ეს წმინდა მამა მოლდოვის სოფელ რადაუცაში XIV საუკუნეში დაიბადა და ბოგდანის მონასტერში ლავრენტის სახელით აღიკვეცა.
სამღვდელო პატივით შემოსვის შემდგომ ნეტარმა მამამ ერთ მთაზე წმინდა ლავრენტის პატივად მონასტერი დააფუძნა, სადაც რამდენიმე თანამოღვაწესთან ერთად მდუმარე ღვაწლს მიეცა.
მათ შორის გახლდათ წმინდა დანიელ ვორონეცკიც (ხსენება 18 დეკემბერს, +1432 წელი), რომელმაც სწორედ ამ სავანეში შეიმოსა იმ სათნოებებით, რაიც მონაზონთ ანგელოზთ შეამსგავსებთ.
ღვთივნაბოძები სასწაულქმედების ნიჭით და წმინდა ცხოვრებით მალე განითქვა სახელი და როდესაც რადაუცის ეპარქია შეიქმნა, მოლდაველმა მხედართმთავარმა, ალექსანდრე დობრიმ (1400-1432 წლები) მისი მღვდელმთავრად არჩევა ინება.
ღვთის ნებას მინდობილი ღირსი მამა სიბრძნით განაგებდა ეკლესიას და იმათთვის, ვინაც უფალმა სულიერად აშვილა, სათნოებათა ცოცხალ მაგალითად იქცა.
თუმცა, მის სულს ისე სწყუროდა განდეგილობა და მდუმარება, რამდენიმე წელიწადში სამღვდელმთავრო პატივზე უარი თქვა, პუტნის სიახლოვეს, ერთ ტყეში განმარტოვდა და ლეონტის სახელით სქემა შეიმოსა.
იქ მისი სული კიდევ უფრო სრულ იქმნა და მრავალფერთა სათნოებათაგან განბრწყინვებული 1432 წელს მიიცვალა.
როდესაც მის სამარესთან მრავალი სასწაული აღსრულდა, სამარხი გახსნეს და ნეტარი მამის სხეული უხრწნელად ჰპოვეს, რის შემდეგაც საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც კვლავ უამრავი კურნება და სასწაული აღსრულდა.
სამწუხაროდ, 1639 წელს, ტაძრის ძარცვისას ღირსი ლეონტის წმინდა ნაწილნი დაიკარგა.
შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა უფლის წინაშე!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი