ღირსი ლუკა ახალი, სტირიოსელი, ელადელი (953 წელი) - 07 (20) თებერვალი
ღირსი ლუკა ახალი,  სტირიოსელი, ელადელი (953 წელი) - 07 (20) თებერვალი
წმინდა ლუკას პაპა და ბებია, რომლებიც წარმოშობით კუნძულ ეგინიდან იყვნენ, არაბთა თავდასხმისას საბერძნეთს გადასახლდნენ, მრავალი ჭირის შემდეგ ფოკიდაში, სოფელ ფოკიდაში დასახლდნენ და მალე წელშიც გაიმართნენ.

წმინდა ლუკა სწორედ ამ სოფელში, 890 წელს იშვა და შვიდშვილიანი ოჯახის მესამე ვაჟი იყო.

ადრეული ბავშვობიდანვე იწყო იმგვარი ცხოვრება, როგორითაც გამოცდილი ხუცესნი ცხოვრობენ, ცხოველურ საკვებს ეკრძალვოდა და ოდენ პურსა და ბოსტნეულს იხმევდა, ოთხშაბათსა და პარასკევს კი - საკვებზე უარს ამბობდა.

მშობლების ფარის მწყემსვისას ხშირად ამ მწირ საკვებზეც უარს ამბობდა და მწირთ და ღატაკთ სამოსთან და ფეხსაცმელ¬თან ერთად ურიგებდა, შინ კი - ფეხშიშველი ბრუნდებოდა.

მამა რომ გარდაეცვალა, ლუკამ გლეხური შრომა დაუტევა და თავი სრულებით მიუძღვნა უფალს და გარკვეული ხნის შემდგომ იმგვარ სულიერ სრულქმნილებას მიაღწია, რომ ლოცვისას მიწას სწყდებოდა ხოლმე.

მონაზვნობა ისე სწყუროდა, მშობლიური სახლი მიატოვა და თესალიას მიაშურა. გზად მეომრებმა შეაჩერეს, რადგან გაქცეულ მონად მიიღეს და ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისი პატრონი. ლუკამაც გულწრფელად უპასუხა: - ჩემი პატრონი - ქრისტეაო!

მაშინ კი გამწარდნენ მეომრები და ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი - დილეგს უკრეს თავი.

შინ მობრუნებული მდუმარედ დაითმენდა შეურაცხყოფას, მაგრამ უფალმა მის ჭირს მალე უწამლა: - ლუკამ შეძლო, დედა დაერწმუნებინა, ორ რომაელ მონაზონთან ერთად გაეშვა, რომელნიც იერუსალემს აპირებდნენ გამგზავრებას და გზად მათ სოფელზე გაიარეს.

მათ ლუკა ერთი ათონური მონასტრის იღუმენს ჩააბარეს, რომელმაც იგი მცირე სქემით შემოსა, რამდენადაც მხოლოდ თოთხმეტი წლის იყო.

მარტოდ შთენილმა დედამისმა ღმერთი ისე შეაწუხა თავისი წუწუნით და ცრემლით, რომ იღუმენმა, რომელსაც ის ყოველღამ ცრემლიანი ესიზმრებოდა, გადაწყვიტა, ლუკა დედასთან გაეშვა.

ოთხთვიანი მცდელობის შემდეგ მან ძლივს გამოსთხოვა მშობელს ნებართვა, ახლომდებარე მთა იოანიცაზე (სხვა სახელწოდებით - ვარდოსზე) დასახლებულიყო, რომელიც კორინთოს სრუტის სიახლოვეს მდებარეობდა და იქ წმინდა უვერცხლოთა, კოზმასა და დამიანეს (911 წელი) სახელობის ტაძარი აეგოთ.

მისი ყოვლად მოუწყობელი სენაკი ღვაწლის ამ სოფლისაგან დასაფარი ალაგი უფრო იყო, ვიდრე - თავშესაფარი. ნეტარმა იქ ორმო ამოთხარა, რომ სიკვდილი მუდამ ხსომებოდა, გამუდმებული ლოცვით და სიფხიზლით ებრძოდა ძილს და უთვალავ მეტანიას აღასრულებდა, დღისით კი - გარკვეულ დროს თავის პატარა ბარს დაჰფოფინებდა, რომ მისი ნაყოფით მეზობლები და სტუმარნი ენუგეშებინა და რაც უფრო მეტად თრგუნავდა ხორცს, მით აღივსებოდა სიყვარული ყოველი სულიერისადმი.

ერთხელ ორი პატივცემული მამა ეწვია, რომლებიც რომის გზას დასდგომოდნენ. სტუმრებმა ამ თვრამეტი წლის მონაზონში სრული კაცი იხილეს და დიდი ანგელოზებრივი სქემით შემოსეს.

იმ დღის შემდეგ ღვაწლი გააათკეცა, რის ნაყოფადაც უფლისგან სასწაულქმედების და წინასწარჭვრეტის მადლი მიიღო. სწორედ მან იწინასწარმეტყველა 917 წელს საბერძნეთში ბულგარელთა შემოჭრა.

კურნების და კურთხევის მისაღებად ადამიანებმა ნაკადად იწყეს მასთან სიარული, ღირსი მამა კი მათ გულს სინანულად განხსნიდა და დაფარულ ცოდვებზე მიუთითებდა.

ეშმაკს დიდად შეშურდა მისი სისრულის და ერთ მშვენიერ დღეს აღსარების მისაღებად სამი ქალი მიუგზავნა, რომელთა წასვლის შემდეგ წმინდა მამას არაწმინდა გულისთქმა ეწვია.

სამი დღე და ღამე ცრემლით გამოისყიდდა ცოდვას და ღვთის ანგელოზისგან უვნებობის მადლი მიიღო.

იოანიცაზე შვიდწლიანი მოღვაწეობის შემდგომ წმინდა მამა, ბულგარელთა მოსალოდნელი თავდასხმის გამო, იძულებული შეიქნა, რამდენიმე იქაურ მეუდაბნოესთან ერთად მეზობელ კუნძულზე გადასულიყო, თუმცა, ბულგარელები იმ ადგილსაც მისწვდნენ და წმინდა მამამ 918 წელს ცურვით მიაღწია კორინთოს.

მართალია, საიმდროოდ სრულ ასაკს მიაღწია, მაგრამ წმინდა წერილის წასაკითხად წერა-კითხვის სწავლა იმდენად სწყუროდა, ერთ სკოლას მიჰბარდა. მაგრამ იქაურ მოსწავლეთა უზნეობამ განაზრახზე ხელი ააღებინა.

წმინდა ლუკა ერთ სახელგანთქმულ მესვეტესთან აპირებდა გადასვლას, მაგრამ მას სხვა, კორინთოს სიახლოვეს მოღვაწე მესვეტემ უხმო.

ლუკა სიხარულით დათანხმდა და ათ წელს ემსახურა.

ბულგარელთა ახალმა ხელმწიფემ, პეტრემ (927 წელი) ამ მიწაზე მშვიდობა მოიტანა და ლუკაც ძველ სენაკს დაუბრუნდა იოანიცაზე, ასკეტური ღვაწლი გააორმაგა და ყოველ მიმსვლელს უფრო მეტი სიყვარულით ეპყრობოდა.

როდესაც მთაზე კორინთოს მღვდელმთავრის მიბრძანება შეიტყო, ეახლა და თან თავისი ბაღის ნაყოფნი მიართვა. ეპისკოპოსმა სთხოვა, სენაკი ეჩვენებინა და როდესაც იხილა, მისი უპოვარებით გულშეძრულმა ოქრო შესთავაზა.

ნეტარმა იუარა და განუმარტა, რომ ოქრო კი არა, დამოძღვრა და ლოცვა სჭირდებოდა.

ერთხელ, როგორც ყოველთვის, თებეს სიახლოვეს მდებარე მონასტერში მიდიოდა, ერთმა წარჩინებულმა ერისკაცმა რომ შეაჩერა და მძიმედ სნეული ვაჟისთვის შეწევნა რომ სთხოვა.

ნეტარმა ჯერ იუარა, - ყოველგვარ სნეულებას ოდენ უფალი კურნავსო, შემდეგ კი, მონასტრის იღუმენის კურთხევით, ღამით იმ ადგილას მივიდა, სადაც სნეული იმყოფებოდა და ილოცა. დილით კი ავადმყოფი სრულიად ჯანმრთელი წამოდგა, ცხენს მოახტა და აბანოში წავიდა...

მალე მისი სენაკის კართან იმდენი შეჭირვებული მოგროვდა, ნეტარს მონაზონთათვის ჰაერივით საჭირო მყუდროება დაერღვა და იძულებული შეიქნა, იქაურობა მიეტოვებინა და მყუდრო კალამიონს გადასულიყო, საიდანაც სამი წლის შემდეგ (943 წელს) უნგრელებმა განდევნეს.

მაშინ ნეტარმა თავი კუნძულ ამპეონს შეაფარა. დას ხანდახან მისთვის პური მიჰქონდა, რომელსაც მაშინვე ღატაკთ და მეზღვაურთ ურიგებდა, თან ანუგეშებდა, - ღვთის შეწევნით, მალე უკეთესი ჟამი დაგვიდგებაო!

სამი წლის მანძილზე დაითმენდა უკიდურეს გაჭირვებას და მძიმე სნებას.

გარკვეული ხნის შემდეგ ლუკა მოწაფეთა თხოვნას დაჰყვა და ფოკიდას დაუბრუნდა და ერთ მიუდგომელ და წარმტაც ადგილას უახლოესი მოწაფეებითურთ დაფუძნდა.

თუმცა, მნახველებმა იქაც არ მოასვენეს.

იქ მოღვაწეობის შვიდი წლის თავზე წმინდა მამა დაავადდა, თავის მოწაფეებს უხმო, ეამბორა, დალოცა, დაარიგა, გამოეთხოვა და 953 წლის 7 თებერვალს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმინდა ლუკას მირონმდინარე ნაწილებმა მრავალი კურნება აღასრულა. მოგვიანებით, მისი ანდერძისამებრ, მის საფლავზე ორი დიდებული ტაძარი და მონასტერი ააგეს, რომელიც დღემდე იზიდავს მორწმუნეებს.

შეგვეწიოს ამ დიდი მამის წმინდა ლოცვა!

ხატის წყარო
..................................

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ღირსი ლუკა ელადელი (+დაახლოებით 953 წელი) - ხსენება 07 (20) თებერვალს

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat