წმინდა ტიმოთე გახლდათ წმინდა ათანასე დიდის მოწაფე და ძმა პეტრე ალექსანდრიელისა, რომლის მერეც ის აირჩიეს ალექსანდრიის კათედრაზე 380 წელს.
მის შესახებ ცოტა რამ ვიცით. იგი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაში. იგი გახლდათ წმინდა სამების ერთარსების მქადაგებელი და დამცველი სულიწმიდაზე მართლმადიდებლური სწავლებისა. წმინდა ტიმოთე აქტიურად და წარმატებით ებრძოდა არიოზელობას. იგი გამოირჩეოდა ქველმოქმედებით. მან ალექსანდრიაში უამრავი ტაძარი ააშენა და საკმაოდ ბევრი არიოზელი მოაქცია მართლმადიდებლობაზე.
მისი განსწავლულობის გამო სხვადასხვა ეპისკოპოსი მათთვის გაუგებარი საკითხების განმარტებას სთხოვდნენ. "წმინდა ტიმოთემ დაწერა 18 სიტყვა-მიგება წმინდა ზიარების და მორალის საკითხებზე, რომელთაგან 15 შეტანილია ძირითად კანონიკურ კოდექსში - ნომოკანონში. მათი XI ს. ქართული თარგმანი დაცულია "დიდ სჯულის კანონში" (გვ. 524-526). ცნობილია მისი ეპისტოლე დიოდორე ტარსელის მიმართ (გამოც. ბერძნ. ტექსტი). ტიმოთე ალექსანდრიელს დაუწერია ათანასე დიდის "ცხოვრება და ორი ქადაგება ღვთისმშობელზე" (ე. გაბიძაშვილი). როგორც გვაუწყებს საეკლესიო ისტორიკოსი სოზომენი, მასვე აღუწერია სახელგანთქმულ ეგვიპტელ მონაზონთა ცხოვრება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი