წმინდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი (+1612) - 16 (29) ივნისი
28.06.2014
ცნობა წმიდა ქაიხოსრო ქართველის შესახებ გვხვდება XVIII ს-ის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, ტიმოთე გაბაშვილის "მიმოსვლაში".
ტიმოთე გაბაშვილი აღწერს იერუსალიმის სიწმიდეებს, ჯვრის ქართველთა მონასტრის აღაპებს და ფრესკებს. ის აღნიშნავს: "და კვალად იერუსალიმით მივედით მონასტრად ქართველთასა ჯვარს და განვიცადეთ, კედელთა ზედა წმიდანი მამანი და მოწამენი საქართველოსანი ეხატნეს შარავანდითა და გვირგვინითა. ესენი." ჩამოთვლილია წმიდანთა სახელები და, მათ შორის "წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი, რომელიც აწამა ყეენმან შაჰ-აბაზ წმიდათა ხატთათვის."
წმინდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი გარდაიცვალა 1612 წელს. მას ეკლესია 12 (25) თებერვალს, იერუსალიმელ ქართველ მოღვაწეთა შორის და 29 ივნისს (ძველის სტილით 16 ივნისს) იხსენიებს.