ღირსი მამა იოაკიმე ითაკიელი (+1868) - 02 (15) მარტი
ღირსი მამა იოაკიმე ითაკიელი (+1868) - 02 (15) მარტი
წმინდა იოაკიმე 1786 წელს კუნძულ ითაკაზე დაიბადა, პატიოსანი მშობლების შვილი იყო, თუმცა, მალე დედინაცვალმა, იმის გამო, რომ ტაძარში ხშირად დადიოდა, აითვალწუნა - საშინაო საქმეებში არ მეხმარებიო.

ერთხანს მამამისთან, გემზე მუშაობდა, შემდეგ სავაჭრო ხომალდზე იუნგად მოეწყო და მძიმე შრომით მოიპოვებდა პურს არსობისას, მაგრამ ლოცვა და მარხვა მისთვის კვლავ უმთავრესი საქმე გახლდათ.

ერთხელ მათი ხომალდი ათონის სიახლოვეს შეჩერდა, 17 წლის იოაკიმემ ვათოპედის მონასტერი მოილოცა და კაპიტნის წინააღმდეგობის მიუხედავად, იქ დარჩენა ითხოვა.

მოკლე ხანში ახალგაზრდა მორჩილს მონაზვნად დაასხეს ხელი, მერე დიდი სქემითაც შეიმოსა და მონასტრის იკონომოსადაც იკურთხა, სადაც ოცი წელი იმსახურა.
თურქთა უღლისაგან დაქანცულ და გულგატეხილ თანამემამულეთა შემხედვარე დარწმუნდა, თუ რაოდენ აუ-ცილებელია ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ერთობა.

1821-1829 წლების ბერძნული რევოლუციის შემდგომ, რომელსაც თურქთაგან სასტიკი რეპრესიები მოჰყვა, წმინდა მამა, ღირსი კოსმა ეტოლელის (ხსენება 24 აგვისტოს) მსგავსად, სანუგეშოდ და განსამტკიცებლად თანამემამულეთ ხშირად კრებდა და ესაუბრეოდა.

ერთ გემზე მეზღვაურად მოეწყო, რომელსაც საკვები ნარჩენები გადაჰქონდა და ამით შიმშილისგან სიკვდილს მრავალი ოჯახი იხსნა.

ერთხელ, როდესაც მათი ხომალდი პელოპონესის ნაპირს მიადგა, იოაკიმემ უეცრად თურქებს გამოქცეული ქალების და ბავშვების ყვირილი გაიგონა.

წმინდა მამამ უფალს შეჰვედრა საბრალო ხიზანნი და ტყვიების წვიმაში უვნებლად გამოყვანილნი ხომალდზე დააბინავა.

როგორც კი მშვიდობამ დაისადგურა, იოაკიმე ითაკაზე განმარტოვდა, სადაც მდუმარებას მიეცა და ადამიანთა მსახურება ძველებურად მოშურნედ განაგრძო.

ხუთი წელიწადი გაატარა ტყეში ყოველგვარ საარსებო პირობას მოკლებულმა და მთელი არსებით ღმერთთან საუბარს მიცემულს სულიერი ჭვრეტის იმგვარი მადლი შეეძინა როგორიც ძველ მამებს .

მისმა მადლმოსილებამ მალე მრავალი იქაური მიიზიდა, რომელნიც ღირს მამას სიყვარულით იოაკიმე პაპულაკისად (მამაოდ) მოიხსენიებდნენ. მისი ცხოვრება, რომელიც ურწმუნოთათვის წარმოუდგენელი სულიერი სიქველეებით იყო აღვსილი, ყველაფერს, რასაც მასთან რჩევის, კურნების თუ ლოცვისთვის მისული ადამიანები სწირავდნენ, მაშინვე მოწყალებად გასცემდა.

ღვთისგან ჭვრეტის ნიჭით ცხებული ადამიანებს მომავალ განსაცდელთა თუ შესაძლო დანაშაულთა შესახებ აფრთხილებდა, უშვილო წყვილებს შთამომავალთა გაჩენას უწინასწარმეტყველებდა და იმათ, ვისაც სჭირდებოდა, მომავალს უწინასწარმეტყველებდა.

მისდამი შურით აღვსილებმა ხელისუფალთ მოახსენეს, - იოაკიმე უბედურებებს წინასწარმეტყველებსო, მყისვე გუბერნატორთან უხმეს, ტომით - ინგლისელთან, რომელიც ღირსი მამის უშფოთველობამ და სიმტკიცემ ფრიად გააღიზიანა და მასზე ხელიც ასწია, მაგრამ უეცრად სავარძლიანად ძირს გაიშხლართა და გონება დაკარგა.

როგორც კი გონს მოვიდა, გუბერნატორმა წმინდანს შენდობა სთხოვა და გაისტუმრა.

იმ დროიდან ღირსი მამა მთელ კუნძულზე მიმოდიოდა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და თავშესაფარს ოდენ ზამთარში ეძიებდა, სხეულზე მძიმე მეტალის დაფადაკიდებული დადიოდა, გამუდმებით მარხულობდა, მისი სული და გონება კი ლოცვით სუნთქავდა.

შემოწირულ თანხას თუ საზრდელს უპოვართ უნაწილებდა და მოუწოდებდა, იმ დასახლებებში, სადაც ტაძარი არ იყო, აეგოთ.

იოაკიმე იმ კუნძულს ნამდვილ მფარველ ანგელოზად ექცა: - ლოცვით აჩერებდა მძვინვარე და მაშინდელი ადამიანისთვის დაუმარცხებელ ეპიდემიებს, მოსავალს კალიების შემოსევებისაგან იცავდა, სნეულთ და დავრდომილთ კი - კურნებას ანიჭებდა.

ერთ დასახლებას ჭირი მოედო. მაშინ წმინდა მამამ იქაურებს ტაძრის აშენება ურჩია, თავად გულმხურვალედ ილოცა და უბედურებას ბოლო მოეღო.

ავის მსურველთაგან მრავალგზის შევიწროებულს და დამცირებულს არასოდეს დასცდენია მათზე აუგი.

ქრისტეს ეს ახოვანი მეომარი, რომელმაც კუნძულზე მრავალი წელი გაატარა, 1868 წელს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდგომ მიიცვალა.

მის დაკრძალვაზე თითქმის მთელი კუნძულის მკვიდრნი შეიყარნენ და ყოველ მათგანს სურდა, მისი სამოსლის მცირე ნაწილი მაინც წაეყოლებინა, რის გამოც მისი ფარულად დაკრძალვა მოუწიათ წმინდა ბარბარეს ტაძრის სიახლოვეს, რომელიც თავად მისი შემოწირულობით ააგეს სოფელ სტავროსზე.

მრავალი წლის შემდგომ, 1991 წლის 23 მაისს, ვათოპედის წმინდა სავანის იღუმენის ძალისხმევით მოხდა ღირსი იოაკიმეს წმინდა ნაწილთა აღმოყვანება, 1998 წელს კი კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ იგი წმინდანთა დასს შერთო.

მეოხ გვეყოს მისი წმინდა ლოცვა!
...................................
ხატის წყარო



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat