პეჩორის ლავრაში ორი სულიერი ძმა მოღვაწეობდა, დიაკვანი ევაგრე და მღვდელი ტიტე. ძველი სტილით 27 თებერვალს სწორედ ტიტე პეჩორელს იხსენიებს ეკლესია.
ტიტეს და ევაგრეს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მათი ერთსულოვნება აკვირვებდა მონასტრის საძმოს. ეშმაკმა გადაწყვიტა, მტრობა ჩამოეგდო ქრისტესმიერი სიყვარულით შეკავშირებულ ძმებს შორის. მართლაც, ევაგრეს და ტიტეს უმიზეზოდ შეძულდათ ერთმანეთი, აღარ საუბრობდნენ, ერიდებოდნენ შეხვედრას. მონასტრის ძმები წუხდნენ, ცდილობდნენ მათ შერიგებას, მაგრამ ამაოდ. ერთხელ ტიტე მძიმედ ავად გახდა მღვდელმა სიკვდილის მოახლოება იგრძნო და მოისურვა ევაგრესათვის შენდობა ეთხოვა, ბერი გაუგზავნა და შეუთვალა: ღვთის გულისათვის, მაპატიე, ძმაო ჩემო, ასე რომ გმტრობდიო. ევაგრემ არ მიიღო ტიტეს თხოვნა და უკმეხი პასუხი შეუთვალა სულიერ ძმას. ბერებმა ძალით მიიყვანეს ევაგრე მომაკვდავ ტიტესთან. ავადმყოფმა მასთან მისული ძმა რომ დაინახა, წამოდგა საწოლიდან, დაუჩოქა და ცრემლმორეულმა უთხრა: "მაპატიე და დამლოცე, მამაო!" ევაგრემ კი ცივად უპასუხა, რომ არასდროს შეუნდობდა, არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად. უეცრად ევაგრე ძირს მოწყვეტით დაეცა, ძმები მიცვივდნენ, უსულოდ ეგდო, ცდილობდნენ გონს მოეყვანათ, მაგრამ უშედეგოდ. ტიტე მაშინვე გამოჯანმრთელდა, ისე ადგა საწოლიდან, თითქოს ავად არასდროს ყოფილა. მონასტრის საძმო შეაძრწუნა ტიტეს სასწაულებრივმა განკურნებამ და ევაგრეს უეცარმა სიკვდილმა. იგლოვეს და დაკრძალეს ევაგრე.
მოგვიანებით ტიტემ ასეთი რამ მოუთხრო ბერებს: "ვიხილე ანგელოზები, რომლებიც მოშორებით იდგენენ და ჩემ გამო წუხდნენ, იქვე ეშმაკი იდგა, ის ხარობდა ჩემი ცოდვების გამო. ამიტომ ვევედრე ევაგრეს, რომ შემრიგებოდა. როცა ჩემთან მოიყვანეთ და მან ჩემი შენდობა არ ინება, მაგ დროს დავინახე, ანგელოზმა როგორ ჰკრა შუბი ევაგრეს, ის კი უსულოდ დაეცა. იმავე ანგელოზმა მე ხელი გამომიწოდა და სასიკვდილო სარეცელიდან წამომაყენა."
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი