ღვთის ეს წმინდანი XVII საუკუნეში, კონსტანტინეს ქალაქში დაიბადა.
მისი სულიერი მოძღვარი სახელგანთქმული აღაპი ვულისმასი იყო, რომელმაც გერასიმე განათლების მისაღებად წმინდა მაკარი კალუგერას (ხსენება 17 იანვარს) სკოლაში გაგზავნა, რომელიც ამ უკანასკნელს კუნძულ პატმოსზე დაეფუძნებინა.
გერასიმე იმდენად მოშურნედ შეუდგა სწავლას, სკოლის გასრულების შემდგომ მაკარიმ თავის თანაშემწედ დაადგინა.
ამ ორ წმინდა კაცს შორის უღრმესი სულიერი კავშირი ჩამოყალიბდა, თითქოს ორ სხეულში ერთი სული ედგათ. მათი ერთობა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა და წმინდა ბასილი დიდის ძმობას შეჰგავდა.
მაკარი, საკუთარი ნებით, დიაკვნად დარჩა, გერასიმე კი ჯერ მღვდლად ეკურთხა, შემდეგ კი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში ბერად აღიკვეცა, მაკარის კი კვლავ მამობრივ პატივს მიაგებდა, გარდაცვალების შემდგომ მწარედ დაიტირა.
შემდეგ თავი მოვალედ ჩათვალა, სულიერი მამისა და მასწავლებლის შექმნილი სკოლის მმართველობა გადაებარებინა.
წმინდა მამა სულგრძელად და სიხარულით დაითმენდა ყოველ განსაცდელსა და უძლურებას, მოძღვრის გარდაცვალებიდან სამ წელიწადში, 1739 წელს კი თავადაც მიიძინა.
წმინდა გერასიმეს სხეული უხრწნელი პოვეს, იმ დროიდან კუნძულის მკვიდრნი ხშირად მიმართავდნენ შუამდგომლობისა და მფარველობისათვის.
.........................................
წმინდა გიორგი, პატრიარქი იერუსალიმისა (+807) - 07 (20) აპრილი
წმინდა გიორგის მხოლოდ ის ვუწყით, რომ იერუსალიმის საპატრიარქო ტახტზე 797 აღსაყდრდა და გარდაცვალებამდე - 807 წლამდე მღვდელმთავრობდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი