპირებდა. წმინდა არკადი ახალ დაარსებულ მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. ჯერ ღირსი ეფრემი გარდაიცვალა (1053 წელს), 1077 წლის 13 დეკემბერს კი ღირსი არკადი აღესრულა. ნეტარი არკადის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება მოხდა 1677 წლის 11 ივლისს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი