ღირსი ბასილი ახალი (+944) - 26 მარტი (8 აპრილი)
ღირსი ბასილი ახალი (+944) - 26 მარტი (8 აპრილი)
ღირსი ბასილი ბერი გახლდათ, რომელიც უდაბნოში მოღვაწეობდა. იმპერატორ ლეონ ბრძენის ზეობის დროს იძულებით დაატოვებინეს მოღვაწეობის ადგილი. ამის შემდეგ ბერმა ცხოვრება ბიზანტიის დედაქალაქში განაგრძო. ბერი ბასილი გარდაიცვალა დაახლოებით 944 წელს, 110 წლისა. ეკლესია მას ახალს უწოდებს სხვა თანამოსახელე წმინდანთაგან გამოსარჩევად. ღირსი ბასილი ახალი ახალგაზრდობაშივე განმარტოვდა უდაბნოში. ერთხელ გზად მიმავალმა ბიზანტიის იმპერატორის კარისკაცებმა შეამჩნიეს იგი კონკებში გახვეული, საეჭვო კაცად მიიჩნიეს, შეიპყრეს და სატახტო ქალაქში წაიყვანეს. ბერი პატრიცმა სამსონმა დაკითხა. ბასილიმ დამალა ვინაობა. თქვა, - მწირი ვარო. სამსონმა წმინდანის დასჯა ბრძანა. ბასილი ხარის ძარღვის მათრახით სცემეს, ხეზე თავდაღმა დაკიდეს, მაგრამ კრინტი ვერ დააძვრევინეს. ღირსი მამის დუმილის მიზეზი ის იყო, რომ არ სურდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ნაღვაწი კეთილი საქმეები სახალხოდ გამოეფინა. სამსონმა წმინდა ბასილი გრძნეულად ჩათვალა და მშიერ ლომს მიუგდო შესაჭმელად. ნადირი მორჩილად გაუწვა წმინდანს ფეხებთან. შემდეგ ღირსი ბასილი ზღვაში გადააგდეს. ყოვლადმოწყალე უფალმა კვლავ დაიცვა თავისი რჩეული: ორმა დელფინმა იგი კონსტანტინოპოლის მეშვიდე ზღუდესთან - ევდომთან გამოიყვანა. წმინდა მამას ბორკილები გაეხსნა და სრულიად თავისუფალი შევიდა დედაქალაქში. ქალაქის შესასვლელთან დასასვენებლად ჩამომჯდარ ბასილისთან ცხელებით შეპყრობილი კაცი, სახელად იოანე მივიდა. წმინდა მამის ლოცვით ავადმყოფი განიკურნა. იოანემ თავისთან მიიპატიჟა ღირსი მამა. მისი კეთილი საქმეები, ქველმოქმედება, განდეგილობა, სნეულთა კურნების ნიჭი დაფარული არ დარჩენილა. მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა რჩევისათვის და კურნებისათვის. წმინდა ბასილი ამხელდა ცოდვილებს და სინანულისაკენ მოუწოდებდა, მრავალს უწინასწარმეტყველებდა მომავალს. მიმსვლელთა შორის იყო ვინმე გრიგოლი, რომელიც დაემოწაფა მას და აღწერა წმინდანის ცხოვრება.

ბასილის მოწაფეთა შორის იყო ულამაზესი ქალი თეოდორა, რომელმაც თავი მთლიანად ქრისტეს სიყვარულს მიუძღვნა და საკუთარი თავის უარყოფით ემსახურებოდა ბერს. მაგრამ სულ მალე ეს ღვთივსათნო ქალი გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა ძლიერ დაამწუხრა ღირსი ბასილი დიდის მოწაფეები, განსაკუთრებით კი ბერი გრიგოლი.

- ცხონდა თუ არა თეოდორა? - ხშირად ეკითხებოდა გრიგოლი ბერს. მაგრამ მისი კითხვა უპასუხოდ რჩებოდა.

ერთხელ წმინდა ბასილიმ თავის მოწაფეს ჰკითხა:

- შვილო ჩემო, გსურს თეოდორას ნახვა?

- როგორ უნდა ვიხილო, თუკი გარდაიცვალა? - ჰკი¬თხა მან.

- ამ საღამოს ნახავ.

მართლაც, იმ ღამეს ბერს ძილში გამოეცხადა ახალგაზრდა, რომელმაც მბრძანებლური ტონით უთხრა:

- ადექი და ბერ ბასილისთან ერთად თეოდორას სანახავად წადი.

გრიგოლმა იგრძნო, რომ ფეხებმა თავისით მიიყვანეს ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში. აქ მან ბერს დაუწყო ძებნა, მაგრამ შენიშნა, რომ დაუსრულებლად ადიოდა მაღლა ვიწრო, ძნელად ასავალ ბილიკზე. უეცრად გრიგოლი საოცარი კარიბჭის წინ აღმოჩნდა. იგი დაკეტილი იყო. მან კარის ერთ-ერთ სარკმელში შეიხედა და ორი ქალის სილუეტი გაარჩია.

- ქალბატონებო, - დაუძახა მან, - ვისია ეს საოცარი სასახლე?

ღირსი მამა ბასილის, - უპასუხა ერთმა მათგანმა, სულ ცოტა ხნის წინ კი მან ის თავის მორჩილ თეოდორას აჩუქა.

ამ დროს გრიგოლმა დაინახა მათკენ მომავალი თეოდორა. მან კარი გახსნა და ბერს სიხარულით მოეხვია.

- ძმაო გრიგოლ, ვინ მოგიყვანა აქ? გარდაიცვალე?

- არა. აქ ჩვენი სულიერი მოძღვრის ლოცვითა და ზრუნვით მოვხვდი. ძალიან მინდოდა შენი ნახვა და იმის შეტყობა, რა შეგემთხვა გარდაცვალების შემდეგ და როგორ გაიარე ბოროტ სულთა საზვერეები. კარგად ვიცი, რომ როდესაც მოვკვდები, მეც უნდა გავიარო ისინი.

- საყვარელო შვილო! სანამ სული სხეულს გაეყრებოდა, ძლიერ ვიტანჯებოდი. ეს საშინელი ტკივილი იყო, თითქოს გაშიშვლებულს ცეცხლში მაგდებდნენ. ჩემთვის, ცოდვილისთვის სიკვდილი მტანჯველი იყო. მართალთა სიკვდილის შესახებ არ ვიცი. სიკვდილის წინ აგონიაში დავინახე, რომ ჩემს სარეცელს გარს ერტყნენ შავი და საშინელი არსებები, რომლებიც კბილებს აღრჭიალებდნენ და თავიანთი ველური გამოხედვითა და შემზარავი სახეებით მაშინებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ტკივილი მომაყენა. თავშეუკავებლად ვტიროდი, როდესაც უე¬ცრად ორი ელვისმაგვარი ახალგაზრდა დავინახე ბრწყინვალე შესამოსელში და ოქროს თმით. ისინი გახარებულნი იდგნენ ჩემგან მარჯვნივ; როგორც ჩანდა, შავ არსებებს მათი ეშინოდათ; ამ უკანასკნელთ წარმოადგინეს სიები ჩემი ცოდვებით, ერთ-ერთ მათგანს კი, სქელსა და მრისხანეს, ხელში საშინელებებით აღსავსე რკინის თასი ეჭირა.

- რას დგახარ? - ჰკითხეს მას ახალგაზრდებმა, - გაათავისუფლე იგი სხეულის ტყვეობისგან და ძლიერ ტკივილს ნუ მიაყენებ, რადგან მძიმე ცოდვები არ ჩაუდენია.

მაშინ მტანჯველმა თასი მწარე სასმლით შეავსო და დასალევად მომცა, რის შემდეგაც ჩემმა სულმა მეყსეულად დატოვა სხეული. გათავისუფლებული სული მაშინვე მიიღეს ბრწყინვალე ახალგაზრდებმა და თავიანთ სამოსელში გაახვიეს. მაგრამ, საშინელი ეშმაკები გარს შემოგვერტყნენ, ყვიროდნენ, რომ მრავალი ცოდვა ჩავიდინე და მათი ჩამოთვლა დაიწყეს. მათ წამოძახილზე ანგელოზები ჩემს კეთილ საქმეებს წარმოაჩენდნენ და მათ სასწორზე წონიდნენ. როდესაც სასწორის ფიალებზე ყველა ჩემი კეთილი და ბოროტი საქმე დაიდო, დავინახე, როგორ მივიდა ანგელოზებთან ბერი ბასილი.

- ბატონებო! - მიუბრუნდა ის ჩემს ზეციურ თანამგზავრებს, ეს სული ძლიერ მანუგეშებდა სიბერის ჟამს, ამიტომ გამოვითხოვე იგი ღვთისგან და უფალმაც მაჩუქა იგი. მიიღეთ ჩემგან ეს სულიერი მოწყალება, ამით გადაიხადეთ თეოდორას ყველა ვალი და გამოისყიდეთ მისი სული ჰაერის საზვერეებში.

ამ სიტყვებით წმინდა ბასილიმ ანგელოზებს გადასცა პატარა ტომარა, რომელიც ოქროს მონეტებით იყო სავსე (აქ ოქროს მონეტები სიმბოლური სახეა უდიდესი სარგებლობისა და დახმარებისა, რომელსაც იღებენ გარდაცვლილთა სულები ლოცვის, პანაშვიდის, მოწყალების, ძირითადად კი ღვთაებრივი ლიტურგიისა და სულიერ მამათა და ძმათა ლოცვით, განსაკუთრებით ეკლესიის ლოცვით მათი ცხონებისთვის). შემდეგ ბერმა აიღო ბრწყინვალე ახალგაზრდების ზეთიანი ჭურჭელი და მე გადმომასხა. მეყსეულად გავბრწყინდი, თოვლივით გავთეთრდი და გამოუთქმელი ღვთაებრივი სიხარული ვიგრძენი.

წმინდა ანგელოზებმა ფრთები გაშალეს და ზემოთ წამიყვანეს.

პირველად განკითხვისა და ამაოდმეტყველების საზვერე შეგვხვდა. ეს იყო ეშმაკთა ჯგუფი, რომლის შუაშიც მათი მთავარი იდგა. ეშმაკებმა გააცხადეს ყველა, ვინც ჩემი ცხოვრების მანძილზე განმიკითხავს და, იმავდროულად, ანგელოზებს ეშმაკურად ეკითხებოდნენ ზედმიწევნით დეტალებს. ანგელოზებმა ჩემი ვალი ბერის ნაჩუქარი სულიერი ტომრიდან გადაიხადეს და გზა განვაგრძეთ. ზემოთ ასულებს ავისმეტყველების საზვერე შემოგვხვდა. მის დაუბრკოლებლად გასასვლელად ანგელოზებს აქაც ბერის ტომრის გახსნა და გადახდა დასჭირდათ. ერთმანეთში საუბრისას ანგელოზებმა აღნიშნეს:

- ჭეშმარიტად, რა დიდი მადლი და შემწეობა მოიპოვა ამ სულმა მონა ღვთისა ბასილისგან! მისი წყალობის გარეშე თეოდორასთვის ძალზე მძიმე იქნებოდა საზვერეების გავლა.

სანამ ისინი საუბრობდნენ, ჩვენ ჯერ სიცრუის საზვერეს მივაღწიეთ, შემდეგ კი ცილისწამების - ანგელოზებმა იქაც გადაიხადეს ჩემი სულისთვის ჩვენი ბერის ნაწყალობევიდან. ასე გავიარეთ მრისხანების, ლოთობის, ბოროტის ხსომისა და სხვა საზვერეები. შემდეგ ჩემი თანამგზავრები მომიბრუნდნენ:

- ხედავ, როგორი საშიშროების წინაშე დგას სული, სანამ მზაკვრულ საზვერეებს გაივლის!

- დიახ, მე მგონი, ამაზე არავინ ფიქრობს. ყოველ სულს გარდაცვალების შემდეგ უბედურება ელის, ჩვენ კი, უგუნურნი, ყურადღებას არ ვაქცევთ ამას და ყველაფრის მიმართ გულგრილნი ვართ.

- წმინდა წერილში მოთხრობილია ამ ყოველივეს შესახებ, - ამიხსნეს ანგელოზებმა, - მაგრამ ნაყროვანება და გემოთმოყვარეობა ადამიანებს აბრმავებს და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე აღარ ფიქრობენ. ადამიანები ისე ცხოვრობენ, თითქოს არასოდეს მოკვდებიან. ისინი გულგრილნი არიან კეთილი საქმეების, განსაკუთრებით სიყვარულისა და მოწყალების მიმართ, რომლებსაც სხვა დანარჩენებზე მეტად შეუძლიათ, დაეხმარონ სულს საზვერეების გავლაში. მაგრამ მოულოდნელად მოდის სიკვდილი, - ღმერთთან მიმავალ სულებს საზვერეებში ეშმაკები ეპატრონებიან და ჯოჯოხეთში აგდებენ, სადაც მეორედ მოსვლამდე დარჩებიან.

ამასობაში გამბედაობა მოვიკრიბე და ანგელოზებს ვკითხე:

- როგორ იგებენ ეშმაკები თითოეული ადამიანის დაცემის შესახებ?

- ნათლობის დროს თითოეულ ადამიანს მფარველი ანგელოზი ეძლევა. ადამიანი ვერ ხედავს მას, მაგრამ ანგელოზს იგი სიკეთისკენ მიჰყავს და უხილავად იწერს ყველა მის კეთილ საქმეს. მაგრამ, ამავე დროს, თითოეულ ადამიანს უხილავად დასდევს ეშმაკი, რომელიც მის ბოროტ საქმეებს აღნუსხავს. როგორც კი ადამიანი, მაგალითად, მოიპარავს, ეშმაკი ამის შესახებ ქურდობის საზვერეს აცნობებს. როდესაც ადამიანი მოკვდება და მისმა სულმა ეს საზვერეები უნდა გაიაროს, გზა გადაეღობება და ჯოჯოხეთში ჩავარდება. თუ ანგელოზის მიერ წარმოდგენილი კეთილი საქმეები ბოროტს გადასწონის, სული თავისუ-ფლად გაივლის ამ საზვერეს. ეს ყოველივე მართლმადიდებელ ქრისტიანებს შეემთხვევათ; რაც შეეხება უწმინდურ ადამიანებს, ეშმაკები არათუ არ აღნუსხავენ მათ ცოდვებს, არამედ განსაცდელებსაც კი არ მოუვლენენ მათ.

- როგორ მიეტევებათ ცოდვები ცოცხლებს? იშლება თუ არა ისინი დემონების სიებიდან? - ვკითხე ანგელოზებს.

- ისინი სინანულით, აღსარებითა და მოძღვრის მიერ დადებული ეპიტიმიით მიეტევებათ. მაგრამ თუკი ადამიანს შენსავით შერცხვება თავისი ცოდვების აღიარება მოძღვრის წინაშე და ჩათვლის, რომ საკმარისია, თუკი მას აღარ ჩაიდენ; ანდა აღიარებს მათ მოძღვრის გარეშე ხატის წინაშე ანდა; მხოლოდ უფალთან, მაშინ ცოდვები არ მიეტევება. უფალმა მისცა მოციქულებს შეკვრისა და ცოდვათა მიტევების უფლება, რომლებიც მათ ეპისკოპოსებსა და მოძღვრებს მოუთხრეს!

ზემოთ ასვლისა და სხვა საზვერეების გავლისას მოვაღწიეთ სიძვის საზვერეს. ეშმაკთა მთავარს ქაფითა და სისხლით მოსვრილი სამოსი ეცვა, რომელიც, როგორც ჩემმა თანამგზავრებმა ამიხსნეს, ადამიანის სიძვისა და მრუშობის კვალი იყო.

როგორც კი დაგვინახეს, ეშმაკები მეცნენ და ჩემი შეცოდებების წამოძახება დაიწყეს, თან ჩემი საყვარლების სახელებს ყვიროდნენ. ისინი ცდილობდნენ, ანგელოზთა ხელებიდან გამოვეტაცე და ჯოჯოხეთში ჩავეგდე. ზეციურმა მფარველებმა ჩემი გამართლება დაიწყეს:

- ყველაფერი, რის შესახებაც თქვენ საუბრობთ, მან უკვე დიდი ხანია, მიატოვა.

- ჩვენ ეს ვიცით, - უპასუხეს დემონებმა, - მაგრამ მას ვუყვარდით და არასოდეს უთქვამს უარი ჩვენზე. იგი ფარულად ინახავდა გულში ყველა ამ ცოდვას და არასოდეს უღიარებია თავისი მოძღვრის წინაშე, არ უტვირთავს მაცხოვნებელი ეპიტიმია, შენდობა არ მიუღია. როგორ შეეძლო, მიეღო ასეთი მადლი და ახლა მზესავით ბრწყინავდეს? - ყვიროდნენ ისინი და ცდილობდნენ, ნებისმიერი საშუალებით დავეკავებინე. თუმცა ანგელოზებმა მე უღირსი გამათავისუფლეს იმით, რომ აქაც გადაიხადეს.

- იცოდე, - მითხრეს მათ, - იშვიათია, რომ სულმა ეს საზვერე გაიაროს. ერის ადამიანები თავიანთი ცოდვების მთელ სიმძიმეს და მოსალოდნელ სასჯელს ვერ გრძნობენ; ნაყროვანებისა და ლოთობის ვნებით აგზნებულნი, განუწყვეტლივ ვარდებიან სიძვაში. ამ საზვერემდე მოღწეულ სულთა უმრავლესობა ბნელ, უსიხარულო ჯოჯოხეთში ვარდება.

უკანასკნელია სისასტიკისა და უგულობის საზვერე. მაგრამ რამდენადაც სიცოცხლის მანძილზე მოწყალე ვიყავი და ღარიბებს ვეხმარებოდი, ეშმაკები დუმდნენ. წასვლისას ანგელოზებმა მითხრეს:

- ბევრმა ადამიანმა აღასრულა ღვთაებრივი მცნებები და ყველა საზვერე თავისუფლად გადალახა, მაგრამ მათ ვერ გამოიჩინეს მოწყალება და ღარიბთა თანაგრძნობა. ამიტომ აქ გადაეღობათ გზა ზეცისკენ და ჯო¬ჯოხეთში ჩაცვივდნენ.

ამის შემდეგ უკვე სიხარულით მივემართებოდით მაღლა. შორიდან დავინახე ზეციური კარიბჭე, გამჭვირვალე ბროლივით რომ ბრწყინავდა. მისი მცველი - ელვისმაგვარი ანგელოზი მბრწყინავი ქამრითა და ოქროსფერი თმით სიხარულით შეგვეგება და ეშმაკთა საზვერეებიდან ჩემი სულის ხსნისთვის ღმერთი ადიდა.

შემდეგ შევხვდით ენით აღუწერელი სილამაზის მრავალ ახალგაზრდას ცეცხლოვანი სამოსითა და მბრწყინავი თმით. მათი ფეხები თოვლზე უთეთრესი იყო და ზეციური ნათლით ბრწყინავდნენ. მათ უხაროდათ ჩემი ცხონება და საზეიმოდ გალობდნენ. ჩვენ ღვთის ტახტის თაყვანსაცემად გავემართეთ. მას გარს ერტყა ურიცხვი ელვისმაგვარი ანგელოზი მბრწყინავი სამოსითა და ოქროს ქამრებით. ანგელოზებმა, რომლებსაც მივყავდი, სამგზის იგალობეს ღვთის სადიდებელი მისი ტახტის წინ და პირქვე დაემხნენ.

ამის შემდეგ გაისმა სასწაულებრივი ხმა, რომელმაც ჩემს თანამგზავრ ანგელოზებს უბრძანა:

- წაიყვანეთ თეოდორა სამოთხის სანახებში, შემდეგ კი მიწის ქვეშ ჩაუშვით, როგორც დადგენილია ყოველი სულისთვის. ამის შემდეგ მიიყვანეთ იგი სამყოფელში, რომელიც ჩემი მონის, ბასილისთვისაა მომზადებული.

ჩვენ მოვინახულეთ წმინდანთა სავანეები, შემდეგ კი ჯოჯოხეთის საშინელი, ბნელი საპყრობილეები.

- შენ გადაურჩი ამ ბნელ სამყოფელს, - მითხრა ერთ-ერთმა ანგელოზმა, - რამეთუ შეინანე, აღარ სცოდავდი და მოწყალებას გაიღებდი. მაგრამ შენი ცხონება უმთავრესად ბერ ბასილის შუამდგომლობის წყალობით მოხდა.

ამის თქმისთანავე ანგელოზებმა ამ ბრწყინვალე ბერის ლოცვებით ღვთის მიერ ნაწყალობევ სამყოფელში დამტოვეს და გამშორდნენ.

წმინდა ბასილი 110 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაახლოებით 944 წელს. ეკლესიამ მას ბასილი ახალი უწოდა, მისი სეხნია მოსაგრეებისგან გასარჩევად, რომლებიც მასზე ადრე ცხოვრობდნენ.

ხატის წყარო



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat