ღირსი მაკარი, პელიკიტის სავანის იღუმენი (+830) – 01 (14) აპრილი
ღირსი მაკარი, პელიკიტის სავანის იღუმენი (+830) – 01 (14) აპრილი
ღირსი მაკარი პელიკიტის სავანის იღუმენი დაიბადა კონსტანტინოპოლში. პატარა დაობლდა და ბიძამ აღზარდა.

წმინდანი გულმოდგინედ კითხულობდა ღვთის სიტყვას და მისით იმდენად განიმსჭვალა, რომ გადაწყვიტა, საკუთარი ცხოვრება მთლიანად ღვთისთვის მიეძღვნა. შესრულწლოვანდა მაკარი და ბიძამ დაქორწინება ურჩია, თუმცა, მის სულს, რომელიც უკვდავების წყურვილს მოეწყლა, ამაგდარ ნათესავს უარი უთხრა და ერთ განმარტოებულ ტაძარს მიაშურა. სწორედ მისმა წინამძღვარმა ასწავლა ჯერაც ყმაწვილს, როგორ მოეხვეჭა გული გონიერი და ყოველივე წარმავალი უარეყო.

გამოხდა ხანი და მაკარიმ მოძღვარს გაუმხილა, - მონაზვნობა მწყურიაო, ხუცესმა კი ბითვინიაში, ოლიმპოს მთაზე მდებარე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის იმ მონასტერში გაგზავნა, პელიკიტისად რომ იწოდება.

მაკარიმაც ისწრაფა სავანისკენ და სულ მალე მიაღწია კიდეც მთის წვერზე მდებარე მონასტერს, სადაც მოკლე ხანში შემონაზვნდა კიდეც.

იმ დღიდან ყოველ მორჩილებას იმგვარი მოშურნეობით აღასრულებდა, სავანის საძმო თავისი სიქველით და სიწმინდით განაკვირვა.

წლების შემდგომ, ოდეს სავანის იღუმენი, მარკოზი მიიცვალა, ძმობამ სწორედ ის აირჩია ერთხმად წინამძღვრად.

ეს ახოვანი და დაუმარცხებელი მოღვაწე უფალმა სასწაულქმედების მადლითაც განაბრწყინა: - ერთხელ, ხანგრძლივი გვალვის შემდგომ წმინდა მამამ მეზობლად მდებარე წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძრამდე ჯვრით მსვლელობა მოაწყო, რის შემდეგაც უმალ მოსცა ცამ მიწას ნანატრი ნამი.

მისივე ლოცვით განამრთელა ღმერთმა უიმედოდ სნეული ერთი იქაური დიდებული, სახელად - პავლე და მისი თანამეცხედრე, პელიკიტის სავანე რომ მოილოცეს.

ამ სასწაულის ამბავმა მალე დედოფალ ირინემდეც მიაღწია, რომელმაც ღირს მაკარის მოუწოდა და კურნება სთხოვა.

კონსტანტინოპოლს ყოფნისას წმინდა პატრიარქმა, ტარასიმ (ხსენება 25 თებერვალს) მაკარი სამღვდელო პატივით შემოსა.

ის დღე იყო და მაკარი უფრო აღმატებულ ღვაწლს მიეცა, რადგან, მაცხოვრის მაგალითისებრ, თვლიდა, რომ, საძმოს მსახური იყო.

15 წელი სიბრძნით განაგებდა იქაურობას ღვთის ეს რჩეული და წმინდა მსახური, სანამ ავადსახსენებელმა ლეონ მეხუთე სომეხმა, ისავრიელმა (813-820 წლები), კვლავ არ აღძრა ხატმებრძოლობის ახალი ტალღა, ღირს მამას კი თვალუწვდენელ მიწიერ დიდებას შეჰპირდა, - ოღონდ გადმოჩვენიანდიო...

- არანაირი მიწიერი არ აღემატება ჩემს უფალს, ხოლო მის გამო ვერა სატანჯველი ვერ მომდრეკს, არამედ სიხარულით დავითმენ თვით სიკვდილსაცო!

მისმა სიტყვამ ისე მონუსხა ტირანი, მაკარის სასახლეში მიყვანა ვეღარ გაბედა და მსახურთ შეუთვალა, - შეიპყარით და ციხეში გამოკეტეთო!

ტყვედქმნილ მაკარის გადაბირება ციხეში ერთმა გაერეტიკოსებულმა იღუმენმაც სცადა, თუმცა რა იხილა მისი სიმტკიცე, იმპერატორს ეახლა და მოახსენა:

- ფოლადს უფრო იოლად მოსდრეკ, ვიდრე - მაკარისო!

მაშინ კი შეუგზნო მრისხანების ალი ბოროტმა ეშმაკმა ისეც უწყალო იმპერატორს და მაკარის სასტიკი ტანჯვაც გადაწყდა, რის შემდეგაც წმინდა მამა ბოსფორს გადაასახლეს.

ამასობაში პელიკიტის მონაზვნებმა, ერთხანს აქეთ-იქით რომ განიბნენ, კვლავ შეერთდნენ და წმინდა თეოდორე სტუდიელის რჩევით, რომელიც ძალზე აღეფრთოვანებინა ღირსი მაკარის სიმტკიცეს, სავანის იღუმენად ერთი განდეგილი, სახელად - სერგი აირჩიეს.

ღირსი მამა, სხვა ტყვედქმნილ ქრისტიანებთან ერთად მხოლოდ ლეონ სომეხის გარდაცვალების შემდგომ გათავისუფლდა, თუმცა, თავის მონასტერში დაბრუნების უფლება ვეღარ მიიღო. გარკვეული ხნის შემდგომ მასავით დევნილ პატრიარქს, წმინდა ნიკოფორეს ეწვია, ქალკედონის სიახლოვეს გადასახლებიდან რომ მობრუნებულიყო და მოკლე ხანში, ღვთისმოყვარე ადამიანთა შეწევნით, ქრისოპოლში, ზღვის ნაპირას, მონასტერი დააარსა.

სამწუხაროდ, ნანატრი მშვიდობა დღემოკლე აღმოჩნდა და თეოფილეს (829 - 842 წლები) აღსაყდრებისთანავე დევნამ არნახული მასშტაბები შეიძინა.

მაკარი კვლავ დაიბარეს კონსტანტინოპოლს, კვლავაც უზღვავ მიწიერ წყალობას და პატივს დაჰპირდნენ, მერე - მუქარაც არ დაინანეს, მაგრამ ამაოდ.

ისევ საშინელი სალმობანი ელოდა კეთილ მწყემსს, შემდეგ კი - ხელახალი პატიმრობა, სადაც ნესტიან დილეგში შიმშილით გამოსცდიდა ბოროტი.

იქვე იყვნენ დატუსაღებული ერეტიკოსნი, რომელთაც ნეტარ მამას კურთხევა სთხოვეს, მაგრამ მაკარიმ მშვიდად იუარა:

- რა საერთო აქვთ ნათელს და ბნელს?! შემდეგ ჭეშმარიტება უქადაგა და მათგან რამდენიმე მოაქცია კიდეც. თუმცა, ეს ერთადერთი მაგალითი როდი გახლდათ: - მათ გარდა მრავალ იქ მყოფ ხატმებრძოლს აუხილა სულიერი თვალნი და მოაქცია, მაგრამ როგორც კი ამის შესახებ თეოფილემ შეიტყო, შიშნეულმა ღირსი მამა იქაურობას განაშორა და მარმარილოს ზღვის სიახლოვეს მდებარე უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლა.

მაკარის მრავალი მონაზონი გაჰყვა და მალე იქ მონასტერიც დააარსეს, სადაც წმინდა მამამ უამრავი სასწაული აღასრულა: - დიდი შიმშილობისას იქაურებს აპურებდა, სნეულ მონაზვნებს კი - ლოცვით განამრთელებდა.

ამ სავანეშივე შეჰვედრა ღირსმა მაკარიმ სული უფალს 830 წლის 18 აგვისტოს, მაგრამ მანამდე ძმებს ის ადგილი უჩვენა, სადაც უნდა დაეკრძალათ. მისი ხსენება წელიწადში ორჯერ - 1 აპრილს და 18 აგვისტოს აღესრულება.

მეოხ გვეყოს მისი წმინდა ლოცვა ღვთის წინაშე!
................................

ხატის წყარო


* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამისა სერგისა (ზავარინი, +1938)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat