შეეწიოს წმინდა ბასილი ამ დიდ საქმეში
შეეწიოს წმინდა ბასილი ამ დიდ საქმეში
ჟურნალ "კარიბჭის" 2006 წლის მე-8 ნომერში მოგითხრეთ წმინდა ბასილი რატიშვილის უხრწნელ სხეულზე, რომელიც 1883 წელს უპატრონოდ მიგდებული უნახავს ბატონ თედო ჟორდანიას და ეს ამბავი საზოგადოებისთვის უმცნია 1897 წელს გამოცემულ ქრონიკების II ტომში. გავიდა 3 წელი და ჟურნალი "მწყემსი" ბეჭდავს მორჩილ რაჟდენ ბარამიძის წერილს, სადაც ავტორი მოგვითხრობს კაბენის მონასტერზე და იქ კვლავ უპატიოდ მიტოვებულ წმინდა ბასილის უხრწნელ სხეულზე. გთავაზობთ ამ წერილს. სტილი დაცულია.

"კასპიდგამ მარჯვნით 30 ვერსის მანძილზე სძევს სოფელი ყანჩავეთი. ამ სოფლიდამ სამხრეთით 1,5 ვერსის მანძილზე, ერთს პატარა, ტყით დაფარულ გორაკზე, აგებულია ერთი ფრიად შესანიშნავი ძველი დროის მონასტერი, რომელსაც კაბენის ღვთისმშობლის მონასტერს უწოდებენ. ამ მონასტერშია ტყავზე ხუცურად ნაწერი სახარება, რომელშიაც მოხსენიებულია რატიშვილების მიერ ამ მონასტრისთვის ადგილის შეწირვა და აქვე ნათქვამია: "კაბენის გეთსამანიის ღვთისმშობელის მონასტერი". მონასტრის ეკლესია აგებულია მოყვითალო ნათალი ქვით, აღმოსავლეთის კედელი, სანათურები და ჯვარი, რომელიც ჩაყოლებულია კედელში, საუცხოო ჩუქურთმებით არის გამოქანდაკებული; ასეთივე ჩუქურთმა არის დასავლეთის კედელზე გუმბათამდე.

მონასტრის ეს დიდი და ვრცელი ეკლესია სულ დახატული ყოფილა, მაგრამ დღეს, დროთა ვითარებისა გამო, მხოლოდ რამოდენიმე ნახატი მოსჩანს; საკურთხეველში დახატულია სამი მღვდელმთავარი: ვასილი, იოანე ოქროპირი და გრიგოლ ღვთისმეტყველი - და მთავარანგელოზი შუბის ხელში მპყრობელი, რომელსაც ექვსი ფრთა აქვს. ტრაპეზი თავის ადგილას დგას, ქვიტკირის კანკელი სრულიად უვნებელია და მაზედაც მრავალი ჩუქურთმებია. მხატვრობები მოჩანს, მაგრამ წარწერისა და სახის გარჩევა ჭირს. მხოლოდ მოჩანს წმინდა მოწამე გიორგი. აქვე დახატულია მირქმა მაცხოვრისა, მაცხოვარი სარეცელზე მჯდომარე და წმინდა მოწამე აბო, მოციქულთასწორი კონსტანტინე და ელენე და მაცხოვრის სხვადასხვა დროის სახე, მაგალითად, ქრისტე ტანჯვის დროს ეკლის გვირგვინით. სხვა მხატვრობები თუმცა მოჩანს, მაგრამ სახე არ განირჩევა. თვით ეკლესიაში მრავალი ძველი დროის ჩუქურთმიანი ქვები და ძველი დროის კრამიტები დ აგურები მოიპოვება დიდი ფორმისა. ამ დიდს ეკლესიას მიშენებული აქვს სამწირველოები, რომლებიც რიყის ქვით არის ნაშენი. დასავლეთ-სამხრეთის თაღი თითქმის სულ ჩაქცეულია. როცა ეკლესიაში დგახარ, ჩრდილოეთ-დასავლეთით შენიშნავ სამ აკლდამას, რომლებსაც თავი ახდილი აქვს. პირველში აწყვია ძვლები ბერებისა, მეორეშიც იგივე ძვლებია, მხოლოდ ნახევარი ტანი არის კაცისა, რომელსაც ხორცი შემხმარი აქვს ძვლებზე. მხოლოდ სულ უკანასკნელში ასვენია ერთი თავმოგლეჯილი ტანი ადამიანისა, რომელსაც ხელები და ფეხები თითქმის თავის თითებით და ფრჩხილებითა აქვს, მხოლოდ ცალი ხელი მოგლეჯილი აქვს, ასე რომ, თითქმის სულ ხორციელად არის თვინიერ თავისა, მაგრამ თავიც იქვე ახლოს ძევს. საფიქრებელია, რომ ეს თავიც ამავე ტანისა უნდა იყოს, რომელიც ხორცეულად არის დაცული. მხოლოდ არ ვიცით, თუ ვინ არის ეს პატიოსანი გვამი. ბატონ თედო ჟორდანიას ქრონიკების მეორე ტომში (გვ. 171) მოხსენიებულია ზემოხსენებულნი ხორციელი (ანუ უხრწნელი - კ.კ.) მამები. ბატონი ჟორდანია ამბობს, რომ როდესაც თვით მას უმოგზაურნია და უნახავს ეს ადგილი, მას თან ხლებია ადგილობრივი მღვდელი და აზნაური გიორგი რატიშვილი. ამ უკანასკნელს უთქვამს, რომ როცა პირველად გაუღიათ აკლდამა, შიგ უნახავთ ჭილოფში გახვეული გვამი. როცა გაუხსნიათ, მარტო ის მხარე ყოფილა გახრწნილი, სადაც ჭილოფი არ ფარებია, სხეულს მარტო ხელი ჰქონებია მოგლეჯილი, გარდა ამისა, თითქმის ფერი არ ჰქონებია შეცვლილი ხორცს და მთელი გვამი ასე უვნებლად დებულა. ეს გვამი, როგორც მე მიამბეს, სამღვდელო შესამოსელით ყოფილა და ამ 29 წლის წინათ თავიც ტანზე ბმია. ამავე აკლდამის ერთ კუთხეში გდებულა ბერული ქუდი (კუნკულა), გარედან შავ მაუდგადაფარებული, მასზე დიდის გულმოდგინებით მოქარგულია სხვადასხვა სახეები (ეს კუნკულა ეხლაც ძევს იქვე, მხოლოდ გაფუჭებულია დროთა ვითარების გამო და არც ახლანდელ კუნკულას ჰგავს). ამ გვამის შესახებ ბატონ თედო ჟორდანიას გიორგი რატიშვილისგან სმენია, რომ ეს გვამი არის წმინდა ბასილის და გვარად რატიშვილი ყოფილა. ამის დასამტიცებლად მოჰყავს იმავე გვამზე დადებული შენდობის ფურცელი, რადგანაც მღვდელმთავრისგან შეჩვენებული ჰგონებია ალბათ, რადგანაც ხორციელად ყოფილა და ისევ მღვდელმთავარს მიუცია შენდობა, სადაც წერებულა, "შვილო ბასილ". ამ შენდობის მიმცემი, როგორც წერებულა, ყოფილა წილკნელი იოსები (ამათ შესახებ მეც გამოვიკითხე, მაგრამ ვერა გავიგე რა, მხოლოდ ხალხს დიდი რწმენა აქვს). ბატონი ჟორდანია ამბობს, რომ ეს მღვდელმთავარი არ შემხვედრია არავითარ გუჯრებშიო. მაგრამ შეიძლება ვიფიქროთ, რომ შენდობას აძლევდეს პირველის წილკნელის იოსებ ასურელის მამის სახელითო.

დღეს ასე ფრიად შესანიშნავი სიწმინდე, რომელიც შიშს და სარწმუნოებას ჰბადებს გონიერი კაცის გულსა და სულში, ფრიად შეუფერებელ მდგომარეობაშია. წმინდა ნაწილების აკლდამები სავსე არიან ნაგვითა, რაიცა დიდ უჯეროებას შეადგენს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ამ მონასტრის განახლება მოინდომა აწ განსვენებულმა მიხეილ პავლეს ძე საბინინმა, რომ ხელი არ შეეშალა მისთვის სხვა გარემოებას. ეს მონასტერი 1896 წელს უფრო კარგ მდგომარეობაში იყო, ვიდრე დღეს არის. მონასტრის კედლები დაზიანებულია, ისე რომ, იმის განახლება მოუხერხებელია. ეკლესია სიგრძით 7 საჟენია, განითაც 5 საჟენი და 2 არშინი, სიმაღლეც ზომიერია. ეს თვით ეკლესიის ტანი არის და სამხრეთის მხრის სამწირველო და ჩრდილოეთისა კიდევ სხვა. ამ სამწირველოების თაღი თითქმის სრულიად ჩაქცეულია. ძველად მონასტერი დახურული ყოფილა ქვით, ხოლო შემდეგ განახლებისა დაუხურავთ უწინდელი დროის კრამიტით, რომელიც ძალიან განირჩევა ახლანდელი კრამიტისგან სიდიდით და სიმაგრით. ამავე ეკლესიაში ჩრდილოეთით საკურთხეველზე მიდგმულია პატარა სამწირველოს მსგავსი ოთახი, რომელშიაც მარჯვნივ არის ერთი კაცის ჩასაძრომი აკლდამა, სადაც მრავალი ძვლებია ადამიანთა მოგროვილი. თვით ეკლესიას, საუბედუროდ, არავითარი წარწერა არა აქვს, მხოლოდ გარედან, როდესაც აღმოსავლეთით დადგება კაცი გუმბათისაკენ, მაყურებელი ზედ გუმბათის თავზე შენიშნავს ერთს ცისფრად შეღებილს მომცრო ქვას, რომელზედაც წარწერა მოსჩანს, მხოლოდ გარჩევა მოუხერხებელია სიშორის გამო. ეკლესიის გარეშე მოჩანს სენაკების ნანგრევები და სხვადასხვა შენობათა. ამ ეკლესიას წყარო აქვს ჩრდილოეთით მეოთხედი ვერსის მანძილზე. ვახუშტი ბატონიშვილი იხსენებს, რომ უწინ მონასტერი ყოფილა, ხოლო აწ ხუცის ამარა არისო. ის არა ჩანს ისტორიის საშუალებით, თუ რამდენი დრო განაგებდა ამ ეკლესიას მღვდელი. ვ. ბატონიშვილი იყო ძე ვახტანგ მეექვსისა, რომელიც დაიბადა XVI საუკუნის დასასრულს და გარდაიცვალა 1672 წელსა. აქედგან სჩანს, რომ ეს მონასტერი დიდი ხნიდან ყოფილა გაუქმებული. ამ მონასტრის ამშენებელი ჩვენმა ისტორიამ არ უწყის. მხოლოდ საფიქრებელია, რომ VIII საუკუნეს ან ცოტა შემდეგს უნდა ეკუთვნოდეს. შიგ შუა ალაგას არის ერთი საფლავი, რომელსაც მარმარილოს ქვა აძევს ზედ წარწერით. ჩვენ მხოლოდ მარტო სახელებს აღვნიშნავთ. ფაზია რატიშვილი (ქკს უმდ). ეს ქორონიკონი უდრის 1756 წელსა. აქედგან ის გამოდის, რომ რატიშვილის სასაფლაო ეკლესიათაც ყოფილა, თუმცა მეტი საფლავი არ არის ამ ეკლესიაში.

ბოლოს, სასურველია, რომ რადგანაც ეს ეკლესია ფრიად დაზიანებულია, შეიძლება დაიქცეს და ეს წმინდა ბასილის ნაწილები შიგ მოჰყვეს, ამიტომ უკეთესია, უმჯობეს ალაგას იქმნას გადატანილი, რათა მლოცავთ შეეძლოთ თაყვანისცემა მათი. ამ ეკლესიის გარემოს დღეს მიცვალებულთ ასაფლავებენ. ამ მონასტრის ძველი ხატები და ნივთები ყველა დაკარგული არის. მხოლოდ ადგილობრივი შტატის ეკლესიაში ასვენია ვერცხლის ხატი ღვთისმშობლისა, რატიშვილების შეწირული 1800წ. და ძველები ყოველი დაკარგული არის. ყოფილა მრავალი ხუცური ხელნაწერები ტყავებზე, მაგრამ ვის რომელი მოუტაცია, არ ჩანს. იმ ზემოხსენებულ სახარებაში მახარობლები არის დახატული და ოთხ-თავია. კიდევ ყოფილა გულანი, მაგრამ ის მამა მარკოზ ტყემალაძეს წამოუღია მათ ბლაღოჩინობის დროს და ჯერაც სახლში აქვს. ეს გულანი, როგორც მიამბეს, საუცხოო სურათებით ყოფილა შემკული".

ჩვენდა წილად დავუმატებთ, დროთა განმავლობაში კაბენის ეკლესია ჩამოიქცა და წმინდა ბასილის უხრწნელი სხეულიც ალბათ ქვეშ მოიყოლა. როგორც შევიტყვეთ, მიტროპოლიტ ესაიას (ჭანტურია) სურს ამ ეკლესიის აღდგენა. შეეწიოს წმინდა ბასილი ამ დიდ საქმეში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat