ეს წმინდა კაცი ქალაქ მეგარაში XVII საუკუნის პირველ ნახევარში იშვა.
ქორწინების შემდეგ ორი შვილი შეეძინა, ქვისმთლელი იყო და ოჯახს პატიოსანი შრომით არჩენდა.
სამგზის გამოეცხადა ლავრენტის ღვთისმშობელი და კუნძულ სალამინზე ტაძრის აგება უბრძანა, თან მონასტრის ზუსტი გეგმაც უბოძა.
სალამინზე გამგზავრება რომ დააპირა, ზღვა ისე აღელდა, ლავრენტი, ცოტა დარჩა, უკან არ გაბრუნდა, მაგრამ ზეცით ხმა ესმა:
- ლავრენტი, ადექი და შენი ქუდი ზღვას მიეც!
ლავრენტი დაჰმორჩილდა და სასწაულებრივად გადაინაცვლა კუნძულზე. იქ იოლად მიაგნო ღვთისმშობლის მიერ მითითებულ ადგილს, სადაც ძველი ტაძრის ნანგრევები დახვდა, სულ მალე კი იქ ღვთისმშობლის ხატიც აღმოაჩინა.
ამ შემთხვევამ ლავრენტის ცხოვრება ერთიანად შეცვალა: - ყოველ მიწიერ საზრუნავს განერიდა და შემონაზვნდა, შემდგომ კი მეუღლეც დაარწმუნა, მისთვის მიებაძა და დარჩენილი სახსრებით მონასტერი აეგოთ.
იქაურთაგან ზოგი წმინდა მამას ყოველმხრივ შეეწეოდა და მალე აღიკვეცა კიდეც.
საძმო რიცხობრივად სწრაფად იზრდებოდა, ლავრენტის კი ღვთის დედამ კურნების ნიჭი მიმადლა. მისი ლოცვითვე განიკურნა ოსმანთა იმპერიის ერთ-ერთი წარჩინებულის სნეული მეუღლე, რომელმაც მადლიერების ნიშნად მონასტერს უსჯულოთაგან მითვისებული, ძველი სამფლობელო დაუბრუნა.
ღვთის შეწევნით, 1682 წელს, ღირსმა მამამ მონასტრის მშენებლობა დაასრულა და მას ფანერომენი უწოდა, რაც "გამოცხადებულს" ნიშნავს, 1707 წელს კი ღვთივ განისვენა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი