წმინდა ისააკ ასური, სპოლეტოელი (+550) - 12(25) აპრილი
წმინდა ისააკ ასური, სპოლეტოელი (+550) - 12(25) აპრილი
ღირსი ისააკ ასური - VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. მის შესახებ წერს წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი (ხს. 12 მარტს) თხზულებაში "იტალიელ მამათა ცხოვრებანი და სასწაულნი".

"ქალაქ სპოლეტოს ახლოს, გუთების ბატონობის დასაწყისიდან ბოლო დრომდე ცხოვრობდა ვინმე ისააკი, კაცი ღვთისმოშიში. ბევრი იცნობს მას. განსაკუთრებით ახლოს იყო მასთან ღვთისმოშიში ქალწული გრიგორია, რომელიც ახლა ჩვენთან, რომში, ყოვლადწმინდა ქალწულის, ღვთისმშობელი მარიამის სახელობის ტაძრის ახლოს ცხოვრობს. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, როცა მას გათხოვებას უპირებდნენ, ისააკმა იგი ტაძარში შეი-ფარა და დამალა. ქალს მონაზვნობა სურდა და, ღვთის შეწევნით, აისრულა საწადელი, უარი თქვა მიწიერ სასიძოზე და ზეციური სასიძოს ღირსი შეიქნა. ბევრი რამ შევიტყვე ისააკზე ღირსი მამა ელეფთერის მონათხრობით. ისააკი წარმოშობით იტალიელი არ იყო, მაგრამ მოგითხრობთ იმ სასწაულებს, რომელიც მან იტალიაში ყოფნისას აღასრულა. როცა პირველად ასურეთიდან სპოლეტოში მოვიდა, ეკლესიაში შესვლისას დარაჯს სთხოვა, რამდენიც სურდა, იმდენი ლოცვის უფლება მიეცა და ღვთისმსახურებისას გარეთ არ გაეგდო. მან მთელი სამი დღე და ღამე ღმერთთან საუბარში გაატარა. სიამაყის სულით შეპყრობილმა ეკლესიის ერთ-ერთმა დარაჯმა, იმის მაგივრად, რომ აქედან თავისთვის სასარგებლო რამ მიეღო, მხოლოდ სასიკვდილო ვნება ნახა. კადნიერად დაიწყო წმინდანზე ჭორაობა - ფარისეველი და მატყუარა, სხვების წინაშე თავის გამოჩენა უნდა სამი დღე-ღამის ლოცვითო. შემდეგ კი დაეძგერა ღვთის მონას და ცემა დაუწყო, რათა ტაძრიდან უპატიოდ გაეგდო, როგორც ფარისეველი და სიწმინდეთმკრეხელი. მაგრამ უეცრად დარაჯი ბოროტმა სულმა შეიპყრო, დასცა ღვთის მონის ფერხთა წინაშე და მისი ბაგეებით ყვირილი დაიწყო: "ისააკი განმდევნის მე". მლოცველის სახელი აქამდე ყველასთვის უცნობი იყო. ღვთის მონა გაწვა ეშმაკეულის სხეულზე და ბოროტი სული მისგან გამოვიდა.

ეს ამბავი მთელმა ქალაქმა შეიტყო. დაიწყეს მასთან სიარული უბრალო ღვთისმოშიშმა დედაკაცებმა, ისინი ცდილობდნენ, ისააკი შინ წაეყვანათ. ერთნი მიწას სთავაზობდ¬ნენ, მეორენი - ფულს, სხვები კი დახმარებას მონასტრის ასაშენებლად. მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთის მონამ არ მიიღო არაფერი, გაშორდა ქალაქს და განმარტოებულ ადგილას უბრალო საცხოვრებელი აიშენა. მრავალი მიდიოდა მასთან, რომლებიც, მისივე მაგალითით აღძრულნი, საუკუნო ცხოვრებას ეძიებდნენ. ისინი ყოვლისშემძლე ღვთის მონას მორჩილებდნენ. მისი მოწაფენი ხშირად დაჟინებით, თუმცა კი თავმდაბლობით სთხოვდნენ ისააკს მონასტრის საკეთილდღეოდ მიეღო შემონაწირი, მაგრამ ის, დაუძინებელი დარაჯი უპოვრობისა, ყოველთვის მტკიცედ იტყოდა: "ის არ არის მონაზონი, ვინც მიწიერ საგანძურს ეძიებსო". ცდილობდა, ამგვარი ზრუნვით შეენახა თავისი უპოვრობა. ამ მონასტერში ყოფნისას მისი წინასწარმეტყველების ნიჭისა და უდიდესი სასწაულების ამბავი შორეულ ქვეყნებშიც კი გავრცელდა.

ერთ საღამოს ისააკმა მოწაფეებს უბრძანა, მონასტრის ბაღში რამდენიმე ბარი დატოვეთო. იმავე ღამეს, ლოცვის შემდეგ, ძმებს დაავალა: - ჩვენს მუშებს შეჭამანდი მოუხარშეთ. ცისკრისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოსო.

დილით ბაღში ძმებს იმდენი მომუშავე დახვდათ, რამდენი ბარიც ჰქონდათ დატოვებული. ქურდები იყვნენ. ბაღში შესვლისთანავე მათი სურვილები ღვთის მოქმედებით შეიცვალა: ბარები იპოვეს, აიღეს და ბაღი მთლიანად დაამუშავეს. "გამარჯობა, ძმებო! მეტად გაისარჯეთ და დასვენების დროა", - მიმართა მათ ისააკმა და საჭმელი შესთავაზა. როცა მუშები დანაყრდნენ, წმინდანმა მათ უთხრა: "ბოროტებას ნუ ჩაიდენთ, ნუ იქურდებთ. როცა რაიმე მოგინდებათ, ბაღის კართან მოდით, მშვიდად ითხოვეთ და კურთხევით მიიღეთო". შემდეგ კი ბრძანა, მათთვის რაც შეიძლება მეტი ხილი მიეცათ. ამგვარად, ბაღში სავნოდ მოსულები უვნებლადაც დაბრუნდნენ და უხვადაც დაჯილდოვდნენ გაწეული შრომისთვის.
ისააკთან მოწყალებისთვის ჩამოძონძილი უცხოქვეყნელები მოვიდნენ და წმინდანს ევედრნენ, სამოსი მოგვეციო, ის მდუმარედ უსმენდა მათ. მერე ერთ-ერთი მოწაფე იხმო და საიდუმლოდ უბრძანა: "წადი ამა და ამ ტყეში. ამა და ამ ადგილას, მუხის ფუღუროში ტანსაცმელს იპოვი და მოიტანეო". მოწაფე ასეც მოიქცა. ღვთის კაცმა ეს ტანსაცმელი მათხოვრებს გადასცა. შეხედეს და იცნეს - ტყეში დატოვებული მათი სამოსი იყო. შერცხვათ.
ერთხელ მავანმა ლოცვა სთხოვა წმინდანს და მონის ხელით სანოვაგით სავსე ორი კალათი გაუგზავნა. მონამ ერთი კალათი გზაში დამალა, მეორე კი ღვთის კაცს მიუტანა და გამომგზავნელის თხოვნა გადასცა. ღვთის კაცმა სიყ-ვარულით და მადლიერებით მიიღო ძღვენი, მაგრამ მონას უთხრა:

- ფრთხილად აიღე ის კალათი, გზაში რომ დამალე, მასში გველი შეძვრაო.
მონა ძალზე აღელდა. ერთი მხრივ, გაუხარდა, რომ სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ შეწუხდა კიდეც. სირცხვილი დაითმინა, როგორც მაცხოვნებელი სასჯელი. უკანდაბრუნებულმა კალათი აიღო წყნარად, მშვიდად, შიგ გველი დახვდა. ამგვარად, ეს წმინდანი თავშეკავების სათნოებას, მოძაგებას ყოველივე სწრაფწარმავლისა, წინასწარმეტყველების მადლით უერთებდა ლოცვისადმი უჩვეულო გულმოდგინებას. თუმცა გარეგნულად უცნაურად იქცეოდა. ხანდახან ისე მხიარულობდა, ვერ დაიჯერებდი, თუ უდიდეს სათნოებებს ფლობდა.

წმინდა ისააკ ასური გარდაიცვალა 550 წელს

ხატის წყარო



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat