ღირსი ნიკოლოზ პლანასი (+1932) - 02 (15) მარტი
ღირსი ნიკოლოზ პლანასი (+1932) - 02 (15) მარტი
წმინდა ნიკოლოზი დაიბადა 1851 წელს კუნძულ ნაქსოსზე, მორწმუნე ოჯახში. ბავშვობიდანვე განირჩეოდა ღვთისმოსაობით და უბრალოებით.

მამამისი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ნიკოლოზი მაშინ 14 წლის იყო, დედამისი კი შვილებიანად საცხოვრებლად ათენს გადავიდა.

მთელ პურს, რომელსაც ნიკოლოზი დედისგან იღებდა, ადგილობრივ ღატაკებს უნაწილებდა და არც თავისი მწირი, ღარიბული სამოსი ენანებოდა მათთვის.

28 წლისა დაქორწინდა, მაგრამ მეუღლე ვაჟის დაბადებისთანავე დაკარგა. ნიკოლოზმა შვილი აღსაზრდელად ნათესავებს მიაბარა, ქონება კი ერთ ვალებისგან გაწამებულ თანამემამულეს უანდერძა.

ამიერიდან შეეძლო, თავი სრულიად მიენდო უფლისთვის და შუა ათენში, მეუდაბნოე მამათა მსგავსად, ასკეტურად ეცხოვრა.

1879 წლის 28 ივლისს ნიკოლოზი დიაკვნად აკურთხეს, ხუთი წლის შემდგომ კი ათენის წმინდა წინასწარ-მეტყველ ელისეს სახელობის ტაძრის მღვდლელმსახურად, მოგვიანებით - წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, მაგრამ მოკლე ხანში მის ნაცვლად სხვა ღვთისმსახური დაადგინეს, რის შემდეგაც ღირსი მამა იოანე ნათლისმცემლის მცირე ტაძარში გადავიდა.

ხსენებული ტაძრის მთელი მრევლი - შვიდიოდე ოჯახს შეადგენდა და მოძღვარს, მწირი შემოსავლის გამო, თავის რჩენა უკიდურესად უჭირდა, თუმცა, ყოვლადუბრალო და განათლების უქონელი ნიკოლოზი მალე ათენის ყველაზე საყვარელ მოძღვრად იქცა.

ორმოცდათორმეტწლიანი მსახურების მანძილზე ქალაქისა თუ სოფლის ხშირად ნახევრად დაქცეულ ტაძრებში ყოველდღიურად აღავლენდა საღვთო ლიტურგიას. მსახურებას დილის რვა საათზე იწყებდა და დღის სამ საათზე ასრულებდა, კვეთისას საათობით მოიხსენიებდა ცოცხალთ და გარდაცვლილთ და ამ მოსახსენებლებს მუდამ თან დაატარებდა, რათა წლების მანძილზე მოეხსენიებინა.

ხშირად უნახავთ, თუ როგორ ლივლივებდა ჰაერში ლოცვისას მამა ნიკოლოზი, ხოლო მის მიერ აღვლენილი წირვა იმდენად მადლიანი გახლდათ, ყველაზე უხეშ და ურწმუნო სულთა მოქცევაც შეეძლო.

ღვთის ამ მართალს, ხორცში მყოფ ანგელოზს მუდამ შეეძლო, ნებისმიერ დროს ემსახურა და ელოცა მათთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა.

თანხას, რომელსაც მორწმუნენი სწირავდნენ ხოლმე, საღამომდეც კი არ იჩერებდა ჯიბეში, - მაშინვე გასცემ¬და, საკუთარი საჭიროებისთვის კი უმცირესს იტოვებდა. სწორედ ამგვარად შეგროვილი თანხით აღადგინა ტაძარი, სადაც მსახურობდა, ინახავდა ობოლ გოგონებს, ხელმოკლე სტუდენტებს კი სწავლის ქირას უხდიდმა. თავი გადანარჩენი პურის ნატეხებით, ნაწყალობევი ბოსტნეულით თუ ჭიქა რძით გაჰქონდა.

ნეტარ ნიკოლოზს სახე მუდამ ბავშვური ღიმილით უბრწყინავდა და არც მტრები უნდა ჰყოლოდა, რადგან იმათაც შეუნდობდა ხოლმე, ვინაც ქურდავდა, მაწყინართ და ცილისმწამებელთ კი მუდამ ამართლებდა და მადლით აღვსილი გულით ინელებდა წუთისოფლის უკუღმართობებს.

ერთადერთ რამეს ვერ ეგუებოდა - ლოცვას და წირვას ნუ შეაწყვეტინებდით.

იმხანად ბერძნულ ეკლესიაში დასავლური რეფორმა¬ტორული ტენდენცია შეინიშნებოდა, რის გამოც მიტროპოლიტმა მელეტიმ (მეტაქსაკისმა) ათენის მღვდელმსახურთ ღამისთევის ლოცვა აუკრძალა.

ამ ამბით ფრიად შეწუხებული მამა ნიკოლოზი 5 დღე გულმხურვალედ ილოცვიდა, რომ უფლისგან ღამისთევის მსახურების აღვლენის უფლება მიეღო და ასეც მოხდა.

ნეტარი მამა ქუჩაში მძიმე ნაბიჯებით, გაჭირვებით იარებოდა, რადგან მუდმივად ფეხზე დგომა უწევდა, უკან ბავშვები მისდევდნენ ხოლმე, შემხვედრი ქალები მის დანახვაზე პირჯვარს იწერდნენ, მამაკაცნი კი - პატივისცემის ნიშნად ქუდს მოიხდიდნენ და გზას უთმობდნენ.

მეეტლენი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ რომელი წაიყვანდა ნიკოლოზს, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, იმ დღეს დიდ ხეირს ნახავდნენ.

საკუთარი თავისადმი ფრიად მკაცრი მამა სხვებს დიდი სიყვარულით შეიწყნარებდა და მასთან აღსარებაზე მისულთ ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა, ღვთისგან კაცთა დაფარულ ცოდვათა და წინასწარმეტყველების მადლი ჰქონდა.

ერთხელ ვიღაც ქალმა წირვისთვის სეფისკვერი მიუტანა, მაგრამ ღირსმა მამამ უთხრა:

- სეფისკვერს ვერ გამოგართმევ, რადგან მამაკაცთან საქორწინო კავშირის გარეშე ცხოვრობო!

ერთხელ კი შეცდომით თაგვის წამლიანი ბოთლიდან მოსვა წყალი, მაგრამ, ღვთის შეწევნით, არაფერი დამართნია.

ამ ღვთის მართალმა, ტვირთმძიმეთა ნუგეშინისმცემელმა მოციქულებრივი ღვაწლით მრავალი სული იხსნა და ოდეს ხანმოკლე ავადობის შემდგომ, 1932 წელს პირზე ღიმილით შეჰვედრა სული თავის საყვარელ უფალს, მის წმინდა ნაწილთა თაყვანსაცემად ადამიანები სამი დღის მანძილზე უწყვეტ ნაკადად მიდიოდნენ.

წმინდა მამაო, ევედრე შენგან შეყვარებულსა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის!
..................................................

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.06.2023
ღირსი ონოფრე დიდ ასკეტურ ღვაწლს ეწეოდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში, კუნძულ კორონოსიაზე.
09.06.2023
ღირსი ონოფრე XVI საუკუნეში მოღვაწეობდა და ღირსი ეფროსინე ფსკოველის (ხს. 15 მაისს) მოწაფე გახლდათ.
09.06.2023
მათ 1499 წელს ვოლოგდიდან 35 ვერსტში ერთ უღრან, გაუვალ ტყეში მონასტერი დააარსეს და დიდი მოთმინებით იღვაწეს
08.06.2023
წმინდა ბასიანე და წმინდა იონა XVI საუკუნეში ცხოვრობდნენ და სოლოვკის მონასტრის იღუმენის, მომავალში მოსკოვის მიტროპოლიტის, ფილიპეს მოწაფეები იყვნენ.
08.06.2023
წმინდა არსენი XIV საუკუნის II ნახევარში ქალაქ ნოვგოროდში დაიბადა. ღვთის მხურვალე სიყვარულის გამო დაუტევა სოფელი და ნოვგოროდის ლისიცკის მონასტერში ბერად შედგა,
08.06.2023
ღირსი სტეფანე XV საუკუნის II ნახევარში დაიბადა ვოლოგდის მიწაზე. საერო ცხოვრება მისთვის ზედმეტი ტვირთი იყო და მონაზვნად აღიკვეცა გლუშიცის მონასტერში.
08.06.2023
მოლდავეთის ძველი აღაპიური მონასტრის გადმოცემით, წმინდა რაფაელი სოფელ ბურსუკანში, გალაცის სიახლოვეს, დაახლოებით, 1560 წელს იშვა,
08.06.2023
ღვთის ეს რჩეული ვოლოგდაში XIV საუკუნის II ნახევარში დაიბადა, ჭაბუკობაშივე შეერთო სპასო - კამენსკის სავანეს კუბენის ტბასთან.
08.06.2023
წმინდა კოლუმბა (კოლუმ კილე) ირლანდიის საგრაფო დინეგოლში 521 წელს დაიბადა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net eya depolama papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama transfernakliyat.com.tr medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell eya depolama depolama istanbul evden eve nakliyat malatya rent a car

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper