წმინდა თეოდოსიმ სიყმაწვილეშივე მიატოვა თავისი შეძლებული ოჯახი და ისის ყურის სანაპიროზე, ქალაქ როსის მახლობლად, მცირე სენაკში დამკვიდრდა.
ნეტარ მამას შიშველ მიწაზე ეძინა, ჯვალოს სამოსი ეცვა და ტანზე რკინის მძიმე ბორკილებსაც ატარებდა, თმა კი ისე წამოეზარდა, რომ კოჭებამდე სცემდა.
განუწყვეტელი მარხვის და ფიცხელი ლოცვის წყალობით ღირსმა თეოდოსიმ ხორციელ ვნებებს და მრისხანებას სძლია, გონება კი - მიწიერ ფიქრთაგან განიწმინდა.
Gგარკვეული ხნის შემდეგ სამშობლოში მონასტერი დააარსა და სავანის ძმებში ფიზიკური შრომისა და სულიერი ღვაწლის სიყვარულს აღვივებდა.
ღირსი მამა განსაკუთრებულად მწირებსა და მიუსაფრებს შეეწეოდა, ქრისტეს ამ კეთილადმძლე მხედარმა შორს გაითქვა სახელი, მას ქრისტიანებიც იცნობდნენ და წარმართებიც. ზღვაოსნები განსაცდელის ჟამს შემწედ "თეოდოსის ღმერთს" უხმობდნენ. ზოგჯერ მისი სახელის უბრალო ხსენებაც კი აცხრობდა აბობოქრებულ ტალღებს. ჭმინდანის ავაზაკებსაც ეშინოდათ, პატივს მიაგებდნენ და ლოცვას თავმდაბლად გამოსთხოვდნენ.
ღვთის ნებით, თეოდოსიმ გადაწყვიტა, ადამიანურ დიდებას განრიდებოდა, სოფელ მარათონის მახლობლად დაემკვიდრა და დაახლოებით 412 წელს იქვე შეჰვედრა მშვიდობით სული უფალს.
Aამ წმინდა მამის ლოცვით შეგვიწყალოს ქრისტემ!
* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამისა აბრაამ სპარსისა, რომელი იყო ეპისკოპოსი არაბიელ ქალაქით
* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსმოწამისა ალექსანდრასი (კასპაროვასი) და მოწამისა მიქაელისა (ამელუშკინი) (+1942 წელი)
* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსისა ალბუინ საბიონელი ეპისკოპოსისა
(+995 წელი)
* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსისა აგრიკოლ ტონგრესელი ეპისკოპოსისა (420 წელი)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი