მოციქულთასწორი ოლღა - წმინდა ნათლისღებით, ელენე (+969) - 11 (24) ივლისი
მოციქულთასწორი ოლღა - წმინდა ნათლისღებით, ელენე (+969) - 11 (24) ივლისი
წმინდა ოლღა IX საუკუნის II ნახევარში დაიბადა ფსკოველ დიდებულთა - იზბორსკების ოჯახში. გარდამოცემით, ერთხელ მდინარეზე გადასვლისას შეხვდა ახალგაზრდა თავად იგორს, რომელსაც ის მაშინვე შეუყვარდა. მალე იგორის მზრუნველი თავადი ოლეგი ჩამოვიდა ფსკოვში, მოძებნა ოლღა და კიევში იგორს ცოლად ჩაუყვანა (903 წ.).

945 წელს კიევის დიდი მთავარი იგორი დრევლიანებმა (აღმოსავლეთევროპელი სლავები) მოკლეს და კიევის სამთავროს ხელმძღვანელობა ოლღას ხელში გადავიდა, ვიდრე მისი ვაჟი სვიატოსლავი სრულ ასაკს მიაღწევდა. წმინდა ოლღა სამთავროს ბრძნულად, მოწყალედ მართავდა, მან გამოიჩინა ხასიათის სიმტკიცე, მეუღლის მკვლელ დრევლიანებზე შური სასტიკად იძია - მათი სამკვიდრებელი დაიპყრო, მოაოხრა და გადაწვა, ათასობით ადამიანი ამოჟლიტა, ბევრიც ტყვედ ჩაიგდო... ამის შემდეგ ოლღამ განამტკიცა ცენტრალიზებული ხელისუფლება, მოიარა, აღწერა და მაზრებად დაყო კიევის მიწები, პირველი საზღვრებიც დაუწესა ქვეყანას... იგი მართალი და გულმოწყალე მსაჯული იყო, უყვარდა გლახაკები, მოხუცები და დავრდომილები; ყველა მოსულს გულისხმიერებით უსმენდა, დაუზარლად ასრულებდა ყოველ სამართლიან სათხოვარს. ის მფარველობდა ვაჭრობას და ცდილობდა ბიზანტიასთან დაკავშირებას, რათა თავის ხალხში ცივილიზაცია შეეტანა.

957 წელს ის კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, სადაც მას დიდი პატივით შეხვდა იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტოსი. ოლღაზე დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანულმა სამყარომ, დიდებულმა ტაძრებმა, ღვთის-მსახურებამ და მან მონათვლა გადაწყვიტა. მისი ნათლისღების წმინდა საიდუმლო თვით კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა პოლიევქტომ აღასრულა. ახალნათელღებულს ელენე დაარქვეს, წმინდა კონსტანტინე დიდის დედის, მოციქულთასწორი ელენეს (ხს. 21 მაისს) პატივსაცემად. ოლღა დარჩა ბიზანტიაში და საფუძვლიანად გაეცნო ქრისტეს სჯულს. მან საეკლესიო ჭურჭელი, ხატები და პატრიარქისგან ნაბოძები, ცხოველმყოფელი ძელისგან გამოკვეთილი ჯვარი ჩაიტანა. სამშობლოში დაბრუნებულმა მთელი ქვეყანა შემოიარა, იგი ქადაგებდა ქრისტეს და შეუდგა ტაძრების მშენებლობას. მის სახელთანაა დაკავშირებული კიევის წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა სოფიას, ვიტებსკის ხარების, ფსკოვის ყოვლადწმინდა სამების და სხვა მრავალი ტაძრის აშენების ისტორია. ნეტარს სურდა, მთელი სამთავრო გაენათლებინა ქრისტეს ნათლით, მაგრამ ეს მცდელობა ამაო გამოდგა, სამწუხაროდ, მიუხედავად მისი დიდი მცდელობისა, თავისი ვაჟი, სვიატოსლავი, ვერ მოაქცია ქრისტესკენ. სვიატოსლავმა არ მიიღო ქრისტიანობა, აბობოქრდნენ სხვა წარმართი დიდებულებიც. ოლღამ ტახტი შვილს დაუთმო, თვითონ კი მხოლოდ კიევში მისი არყოფნის დროს განაგებდა სამთავროს, აღზრდიდა სვიატოსლავის ვაჟებს: იაროპოლკს, ოლეგს და ვლადიმერს, თუმცა მათი მონათვლაც ვერ შეძლო, შვილის უარის გამო. 969 წელს წმინდა ოლღა ავად გახდა, სიკვდილის წინ კიდევ ერთხელ სცადა შვილის ქრისტესკენ მოქცევა, მაგრამ მან კვლავ ჯიუტად უარი უთხრა. მაშინ მან სვიატოსლავს უწინასწარმეტყველა, რომ მისი ქვეყანა მალე გაქრისტიანდებოდა, ხოლო თვითონ კი მას საშინელი ხვედრი ელოდა. მართლაც სამი წლის შემდეგ სვიატოსლავი პაჭანიკებმა მოკლეს. წმინდა ოლღა კი 969 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა.

მისი უხრწნელი ნაწილები 989 წელს, სხვა წყაროებით კი - 1007 წელს იქნა აღმოყვანებული წმინდა ვლადიმერის მიერ. ნეტარის ნეშტი კიევის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადააბრძანეს და ჩაასვენეს სარკოფაგში, რომელსაც მცირე სარკმელი ჰქონდა დატანებული. სარკმელი მხოლოდ ღვთისმოშიშებით მიახლებულთათვის იღებოდა. XVIII საუკუნის დასაწყისში წმინდა ნაწილები დაიკარგა.

თუმცა წმინდა ოლღამ ვერ შეძლო თავის ქვეყნის გაქრისტიანება, რადგან ხალხში არ იყო სათანადო განწყობა, მაგრამ მან თავისი შვილიშვილი ვლადიმერი მოამზადა ქრისტიანობის მისაღებად და მის სულში ჩადო რწმენის ის მცირე მარცვალი, რომელიც შემდგომში გაიზარდა და უხვად გამოიღო ნაყოფი. სწორედ ამიტომ უწოდა ეკლესიამ მას მოციქულთასწორი.

ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat