ღირსი ალექსანდრე სვირელის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება (+1533) - 17 (30) აპრილი - 17 (30) აპრილი
ღირსი ალექსანდრე სვირელის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება (+1533) - 17 (30) აპრილი - 17 (30) აპრილი
ღირსი ალექსანდრე სვირელი (ერობაში - ამოსი) 1448 წლის 15 ივნისს დაიბადა, მდინარე სვირის შენაკადის, იოატის ნაპირას მდებარე სოფელ მანდერში, წინასწარმეტყველი ამოსის ხსენების დღეს და სახელიც მის პატივსაცემად დაერქვა. მისი მომავალი შობა ნეტარის მშობლებს სასწაულებრივ აუწყა ზეციურმა ხმამ: "გიხაროდენ, კეთილნო თანამეუღლენო, თქვენგან იშვება ძე, ვის მიერაც უფალი ნუგეშინისცემას მიმადლებს თავის ეკლესიას".

ამოსი მორჩილი და თავმდაბალი ბავშვი იყო, გაურბოდა სიცილსა და ბილწსიტყვაობას, უყვარდა ლოცვა და მკაცრად მარხულობდა. წმინდანმა იცოდა, რომ მშობლები მას დაქორწინებას უპირებდნენ, ამიტომ ცხრამეტი წლისა ფარულად წავიდა სახლიდან და ბალაამის სავანეს მიაშურა.

1474 წელს ამოსი ბერად აღიკვეცა ალექსანდრეს სახელით. რამდენიმე წლის შემდეგ მშობლებმა შეიტყვეს შვილის ადგილსამყოფელი. მალე თავადაც მიჰბაძეს მას და მონასტერში დაასრულეს ამქვეყნიური ცხოვრება.

ხმა მოსაგრის ასკეტური ცხოვრების შესახებ შორს გავარდა, ამიტომ 1485 წელს მან დატოვა ბალაამი, ზეგარდმო მინიშნებით ტყეში დამკვიდრდა და შვიდი წელი განმარტოებით ცხოვრობდა.

უდაბნოში 23-წლიანი მოღვაწების შემდეგ 1508 წელს ღირსი მამა ცხოველმყოფელი სამების გამოცხადების ღირსი შეიქნა - მას ყოვლადწმინდა სამება გამოეცხადა. ღამე, ლოცვისას, უეცრად იქაურობა გაბრწყინდა და წმინდა ალექსანდრემ მისკენ მიმავალი სპეტაკი სამოსით მოსილი ზეციური დიდებით გაბრწყინებული სამი კაცი იხილა, ყოველ მათგანს ხელთ კვერთხი ეპყრა. შეშინებული ბერი მიწაზე დაემხო და თაყვანი სცა. ხელი მოჰკიდეს, წამოაყენეს და ეკლესიისა და მონასტრის აშენება უბრძანეს. წმინდანმა იკითხა, ვის სახელზე უნდა იყოს ტაძარიო. უფალმა უთხრა: "საყვარელო, როგორც ხედავ შენთან მოსაუბრეს სამ პირში, ასევე ააგე ტაძარი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, ერთარსება სამების სახელზე. მე დაგიტოვებ შენ მშვიდობას და სიმშვიდესა ჩემსა მოგცემ შენ". და მაშინ ღირსმა ალექსანდრემ უფალი იესო ქრისტე იხილა, გაშლილი ფრთებით, ვითარცა მიწაზე მოსიარულე და ის უჩინარი შეიქნა. ამ ხილვის შემდეგ წმინდანი ფიქრობდა, სად აეშენებინა სავანე. ერთხელ, ლოცვისას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა. ანგელოზი იდგა გაშლილი ფრთებით და ზე აღმართული ხელებით, და ამბობდა: "ერთ არს სულიწმიდა, ერთ არს უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღვთისა და მამისა, ამინ!" შემდეგ კი მიუბრუნდა ღირს მამას და უთხრა:

"ალექსანდრე, აქ ააშენე ტაძარი შენთვის გამოცხადებული წმინდა სამების სახელზე". სამჯერ გადასახა იმ ადგილს ჯვარი და ანგელოზი უჩინარი შეიქნა. იქ მალე ცხოველმყოფელი სამების სახელზე ეკლესია აშენდა (1526 წელს მის ნაცვლად ქვითკირის ტაძარი ააგეს). მშენებლობის დამთავრებისთანავე საძმომ ნეტარს დაუწყო ვედრება, მიეღო სამღვდელო ხარისხი. ის დიდხანს უარობდა - თავს უღირსად თვლიდა. მაშინ ბერებმა ნოვგოროდელ მთავარეპისკოპოს სერაპიონს (+1516) სთხოვეს, დაეყოლიებინა უფლის რჩეული. იმავე წელს ღირსი მამა ნოვგოროდში გაემგზავრა და მღვდელმთავრის მიერ ხუცესად ეკურთხა. მალე ძმებმა წმინდა ალექსანდრე იღუმენობაზეც დაითანხმეს.

იტვირთა რა წინამძღვრობის მძიმე ჯვარი, ნეტარი მამა უწინდელზე მეტად თავმდაბალი გახდა. ერთხელ სავანეში შეშა შემოილია. იკონომოსმა იღუმენს სთხოვა, უქმად მყოფი ბერები გაეგზავნა საწვავის დასამზადებლად. "მე ვარ უქმად", - თქვა წმინდანმა და შეშის საჩეხად წავიდა; ნეტარი ხშირად სხვების ნაცვლად ფქვავდა ხორბალს ხელის დოლაბებით; ღამით შემოივლიდა ხოლმე სენაკებს, თუ ამაო საუბრებს გაიგონებდა, ფრთხილად დააკაკუნებდა და ჩაივლიდა.

მონასტრისთვის მოწყალების მოსაკრებად წმინდა ალექსანდრე ხშირად ერში გადიოდა. წმინდა ალექსანდრე სვირელი ყველგან იღებდა მოწყალებას, მაგრამ ვინმე გრიგოლს, თუმცა კი იგი ძალიან ეცადა, მაინც არ გამოართვა ფული. გრიგოლი შეწუხდა და მიზეზი ჰკითხა. წმინდა ალექსანდრემ მიუგო: "ჩვენ გვამცნეს, რომ მშობლებს პატივი უნდა ვცეთ. შენ კი ამწარებ, სცემ კიდეც დედაშენს და ეს ერთხელაც არ მოგინანიებია". გრიგოლი მის წინ დაემხო, წმინდა ალექსანდრემ მას უთხრა: - წადი, შვილო, და შეირიგე შენი დამ-ბადებელი და მისგან სინანულით ცოდვათა მიტევება გამოითხოვე. გაეცი მოწყალება, გამოზარდე ქვრივ-ობოლნი და ასეთი კეთილი საქმეების გამო ღმერთიც შეგიწყალებსო.

სიცოცხლის მიმწუხრზე ღირსმა ალექსანდრემ გადაწყვიტა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი აეგო. როცა საფუძველი ჩაყარეს, წმინდა მოსაგრეს თავად უბიწო ქალწული ეჩვენა, ტახტზე მჯდომარე, ყრმით ხელში, ანგელოზების თანხლებით და უთხრა: "საყვარელო ჩემო, ვინც ერთ აგურს მაინც მოიტანს ჩემი ტაძრის ასაშენებლად, ჩემი ძისა და უფლის, იესო ქრისტეს სახელით, არ წარუწყმდება სასყიდელი თვისი"; თან სავანის მფარველობა აღუთქვა.

ნეტარმა ალექსანდრე სვირელმა 85 წელი იცხოვრა და 1533 წლის 30 აგვისტოს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

1641 წლის 17 აპრილის ფერისცვალების ტაძრის გადაკეთებისას, აღმოყვანებულ იქნა წმინდა ალექსანდრე სვირელის უხრწნელი სხეული და დაწესებულ იქნა ორი საეკლესიო დღესასწაული, 17 აპრილს - ნაწილთა აღმოყვანების და 30 აგვისტოს მისი გარდაცვალების დღეს.

სურათზე: წმინდა ალექსანდრე სვირელის უხრწნელი სხეული
.....

წმინდა აღმსარებელი მიხეილ ნოვიცკი, მღვდელი (+1935); მღვდელმოწამე თეოდორე ნედოსეკინი, მღვდელი (+1942)

მათ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler