ღირსი პავლე ყოვლადუბრალო (IV) - 7 (20) მარტი და 04 (17) ოქტომბერი
ღირსი პავლე ყოვლადუბრალო (IV) - 7 (20) მარტი და 04 (17) ოქტომბერი
პავლემ, სოფლელმა მიწათმოქმედმა, ამ უაღრესად უბრალო და უბოროტო კაცმა, ცოლად უმშვენიერესი, მაგრამ უზნეო და უკეთური ქალი შეირთო.

იგი კარგა ხნის მანძილზე ღალატობდა ქმარს, თუმცა, მან არა იცოდა რა.

ერთ დღეს პავლე შინ დროზე ადრე დაბრუნდა და მეუღლეს მრუშობაზე წაასწრო, მრუშ კაცს ღიმილით მიუბრუნდა და უთხრა:

- უფალმა უწყის, რომ ამიერიდან აქ საჭირო აღარ ვარ. ეს დედაკაციც და მისი შვილნიც შენი იყოს, მე კი შევმონაზვნდებიო!

ამ შემთხვევამ პავლეს შემდგომი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, - მიხვდა რა, რომ უფალმა ყოველივე მის საცხოვნებლად მოაწყო, იქაურობა დაუტევა, რვა მონასტერი მოილოცა და ბოლოს ანტონი დიდის სენაკს მიადგა.

კარზე დაუკაკუნა და ღირსი მამაც გამოვიდა და ჰკითხა:

- რა გნებავს?

პავლემ მიუგო:

- მინდა, მონაზონი გავხდე.

ანტონიმ კი უთხრა:

- სამოცი წლის მოხუცისათვის შეუძლებელია ბერად შედგომა. წადი დაბაში, იშრომე, იცხოვრე და მადლობა შესწირე უფალს, რადგან უდაბნოს სიძნელეებს ვერ გადაიტან!

პავლემ ისევ უთხრა:

- რასაც მასწავლი, იმას აღვასრულებ.

ანტონიმ კვლავ მიუგო:

- უკვე გითხარ, რომ მოხუცი ხარ და ბერობა უზომოდ გაგიჭირდება და ვერც უდაბნოში მარტომყოფობას შეეგუები, ხოლო თუ შენსას მაინც არ დაიშლი, მონასტერს მიაკითხე, სადაც მრავალი მამა მოღვაწეობს და შენს უძლურებებს შეიწყნარებენ. ხომ ხედავ, აქ მარტო ვცხოვრობ, საზრდელს ხუთ დღეში ერთხელ ვიხმევ და იმასაც - მცირედს!

ამგვარად ცდილობდა ანტონი პავლეს თავიდან მოშორებას, თუმცა, ვერა გააწყო რა, ამიტომ, სენაკში შებრუნდა, კარი ჩარაზა და სამი დღე-ღამის მანძილზე საზრდოსა თუ სხვა აუცილებელი საჭიროებისთვისაც არ გამოსულა.

მოხუცი პავლე კი ამ ხნის მანძილზე მოთმინებით იდგა კართან და ფეხს არ იცვლიდა.

მეოთხე დღეს წმინდანმა საჭიროებისათვის სენაკის კარი გააღო და გარეთ გამოსულმა პავლე კვლავ რომ იხილა, უთხრა:

- წადი აქედან, მოხუცო, ჩემგან რა გამორჩენას ელი? შენთვის აქ დარჩენა არ შეიძლება!

პავლე კი ეტყოდა:

- ჩემთვის, თუ არა აქ, სხვაგან სიკვდილი შეუძლებელია!

ანტონი დიდმა პავლე შეათვალიერა და იხილა, რომ მას თან არც არავითარი საზრდელი გააჩნდა, - არც პური, არც - წყალი და არც სხვა რამ და მეოთხე დღე უდაბნოში უსმელ-უჭმელი იდგა და გაიფიქრა:

- მადლობა უფალს, რომ მარხვას მიუჩვეველი არ მოკვდა და მისი ცოდვა ჩემს სულს არ დააწვაო, შემდეგ დარჩენის ნება დართო და გააფრთხილა:

- თუ მორჩილებას მოიმუშაკებ და ყოველივეს იქმ, რასაც გეტყვი, ცხონებას შეძლებ,

- ყოველივეს იმგვარად აღვასრულებ, როგორც მიბრძანებ, - სიხარულით მიუგო პავლემ.

მეორე დღიდან ღირსი ანტონი იმგვარ ღვაწლს შეუდგა, როგორიც სიჭაბუკეშიც არ უტვირთავს. სცდიდა რა პავლეს, უთხრა:

- აქ იდექ და მანამ ილოცე, სანამ არ მოვალ და ხელსაქმეს არ მოგიტან! თავად კი გამოქვაბულში წავიდა და იქიდან უმზერდა, თუ როგორ იდგა პავლე უდაბნოს საშინელ სიცხეში ერთი კვირის მანძილზე და გაუნძრევლად ელოდა მოძღვრის დაბრუნებას.

შემდგომ ამისა ანტონიმ პალმის რტოები წყლით დაალტო და პავლეს უთხრა:

- აიღე და ისე დაწანი, როგორც მეო. მანაც აიღო და მეცხრე საათამდე წნავდა. ასე დაწნა თხუთმეტი მტკაველი დიდი შრომითა და მონდომებით. როცა წმინდა ანტონიმ მოწნული იხილა, ვერ იჯერებდა. მან გადაწყვიტა, პავლე უფრო მეტად გამოეცადა და უთხრა: "კარგად არ დაგიწნავს, დაარღვიე და ახლიდან დაწანი".

პავლე კი იმ დროისთვის სრულიად უსმელ-უჭმელი გახლდათ, მაგრამ ნეტარი მამა კვლავ ცდილობდა, მოხუცი ისე გაეტანჯა, მოთმინება დაეკარგვინებინა, უდაბნოდან გაქცეულიყო და ბერობაზე ფიქრი სამუდამოდ ამოეგდო გონებიდან.

მაგრამ პავლემ სიმწრით დაგრეხილი ტოტები უსიტყვოდ დაშალა და კვლავ თოკის გრეხას შეუდგა, თუმცა, მისი ხელმეორედ დაწვნა უწინდელზე რთული აღმოჩნდა, რამეთუ უკვე დაწნული რტოები უშნოდ გამრუდებულიყო.

ანტონი დიდმა, იხილა რა, რომ მოხუცი ყველაფერს უდრტვინველად იტანდა, დამშვიდდა. მზის ჩასვლისას პავლემ მას უთხრა:

- ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც მოისურვებ.

ამ სიტყვებმა ანტონის გული უფრო მეტად მოდრიკა. მან დაინახა, რომ პავლე საზრდოს მიღებას არ ესწრაფოდა, არამედ ასეთი მარხვის შემდეგაც სთხოვდა, ყოველივე მისი ნებისამებრ განეგო.

ამის შემდეგ ანტონიმ უბრძანა, სუფრა გაეშალა, თავად კი ოთხი პური მოიტანა, თითოეული ექვს უნციას იწონიდა. ისინი ბერმა მაგიდაზე დააწყო: ერთი თავისთვის დაილბო, სამი კი პავლეს დაულბო. ამის შემდეგ, ჩვეულებისამებრ, ფსალმუნი წარმოთქვა, თითოეულ ფსალმუნზე თორმეტჯერ ილოცა, რათა ამ გზითაც გამოეცადა სტუმარი. მოხუცმა ისე გულმოდგინედ ილოცა, რომ, ვფიქრობ, ერჩია ღრიანკალი ემწყემსა, ვიდრე მემრუშე ცოლის გვერდით ეცხოვრა. თორმეტგზის ლოცვის წარმოთქმის შემდეგ ანტონი და პავლე საჭმელად დასხდნენ. როგორც ვიცი, უკვე დაღამებულიყო. ბერმა ერთი პური შეჭამა, სხვებს კი ხელი არ ახლო. მოხუცი უფრო ნელა ჭამდა, ის ისევ იმ პურს ჭამდა, რომელიც თავდაპირველად აიღო.

ანტონი მას მოთმინებით ელოდა, შემდეგ კი უთხრა:

- მეორეც შეჭამე.

მან კი უპასუხა:

- თუ შენც შეჭამ, მეც შევჭამ, თუ არა და, არც მე მინდა.

წმინდა ანტონიმ მიუგო:

- საკმარისია ეს ერთი ჩემთვის, რადგან ბერი ვარ.

ამ სიტყვებზე პავლემ უპასუხა:

- ჩემთვისაც საკმარისია, რადგან მეც ბერობა მინდა.

როცა ორივე სუფრიდან წამოდგა, წმინდა ანტონიმ კვლავ თორმეტგზის ილოცა, თორმეტი ფსალმუნიც წარმოთქვა და დასაძინებლად მიწვა. შუაღამისას წმინდანმა კვლავ წამოაყენა პავლე სალოცავად. მათ გათენებამდე ილოცეს.

გათენდა დღე და ანტონიმ პავლეს უთხრა:

- წადი და უდაბნო შემოიარე, სამი დღის შემდეგ კი კვლავ ჩემთან მოდიო.

მოხუცმა ესეც მორჩილად აღასრულა და როდესაც ანტონი დიდის სენაკში დაბრუნდა, მოძღვართან სტუმრად მოსული რამდენიმე ძმა დახვდა.

- კიდევ რას მიბრძანებ, აბბა? - დაეკითხა პავლე,

- ძმებს მოემსახურე და სიტყვა არ დაგცდეს, ნურც საზრდელს იხმევ, სანამ მამები გზას არ დაადგებიან!

და მართლაც, სამი კვირის მანძილზე პავლე, მშიერი და მდუმარე, სტუმრებს ემსახურებოდა.

ძმებმა ჰკითხეს:

- რატომ არაფერს იტყვი?

პავლე კი, მოძღვრის კურთხევისამებრ, სიტყვას არ ძრავდა.

მაშინ ანტონიმ უთხრა:

- რად დუმხარ? სტუმრებს დაელაპარაკე! და პავლემაც საუბარი იწყო.

ერთ დღეს პავლეს ერთი ქილა თაფლი მოუკითხეს. ანტონიმ უთხრა:

- აიღე და გატეხე ჭურჭელი, დაე, ეგ თაფლი ძირს დაიღვაროსო!

პავლე, როგორც ყოველთვის, უსიტყვოდ დაჰმორჩილდა და ქილა დალეწა,
- ახლა კი ადექი და თაფლი კვლავ ჭურჭელში შეაგროვეო, - უბრძანა ანტონიმ და ესეც აღასრულა.

ახლა ის უბრძანა მოძღვარმა: - ადექი და თაფლი ნიჟარაში ისე გადაიტანე, რომ არავითარი ჭუჭყი არ შეჰყვესო!

ერთხელ ანტონიმ მთელი დღე, მოუთმენელ სიცხეში ჭიდან წყლის ამოხაპვა უბრძანა, სხვა დროს კი სამოსი დაუფლითა და აკურთხა, კვლავ შეეკერა, რასაც ისევ უხმოდ დაჰმორჩილდა.

პავლემ იმგვარი მოთმინება და მორჩილება გამოიჩინა, ღვთისგან არაწმინდა სულებზე ხელმწიფების და ეშმაკეულთა კურნების ნიჭი მიემადლა.

ანტონი, დარწმუნდა რა, რომ მოხუცი მას ყოველგვარ ღვაწლში საღვთო შურით ჰბაძვიდა, უთხრა:

- მისმინე, ძმაო! უკეთუ შეძლებ, რომ ყოველდღე ამგვარად იმოღვაწო, დარჩი ჩემთან!

პავლემ მიუგო:

- აბბა, შესაძლოა, შენ დროთა მანძილზე მოსაგრეობის უებრო და კიდევ უფრო აღმატებული მაგალითები მიჩვენო, მაგრამ იმას, რასაც დღემდე ჩემ წინაშე იქმოდი, მეც იოლად აღვასრულებ!

მეორე დღეს ანტონიმ პავლეს უთხრა:

- უფლის სახელით, შენ უკვე ბერობის პატივით შემოსვის ღირსი შეიქმენ!

გამოხდა რამდენიმე თვე და დიდმა ანტონიმ, ღვთის კურთხევით, უბირ და უსწავლელ, მაგრამ - სულით აწ სრულქმნილ პავლეს განსაკუთრებული სენაკი აუშენა, მისი სამყოფელიდან ორ-სამ სარბიელ მანძილზე რომ მდებარეობდა და უთხრა:

- აი, ქრისტეს შეწევნით, უკვე ბერი ხარ, ახლა კი მარტომ უნდა იცხოვრო, რათა დემონთაგანაც გამოიცადო!.

იცხოვრა რა თავის სენაკში ერთი წელიწადი, მოხუცი პავლე მოშურნეობისა და მოხვეჭილი სიქველეებისთვის ღვთისაგან დემონთა განსხმის და ყოველგვარ სნეულებათა კურნების ნიჭით დაჯილდოვდა.

ერთ დღეს ნეტარ ანტონისთან ერთი ჭაბუკი მოიყვანეს. ის არაწმინდა სულებით იყო შეპყრობილი და ძალიან იტანჯებოდა, რადგან მასთან თავად მთავარი უწმინდური ეშმაკები იყვნენ. ის ისე იყო გაბოროტებული, რომ ცასაც გმობდა.

წმინდა მამამ, როს იხილა ჭაბუკის ტანჯვა, თანმხლებთ უთხრა:

- ამის განმართვა მე არ ძალმიძს, რადგან ამგვარ დემონთა განსხმის ნიჭი ჯერ არ მიმიღია, ამგვარ მადლს უბირი პავლე ფლობს!

თქვა და მათთან ერთად მიადგა ნეტარი პავლეს სენაკს, შევიდა შიგ და უთხრა:

- აბბა, პავლე, განდევნე ამ ყმაწვილიდან ბოროტი სული, რათა შინ განმრთელებული დაბრუნდეს და დამბადებელი ადიდოს!

- თავად რად არ იქმ ამას?

ანტონიმ მიუგო:

- არ მცალია, რადგან სხვა საქმე მაქვს.

ეს რომ თქვა, ანტონიმ ჭაბუკი ბერთან დატოვა, თავად კი სენაკში დაბრუნდა.

ამის შემდეგ ყოვლადუმანკო ბერი ადგა, ლოცვა წარმოთქვა, რომ ამ გზით შეწევნა მიეღო. ეშმაკეულს კი უთხრა:

- აბბა ანტონი გიბრძანებს, განვედ!

მაგრამ უარესად გახელებულმა დემონმა კიდევ უფრო ბილწად უწყო ძაგება ანტონი დიდსაც და პავლესაც.

- ბებერო მუქთახორებო, ძილისგუდებო და უძღებნო, აროდეს რომ არ გყოფნით ის, რაც გაგაჩნიათ! რა საერთო გვაქვს ჩვენ თქვენთან? რატომ გვაწამებთ?!

ბოლოს პავლემ შესძახა:

- განვედ, თორემ მაცხოვარს ვფიცავ, თუ ამ ყმაწვილს არ დაუტევებ, წავალ და ყოველივეს იესო ქრისტეს ვაუწყებ და ვაი შენი ბრალი!

მაგრამ მძვინვარე და ბნელი სული არც ამ მუქარას დაჰმორჩილდა, არამედ თავად ქრისტესაც ლანძღავდა და ყვიროდა:

- არ გამოვალ!

მაშინ კი განრისხდა წმინდა პავლე, სენაკი დაუტევა, შუადღის ხვატში (იმ ადგილებში იმგვარი სიცხე იცის, თავი ღუმელში გეგონებათ) მთაზე აღვიდა, თაკარა მზის ქვეშ ბოძივით გაქვავდა და ამ სიტყვებით ილოცვიდა:

- იესო ქრისტე, რომელი ჯვარს ეცვი პონტოელი პილატეს მიერ, თავადვე ხედავ, ამ მთიდან ჩამომსვლელი არ ვარ, არც შევჭამ, არც დავლევ, თუნდაც მოვკვდე, ვიდრე ჩემს ლოცვას არ შეისმენ, ყმაწვილიდან არაწმინდა სულს არ განდევნი და ეშმაკისაგან არ განათავისუფლებო!

მშვიდი და მდაბალი პავლე ამ სიტყვებით ეზრახვოდა მაცხოვარს და ვედრება დასრულებულიც არ ჰქონდა, ეშმაკმა სასოწარკვეთილი გოდება რომ ატეხა:

- ძალითა და გაჭირვებით გავდივარ და ამიერიდან ამ კაცს აღარასოდეს მივეკარები, რადგან მდაბალი და წრფელი პავლე განმდევნის და სად წავიდე, არ ვუწყიო!

იმავე წამს ავსულთა მთავარი ყმაწვილიდან გამოვიდა და უშველებელ, სამოცდაათ მტევნიან ურჩხულად ქცეული ზღვაში შთაინთქა...

ამგვარად აღსრულდა სულიწმიდის სიტყვა:

- ჭეშმარიტების მაუწყებელი თავის სიწრფელეს აცხადებს, ცრუმოწმე კი - თავის სიყალბეს სიმართლეს აცხადებს, ცრუ მოწმე კი - ცბიერებას" (იგავები, 12, 17). სხვაგან კი ამბობს: "ამას მოვხედავ - მორჩილსა და მშვიდს, აკანკალებულს ჩემს სიტყვაზე" (ესაია 66, 2), რადგან შედარებით მცირე ძალის ეშმაკნი - მტკიცე რწმენის მამათაგან იდევნებიან, დემონთაგან უმაღლესთ კი - პავლეს მსგავსი მორჩილნი და მდაბალნი განკვეთენ.

აი, ყოვლადუბრალო პავლეს მიერ აღსრულებულ სასწაულთა მცირე ნაწილი, რადგან აბბას, რომელსაც ძმანი უბირად იხსენიებდნენ, ამაზე უმეტესი და საკვირველი საქმენი აქვს აღსრულებული.

წმინდა პავლე 340 წელს მშვიდობით აღესრულა.
.......................................

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat