წმინდა სერაფიმე (სობოლევი), ბოგუჩარის მთავარეპისკოპოსი (+1950) - 13 (26) თებერვალი
წმინდა სერაფიმე (სობოლევი), ბოგუჩარის მთავარეპისკოპოსი (+1950) - 13 (26) თებერვალი
მომავალი მღვდელმთავარი ნიკოლოზ სობოლევი დაიბადა 1881 წელს რიაზანში. მის მშობლებს - ბორისს და მარიამს 12 შვილი ჰყავდათ, რომელთაგან შვიდი ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ. ნიკოლოზი მეათე შვილი იყო. როცა ნიკოლოზი ექვსი წლის იყო, მამამისს ინსულტი დაემართა და 14 წელი, სიცოცხლის ბოლომდე ლოგინს იყო მიჯაჭვული. ამან თავისებურად იმოქმედა ოჯახის წევრებზე, სადაც ტრიალებდა ლოცვის სული და ღრმად ჰქონდათ შეგნებული, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერი ღვთის განგებულებით ხდებოდა. მომავალ იერარქზე დიდი გავლენა მოახდინა დედამ, რომელსაც სურდა შვილი მღვდელი გამოსვლოდა. მღვდელმთავარი დედასთან გულწრფელად იყო მიჯაჭვული და ცდილობდა სადაც მსახურობდა, ყოველთვის ახლოს ჰყოლოდა.

ნიკოლოზ სობოლევმა ჯერ რიაზანის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ რიაზანის სემინარია დაამთავრა და 1904 წელს სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა.

სწავლის პერიოდში მომავალი მღვდელმთავარი არაერთხელ სტუმრობდა წმინდა იოანე კრონშტადტელს და გეთსიმანიის სკიტის ბერდიდს ღირს ისიდორეს (გრუზინოვ-კოზინს). ასევე დაუახლოვდა არქიმანდრიტ თეოფანეს (ბისტროვი).

ბოლო კურსზე, 1908 წლის იანვარში ნიკოლოზი მონაზვნად აღიკვეცა სერაფიმეს სახელით. მალევე ჯერ ბერდიაკვნად აკურთხეს, და შემდეგ მღვდლად ხელი დაასხეს. იმავე წლის შემოდგომაზე სამეცნიერო საბჭომ ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიანიჭა. იმავე წელსვე იგი პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა კალუგის სასულიერო სასწავლებელში. ამ დროს ის დაუახლოვდა ოპტის უდაბნოს და ღირსი ანატოლი (პოტაპოვი) გახდა მისი სულიერი მოძღვარი.

1912 წელს იგი ვორონეჟის სასულიერო სასწავლებლის რექტორად დანიშნეს და არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. ვორონეჟში მოუსწრო რევოლუციამ. ბოლშევიკებმა სასწავლებელი გააუქმეს და სემინარიის შენობა წითელარმიელებმა დაიკავეს. არქიმანდრიტი სერაფიმე წმ. ტიხონ ზადონელის მონასტერში გადავიდა. ქვეყანაში სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული, ვორონეჟიც ხელიდან ხელში გადადიოდა. არქიმანდრიტმა სერაფიმემ და მისმა ძმამ სერგიმ ქალაქი ბოლო მომენტში დატოვეს ორთქლმავალის ქვანახშირისთვის განკუთვნილ ვაგონში ახტნენ და დაიმალნენ და რუსეთის სამხრეთში წამოვიდნენ. 1920 წელს სიმფეროპოლის სასულიერო სემინარიის რექტორად დაადგინეს. იმავე წლის სექტემბერში მას ეპისკოპოსად ხელი დაასხეს. მალე ყირიმში ბოლშევიკები შევიდნენ და გენერალმა ვრანგელმა ევაკუაცია გამოაცხადა. ეპისკოპოს სერაფიმესაც მოუხდა მშობლიური მიწის დატოვება. 1921 წლის ზაფხულში მთავარეპისკოპოსმა ევლოგიმ ეპისკოპოსი სერაფიმე სოფიის წინამძღვრად დანიშნა და ბულგარეთში რუსული სათემოებზე ზრუნვა დააკისრა და სიცოცხლის ბოლომდე ბულგარეთის რუსულ სამრევლოებს ხელმძღვანელობდა. პატრიარქმა ტიხონმა ეს ქიროტონია ცნო და წმინდა სერაფიმეს ტიტული შეუცვალა და ბოგუჩარის ეპისკოპოსი უწოდა. ტუბერკულოზი ხელს ვერ უშლიდა მღვდელმთავარს რეგულარულად შეესრულებინა ღვთისმსახურება. საზოგადო და პირადი ლოცვები მას ჰაერივით სჭირდებოდა. იესოს ლოცვას მოუკლებლად ასრულებდა. მას ახლო კავშირი ჰქონდა ათონის მთის ასკეტებთან. მიუხედავად ამგვარი ღვაწლისა და მოუცლელობისა, ის წიგნის წაკითხვას ყოველთვის ახერხებდა, განსაკუთრებით წმინდანთა ცხოვრების კითხვა უყვარდა და მათში პოვებდა სულიერ ძალასა და ნუგეშს.

1934 წელს რუსეთის ემიგრანტული ეკლესიის წმინდა სინოდმა იგი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. თუმცა მაღალმა ხარისხმა ვერ შეცვალა მისი ცხოვრების წესი. ის თავის ძმასთან არქიმანდრიტ სერგისთან ერთად ერთ ძალზე უბრალო და ყოველგვარ სიკეთეს მოკლებულ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეუფე მუდმივად ავადმყოფობდა. ამასთან ერთად მღვდელმთავარი მთელი ცხოვრება თავის სნეულ ძმას უვლიდა. მიტროპოლიტი ილარიონი (ცონევი) მოწმობს რომ უკვე იმ წლებში სოფიელები მთავარეპისკოპოს სერაფიმეში წმინდა ადამიანს ხედავდნენ, დაფარულმცოდნელად თვლიდნენ, პატივსა სცემდნენ და ერთგულებდნენ. ბევრს მომავალი უწინასწარმეტყველა და ზედმიწევნით ახდა. მისი სულიერი შვილები იგონებდნენ, რომ იგი მათ აღსარებების მიღებისას დაფარულ ცოდვებს ახსენებდა, ასევე მათ ფიქრებს ფასუხობდა. გაოგნებულ მრევლს კი ეტყოდა ღიმილით, შემთხვევით მოხდა, რომ გავიგეო. მეუფე მკაცრად უკრძალავდა, როცა ვინმე ამგვარი შემთხვევების ჩაწერას დააპირებდა. წმინდა სერაფიმე ცხადად გრძნობდა ღვთის სიახლოვეს: "როცა მოვკვდებით, მაშინ მივხვდებით როგორ ახლოს იყვნენ ჩვენთან მაცხოვარი, ღვთისმშობელი და ყველა წმინდანი, როგორ შემწყნარებელნი იყვნენ ჩვენი უძლურებების მიმართ და როგორ შეისმენდნენ ჩვენს ლოცვებს", - ამბობდა მღვდელმთავარი. მისი საყვარელი ფრაზა იყო: "უფალი ახლოსაა, დაუძახებ და მაშინვე გიპასუხებს".

ძალზე უყვარდათ ის სოფიელ სტუდენტებს, ხშირად მიდიოდნენ მასთან ღვთისმსახურებასა თუ სახლში აღსარებაზე. წმინდა სერაფიმე კი ყველას - სტუდენტებს, ოფიციალურ პირებს, სულიერ შვილებს და თუნდაც ტაძართან მჯდომ გლახაკებს ერთნაირად ესაუბრებოდა.

1920-1945 წლებში წმინდა სერაფიმე რუსეთის ემიგრანტულ ეკლესიას ემორჩილებოდა, მაგრამ შორს იყო უკიდურესობებისგან. პატივს მიაგებდა და აღიარებდა რუსეთში მოღვაწე სასულიერო პირებს. მიტროპოლიტ სერგის "დეკლარაციას" უარყოფითად შეხვდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის თავისი წიგნი გაეგზავნა. თავის სულიერ შვილებს ეუბნებოდა, რომ არა ჰქონდათ მიტროპოლიტ სერგის განკითხვის უფლება, რადგან ის რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.

1920-1940 წლებში მთავარეპისკოპოსი სერაფიმე შეეწინააღმდეგა სადავო შეხედულებებს, რომელიც გაიპარა მიტროპოლიტ ანტონის (ხრაპოვეცკი) და დეკანოზ სერგი ბულგაკოვის შრომებში. მისმა ნაშრომმა: "ახალი სწავლება ღვთის სიბრძნეზე - სოფიაზე" დიდი მოწონება დაიმსახურა და ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი მიანიჭეს.

1944 წელს ბულგარეთში საბჭოთა ჯარები შევიდნენ და მრავალი ემიგრანტი წმინდანის ლოცვით სასწაულებრივად გადაურჩა მათ რეპრესიებს. 1945 წელს წმინდა სერაფიმე შვიდ სამრევლო ეკლესიასთან ერთად რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა.

1948 წელს მან მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ მართლმადიდებელთა კრებაზე. იქ ის სამი მოხსენებით გამოვიდა - ანგლიკანურ იერარქიაზე, ეკუმენურ მოძრაო¬ბაზე და ახალ სტილზე. მთავარეპისკოპოსი არ უარყოფდა საღვთისმეტყველო დიალოგს სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან, თუმცა დაჟინებით მოითხოვდა, რომ დიალოგი ყოფილიყო დაფიქრებული და აწონილ-დაწონილი. ის უარყოფდა დოგმატურ საკითხებში კომპრომისს და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შესვლის წინააღმდეგ გამოვიდა. იგი უარყოფითად იყო განწყობილი იმ აზრის წინააღმდეგ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ახალ სტილზე გადასულიყო. სიცოცხლის ბოლო წლებში წმინდა სერაფიმე აქტიურად ებრძოდა ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში განახლებულ ტენდენციებს. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გაზეთში "საეკლესიო უწყებანი" 1949 წელს გამოქვეყნდა წმინდა სერაფიმეს სტატია საეკლესიო მოდერნიზმისა და წმინდა სინოდის როლის დაკნინების წინააღმდეგ. ბულგარეთის ეკლესიის იერარქები შემდგომში აღნიშნავდნენ, რომ წმინდა სერაფიმეს გამოსვლა დაეხმარა მათ ბულგარეთის ეკლესიაში გაჩენილი განმაახლებლური ჯანყის დაცხრობაში.

წმინდა მღვდელმთავარს კიდევ ერთი ამოცანა ჰქონდა - ბულგარეთში მონასტრები დაეარსებინა. თავისი ოცნება მან გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე აღასრულა, ხელისუფლებისაგან მცირე სავანის გახსნის ნებართვა მიიღო. ლოგინს მიჯაჭვულიც კი მონასტრის აშენებას ხელმძღვანელობდა, ზუსტად აღწერდა იმ შენობებს, სადაც არასოდეს ყოფილა. მონაზვნების შეკითხვაზე, საიდან იცით, თქვენ ხომ იქ არ ყოფილხართო, ღიმილით პასუხობდა: "ნუთუ?"

წმინდა სერაფიმეს საქმიანობა არ მოსწონდა რელიგიის საქმეთა რწმუნებულს, მისი პოსტიდან მოცილება ჰქონდათ განზრახული, თუმცა წმინდა სერაფიმე ლოგინიდან ვეღარ დგებოდა.

გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე წმინდა სერაფიმე სულიერ შვილებს ურჩევდა: "როცა გაგიჭირდებათ, წერილი მომწერეთ და ჩემს საფლავთან დატოვეთ. თუ ღმერთი შემიწყალებს, განუგეშებთ და დაგეხმარებით".

1950 წლის 26 თებერვალს, მართლმადიდებლობის ზეიმზე მთავარეპისკოპოსმა სერაფიმემ დაასრულა თავისი მიწიერი ცხოვრება. წმინდა სერაფიმე წმინდა ნიკოლოზის კრიპტში დაკრძალეს. წმინდა სერაფიმეს საფლავთან მრავალი ადამიანი პოვებს სულიერ ნუგეშსა და შეწევნას. მრავალი სნეული, ცხოვრებისეული პრობლემებით დამძიმებული ადამიანი მიდის მის საფლავთან და ყველას აღუსრულებს თხოვნას.

ერთი ჯარისკაცი ვინმე პავლე ბულგარეთის სამხრეთ საზღვარზე მსახურობდა, მას პოსტზე ჩაეძინა. ამ დროს საზღვარზე დივერსანტები აპირებდნენ გადაპარვას, პავლეს თანაპოლკელებმა ისინი შეაჩერეს და გააუვნებლეს. პავლე კი მძინარე ნახეს. სამხედრო სასამართლომ სხვა ჯარისკაცების დასაშინებლად პავლეს დახვრეტის განაჩენი გამოუტანა. დედამისს, გიმნაზიის მასწავლებელს წმინდა სერაფიმეს შესახებ არაფერი გაეგონა და იმ პე¬რიოდში ურწმუნო იყო. უზომო იყო მარტოხელა დედის მწუხარება. ერთ ღამეს მას ძილში ერთი სათნო ბერი გამოეცხადა და უთხრა: "გატანჯულო დედავ, მოდი ჩემთან რუსულ ეკლესიაში და დაგეხმარებიო". ქალმა რუსული ტაძარი დაათვალიერა და ძილში ნანახი წმინდანის სახე ვერ ნახა. იფიქრა მომეჩვენაო. მეორე ღამეს მას წმინდა ბერი კვლავ გამოეცხადა და უთხრა: "შენ რუსულ ეკლესიაში კი იყავი, მაგრამ ჩემთან არ ჩამოსულხარ. ჩამოდი დაბლა და დაგეხმარები". ქალი მივიდა რუსულ ტაძარში, ჩავიდა კრიპტში და იქ წმინდა სერაფიმეს სურათში შეიცნო ის ბერი, რომელიც მას სიზმარში გამოეცხადა. საფლავთან დიდხანს ილოცა აცრემლებულმა დედამ, ეკლესიიდან რომ გამოვიდა, უეცრად ძველ ნაცნობს შეხვდა, რომელიც დიდი ხანია არ ენახა - თავისი ქმრის მეგობარს და თანაკურსელს. ეს კაცი იმ მომენტში სოფიაში განთქმული ადვოკატი იყო. როცა მათი გაჭირვების შესახებ შეიტყო, მან მაშინვე მთავარ სამხედრო პროკურორს დაურეკა და სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეაცვლევინა. რამდენიმე თვის შემდეგ ახალგაზრდა პირველივე ამნისტიით ციხიდან გამოუშვეს. მისმა მანამდე ათეისტმა დედამ ღრმად ირწმუნა ღმერთი და საჯაროდ ჰყვებოდა როგორ დაეხმარა მათ წმინდა სერაფიმე.

ცნობილია, რომ წმინდა სერაფიმე განსაკუთრებით შეეწევა სტუდენტებსა და მოსწავლეებს, რომელთაც გამოცდების წარმატებით ჩაბარება სურთ. ისინი ევედრებიან წმინდა სერაფიმეს და მისი შეწევნა არა მარტო გამოცდის ნიშნებზე, არამედ მათ სულებზეცაა. წმინდა სერაფიმემაც ხომ თავის დროზე ამგვარი შეწევნა მიიღო ღვთისაგან ჯერ სემინარიის და მერე აკადემიის მისაღებ გამოცდაზე. ერთ სტუდენტს, რომელიც წმინდა სერაფიმეს საფლავთან ხშირად მიდიოდა, გამოცდაზე შეწევნას ევედრებოდა, წმინდანი თავის საფლა¬ვთან მლოცველს ცხადში გამოეცხადა და უთხრა: "იმარხულე და ილოცე!" სტუდენტი სულის სიღრმემდე შეძრა ნანახმა, გამოიძახა სოფლიდან მორწმუნე დეიდა და სთხოვა მისი ნათლია ყოფილიყო.

დაუსრულებლად შეიძლება წმინდა სერაფიმეს აღსრულებულ სასწაულებზე საუბარი. მაგრამ, ალბათ მისი ლოცვის ძალას ჩვენი მკითხველი მაშინ იგრძნობს, როცა მას შეწევნისთვის შეევედრება.
......................................................
XX საუკუნის ახალმოწამეები - 13 (26) თებერვალი
ამავე დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ახალმოწამეებს; მღვდელმოწამეებს: ხუცესებს - ვასილი ტრიუმფოვს და გაბრიელ პრეობრაჟენსკის (1919), მღვდელმოწამე სილიბისტროს (ოლშევსკი) ომსკის მთავარეპისკოპოსს (1920), მღვდელმოწამე ხუცესებს: ზოსიმე ტრუბაჩევს, ნიკოლოზ დობროლუბოვს, ვასილი გორბაჩევს, იოანე პოკოროვსკის, ლეონტი გრიმალსკს, ვლადიმერ პოკროვსკის, პართენი გრუზინოვს, იოანე კოსინსკის, იოანე კალაბუხოვს, მიქაელ პოპოვს, დიაკონ ევგენი ნიკოლსკის, ღირსმოწამე ანას (კორნეევი), მორჩილებს, ვერას (მოროზოვი) და ირინეს (ხვოსტოვი), მოწამე პავლე სოკოლოვს (1938).
.......................................................
წმინდა მოწამენი მამა და ძე, ჯვარცმით აღსრულებულნი - 13 (26) თებერვალი
ამავე დღეს ბიზანტიური სვინაქსარი იხსენიებს ორ უცნობ წმინდანს, მამასა და მის ხორციელ ვაჟს, რომლებიც ქრისტესთვის ჯვარს აცვეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler