წმინდა მღვდელმთავარი კალენიკე ჩერნიკელი, ეპისკოპოსი რიმნიკა-ვილჩისა (+1868) - 11 (24) აპრილი
წმინდა მღვდელმთავარი კალენიკე ჩერნიკელი, ეპისკოპოსი რიმნიკა-ვილჩისა (+1868) - 11 (24) აპრილი
წმინდა კალენიკე (ერისკაცობაში კონსტანტინე) დაიბადა ბუქარესტში 1787 წლის 7 ოქტომბერს, ანტონიასა და ფლოარის (მონაზვნობაში ფილოთეოსი) ღარიბ ოჯახში. დაამთავრა ბერძნულ-რუმინული სკოლა მშობლიურ ქალაქში და ოცი წლის ჭაბუკი 1807 წელს ჩერნიკის მონასტერში წავიდა. ერთი წლის შემდეგ იგი მონაზვნად აღიკვეცა და მაშინვე გამოაჩინა ასკეტური მისწრაფება.

ღამე მხოლოდ სამი საათი ეძინა, ისიც პატარა სკამზე ჩამომჯდარს, დღისით კი ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებდა. მას მერე რაც მისი სულიერი მამა ათონზე წავიდა, წმინდა კალენიკემ გადაწყვიტა მხოლოდ პური და წყალი მიეღო და ორმოცი დღე ასე ემარხულა. მაგრამ იღუმენმა ამგვარი მასკეტური ღვაწლი აუკრძალა. მას მერე წმინდანი სხვებთან ერთად ტრაპეზობდა, თუმცა ცოტას ჭამდა, ხოლო შაბათ-კვირას მცირეოდენ ყველს მცირეოდენ რძეს დააყოლებდა, რათა სავსებით ეძლია სიამაყის ცოდვისათვის. მისი გარეგნული გამომეტყველება მოწმობდა, რომ მოეკვეთა ხორციელი სიამოვნება, ხოლო თვალები თავის კელიაში ყოველდღიური ცრემლთაღვრისგან ჰქონდა დასივებული.

1813 წლის ეპიდემიამ ბევრი მღვდელი შეიწირა და კალენიკეც იძულებული გახდა, სამღვდელო ხარისხი მიეღო. ამის მერე გააორმაგა მონაზვნური ღვაწლი და უფრო დიდი სიყვარული გამოაჩინა ყველა ძმის მიმართ. ღვთის მადლით, რომელიც მასზე განისვენებდა, კალენიკე თითოეულ კაცში ღვთის ხატს ხედავდა, ადამიანების მიმართ სიყვარული კი მის დიდ სიმდაბლეში გამოიხატებოდა. ორი წლის შემდეგ წმინდა კალენიკე მონასტრის ძმობის მოძღვარად (აღსარებათა მიმღებად) დაადგინეს. მალე კი მასთან არა მარტო მონაზვნები, ასევე სავანის სიახლოვეს მცხოვრები უამრავი ქრისტიანი, მღვდლები, ეპისკოპოსები და სასულიერო თანამდებობის პირები, მათ შორის მიტროპოლიტიც კი მიდიოდა ამ წმინდა ბერთან აღსარების სათქმელად და სულიერი ნუგეშის მისაღებად.

1818 წელს, წინამძღვარ დოროთეს გარდაცვალების შემდეგ, წმინდა კალენიკე მონასტრის იღუმენად დაადგინეს, ხოლო ორი წლის შემდეგ არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. მაშინ ის ოცდაცამეტი წლის იყო, ის იყო მდაბალი და გულმოწყალე, შეეძლო ჯიუტი მონაზვნების აღფრთოვანება და თავისი პირადი ცხოვრებით მთელ ძმობას აღაფრთოვანებდა. ისინი მას, როგორც ღვთის ანგელოზს, ისე უცქერდნენ. წმინდა კალენიკე მორჩილებას მონაზვნური ცხოვრების საფუძვლად თვლიდა. იგი ამბობდა: "კინოვიური ცხოვრების წესი წმინდა მორჩილებაზე განისვენებს და დაფუძნებულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მიწიერი ცხოვრებაც ჩვენთვის სამაგალითოა". ის ძმებს ურჩევდა, ამაო საუბრებს გასცლოდნენ, რადგან ის აუცილებლად ბილწსიტყვაობამდე მიიყვანდა და მთელი ძალისხმევა მოუკლებელი შინაგანი ლოცვისკენ მიემართათ. ის ასევე ამბობდა: "იღუმენი გულია ყველა გულისა. ის არის სრულყოფილებისაკენ მიმავალი გზა, მათთვის ვინც მის გარშემო იკრიბება".

1821 წელს ბერძნების სახალხო აჯანყებას თურქები საშინელი რეპრესიებით დაუხვდნენ, ბევრი ბუქარესტელი ჩერნიკის მონასტერში იმალებოდა. წმინდა წინამძღვარმა ყველა მიიღო, ვისაც დაცვა სჭირდებოდა, გამოჰკვებავდა მათ მონასტრის მარაგიდან და ანუგეშებდა. როცა თურქებმა მონასტრის გარშემო ზარბაზნები დააყენეს და მისი დანგრევა გადაწყვიტეს, წმინდანმა მონაზვნები და ერისკაცები ეკლესიაში ღამისთევის ლოცვაზე შეკრიბა. მათი ლოცვით და წმინდა ნიკოლოზის შეწევნით, თურქების რაზმებმა უკან ისე დაიხიეს, რომ მონასტერს ზიანი არ მიაყენეს. წმინდა კალენიკეს ლოცვამ არაერთხელ გადაარჩინა ისინი თურქული საფრთხისგან.

ერთხელ მონასტერს საკვების მარაგი გამოელია და ძმებს შიმშილი ემუქრებოდა. წმინდა კალენიკემ მხურვალე ლოცვა აღავლინა ღვთის მიმართ და მონასტრის კარიბჭესთან მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც ხარებშებმული ორი ურმით ხორბალი მოიტანეს, რომელიც მონასტრისთვის მეზობლად მდგარი სამხედრო ბანკიდან ფაშას გამოეგზავნა.

წმინდა კალენიკე თავის ჩაბარებულ სამწყსოს ცხოვრებაზე ყველანაირად ზრუნავდა. რამდენიმე წელიწადში მონასტრის ძმობა 350 კაცამდე გაიზარდა. მისი ბრძანებით აშენდა ახალი ეკლესია, უამრავი კელია და სახელოსნოები, სადაც ძმები სავანისთვის საჭირო ნივთებს ამზადებდნენ და მოწყალებასაც გასცემდნენ. ამის გარდა, იქვე ახლოს მდებარე მონასტრების მონაზვნებმა აღსარების ჩაბარება მამა კალენიკესთან არჩიეს და მის სულიერ რჩევებს უჯერებდნენ.

მისმა უმწიკვლო სახარებისეულმა ცხოვრების წესმა ზოგში შური გამოიწვია. ერთხელ საჭმელში საწამლავი გაურიეს. წმინდანმა საწოლიდან წამოდგომა ვეღარ შეძლო და მზად იყო, უფლის წინაშე წარმდგარიყო. ამ დროს ზეციურმა ხმამ უბრძანა, წამომდგარიყო და რიმნიკა-ვილჩის ეპისკოპოსის ხარისხის მისაღებად მომზადებულიყო. ამ ეპარქიას ეპისკოპოსი უკვე ათი წელი არ ჰყავდა, და შესაბრალის მდგომარეობაში გახლდათ: ეპისკოპოსის რეზიდენცია და ტაძარი ხანძრისგან ნანგრევებად იყო ქცეული, სემინარია დახურული, მღვდლები საკმარის განათლებას ვერ იღებდნენ და მატერიალურად უჭირდათ. ბევრი ტაძარი ან დაკეტილი ან ცუდ მდგომარეობაში იყო.თვმდაბალმა კალენიკემ ადრე თუ უარი თქვა მიტროპოლიტის კათედრაზე, ახლა იძულებული გახდა თავად ბარბუ სტირბეის სურვილს დამორჩილებოდა. 1850 წელს წმინდა კალენიკეს ეპისკოპოსად ხელი დაასხეს.


ის მაშინვე შეუდგა საქმეს, მისი ბრძანებით აღდგა რეზიდენცია, მისივე პროექტით აშენდა ახალი ტაძარი, გაიხსნა სემინარია, დაარსდა სტამბა. მანვე დააარსა ფრასინეის მონასტერი, რომლის ძმებსაც ათონური ტიპიკონი ეპყრათ და მკაცრად, ასკეტურად ცხოვრობდნენ. იქ წმინდანს უყვარდა დარჩენა, რათა წმინდა მყუდროებაში გაეტარებინა დღეები.
წმინდა ნიკოლოზის მსგავსად, რომლის დაუჯდომელსაც ის ყოველდღიურად კითხულობდა, ეპისკოპოსი გულმოდგინედ ზრუნავდა თავის სამწყსოზე და მათ მიმართ უსაზღვრო გულმოწყალებას იჩენდა.

ღარიბებს ყველაფერს აძლევდა უკანასკნელ პერანგსაც კი. ის ცრემლმორეული ევედრებოდა თავის სულიერ შვილს ანასტასის რამენაირად ფული ეშოვა, რომ "ქრისტეს მიერ ძმებისთვის" გლახაკებისთვის დაერიგებინა. მან სიკვდილის წინ ანდერძი დაწერა, სადაც ამბობდა დასაკრძალ ფულს ვერ ტოვებდა, რადგან ყოველივე გლახაკებისთვის დაერიგებინა.

მას ჰქონდა მადლი კურნებისა, დაფარულმცოდნელობისა და წინასწარმეტყველებისა. მაგალითად, მან რუსეთ-თურქეთის 1877 წლის ომი იწინასწარმეტყველა და ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები, რაც რუმინეთს მოელოდა, რომ მის ტერიტორიაზე რუსული ჯარი მეფის მეთაურობით დადგებოდა.

დღისით დამწყსიდა თავის მრევლს, მათზე ზრუნავდა, ხოლო ღამეებს ლოცვასა და სასულიერო ლიტერატურის კითხვაში ატარებდა. რომ არ ჩასძინებოდა, წიგნზე მძიმე მეტალის ნივთს ადებდა, რათა გაღვიძებოდა, როცა ეს საგანი ხმაურით მიწაზე დავარდებოდა.

ის მღვდლებს მოუწოდებდა, მაგალითად მონაზვნური ცხოვრების წესი დაესახათ და სწრაფადვე აღკვეთდა სასულიერო პირებს შორის სიმონიას (საეკლესიო თანამდებობათა ყიდვა-გაყიდვა) და უზნეო საქციელს თუ შენიშნავდა.

ჩვიდმეტი წლის ეპისკოპოსობის შემდეგ სნეულებებით და სიბერით დაუძლურებული წმინდა კალენიკე ჩერნიკის მონასტერში განმარტოვდა და იქ ერთი წელი უბრალო მონაზონივით ცხოვრობდა. წმინდა კალენიკე მოუკლებელად ლოცულობდა და მოსწავლეები ხშირად ხედავდნენ გამოუთქმელ ბრწყინვალებას, რომლითაც ის იყო გარემოცული. ერთ-ერთი ხილვის შემდეგ ათანასეს უთხრა: "ეკრძალე, რამეთუ ამ სახლს მუდმივად სტუმრობენ ანგელოზები და სხვა ზეციური არსებები. გახსოვდეს რაც მოგიყევი და გიჩვენე".

თავისი აღსასრული მან ოცდაათი დღით ადრე იწინასწარმეტყველა. 1868 წლის 11 აპრილს, აღდგომის მეორე დღეს, ძალა მოიკრიბა, პირი დაიბანა, დაკრძალვისთვის გადანახული ტანსაცმელი ჩაიცვა და იქ მყოფნი აკურთხა. შემდეგ ჯვრით ხელში მონაზონ გერმანეს მკერდზე მიეყრდო და უთხრა: "ნახვამდის, ერთმანეთს კვლავ ვნახავთ იმქვეყნიურ სიხარულში!"

რუმინეთის ეკლესიამ მღვდელმთავარი კალენიკე წმინდანად 1955 წელს შერაცხა. წმინდა კალენიკე ახლა თავის მშობლიურ მონასტერში განისვენებს და მრავალ სასწაულს აღასრულებს.

ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 24 ნოემბერს (ახალი სტილით 7 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამისა ეკატერინეს,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat