ღირსი ლუკა ელადელი (+დაახლოებით 953 წელი) - ხსენება 07 (20) თებერვალს
ღირსი ლუკა ელადელი (+დაახლოებით 953 წელი) - ხსენება 07 (20) თებერვალს
ღირსი ლუკა ელადელი საბერძნეთის სოფელ კასტარიაში, ღარიბ მიწათმოქმედთა ოჯახში იშვა.

ღირსი მამა ბავშვობიდანვე მიეჩვია შრომას, - მიწას ამუშავებდა, ცხვარს მწყემსავდა და მორჩილად და უდრტვინველად ემორჩილებოდა მშობლებს. გულმოწყალე ჭაბუკი თავის ულუფა საჭმელს და ტანსაცმელს ხშირად უნაწილებდა გლახაკთ, რისთვისაც მშობელთაგან მრავალი საყვედურების დათმენა უწევდა. ერთხელ იმ თესლის უდიდესი ნაწილი, მშობლებმა თავიანთ მიწის ნაკვეთზე დასათესად რომ გაატანეს, მათხოვრებს მისცა, მაგრამ ღმერთმა ამ გულმოწყალების გამო უხვად დააჯილდოვა და მოსავალი იმაზე მეტი მოუვიდათ, ვიდრე განვლილ წლებში.

სიყმაწვილიდანვე წმინდანი ბევრს და გულმოდგინედ ლოცულობდა. ერთხელ დედამ იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებული იხილა.

მამის გარდაცვალების შემდეგ ლუკა დედისგან ფარულად წავიდა ათონის მთაზე და მორჩილად შედგა,დედამისმა ევფროსინიამ იცოდა შვილის კეთილი სურვილი, მაგრამ რა ექნა, შვილი ძალზე ენატრებოდა: "უფალო, შენ ხარ მოწამე ჩემი ქვრივობისა და განსაცდელებისა, ნუ მიმატოვებ, ნუ წამართმევ ჩემი სიცოცხლის ერთადერთ ნუგეშს, საყვარელ ძეს! მე მისთვის არ დამიშლია შენი მცნებების დაცვა. მისი არა მარტო ხორციელი, სულიერი მშობელიც ვიყავი, მსურდა, სათნოებებით აღსავსე მენახა. პირს ნუ მიიქცევ ჩემგან, დამიბრუნე ჩემი ვაჟი, რათა ვადიდო სახელი შენი წმინდა". ღმერთმა მოხედა მის ცრემლებს. იმ მონასტრის წინამძღვარს, სადაც ლუკა მოღვაწეობდა, ძილში მტირალი ევფროსინია გამოეცხადა და შესჩივლა: "უბედურ ქვრივს ასე მწარედ რატომ მატირებ, რატომ წამართვი მხოლოდშობილი ძე, იმედი ჩემი სიბერისა? დამიბრუნე, თორემ არ დავცხრები და ღვთის წინაშე გიჩივლებო". წინამძღვარს შეშინებულს გამოეღვიძა, თავიდან ეშმაკის საცთური ეგონა, მაგრამ როცა სიზმარი სამჯერ განმეორდა, მოიხმო ლუკა და დატუქსა: "რად მოგვატყუე, ობოლი ვარო, როგორ გაბედე ჩვენთან ცხოვრება, როცა გულში სიცრუე გქონდა. დაბრუნდი დედაშენთან, რომელიც შენ გამო მესამე ღამეა სულს მიწუხებსო, - მერე კი, როცა ლუკას ცრემლები იხილა, მშვიდად უთხრა, - ჩემო ბიჭო, აუცილებლად დაბრუნდი დედასთან, მერე კი თვით უფალი შეგეწევა კეთილ განზრახვაში. ვხედავ, რომ დედაშენის ლოცვას დიდი ძალა აქვს ღვთის წინაშე და ყველა შენი ლოცვის განქარვება შეუძლია. წარვედ მშვიდობით და გახსოვდეს, მშობლების კურთხევის გარეშე რაიმეს ქმნა არ შეიძლება". წმინდა ლუკა შინ დაბრუნდა. ევფროსინიას განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, მადლი შესწირა უფალს. ლუკა ოთხ თვეს დარჩა დედასთან, მერე კი მთელი გულით შესთხოვა უფალს შეწევნა.   დაამშვიდა დედა, შემდეგ კი, უკვე მისი კურთხევით, იოანეს მთაზე განმარტოვდა. აქვე აღკვეცეს იგი ბერად ამ ადგილის მოსალოცად მოსულმა მღვდელმსახურებმა. ამის შემდეგ ლუკამ გააძლიერა თავისი ღვაწლი და უფალმა დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის განჭვრეტის ნიჭი მიმადლა.

იოანეს მთაზე შვიდი წელი დაჰყო ღირსმა მამამ, ამის შემდეგ კი, ბულგარელთა შემოსევამ აიძულა, შეეცვალა მოღვაწეობის ადგილი და კორინთოს მიაშურა. აქ მან შეიტყო ერთი მესვეტე ბერის შესახებ, რომელიც პატრებში მოღვაწეობდა, მოძებნა იგი და 10 წელი მის მორჩილებაში იმყოფებოდა, შემდეგ კი დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ იოანეს მთაზე დამკვიდრდა.

აქ ამომსვლელ ადამიანთა სიმრავლე არღვევდა ღირსი ლუკას მყუდროებას, ამიტომ მოძღვრის, თეოფილაქტეს კურთხევით, იგი უფრო მივარდნილ ადგილას გადავიდა მოწაფესთან ერთად. სამი წლის შემდეგ არაბთა თავდასხმების გამო წმინდანი უდაბურ და უწყლო კუნძულზე ამპილზე გადასახლდა. მისი მოღვაწეობის უკანასკნელი ადგილი - სტირია (სოტერიე).

აქ ღირსი მამის ირგვლივ საძმო შემოიკრიბა და მცირე მონასტერი დაფუძნდა, რომლის ტაძარიც წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელზე აკურთხეს. ამ სავანეში ღირსი მამა მრავალ სასწაულს აღასრულებდა და სულიერ და ხორციელ უძლურებათაგან წმინდა მამას ღვთისგან წინასწარ ეუწყა მოახლოებული აღსასრული, სენაკში განმარტოვდა და სამი თვის მანძილზე ემზადებოდა სიკვდილთან შესახვედრად.

ღირსი მამა 953 წლის 7 თებერვალს აღესრულა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: - "ხელთა შენთა შევვედრებ, უფალო, სულსა ჩემსა!"

მოგვიანებით მის საფლავზე ტაძარი ააგეს. წმინდანის უხრწნელი ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა და მრავალი კურნება აღესრულა.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat