წმინდა ბასილი, ზახუმელი ეპისკოპოსი, ოსტროგელი, სერბი (+1671) - 29 აპრილი (12 მაისი)
წმინდა ბასილი, ზახუმელი ეპისკოპოსი, ოსტროგელი, სერბი (+1671) - 29 აპრილი (12 მაისი)
29 აპრილს (ახალი სტილით 12 მაისს) მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს სერბ მღვდელმთავარს წმინდა ბასილი ზახუმელს (ოსტროგელს).

წმინდა ბასილი ოსტროგელი დაიბადა 1610 წლის 28 დეკემბერს ჰერცეგოვინის სოფელ მრკონიჩში, მისი მშობლები, მამა პეტრე იოვანოვიჩი და დედა ანასტასია, იყვნენ ღვთისმოშიშნი, სათნო და კეთილი მორწმუნე მართლმადიდებელნი. წმინდა ბასილს მშობლებმა ნათლობისას სტოიანი დაარქვეს. ყრმობიდანვე ასწავლეს ღვთის და მოყვასის სი¬ყვარული, ყოველი საქმის სიყვარულით კეთება და საღვთო სიბრძნე.

პატარა სტოიანი ადრიდანვე გამოირჩეოდა გონების სისხარტითა და სიჭკვიანით, სიმშვიდით, მდუმარებით, სულით კი მთლიანად უფლისკენ მიბრუნებული და ღვთისმოსავი იყო. ბავშვობიდან მარხულობდა, ლოცულობდა, ესწრებოდა ეკლესიაში ღვთისმსახურებას.

სტოიანის ოჯახი შეძლებულად არ ცხოვრობდა, მაგრამ სტოიანი იმ პატარა პურის ნაჭერსაც კი მარტოდ არ შეექცეოდა, არამედ სხვებს უნაწილებდა. ცხვრების მწყემსვისას სხვა მწყემსებს მუდამ ეპატიჟებოდა ისედაც მცირედზე.

მშობლებმა პატარა სტოიანი მწიგნობრობისთვის ახლოში მდებარე ზავალის მონასტერში მიაბარეს, რომლის იღუმენიც სტოიანის ბიძა იყო. ეს მონასტერი ჰერცეგოვინაში განთქმული იყო საძმოს სიმრავლით და განსწავლული ბერებით. სტოიანმა იქ საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი და წმინდა მამათა სიბრძნე, ასევე საერო მეცნიერებანი. მან აქვე გადაწყვიტა ბერად აღკვეცილიყო.

ზავალის მონასტრიდან გარკვეული ხნის შემდეგ ღირსი მამა გადავიდა ტვრდოშში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში, ამავე მონასტერში იყო მაშინდელი ტრებინის ეპარქიის რეზიდენცია.

მორჩილებაში ცხოვრებამ სტოიანს საბოლოოდ გადააწყვეტინა მონაზონი გამხდარიყო. მთელ დროს ის ლოცვასა და მარხვაში ატარებდა,ასევე ფიზიკურადაც ბევრს შრომობდა. მალევე სტოიანი ბერად აღკვეცეს და წმინდა ბასილი დიდის პატივსაცემად სამონაზნო სახელი ბასილი ეწოდა.

ღირსი მამა ბასილი ტვრდოშის მონასტრიდან ჩერნოგორიის მაშინდელმა ცეტინის მიტროპოლიტმა მარდარიამ თავის რეზიდენციაში გადაიყვანა, სადაც მან აგრეთვე რამ¬დენიმე წელიწადი დაჰყო.

იმ დროისათვის მართლმადიდებლური სერბეთის დასავლეთში გაძლიერდა ლათინთა პროპაგანდა. რომიდან გამოგზავნილ იქნენ იეზუიტები, გამოეყენებინათ რა თურქთა მონობის უღლით გამოწვეული სერბი ხალხის გაჭირვება. ისინი ცდილობდნენ მართლმადიდებელი სერბები რომის პაპის ძალაუფლების ქვეშ მოექციათ, ეზიარებოდნენ რა ლათინთა ერესს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მამა ბასილი შეეცადა მიტროპოლიტის ყურადღება მიეპყრო და დროზე ეშველა მათი სამწყსოსათვის, მაგრამ მიტროპოლიტმა ღირსი მამის მცდელობა ყურადღების გარეშე დატოვა. წმინდა მამა თავისი ქადაგებებითა და საკუთარ ხალხზე ლოცვით, მართლმადიდებლობის უდიდესი სიყვარულით განმსჭვალული ეცდებოდა რამდენადაც შეეძლო დაეცვა თავისი მრევლი რომის ვერაგული ჩანაფიქრისაგან. აგრეთვე უშიშრად ამხელდა უნიის (იგულისხმება ავსტრია-უნგრეთის უნია) ხრიკებს.

მიტროპოლიტთან უსიამოვნების ასაცილებლად მამა ბასილი თავის ძველ ტვრდოშის მონასტერს დაუბრუნდა და თავისი ერის რწმენის დასაცავად მოღვაწეობას იქიდან აგრძელებდა. გამუდმებით ევედრებოდა უფალს დაეცვა მართლმადიდებელი მრევლი ბოროტისაგან, თურქთა უკანონობისა და მათ მიერ განადგურებისაგან დაეხსნა ხალხი. ღირსი მამა გამოდიოდა ხალხში და ნუგეშს სცემდა მათ, მოუწოდებდა დათმენისაკენ, ეხმარებოდა გაჭირვებულებს. ამის გამო თურქებმა მას რაიების ღვთისმლოცველი უწოდეს (თურქი ჯარისკაცები სერბ მოსახლეობას რაიებს ეძახდნენ).

ზემოხსენებულის გამო მამა ბასილის ბევრი მტერიც გაუჩნდა, გათურქებული მოსახლეობის ნაწილმა გადაწყვიტა მოეკლათ ღირსი მამა. კეთილი ხალხის რჩევით, რათა მისი სიცოცხლის საფრთხე გაუვნებელყოფილიყო და კიდევ შეძლებოდა ეღვაწა ერის წინაშე, სთხოვეს ღირს მამას გასცლოდა სერბეთს. მამა ბასილი დაემორჩილა ხალხის სურვილს და რუსეთს გაემგზავრა, სადაც მან რამდენიმე წელი გაატარა.

რუსეთიდან დაბრუნებულმა მამა ბასილიმ თან ჩამოიტანა ბევრი სხვადასხვა საღმრთო თუ საერო წიგნი, ასევე გარკვეული თანხა, რათა მის გაჭირვებულ მრევლს დახმარებოდა. განაახლა ასევე რამდენიმე მიტოვებული თუ თურქთა მიერ დანგრეული ტაძარი, დააარსა სახალხო სკოლები ტვრდოშის და სხვა ეპარქიებში.

კვლავ არ ასვენებდნენ ღირს მამას მტრები თავიანთი ბოროტებით. თურქებსა და გათურქებულთ ახლა ლათინთა აგენტებიც მიემატათ. კვლავ იძულებული გახდა მამა ბასილი დაეტოვებინა თავისი სამშობლო. ამჯერად მან ათონის წმინდა მთაზე წასვლა გადაწყვიტა. მანამდე ეახლა პეჩის პატრიარქს პაისის (1614-1647 წწ.), მოუთხრო რა მართლმადიდებელ სერბთა დუხჭირი ცხოვრების და მათ წინაშე არსებული საფრთხის შესახებ. ამავე დროს ითხოვა ათონის მთაზე გამგზავრების კურთხევა.

ბრძენმა პატრიარქმა ამოიცნო უკვე არქიმანდრიტ ბასილის სიყვარული ღვთისა და ერის მიმართ, შეაფასა მისი სამწყემსო მოღვაწეობანი და მიანიჭა მას ეპისკოპოსის წოდება.
პატრიარქმა პაისიმ აღიარა მამა ბასილის ღვაწლი, რომ სწორედ ასეთი ღვთისნიერი ადამიანი ესაჭიროებოდა საფრთხეში ჩავარდნილი ერისთვის რწმენის შენარჩუნებას.

წმინდა ბასილი გაემგზავრა ათონის მთაზე და ერთი წელი დაჰყო იქ ჰილანდარისა (სერბ მამათა მონასტერი) და სხვა მონასტრების ბერ-მონაზონთა ერთად, საკუთარი ერის,მთელი მართლმადიდებელი მრევლის საერო და სულიერ კეთილდღეობისათვის უფლისადმი ლოცვა-ვედრებით.

ათონის მთიდან დაბრუნების შემდეგ მამა ბასილი კვლავ ეწვია პეჩში იმდროინდელ პატრიარქს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 30 წლის ეპისკოპოსი მამა ბასილი პატრიარქმა ტვრდოშის მონასტერში გააგზავნა, სულიერად ამაღლებული და თავისი წმინდა, მადლიანი ცხოვრებით გამორჩეული ეპისკოპოსი ძნელბედობის ჟამს კვლავ ჩადგა ხალხისა და ეკლესიის სამსახურში. მიუხედავად უამრავი სასიცოცხლო საფრთხისა, რომელიც წმინდა მამას ყველა მხრიდან ემუქრებოდა, იგი გმირულად აგრძელებდა თავის საერო თუ სასულიერო მოღვაწეობას. ის მოგზაურობდა მთელ საეპისკოპოსოში, ამხნევებდა ხალხს, ანუგეშებდა და მოუწოდებდა რწმენის შენარჩუნებას, რამეთუ სხვა მხრივ მის ერს ხსნა არ ეწერა.

ბოროტის წინააღმდეგ წმინდა მამის მთავარი იარაღი ღვთის სიტყვა და ლოცვა იყო. მისი ლოცვების ძალა კი იმდენად აღმატებული იყო, რომ ჯერ კიდევ მაშინ ფლობდა განკურნვის თუ წინასწარმეტყველების უნარს, ავლენდა სასწაულებრივ ქმედებებს. ხალხი მას უკვე წმინდანად მიიჩნევდა, სწამდათ მისი სასწაულმოქმედი ლოცვების ძალის.

არა მხოლოდ წმინდა ბასილი გამოდიოდა ხალხში და აძლიერებდა მათ სულიერად, არამედ თვით ხალხი ეახლებოდა ხოლმე მას, ითხოვდნენ მისგან დახმარებას და ნუგეშისცემას სხვადასხვაგვარი განსაცდელის ჟამს. წმინდა მამა არა მარტო თავისი ლოცვებით შეეწეოდა ხოლმე მის მრევლს,არამედ მოწყალებასაც იღებდა, საეპისკოპოსოში შეგროვილ თანხას ურიგებდა გაჭირვებულთ, ასევე ბევრს ზრუნავდა მიტოვებული და დანგრეული მონასტრების ამოქმედებაზე. შეძლებული თავადაზნაურები სიამოვნებით იღებდნენ გასამრჯელოს ეკლესია-მონასტრების გასაახლებლად, ისტორიაში შემორჩენილია მაგალითად წმინდა ბასილის თანამედროვე ქველმოქმედი თავადი სტეფანე ვლადისლავიჩის სახელი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თუნდაც ტვრდოშის მონასტრის განახლებაში,სადაც თვით მამა ბასილი წირვა-ლოცვას აღავლენდა.

მამა ბასილის ტვრდოშის მონასტერში მოღვაწეობის პერიოდში თურქებმა მოკლეს აღმოსავლეთ ჰერცეგოვინის მიტროპოლიტი პაისი ტრებიაშანინი, რომლის რეზიდენციაც ონოგოშტის მახლობლად მდებარეობდა. იმ დროისათვის სერბეთის პატრიარქი იყო უწმინდესი გავრილო რაიჩი (1648-1656), რომელიც მოგვიანებით მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა), პატრიარქმა მამა ბასილის, რომელიც მაშინ ზახუმის მიტროპოლიტი იყო, წამებული მამა პაისის საეპისკოპოსო გადააბარა.

თურქები ამ დროისათვის უფრო სასტიკად ექცეოდნენ მართლმადიდებელ მოსახლეობას, ალი-აღას ბოროტმოქმედი ჯარისკაცები აწამებდნენ სერბ ხალხს, ძარცვავდნენ, ანადგურებდნენ სოფლებს, ოჯახებს და აოხრებდნენ ეკლესია-მონასტრებს. გაწამებული ხალხი ლტოლვილებად იქცა, ისეთი უბედურება ტრიალებდა, როგორც მემატიანენი აღწერენ, ეგვიპტეში ისრაელის ხალხს არ გადაუტანია ასეთი სისასტიკე. ჰერცეგოვინის თურქი მთავარი სანჯაყ-ბეგი ხალხის რჩეულთ იჭერდა და საჯაროდ წამებით კლავდა მათ. ერის და ეკლესიის უხუცესთა დაჟინებული მოთხოვნით, ზემოთაღწერილი მიზეზების გამო, წმინდა ბასილი იძულებული შეიქნა დაეტოვებინა თავისი მონასტერი და გადასულიყო ოსტროგის მონასტერში.





ოსტორგის მონასტერი

ადრე ოსტროგის მონასტერში ცხოვრობდა ღვაწლმოსილი ოსტროგელი იღუმენი, ღირსი მამა ისაია. ის სალოცავად განთავსებული იყო ზემო ოსტროგის მონასტრის მყუდრო კელიაში. ღირსი მამა ისაიას მიცვალების შემდეგ მისი წმინდა ნაწილები თურქმა დამპყრობლებმა მიაგნეს და ცეცხლში დაწვეს. წმინდა მამა ბასილი ოსტროგში გადასახლების შემდეგ სწორედ წმინდა მამა ისაიას კელიას ირჩევს საცხოვრებლად და სალოცავად. აქედანვე მართავდა იგი სრული 15 წლის განმავლობაში მის საეპისკოპოსოს.

მამა ბასილიმ ოსტროგში შემოიკრიბა ღვაწლმოსილი ბერ-მონაზვნები, მათი სულიერი და ფიზიკური შემწეობით აგრძელებდა ტანჯულ მრევლზე დახმარებას, მათივე დაუღალავი შრომის შედეგია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის განახლება, რომელიც თავის დროზე ოსტროგელი ბერების მიერ იქნა აშენებული. ცოტა ხნის შემდეგ კი ოსტროგის კლდეზე აღმართა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის სახელობის ეკლესია, რომელიც დღემდე შემორჩენილია. გააფართოვა თვით ოსტროგის მონასტერი, სადაც დაუღალავი ღვაწლით ილოცავდა და უფალს ავედრებდა მისი მრევლის კეთილდღეობას, გადარჩენას მტარვალი მუსლიმი თურქთა ურდოს მუხანათობისაგან. თვითონ კი მკაცრი სამონაზნო ცხოვრებით ცხოვრობდა, მხოლოდ ხილითა და მცირედი ბოსტნეულით იკვებებოდა, მემატიანე აღწერს, რომ იგი სიყვითლის გამო ემსგავსებოდა ცვილს, მთლიანობაში კი "სულიწმიდის საყდარს" წარმოადგენდა.

მამა ბასილი არ ღალატობდა მის ადრინდელ ჩვეულებას და არა მხოლოდ მარხული კელიაში იყო ჩაკეტილი, არამედ ჩამოდიოდა ოსტროგიდან მიმდებარე სოფლებში და იზიარებდა ხალხის სიდუხჭირეს, მისი ჩვეული სათნოებით ყველანაირად ეხმარებოდა მის სამწყოს, უქადაგებდა ღვთის სიყვარულს და უფლის იმედით ყოფნას, მოუწოდებდა დაეცვათ მათი რწმენა და მშობლიური მიწა გადამთიელი მტრის ვერაგობისაგან. მისი ლოცვის სიძლიერეს მოსახლეობა სასწაულს აღწერდა და დიდი იმედითა თუ სასოებით იყო მინდობილი წმინდა მამის რჩევებს.

თვით მამა ბასილის წინააღმდეგ, როგორც ყოველთვის, უამრავი ბოროტი განსაცდელი იყო მოგონილი თუნდაც ისევ სერბი თავადების მიერ, თუმცა ღირსი მამა მათზე ლოცულობდა და უფალს შესთხოვდა მათ შენდობას. წმინდა მამამ რამდენიმეჯერ წერილობით მიმართა პატრიარქს, რომ ეგებ ერთიანი ძალით ენახათ გამოსავალი შიგა მტრების დასაძლევად, რამეთუ შიგა არეულობანი გარეშე მტერს ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა დაემონებინა და გაეწამებინა ისედაც განადგურებული ერი.

ერთ-ერთი ასეთი მოწინააღმდეგე იყო ვინმე თავადი რაიჩი, რომელიც გამუდმებით ეცდებოდა ხელი შეეშალა მონასტრების განახლებასა თუ აშენებაში, ხალხის განმანათლებელი საქმიანობის გამო ემტერებოდა მამა ბასილის. წმინდა მამამ რამდენიმეჯერ სთხოვა მას ხელი აეღო არასაღვთო საქმია-ნობებისგან,მაგრამ თხოვნა უშედეგოდ რჩებოდა და თავადი უარესად აძლიერებდა მათ წინააღმდეგ ქმედებებს. ამაზე კი მამა ბასილიმ შეუთვალა თავად რაიჩს, რომ მისი ურჩობისა და ბოროტების საპასუხოდ და უპირველესად კი ვერცხლთმოყვარეობით დაბრმავებული თვალის ასახელად მისი ყველა ვაჟი დაიღუპებოდა. მაინც არ შეისმინა თავადმა ეს გაფრთხილება, თუმცა წმინდანის წინასწარმეტყველება მალე ახდა. სიმწრით გონზე მოსული უკვე ხანშიშესული თავადი ტირილით გამოცხადდა მამა ბასილისთან და სთხოვა უფლის წინაშე მეოხი ყოფილიყო მისი უამრავი ცოდვების მისატევებლად, სინანულსა და ლოცვაში ეცდებოდა ბრალის მოხდას. წმინდა მამამ ისმინა თავადის გულისხმიერი სინანული და დალოცა, იმედი მისცა, რომ მას კიდევ გაუჩნდებოდა ვაჟები, რომლებიც მონანული მამის ერთად სარწმუნოების დასაცავად და სამშობლოს კეთილდღეობისთვის იღვაწებდნენ.

ასეთი დაუღალავი ლოცვებით, მარხვით, ფიზიკური შრომით თუ თავის სამწყსოზე მუდმივი დრტვინვით, წმინდა მამა ბასილი ოსტროგელი მიუახლოვდა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს. 1671 წლის 29 აპრილს თავის მარხვის პერიოდისთვის განკუთვნილ კელიაში მამა ბასილის სული უფალს მიებარა. იგი მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ მიიცვალა. კელიის კედელზე კი,რომლის გვერდითაც მამა ბასილი აღესრულა, ამოიზარდა ვაზის ყლორტი, საკვირველი, რამეთუ კელიის კედელი მხოლოდ სალი კლდის ქვა იყო (ეს ვაზი დღესაც ხარობს მამა ბასილის კელიაში, მისი ნაყოფი უშვილო ქალებს ურიგდებათ შვილოსნობის უნარის აღდგენისათვის).

წმინდა ბასილის წმინდა ნეშტი ოსტროგის ბერ-მონაზვნებმა ოსტროგის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის წინ დამარხეს. მის საფლავთან სალოცავად მოდიოდა ხალხი, წმინდანის საფლავზე მოლოცვით აღესრულებოდა ბევრი სასწაული, სნეულთა განკურნება თუ სხვა მრავალი საკვირველებანი.

წმინდა მამა ბასილის გარდაცვალების 7 წლის თავზე, 1678 წელს, წმინდა მამა სიზმარში გამოეცხადა ნიკშიჩის მახლობლად მდებარე წმინდა ლუკას სახელობის მონასტრის იღუმენ რაფიელ კოსიერევაცს, და დაავალა მას ჩასულიყო ოსტროგში და გაეხსნა მისი საფლავი. იღუმენმა ყურადღება არ მიაქცია ამ სიზმარს და არ შეასრულა წმინდანის თხოვნა. იღუმენ რაფაელს ხელმეორედ დაესიზმრა იგივე სიზმარი, მაგრამ ამჯერადაც მამა რაფაელმა უგულვებელჰყო წმინდანის დავალება.მესამეჯერ კი მამა ბასილი ოსრტოგელი უკვე ცხადად მოევლინა მამა რაფაელს, წმინდა მამას ხელში საკმეველი ეჭირა და მამა რაფაელის კელიას აკმევდა, ამ დროს ნაკვერცხალი გადმოვარდა საკმეველიდან და მძინარე იღუმენს დაეცა სახეზე. გამოიღვიძა რა იღუმენმა, ნანახით შეშინებული გაიქცა ძმებთან ამბის მოსაყოლად. სასწაულის ხილვით დარწმუნებული საძმო გაემგზავრა ოსტროგის მონასტერში, რომ რაც შეიძლება მალე შეესრულებინათ წმინდა ვასილი ოსტროგელის მინიშნება. ოსტროგელ ბერებს უამბეს რა მომხდარის შესახებ, მონაზვნებმა გადაწყვიტეს შვიდი დღე მკაცრი მარხვისა და ლოცვა-ვედრების, სისტემატიური წირვების აღვლენის შემდეგ აღესრულებინათ წმინდანის თხოვნა.


მეშვიდე დღეს კი მამებმა გახსნეს წმინდანის საფლავი. მამა ბასილის გაუხრწნელი სხეული ცვილივით ყვითელი იყო და რეჰანის სურნელება ჰქონდა (ნაკურთხი რეჰანის გამხმარ ტოტებს სერბი სასულიერო პირები კურთხევისას იყენებენ, ნაკურთხი წყალის მისაპკურებლად). მონაზვნებმა წმინდანის სხეული ჩაასვენეს კუბოში და გადააბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში, სადაც დღემდე განისვენებს.

წმინდა მამა ბასილის კურთხეული უხრწნელი სხეულის შესახებ ამბავი მალევე გავრცელდა მთელ სერბეთში. მის სანახავად მოდიოდა ათასობით მორწმუნე, თაყვანს სცემდნენ წმინდანის წმინდა ნეშტს, ევედრებოდნენ წმინდანს მეოხეობას. ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, დარწმუნებული წმინდა მამის სასწაულმოქმედი განკურნების უნარით, არა მხოლოდ მართლმორწმუნე ქრისტიანნი, არამედ არამართლმადიდებელი ქრისტიანები, და ამავე დროს ბევრი მუსლიმიც მოდიოდა, ისევე როგორც დღეს.

მრავალ მომლოცველთა შორის ასევე ბევრი იყო სასულიერო პირიც, რომლებიც ოსტროგის მონასტერში წმინდანის საფლავს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა და ილოცებდა. ერთ-ერთი იყო თურქთაგან დევნილი სერბეთის პატრიარქი ბასილი ბრკიჩი-იოვანოვიჩი (1763-1765 წწ., გარდაიცვალა 1772 წ.), რომელიც პეჩიდან წამოვიდა და ჩერნოგორიას შეაფარა თავი. პატრიარქმა ექვსი თვე ოსტროგის მონასტერში მარხვასა და ლოცვაში გაატარა, აღწერა წმინდა მამა ბასილი ოსტროგელის ცხოვრება, შეაგროვა რა ზუსტი, უტყუარი დეტალები წმინდანის ცხოვრებიდან.

მეორე მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში კი ოსტროგის მონასტერში ცხოვრობდა მღვდელი მამა ბასილი, რომელმაც წმინდა ბასილი ოსტროგელის დაუჯდომელი დაწერა (1947 წ.), რომელიც დღესაც ოსტროგის მონასტრის ხელნაწერებს შორის ინახება.


წმინდა ბასილის უხრწნელი სხეული

ისევე როგორც ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდში იდევნებოდა წმინდა მამა ბასილი ბოროტთაგან, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგაც არ ასვენებდა მტერი მის წმინდა ნაწილებს. პირველად 1714 წელს გადამალეს ოსტროგელმა მორჩილებმა წმინდანის წმინდა სხეული, პირსისხლიანი ნუმან-ფაშა აოხრებდა რა ჩერნოგორიას. ბერებმა წმინდანის კუბო ოსტროგის მონასტრის დაბლა მდინარე ზეტის ნაპირას დამარხეს. მდინარემ დაფარა წმინდანის განსასვენებელი, თუმცა კუბოში კი წვეთი წყალიც არ ჩასულა, ისევე მშრალად იყო შენახული, როგორც მისი დასვენების დროს. კუბო კი მდინარის წყლის ქვეშ თითქმის ერთი წელი იმყოფებოდა.

წმინდა ბასილის კუბოს გატანა ოსტროგის მონასტრიდან მეორედ 1852 წლის ზამთარში მოხდა, როდესაც ომარ-ფაშა თავს დაესხა ჩერნოგორიას. ჩერნოგორიელებმა წმინდანის კუბო ცეტინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს. ამავე დროს ომარ-ფაშას ჯარისკაცებმა ოსტროგის მონასტერს უკვე ალყა შემოარტყეს. 30 ჩერნოგორიელი, ჩერნოგიის მეფის მამის, მირკო პეტროვიჩის მეთაურობით, 9 დღის განმავლობაში იბრძოდა ალყის მოსახსნელად. წმინდა ბასილის მეოხებით მათ სძლიეს თურქთა აღმატებულ ჯარს და გაათავისუფლეს ოსტროგის მონასტერი მტრის ალყისაგან. 1853 წელს კი ოსტროგელი წმინდანის კუბო ისევ ოსტროგის მონასტერში იქნა ჩამოსვენებული.

მესამედ კი, 1876-1877 წლების ომის დროს, წმინდანის სხეული კვლავ წააბრძანეს ცეტინში, სადაც ორი წელი იყო დასვენებული. 1878 წელს კი დააბრუნეს ოსტროგში.

1942 წელს, როდესაც ოსტროგს ბომბავდნენ, ბერებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის მოსალოდნელი დანგრევის შიშით, მამა ბასილის წმინდა ნაწილები ოსტროგის მონასტრის სადგომის მახლობლად მდებარე კლდეში ერთ-ერთ გამოქვაბულში გადამალეს. თუმცა ეს შიში უადგილო გამოდგა, რამეთუ ეცემოდა რა ნაღმები მონასტრის ირგვლივ, აუფეთქებლად იმსხვრეოდა და არანაირი ზიანი არ მიუყენებია მონასტრისათვის, თვით ბერ-მონაზონთაგანაც კი არავინ დაშავებულა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat