ეს მაღალღირსი მამა კიევ-პეჩორის ლავრაში XIII საუკუნის I ნახევარში მოღვაწეობდა და სავანის დამფუძნებლებს-წმინდა ანტონისა და თეოდოსის ჰბაძვიდა.
გაითავისა რა ლავრის მამათა ცხოვრება, ღვთისგან მადლით შეიმოსა, მალე კი ვლადიმირს, მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის იღუმენად უხმეს.
დაახლოებით 1214 წელს, დიდმა მთავარმა, გიორგიმ (იური) ვსევოლოდის ძემ ვლადიმირს საეკლესიო დამოუკიდებლობა მიანიჭა და მის პირველ მღვდელმთავრად სწორედ ნეტარი სიმონი შესთავაზა.
იქაურებმა ერთსულოვნად და სიხარულით აირჩიეს წმინდა მამა.
გარკვეული ხნის შემდეგ თავად გიორგის ძმამ, კონსტანტინემ ვლადიმირი მიისაკუთრა, ღირსი მამა კი იქაურობას გაერიდა და 1217 წელს სუზდალს გადავიდა, სადაც 1225 წელს დიდებული ტაძარი ააგო.
კონსტანტინეს გარდაცვალების შემდგომ გიორგი კვლავ ვლადიმირს დაუბრუნდა და პირველი, რაც მოიმოქმედა, სიმონს უხმო.
ამ მარადმოუღლელმა მამამ უწინდელზე მძიმე ღვაწლი იტვირთა,-თავის სამწყსოს ჭეშმარიტ სულიერ მწყემსად მოევლინა, მაგრამ მუდამ იმეორებდა:
-ამ პატივს იმ მღვიმეთა მტვერი მირჩევნია, რომლებშიც მამები მკვიდრობენო!
მეუფემ ღვთივ დაკისრებული მისია აღასრულა და 1226 წელს, დიდი სქემით შემოსვის შემდგომ, მშვიდობით მიიცვალა.
წმინდა მღვდელმთავრის სხეული მის საყვარელ კიევ-პეჩორის ლავრაში გადააბრძანეს, სადაც უხრწნელად განისვენებს.
სწორედ მის ხელთაგან აღიწერა ამ ლავრის წმინდა მამათა ცხოვრებანი.
* * *
ხსენება ნეტარისა სიმონისა, ქრისტესთვის სულელისა
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი