ლეანდრე სევილიელი მთავარეპისკოპოსი (+600) - 27 თებერვალი (12 მარტი ან 11 მარტი - ნაკიან წელს)
ლეანდრე სევილიელი მთავარეპისკოპოსი (+600) - 27 თებერვალი (12 მარტი ან 11 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ლეანდრე ითვლება ესპანეთის ეკლესიის მასწავლებლად და მოციქულად. მისი ძალისხმევით ესპანეთში გამყარდა მართლმადიდებლური რწმენა, რომელიც დევნას განიცდიდა არიანული ერესისგან. ლეანდრე დაიბადა VI საუკუნეში ცნობილ რომაულ ოჯახში, რომელიც იმხანად ესპანეთის ქალაქ კარტახანში ცხოვრობდა. ლეანდრეს ჰყავდა უმცროსი და ფლორენცინა და ძმები: ფულგენცი და ისიდორე. ყველა დედმამიშვილი მოგვიანებით წმინდანი გახდა მართლმადიდებელი ეკლესიისა. ლეანდრეს ოჯახი სევილიაში გადავიდა საცხოვრებლად. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი იძულებული გახდა, ოჯახში დაბრუნებულიყო, უმცროსი და-ძმისთვის რომ ეპატრონა. მოგვიანებით ლეანდრე ისევ დაუბრუნდა მონასტერს.

580 წელს ლეანდრე სევილიის არქიეპისკოპოსად აკურთხეს. მან აქ მართლმადიდებლური რწმენისა და სწავლების გასამყარებლად საღვთისმეტყველო სკოლა დააარსა. ეპისკოპოსმა ლეანდრემ გოთთა მეფის, ლუვინგილდის ძე - ერმინინგელდი არიანელთა ერესიდან მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოაქცია.

ლუვინგილდი, რომელიც თავგამოდებული არიანელი იყო, განაწყენდა შვილის საქციელის გამო და ცდილობდა მართლმადიდებლობიდან კვლავ არიანობაში გადმოებირებინა. იგი ტკბილი სიტყვით ცდილობდა შვილის დაყოლიებას, მაგრამ ყმაწვილი მტკიცედ იდგა თავის სარწმუნოებაზე. მაშინ მამამ მას დაშინება დაუწყო, ემუქრებოდა ტანჯვა-წამებით, მაგრამ უფლისწული ურყევი იყო, მასზე არ მოქმედებდა არც მამის მუდარა და არც მისი მუქარა.

მეფე თავნება ადამიანი გახლდათ, სრულებით ვერ იტანდა წინააღმდეგობას. სასტიკად განრისხებულმა, მან შვილს თავდაპირველად სამეფო ტახტი ჩამოართვა, შემდეგ მემკვიდრეობა, მამულები. როდესაც ნახა, რომ ამან ყმაწვილზე არ იმოქმედა, მაშინ მეფემ შვილს კისერზე, ხელებზე და ფეხებზე ბორკილები დაადო და საპყრობილეში ჩააგდო.

და აი, ახალგაზრდა უფლისწული, რომელსაც ცხოვრება მხოლოდ სიხარულს ჰპირდებოდა ქრისტეს ერთგულებისათვის, რომლის ღვთაებას არიანელები არ აღიარებენ, ახლა საპყრობილეში იჯდა. ბრწყინვალე თანატოლების საზოგადოება საზიზღარმა ვირთხების ჯოგმა შეცვალა, რომლებიც საპყრობილეში დარბოდნენ. ნადიმების დახვეწილი კერძები და ტკბილი ღვინოები წყლითა და შავი პურის ნატეხით შეიცვალა. მიუხედავად ამისა, უფლისწულმა გადაწყვიტა ბოლომდე მედგრად მდგარიყო და ქრისტესთვის ეჩვენებინა, რომ იგი თავის სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.

ნეტარი ერმინინგელდი თავისი ახალგაზრდა წლების მიუხედავად ბრძენი იყო. ამქვეყნიური სამეფოს დაკარგვა მას არ ადარდებდა, მისი ფიქრი მხოლოდ ზეციური სამეფოსკენ იყო მიპყრობილი. საპყრობილეში ჩაგდებული, ბორკილდადებული იგი ევედრებოდა ყოვლადძლიერ ღმერთს, ტანჯვაში გაეძლიერებინა.

დადგა აღდგომა. მეფემ ერთ-ერთი არიანელი ეპისკოპოსი მოიხმო და ღამით თავის შვილთან საპყრობილეში გაგზავნა, რათა დაეყოლიებინა იგი არიანულ ერეტიკულ ზიარებაზე. მეფემ შეუთვალა შვილს, თუკი იგი გონს მოეგებოდა, მამობრივი სიყვარულით მიიღებდა მას და დაკარგულ პატივსა და ღირსებას აღუდგენდა. უფლისწულმა კი მამაცურად ამხილა ეპისკოპოსი, გააგდო იგი და უარი თქვა ერეტიკულ ზიარებაზე. წმინდა ზიარება მან მართლმადიდებელი მღვდლისაგან მიიღო, რომელიც მას ეპისკოპოსმა ლეანდრემ გამოუგზავნა.

წარუმატებელი მისიის შემდეგ არიანელი ეპისკოპოსი მეფესთან დაბრუნდა. მეფის მრისხანებამ ზღვარს მიაღწია. კბილების ღრჭიალით მან რამდენიმე თავის ერთგულ მხედართმთავარს დაავალა, უფლისწული საპყრობილეში მოეკლათ. ყმაწვილს ცულით მოჰკვეთეს თავი. ამ ბოროტმოქმედების ჩადენის შემდეგ მოწამის წმინდა სხეულის ზემოთ ანგელოზთა გალობა გაისმა და გამოჩნდა ანთებული სანთლები. მართლმადიდებლები სიხარულით ჰმადლობდნენ ღმერთს, რომელმაც ასეთი სასწაულით გაუთქვა სახელი მოწამებრივად აღსრულებულ თავის ერთგულ მონას.

შვილის მკვლელი მეფე ძრწოდა საშინელი ბოროტი საქციელის გამო. ის დარდისაგან დაავადდა. ლუვინგილდი ფიქრობდა უარეყო არიანობა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცეულიყო. თუმცა მან ვერ აღასრულა ეს გადაწყვეტილება, რადგან არიანელების შეეშინდა. სიკვდილის წინ მეფემ იხმო ეპისკოპოსი ლეანდრე, რომელსაც ადრე სდევნიდა. ახლა კი ევედრებოდა მართლმადიდებლური სწავლებით გაენათლებინა მისი უმცროსი ვაჟი - რიჰარდი, ისევე როგორც ადრე - ერმინინგელდი.
ლუვინგილდის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა რიჰარდი, რომელმაც ლეანდრეს დარიგებით მართლმადიდებლობა მიიღო და მთელი გოთური სამეფო, რომელიც არიანულ ერესში იყო ჩაფლული, მართლმადიდებლობისკენ შემოაბრუნა. ღირსი ლეანდრე უფალს მიებარა 600 წლის 27 თებერვალს.

ხატის წყარო
..................................................
ამავე დღეს ეკლესიაში იხსენიება მოწამე ნისიოსი; სირიის ეპისკოპოსი რაფაელი (1915 წ.)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat