ღირსი დროსტან აბერდინელი (+დაახლ. 610) - 11 (24) ივლისი
ღირსი დროსტან აბერდინელი (+დაახლ. 610) - 11 (24) ივლისი
ღირსი დროსტან აბერდინელის (ძველირლანდიური: Drostán; + დაახლოებით 610) ხსენების დღეა 11 ივლისს (კელტური და ბრიტანული, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ საეკლესიო კალენდრების მიხედვით). იხსენიება ასევე შოტლანდიელ წმინდანთა კრებულში, სულთმოფენობის შემდეგ მე-2 კვირას (ბერძნული) .

წმ. დროსტანის ცხოვრება არ შემორჩენილა. ყველაზე ადრეული ხსენება ღირსის შესახებ გვხვდება ენგუსის კალენდარში (დაახლოებით 830 წ.) 14 დეკემბრის თარიღით, სადაც ის მოხსენიებულია როგორც "დრუს"* (დამახინჯებული ფორმა "დროსტ (დრუსტ)", აქედანაა კნინობითი "დროსტან"). წინააღმდეგობრივი ცნობები ღირსის შესახებ შემონახულია XII საუკუნის ჩანაწერში "დირის წიგნში" და აბერდინის ბრევიარიუმში (XVI ს. დასაწყისი).

დროსტანი იყო პრინცი, ირლანდიური სამეფო ოჯახის კოსგრახის (ჩოსგრაცჰ) შთამომავალი. მშობლებმა დროსტანის აღზრდა მიანდეს მის ბიძას, ღირს კოლუმბას, რომელმაც მას საჭირო განათლება მისცა.

დროსტანი და კოლუმბა ჩავიდნენ აბერდობორში (თანამედროვე აბერდაური, აბერდინის ოლქი) და შეხვდნენ ადგილობრივ პიქტურ მმართველს ბედას, ბუხანის ოლქის მორმაერს. ბედამ კოლუმბას და დროსტანს აჩუქა დასახლება (ცáტჰრაცჰ) აბერდობორი, თუმცა მათ გზა გააგრძელეს და მიაღწიეს სხვა დასახლებას, რომელიც ძალიან მოეწონა ღირს კოლუმბას, "რადგან ის სავსე იყო ღვთის მადლით". წმინდანებმა სთხოვეს მმართველს დაეთმო მათთვის ეს ადგილი, მაგრამ ბედამ უარი თქვა. ამის შემდეგ მალევე მისი ვაჟი დაავადდა, რომელიც გამოჯანმრთელდა მხოლოდ წმინდანების ლოცვის შემდეგ. მმართველმა აჩუქა მათ დასახლება, რომელსაც ისინი ითხოვდნენ. ღირსმა კოლუმბამ დალოცა ეს ადგილი, იწინასწარმეტყველა რა, რომ ადამიანს, რომელიც გაბედავდა მასზე თავდასხმას, ელოდა უბედურება და სიკვდილი. ღირსმა იქ დატოვა დროსტანი, რომლის ცრემლებმა მასწავლებელთან განშორებისას, ლეგენდის თანახმად, სახელი მისცეს ადგილს (ძველირლანდიური დéრ - ცრემლი), - დროსტანმა დააარსა დირის (Dეირ/Dეერ, ან დალკონგეილის (Dალცონგაილე)) მონასტერი, რომელიც გახდა მისიონერული საქმიანობის ცენტრი პიქტებს შორის. თავდაპირველად მონასტერი შედგებოდა უხეში ხის ქოხებისგან მდინარის ნაპირზე, დღევანდელი სამრევლო ეკლესიის უკან ოლდ დირის (Oლდ Dეერ) სოფელში.

აბერდინის ბრევიარიუმში დროსტანის შესახებ სხვაგვარად არის მოთხრობილი. წმ. კოლუმბასთან სწავლის დასრულების შემდეგ დროსტანი გახდა მონასტრის წინამძღვარი დალ-კონგალის ოლქში (სავარაუდოდ, ტირ-კონალი, თანამედროვე დონეგოლის საგრაფო, ირლანდია). შემდგომში ღირსი გაემგზავრა შოტლანდიაში, გლენ-ესკის მთიან ხეობაში, რათა დღეები ლოცვასა და განსჯაში გაეტარებინა. დროსტანმა იქ ააშენა ეკლესია. ღირსთან მივიდა მღვდელი (საცერდოს) სახელად სიონი, და დროსტანმა განკურნა იგი სიბრმავისგან. მას პატივს მიაგებენ როგორც შოტლანდიის ერთ-ერთ მოციქულს.

გვიანდელი ლეგენდის თანახმად, დროსტანი იყო დალ-რიადას მმართველის აედანის, გაბრანის ძის (+ 605) დედისძმა. ბრევიარიუმში ნათქვამია, რომ ღირსის ნაწილები განისვენებდა ქვის აკლდამაში აბერდობორში.

X საუკუნეში დირის მონასტერში შეიქმნა ოთხთავის ხელნაწერი, ცნობილი როგორც "დირის წიგნი". ხელნაწერის შექმნის გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მონასტერი ცოტა ხნით ადრე, სავარაუდოდ, სკანდინავებმა გაძარცვეს. ხელნაწერის აშიებზე არის რამდენიმე ჩანაწერი XII საუკუნისა მონასტრისთვის მიწის შეწირულობების შესახებ, რომლებიც ითვლება გელური ენის ყველაზე ადრეულ ძეგლებად, ასევე მეფე დავით I-ის ლათინური სიგელის ტექსტი საერო პირების მონასტრის საქმეებში ჩაურევლობის შესახებ. შეწირულობები მიძღვნილია ღმერთის, დროსტანისა და ღირსი კოლუმბასადმი. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მონასტერი ითვლებოდა შოტლანდიის ერთ-ერთ უმსხვილეს სულიერ ცენტრად.

1219 წელს უილიამ კომინმა, ბუხანის იარლმა და შოტლანდიის დიდმა იუსტიციარმა, დააარსა დირში ახალი მონასტერი და მოიწვია ცისტერციანელი ბერები. ძველი მონასტრის მიწები გაიყო ახალ სააბატოსა და სამრევლო ეკლესიას შორის. 1543 წელს სააბატო დაიხურა. მის ნანგრევებთან ახლოს იდგა პიქტური ნაკვეთი ქვა I კლასის (VI-VIII სს.). ითვლება, რომ ძველი მონასტერი მდებარეობდა ოლდ-დირის ძველი სამრევლო ეკლესიის ადგილზე. სამრევლო ეკლესია აბერდაურში, სადაც ინახებოდა დროსტანის ნაწილები, მოხსენიებულია 1178 წლიდან, თუმცა არსებული შენობა აშენებულია არა უადრეს XVI საუკუნისა. ამჟამად ეკლესია ნანგრევებშია. ახლოს არის წმინდა წყარო, რომელიც დროსტანის სახელს ატარებს.

ღირს დროსტანს მიეძღვნა მრავალი ეკლესია და წყარო ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ შოტლანდიაში, რიგი მიდამოებისა და სოფლებისა ღირსის სახელს ატარებს. ამჟამად მისადმი მიძღვნილია სხვადასხვა ქრისტიანული აღმსარებლობის ეკლესიები, რომლებიც მდებარეობს ღირსის მოღვაწეობის ადგილებში.


ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat