ღირსი იოანე კასიანე რომაელი და მასთან ერთად მოღვაწე წმინდა გერმანე (V) - 29 თებერვალი (13 მარტი)
ღირსი იოანე კასიანე რომაელი და მასთან ერთად მოღვაწე წმინდა გერმანე (V) - 29 თებერვალი (13 მარტი)
ნეტარი მამა კასიანე რომაელი წარჩინებული და დიდებული ოჯახის შვილი იყო. იგი დაიბადა 365 წელს. სიბეჯითითა და ნათელი გონებით გამორჩეულმა სიყმაწვილეშივე შეიყვარა მეცნიერება და საღვთო მწერლობა. ჯერ ასტრონომია და ფილოსოფია მოიწურთნა, შემდეგ კი მოკრძალებითა და მოწიწებით შეუდგა საღმრთო მწერლობის შესწავლას. ისე ბრწყინვალედ შეიმეცნა ყოველივე, რომ თანამედროვეთა შორის ერთ-ერთ გამორჩეულ პიროვნებად ითვლებოდა. გარდა ამისა, ნეტარი მამა კასიანე უმწიკვლო, ზნეკეთილი, სპეტაკი სულის ადამიანი იყო. იგი ერშიც ინახავდა ქალწულობის აღთქმას და არ ჩქარობდა ცოლის შერთვას. მან დატოვა თავისი მამული და კონსტანტინოპოლში წმინდა იოანე ოქროპირს ეახლა. იოანე ოქროპირთან ყოფნისას ნეტარმა კასიანემ უფრო გააღრმავა ცოდნა, ეზიარა საქველმოქმედო საქმეებს. დაახლოებით 388 წელს წმინდა იოანე კასიანე ბერად შედგა ბეთლემის მონასტერში. ერთხანს იგი პალესტინის უდაბნოში დასახლდა და ცხოვრობდა მდუმარებაში ცდუნებას განრიდებული. მეტი ცოდნის შეძენის წყურვილით ნეტარმა იოანემ დატოვა სამყოფელი და სულიერ ძმასთან, გერმანესთან ერთად თებაიდასა და სკიტის უდაბნოში სამოგზაუროდ გაეშურა. იოანემ და გერმანემ მოინახულეს მონასტრები ეგვიპტეში, თებეში, ნიტრიის მთაზე, აზიაში, პონტოსა და კაპადოკიაში. იქ მოსაგრე მამებისგან ბერებმა გაიღრმავეს სულიერი გამოცდილება. შვიდი წელი დაჰყვეს ბერებმა ეგვიპტის უდაბნოში, შემდეგ დაბრუნდნენ ბეთლემში, მიიღეს მონასტრის წინამძღვრისგან კურთხევა უდაბნოში მოსაგრეობისა და კვლავ დაბრუნდნენ ეგვიპტის უდაბნოში. იოანე კასიანეს და გერმანეს არ დასცალდათ სიმშვიდით მოღვაწეობა ეგვიპტის უდაბნოში, ამ დროს ალექსანდრიის არქიეპისკოპოსმა თეოფილემ ეგვიპტის უფდაბნოს ბერები ორიგენეს მოძღვრების მიმდევრობაში დაადანაშაულა და დევნიდა მათ. ნიტრიის უდაბნოს ბერების დიდმა ნაწილმა დატოვა სამყოფელი, უმრავლესობამ კონსტანტინოპოლს მიაშურა, სადაც მათ წმინდა იოანე ოქროპირის მფარველობის იმედი ჰქონდათ. იოანე და გერმანეც მათ კვალს გაჰყვნენ. წმინდა იოანე ოქროპირმა გერმანეს მღვდლად, ხოლო იოანეს დიაკვნად დაასხა ხელი. (401წ). მალე იოანე ოქროპირი ალექსანდრიის არქიეპისკოპოს თეოფილეს "წყალობით" გადაასახლეს.

405 წელს წმინდა მამა კასიანე კონსტანტინოპოლის სამღვდელოების გადაწყვეტილებით სათავეში ჩაუდგა რომის პაპ ინოკენტი I-თან გაგზავნილ მისიას უსამართლოდ დევნილი მღვდელმთავრის დასაცავად.

ღირს იოანე კასიანეს მღვდლად სამშობლოში დაასხეს ხელი. მან დააარსა დედათა და მამათა მონასტრები მასილიაში, რომლებიც აღმოსავლეთის სავანეთა წეს-განგებით ხელმძღვანელობდნენ. წმინდა იოანე კასიანემ დაწერა რამდენიმე სამოძღვრებო ბრძნული და სასარგებლო რჩევებით აღსავსე წიგნი. თუ მკითხველი ყურადღებითა და გულმოდგინებით წაიკითხავს ამ წიგნებს, სულისათვის ბევრს სარგოს შეიძენს და გაიგებს, თუ როგორ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამ სულის მასაზრდოებელ წიგნთა შემდგენელი. იგი ცდილობდა, თანამემამულეები მართლმადიდებლური აღმოსავლეთის მოღვაწეთა სულისკვეთებასთან მიეახლებინა. 431 წელს იოანე კასიანემ აღმოსავლელ და დასავლელ მამათა ნაშრომების შეჯერებით დაწერა თავისი უკანასკნელი თხზულება, მიმართული ნესტორის ერესის წინააღმდეგ. წმინდა იოანე კასიანე გარდაიცვალა 435 წელს. წმინდა იოანე კასიანეს წმინდა ნაწილები ინახება მარსელში სან-ვიქტორის მონასტერში.
..................................
ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat