წმინდა ქრისტოდულო პატმოსელი (+1093) - 16 (29) მარტი
წმინდა ქრისტოდულო პატმოსელი (+1093) - 16 (29) მარტი
უფლის ეს საკვირველი მოწაფე დაიბადა ბითინიის პატარა სოფელში დაახლოებით 1020 წელს. ღვთის მადლით განათლებული ღირსი მამა სიყმაწვილეში ბრწყინვალედ სწავლობდა და იმავდროულად მოიძულებდა ყოველგვარ ამქვეყნიურს, რათა აერჩია ის, რაც საუკუნოა - ღვთის სასუფეველი. მისმა მშობლებმა შვილის ნების საწინააღმდეგოდ კარგი ოჯახის შვილზე დანიშვნა დააპირეს, მაშინ მან ჩუმად დატოვა სახლი და ოლიმპოს მთაზე გაიქცა. იქ დაემოწაფა სიბრძნით და ღვთაებრივ საგანთა ცოდნით ცნობილ ერთ ბერდიდს. მას მერე რაც მოძღვარმა ჭაბუკს ანგელოზის სქემა შემოსა და ქრისტოდულე დაარქვა, ახალგაზრდა მონაზონი ცდილობდა, ყველაფერში მიებაძა თავისი მოძღვრისთვის, რომელშიც ქრისტეს ცოცხალ ხატს ხედავდა. ის თავის სხეულს მარხვითა და მთელი ღამე ლოცვით დათრგუნავდა. სამი წლის შემდეგ მოძღვარი გარდაიცვალა, ქრისტოდულეს შეეშინდა, მშობლებმა არ მომძებნონო და რომში მოსალოცად წავიდა. ის ემთხვია წმინდა პეტრესა და პავლეს საფლავებს და წმინდა მოციქულებმა მას ხილვით განუცხადეს სარბიელი ღვაწლისა. რომიდან წმინდა მიწაზე ავიდა და სხვა მონაზვნებთან ერთად პალესტინის ყველაზე მიყრუებულ და უდაბურ ადგილებში მოსაგრეობდა. შემდეგ მონასტერში დასახლდა და ყველასთვის მისაბაძად ცხოვრობდა. თურქების შემოსევის გამო ქრისტოდულეს გაქცევა მოუწია მცირე აზიაში, მან ნავსაყუდელი ჰპოვა ლატრის მთაზე ცნობილ მონაზვნურ ცენტრში, ის მთელი არსებით მიეცა გასაოცარ ღვაწლს. ქრისტოდულე მხოლოდ ქერის პურითა და წყლით იკვებებოდა, მაგრამ დიდ დღესასწაულებზე ყველანაირ საჭმელს იღებდა, რათა ერეტიკოს მანიქეველად არ ჩაეთვალათ, რომლებიც საჭმელს განაქიქებენ. როცა მისი განსჯის უნარი ნახეს სტილოსის სავანის მონაზვნებმა, იღუმენად აირჩიეს წმინდანს არ უნდოდა დაყუდების დატოვება, მაგრამ პატრიარქ კოზმას დაჟინებულ მოთხოვნას დაჰყვა.

1071 წელს მანციკერტთან გამარჯვების შემდეგ თურქ-სელჯუკებმა მცირე აზია გაძარცვეს. წმინდა ქრისტოდულე იძულებული გახდა, იღუმენობა დაეტოვებინა და უსაფრთხო, მყუდრო ადგილი მოეძებნა საცხოვრებლად. ახლა წმინდანი ლიკიის ზღვისპირა ქალაქ სტრობულეში მონასტერში დასახლდა და იღუმენ არსენი სკინურისის წინადადებას დათანხმდა კუნძულ კოსზე წასულიყო და მონასტრის მეტოქიონზე ეზრუნა, მაგრამ რადგანაც უამრავი მნახველი, სტუმარი სულს უფორიაქებდა, მან უფრო მყუდრო ადგილის ძებნა დაიწყო. ნახა კიდეც. კუნძული პატმოსი იმ დროს სრულიად უდაბური, კაცთათვის ნუგეშს მოკლებული ადგილი იყო. აქ ოდესღაც გადმოასახლეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და ღვთისაგან გამოცხადება მიიღო. ის სასწრაფოდ წავიდა კონსტანტინოპოლში იმპერატორ ალექსი I კომნენოსთან და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტრის ასაშენებლად კუნძული პატმოსი სთხოვა. მეფე მოხიბლა მისმა დიდსულიერებამ და თესალონიკში მონასტრის წინამძღვრობა შესთავაზა. წმინდანმა თავაზიანი უარი განუცხადა - ისეთ მყუდრო ადგილას მინდა დასახლება, სადაც ამქვეყნიური შფოთი ვერ აღწევსო. მორჩილებისთვის მონაზვნებს ტიპიკონს შევუდგენ და თუ დამიჯერებენ, მათ წინამძღვრობასაც დავთანხმდებიო. მართლაც, წმინდა ქრისტოდულემ მონაზვნებს ტიპიკონი შეუდგინა და მათ სრული უპოვარება განუწესა, რომ საკუთარი ნება მოეკვეთათ, უარი ეთქვათ ნებისმიერ ზედმეტ ქონებაზე, ეცხოვრათ ღარიბულად და მორჩილებაში. მხოლოდ ღვთის მადლის იმედი ჰქონოდათ. წმინდა ქრისტოდულემ მათ ერისკაცებთან ურთიერთობა აუკრძალა. ყოველი ცუდი გულისთქმა მოძღვართან უნდა ეღიარებინათ და დილა-საღამოს სამ-სამი ათასი მეტანია აღესრულებინათ, თან ყურადღებით და გულშემუსვრილებით ელოცათ, თითქოს ღვთის სამსჯავროს წინაშე იყვნენ წარმდგარნი. ბერებს მისი ტიპიკონი ეძნელათ და მის წინამძღვრობაზე უარი განაცხადეს. წმინდა ქრისტოდულემ სიხარულით და შვებით ამოისუთქა და იმპერატორს ხელახლა სთხოვა დახმარება, მეფემ მას კუნძული სრულ საკუ-თრებაში გადასცა, და გადასახადებისაგან გაათავისუფლა. ამასთან, მონაზვნები პურით უზრუნველყო - ყოველწლიურად სავანეში ხორბალი მოჰქონდათ, რათა მონაზვნებს არაფერზე ეზრუნათ და განუწყვეტლივ ელოცათ იმპერატორისა და იმპერიისათვის.

გახარებული ღირსი მამა სიგელით ხელში დაბრუნდა პატმოსზე. ამიერიდან ეს კუნძული მას ეკუთვნოდა და მონაზონთა საცხოვრებლად იყო განკუთვნილი. მაშინვე დაამსხვრია არტემიდას კერპი და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის აგება მოისურვა. წმინდა მამა ხელოსნებს ფიზიკურადაც ეხმარებოდა და მცირეოდენ საკვებს მზის ჩასვლის მერე იღებდა. ხოლო როცა მუშები დასასვენებლად მიდიოდნენ, განართხავდა ხელებს და გათენებამდე ლოცულობდა. წმინდა ქრისტოდულეს სახელმა მეზობელი კუნძულებიდან მოიზიდა მორწმუნეები. ერთხელ უამრავი ადამიანი შეიკრიბა. წმინდანმა იკონომოსს უბრძანა, მათთვის ტრაპეზი გაეშალა, მან კი უთხრა, თითქმის ყველაფერი გამოგველიაო. წმინდანმა დაჟინებით მოსთხოვა სუფრის გაშლა და... ღვთის მადლით სტუმრები არა მხოლოდ დანაყრდნენ, როცა ტრაპეზს მორჩნენ, სუფრაზე იმაზე მეტი საკვები იყო, ვიდრე ტრაპეზობის დასაწყისში.

ქრისტოდულემ პატმოსზე ხუთი წელი დაჰყო, ის სავანის მშენებლობას თვალყურს ადევნებდა და კინოვიური მონასტრის ორგანიზებას უწყობდა ხელს.

იმპერატორმა ალექსი I-მა მთელი ყურადღება დასავლეთისკენ - ნორმანებთან ბრძოლაზე გადაიტანა, თურქებმა დრო იხელთეს და თავს დაესხნენ მცირე აზიის სანაპიროს და კუნძულებს. პატმოსზე მონასტერი თითქმის დასრულებული იყო, თუმცა გალავანი ისე არ ყოფილა გამაგრებული, რომ თურქების ალყისთვის გაეძლო. წმინდანმა უფრო მყუდრო თავშესაფარს დაუწყო ძებნა. კუნძულ ევრიპიზე (ევბეა) წასვლამდე მონაზვნები შემოიკრიბა, უთხრა, რომ ღვთის იმედი ჰქონოდათ, მონასტრის საკვების მარაგი ერისკაცი მუშებისთვის დაერიგებინათ, რომლებიც პატმოსზე ოჯახებით ცხოვრობდნენ. კუნძულ ევბეას იმდროინდელი ძლიერი მმართველი ექვთიმე წმინდანის სულიერი შვილი იყო და დიდი სიხარულით მიიღო ლტოლვილი მონაზვნები და ყველაფრით მოამარაგა. წმინდა ქრისტოდულომ იქ დროებით მოაწყო მონასტერი. მალე სიკვდილის მოახლოება იგრძნო. თავის ერთგულ მოწაფე საბას ძმებზე ზრუნვა ჩააბარა და პატმოსზე დაბრუნება უბრძანა, რათა მონასტრული ცხოვრება აღედგინა მიტოვებულ სავანეში. როცა დიდმარხვის პირველი კვირა დადგა, ჩაიკეტა თავის კელიაში, რათა განმარტოებით ესაუბრა უფალთან. მეორე კვირის დასაწყისში მოუხმო ყველა მონაზონს, უკანასკნელად დამოძღვრა, ანდერძად დაუბარა, რომ პატმოსის უდაბნო ერჩიათ ქალაქის მდიდარ მონასტრებს, სადაც მონაზვნების ლოცვას ერისკაცებთან ურთიერთობა არღვევს. მან ძმებს სთხოვა, როცა პატმოსზე წახვალთ, ჩემი ძვლები თან წაასვენეთო. წმინდა ქრისტოდულე 1093 წლის 16 მარტს გარდაიცვალა. ძმებს პატმოსზე ევროპელებმა წმინდანის ნეშტი არ გაატანეს. ძმები მოგვიანებით ჩუმად დაბრუნდნენ კუნძულზე და თავიანთი სულიერი მამის წმინდა ნაწილები გაიტაცეს. მას მერე პატმოსის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი წმინდა ქრისტოდულეს შეწევნით მართლმადიდებლური მონაზვნობის ცენტრად იქცა, საიდანაც არაერთი ეპისკოპოსი და პატრიარქი გამოვიდა.


ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat