ნოვგოროდელმა სასწაულმოქმედმა იაკობ ბოროვიჩელმა ყმაწვილობაშივე იტვირთა სალოსობის ღვაწლი. სხვა მისი ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცით.
მისი სახელი განდიდდა გარდაცვალების შემდეგ. 1540 წელს, აღდგომიდან მესამე დღეს სოფელ ბოროვიჩთან დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მოცურდა ყინულის დიდი ხორგი, რომელზეც იდო მუხის კუბო თავსახურის გარეშე. კუბოში ყმაწვილის გვამი ესვენა. გლეხებმა ჭოკების კვრით გააცურეს ხორგი მდინარის შუაგულისკენ, მაგრამ ის მაინც ნაპირს დაუბრუნდა. ასე განმეორდა სამჯერ. ღამით სოფლის უხუცესებს გამოეცხადა კუბოში მწოლიარე ყმაწვილი და უთხრა: "მეც ისეთივე ქრისტიანი ვარ, როგორიც თქვენ. ნუ გამაგდებთ. მე მქვია იაკობი. ეს სახელი დამარქვეს უფლის ძმის, იაკობის პატივსაცემად".
წმინდა ნაწილები დაავანეს სამლოცველოში, ხოლო 1544 წელს გადაიტანეს სულიწმიდის ტაძარში. უფალმა ამ წმინდა ნაწილებს მაკურნებელი ძალა მიანიჭა. 1657 წელს პატრიარქმა ნიკონმა სიწმინდეების ერთი ნაწილი ვალდაიზე, ივერიის ტაძარში გადააბრძანა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი