წმინდა პორფირე, ღაზელი მთავარეპისკოპოსი (+420) - 26 თებერვალი (11 მარტი ან 10 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა პორფირე, ღაზელი მთავარეპისკოპოსი (+420) - 26 თებერვალი (11 მარტი ან 10 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა პორფირე დაახლოებით 346 წელს დაიბადა მაკედონიის ქალაქ თესალონიკში.

შეძლებულმა მშობლებმა ჭაბუკს ჩინებული განათლება მისცეს. სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა 25 წლის ასაკში დატოვა სამშობლო და იერუსალიმში გაემგზავრა იქაურ სიწმინდეთა თაყვანსაცემად.

ხუთი წლის მანძილზე დაუღალავად იღვწოდა, ხუთი წლის შემდეგ კი ღირსი მამა იორდანეს უდაბნოში დამკვიდრდა, სადაც მძიმედ დასნეულდა.

განკურნების იმედით, რადგან დამოუკიდებლად ამ გზაზე შედგომა აღარ შეეძლო, ახლობელს წმინდა მიწაზე წაყოლა სთხოვა.

იერუსალიმის სიწმინდეებს ყოველდღიურად მოიხილავდა და უდიდესი მოწიწებით ემთხვეოდა წმინდა ადგილებს, ხოლო როდესაც სიარული აღარ შეეძლო, მათ ხოხვით მიეახლებოდა.

მისი ამგვარი ღვაწლის მხილველმა ერთმა ახალგაზრდა მონაზონმა, სახელად მარკოზმა, რომელმაც შემდგომ მისი ცხოვრება აღწერა, უფლის გულისთვის მისი მსახურება განიზრახა.


მოკლე ხანში ნეტარმა პორფირემ იგი თესალონიკს წარგზავნა, რომ მშობელთა დანატოვარი ქონება უმცროს ძმებს ერთურთში გაენაწილებინათ, თავისი წილი კი მარკოზს წამოეღო, რომ ნეტარს უპოვართათვის ეწყალობებინა.

იერუსალიმს დაბრუნებულ მარკოზს წმინდანი სრულებით ჯანმრთელი დახვდა, რამაც ძალზე გააოცა.

აი, რა უამბო ამ სასწაულებრივი კურნების შესახებ ნეტარმა:

- ღამისთევის ლოცვაზე სნეულებამ ძალა სავსებით გამომაცალა. ტკივილმა ისეთი ძალით შემომიტია, გადაადგილება უზარმაზარი ძალისხმევით შევძელი. ისღა მოვახერხე, წმინდა გოლგოთამდე მივხოხებულიყავი და მივგდებულიყავი. ის იყო, მიწას მივეკარი, ჯვარზე მაჯებმილურსმული მაცხოვარი ვიხილე მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკითურთ, რომელიც უფალს ასე უხმობდა:

- მომიხსენე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!

- გარდამოდი ჯვრიდან და ისე განკურნე ეს სნეული (ჩემზე უბრძანა) ხორციელად, როგორც მე გაგათავისუფლე სულიერი ავადობისგან!

ავაზაკყოფილი ჯვრიდან გარდამოხდა, მომიახლოვდა, გულში ჩამიკრა და მიბრძანა, უფალს მივახლებოდი.

ჯვრიდან ჩამობრძანებულმა მაცხოვარმა მიბრძანა:

- აღიღე ეს ჯვარი და დაიმარხე!

მე ჯვარი ვიტვირთე, გამოვფხიზლდი და აღმოვაჩინე, რომ ჯანი განმმრთელებოდა.

მაცხოვრის სიტყვები მალე აღსრულდა: - იერუსალიმის პატრიარქმა წმინდანი მღვდლად აკურთხა და უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ძელის მცველად დაადგინა. იმ ხანებში ღირსმა მამამ მშობლებისგან მემკვიდრეობით 400 ოქროს მონეტა მიიღო, რომელიც გლახაკთა განკითხვისა და ტაძრების კეთილმოწყობას მოახმარა.

395 წელს გარდაიცვალა ქალაქ ღაზის (პალესტინა) ეპისკოპოსი. ადგილობრივი ქრისტიანები კესარიაში მიტროპოლიტ იოანეს ეახლნენ და სთხოვეს, მათთვის ისეთი ეპისკოპოსი დაედგინათ, რომელიც გათავხედებულ წარმართთ წინ აღუდგებოდა.

უფლის შთაგონებით, მიტროპოლიტმა იერუსალიმელ ხუცეს პორფირეს მოუწოდა.

დიდხანს იტირა პორფირემ, როდესაც ნეტარმა იოანემ ამ უძველესი ქალაქის მღვდელმთავრობა შესთავაზა, რადგან თავს ესოდენი პატივის ღირსად არ მიიჩნევდა, შემდეგ კი კრძალვით და შიშით მიიღო ეს პატივი, თაყვანი სცა ცხოველმყოფელ ძელს და ახალი მორჩილების აღსასრულებლად გაეშურა.

თუმცა, ღაზის გზა უმძიმესი გასავლელი აღმოჩნდა, რადგან ამ ქალაქის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთი დასახლების უსჯულო მკვიდრთ ეკლებით, ათასი სისაძაგლით და ორმოებით აევსოთ იგი და ისეთი კვამლით აეხრჩოლებინათ, გავლა თითქმის შეუძლებელი იყო.

ღაზაში მას დახვდა სამი ქრისტიანული ეკლესია უამრავი წარმართული სამსხვეპლოსა და კერპის გარემოცვაში. ამ დროს ქალაქში საშინელი გვალვა იყო. ქურუმები მსხვერპლს სწირავდნენ ბომონებს, მაგრამ უბედურებას ბოლო არ უჩანდა.

მაშინ წმინდა პორფირემ იქაურ ქრისტიანთ უხმო, რომელთა რიცხვი იმ დროს ღაზაში 270-ს არ აღემატებოდა, პორფირემ თავის სამწყსოს მარხვისკენ მოუწოდა, მწუხრის ლოცვა აღასრულა, შემდეგ კი ლიტანიით შემოუარა მთელ ქალაქს. უეცრად ცა მოიქუფრა, იჭექა და ხშირმა წვიმამ დაუშვა.

ამ სასწაულის მხილველმა უსჯულოებმა ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი და მეუფის ხელთაგან მაშინ ორასზე მეტი კერპთაყვანისმცემელმა მიიღო წმინდა ნათლობა.

მიუხედავად ამისა, წარმართნი ძველებური ჟინით განაგრძობდნენ ქრისტიანთა დევნას: - თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ, გადასახადებს უმძიმებდნენ.

ერთ დღეს ნეტარის მორჩილი, რომელიც საშინელ წყლულთაგან ლოცვით აღადგინა, წარმართებმა ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს და მახვილებით უმოწყალოდ დაჩხვლიტეს და რადგან ეგონათ, სული ამოხდაო, მიატოვეს და წავიდნენ.

მეორე დღეს, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც უგონოდ მყოფი მორჩილი ეგდო, დიაკონმა კორნელიმ და მისმა ორმა თანმხლებმა ჩაიარეს, რომელთაც პორფირეს მოწაფე მხრებზე მოიკიდეს და ქალაქს წაიყვანეს.

წარმართებმა რომ დაინახეს, ეგონათ, ქრისტიანები გარდაცვლილს ქალაქში მოასვენებენო, წინ გადაუდგნენ:

- რა საძაგლობას სჩადიხართ ეგ ცხედარი აიღეთ და ახლავე უკან წაიღეთო! (ღაზელები მიცვალებულებს ქალაქგარეთ მარხავდნენ) - გარდაცვლილი წაართვეს და ფეხზე თოკმობმული ისევ უკან წაათრიეს...

შეწუხებულმა დიაკვანმა მაშინვე ყოველივე აუწყა პორფირეს, მეუფე ადგა და მხლებლებითურთ თავისი ნაგვემი მორჩილის სახილველად წაბრძანდა.

გზად, როგორც სჩვეოდათ, წარმართნი მის შეურაცხყოფას ყოველნაირად ცდილობდნენ, თუმცა, პორფირეს მოთმინება დიდად აოცებდათ, - გზა ისე განვლო, ყოველივე უხმოდ დაითმინა, თავისი მორჩილის სხეული აღიღო და უკან კვლავ მდუმარედ გამობრუნდა...

მთელი ღამე ცრემლით ლოცულობდა მისთვის და აი, უფალმა ისმინა თავისი სათნომყოფლის, - მორჩილმა თვალი გაახილა, წყალი ითხოვა და მეუფეს ყოველივე უამბო, რაც გარდახდა...

დილით მღვდელმთავრის სამყოფელს ღაზის თავკაცნი უამრავი ხალხით მიადგა და ღრიალით ჰკითხეს:

- რატომ მოაბრუნეთ ქალაქს მიცვალებული?

ნეტარი მხლებლებითურთ გავიდა, წარმართებმა მისი შეურაცხყოფა და ლანძღვა იწყეს, შემდეგ მეუფის მხლებელ ქრისტიანთ დაერივნენ და საშინელი ცემა-ტყეპა ატყდა...

ამ ალიაქოთში უეცრად სნეულ მორჩილს ღვთისგან საკვირველი ძალა მიეცა, საწოლიდან ისე წამოვარდა, თითქოს არასოდეს ეავადოს და გარეთ გავარდა...

მისი მხილველი წარმართნი, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ წინა დღეს სიცოცხლეს გამოასალმეს, იქაურობა თავზარდაცემულებმა დატოვეს, - მიცვალებული აღმდგარაო!

აქვე ნეტარის მრავალრიცხოვან სასწაულთაგან ერთს გიამბობთ, მრავალი სული რომ მოაქცია:

ერთი მეტად წარჩინებული, ორსული ქალბატონი ვერაფრით მშობიარობდა: - გადიოდა დღეები, საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა, მაგრამ შვილს ვერაფრით აჩენდა...

შვიდი დღის მანძილზე რა არ იღონეს წარმართმა ქურუმებმა, ექიმებმა თუ ჯადოქრებმა, მისი მეუღლე და მშობლები ყოველდღე უხვ საბოძვარს სწირავდნენ კერპებს.

მისი აუწერელი ტანჯვის მხილველნი იმ აზრს შეეჩვივნენ, რომ ქალს აღარაფერი ეშველებოდა და ტირილითა და თავში ცემით ელოდნენ მის აღსასრულს...

თუმცა, მათ შორის იყო ერთი ფარული ქრისტიანი ქალბატონი, რომელიც ტაძართან დაემხო და ცრემლით შესთხოვა უფალს საბრალო ქალის კურნება.

ამის მხილველმა პორფირემ ჰკითხა, რა აწუხებდა და რა შეიტყო მიზეზი, დაარიგა, უკან გაბრუნებული როგორ მოქცეულიყო და სნეულის პატრონთათვის რა ეთქვა.

ქალმა მისი ისმინა და ორსულის მშობლებს დაეკითხა:

- ქალაქში ერთი დახელოვნებული მკურნალი იმყოფება, რას გაიღებთ, თუ თქვენს ქალიშვილს განკურნავსო?

- მთელ ქონებას ვუბოძებთ, ოღონდ კი საყვარელი ქალიშვილი დაგვიბრუნოსო!

- მაშ, აღთქმა დადეთ, რომ ამ მკურნალს არასოდეს შეიძულებთ და არც არრას ავნებთ! - სთხოვა ქალმა,

- მის მონებად ვიქცევით, ოღონდ კი ჩვენს ქალიშვილს უშველოსო, - მაშინვე დაამოწმეს მშობლებმა და ქალის მეუღლემ.

- ქრისტეს მღვდელმთავარი, პორფირე გეუბნება: - ირწმუნე უფალი იესო ქრისტესი და განიკურნები! - თქვა ქალმა,

ამის თქმა იყო და ქალმა მაშინვე იმშობიარა.

- დიდია ქრისტიანთა ღმერთი, პორფირეს ღმერთი! - აღმოხდათ იქ მყოფთ, მალე კი წმინდანის მეოხებით ნათელ იღეს.

ნეტარის ლოცვით უფალმა უამრავი სასწაული აღასრულა, ღრმა ჭაში ჩავარდნილი სამი განდეგილი სწორედ მისი მეოხებით გადაურჩა აშკარა სკვდილს, ერთი მანიქეველი კი, მართლმადიდებლობის საშინლად შეურაცხმყოფელი, სიცოცხლეს გამოესალმა.

მღვდელმთავარი პორფირე და მიტროპოლიტი იოანე კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ, რომ იმპერატორისთვის შეწევნა ეთხოვათ. აქ მათ დახვდათ წმინდა მამა იოანე ოქროპირი.

იოანე და პორფირე დედოფალ ევდოქსიას წარუდგინეს, რომელიც მაშინ ორსულად იყო.

- იზრუნე ჩვენზე, - უთხრეს მას ეპისკოპოსებმა, - და უფალი გამოგიგზავნის ძეს, რომელიც შენსავე სიცოცხლეში გამეფდება".

მართლაც, წმინდა მამების ლოცვით, იმპერატორს მემკვიდრე შეეძინა.

401 წელს გამოვიდა იმპერატორის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ღაზაში წარმართული სამსხვერპლოები უნდა დაემსხვრიათ, ქრისტიანებს კი გარკვეული პრივილეგიები მინიჭებოდათ. დედოფალმა მღვდელმთავრებს სახსრებიც კი გამოუყო ქალაქში ახალი ტაძრის ასაშენებლად.

მღვდელმთავარმა პორფირემ სრულიად განამტკიცა ქრისტიანობა ღაზაში. ღირსი მამა 420 წელს, ღრმა მოხუცებული აღესრულა.
.....

წმინდა პორფირეს, ღაზელი მთავარეპისკოპოსის

კონდაკი
მღვდლობისა წესითა შემკობილ იქმენ და სამღდელონი სამკაულნი შეიმოსენ, ყოვლადსანატრელო ღმრთივგანბრძნობილო პორფირი, და კურნებისა სიმაღლითა განშუენდი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler