უფლის ხელთუქმნელი ხატის გამოჩენა მოხდება იმ სასულიერო პირის მიერ, რომელიც ღვთისგან გამორჩეული იქნება
უფლის ხელთუქმნელი ხატის გამოჩენა მოხდება იმ სასულიერო პირის მიერ, რომელიც ღვთისგან გამორჩეული იქნება
ღირსეულნი ისეთ წმინდანებს ეწოდებათ, რომლებიც მონასტრული ცხოვრებისას განსაკუთრებული ღვაწლით , ქრისტიანული გმირობით, ლოცვით, მარხვით, მორჩილებით, სათნოებით, სიწმინდით, სიბრძნით გამოირჩეოდნენ. ჩვენ ზოგიერთ მათგანზე გიამბობთ, რომელთაც მართლმადიდებელი ეკლესია პირველ თებერვალს იხსენიებს.

წმინდა ანტონ მარტყოფელი
ცამეტ ასურელ მამათა შორის ერთ-ერთი გახლდათ წმინდა ანტონ მარტყოფელი. მისი ცხოვრებიდან ირკვევა, რომ იგი წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, სამისიონერო მოღვაწეობისათვის, ჯერ კახეთში, მდინარე ალაზნის გაღმა მხარეს წასულა, შემდეგ კი აკრიანის მთაზე დაემკვიდრა, სადაც ააშენა პირველი მონასტერი, - ვკითხულობთ ელდარ ბულბულაშვილის წიგნში "საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები". წმინდა ანტონი განმარტოებით ცხოვრობდა. აქედან წარმოსდგა მისი ზედწოდება - მარტოდმყოფელი ანუ მარტყოფელი. გვიან კი აკრიანის მთასა და მის მიდამოებს, სადაც წმინდა ანტონი მოღვაწეობდა, მარტყოფი ეწოდა. დღეს მის ახლოს არის ამავე სახელწოდების სოფელი. წმინდა ანტონმა თავისი ღვთისმოსაობით, სნეულთა კურნებითა და სასწაულმოქმედებით შორს გაითქვა სახელი, რამაც მრავლად მიიზიდა მორწმუნენი, წმინდა მამას კი განმარტოებული ცხოვრება სურდა. ამის გამო დატოვა თავისი მონასტერი და იქვე ახლოს, კლდის წვერზე, ააშენა თორმეტი ადლის სიმაღლის სვეტი (კოშკი), სადაც სვიმეონ მესვეტის სახელზე პატარა ეკლესია მოაწყო. ამ სვეტზე წმინდა მამამ სიცოცხლის ბოლომდე დაჰყო. სვეტზე დამკვიდრებიდან 18 წლის შემდეგ ანტონი მიიცვალა. მისმა მოწაფეებმა იგი ჩამოასვენეს და დაკრძალეს მის მიერ დაარსებულ ღვთაების მონასტერში.

ანტონ მარტყოფელის სახელს უკავშირდება საქართველოში ქრისტეს სახელთან დაკავშირებული უდიდესი სიწმინდის, მაცხოვრის პირი ღვთისას ხატის ჩამოსვენება.

საეკლესიო ტრადიციით მაცხოვრის პირი ღვთისას ხატი - კერამიონი, რომელიც წმინდა ანტონ მარტყოფელმა საქართველოში ჩამოაბრძანა, ასლია ამავე სახელწოდების მანდილიონის (ტილოზე გამოსახული ხელთუქმნელი ხატის) იმ ხატისა, რომელიც უფალმა ედესის დასნეულებულ მეფე ავგაროზს გაუგზავნა სამეფო კარის მხატვრის, ანანიას ხელით. გადმოცემით, ძვირფასი სიწმინდით ედესისაკენ მიმავალ ანანიას გზაზე შემოაღამდა. ღამის გასათევად გაჩერდა ქალაქ იერაპოლის განაპირას მცხოვრებ ერთ-ერთ მექოთნესთან. მანდილიონის ხატი კი, იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომწვარ კეცს შუა ჩაასვენა. შუაღამისას ქალაქის მოსახლეობამ და მათ შორის ქალაქის გამგებელმა იხილეს არაბუნებრივი ცეცხლოვანი სვეტი, რომელიც ხატის თავზე იყო აღმართული. კეცებიდან ხატის ამოღების შემდეგ გაირკვა, რომ ზემო კეცზე ხელთუქმნელი ხატის სახე გამოსახულიყო. ქალაქის თავმა შეიტყო პირიღვთისას ხატის ისტორია. მან მანდილიონი მეფე ავგაროზთან მხატვარ ანანიას გაატანა, ხოლო კეცზე გადასული ხატი თავის სასახლეში დაასვენა. გადმოცემით, კერამიონის (კეცზე გადასული) ხატი შემდგომ ნესტორიანელების კუთვნილება გამხდარა და მათ ეს სიწმინდე თავიანთ მწვალებლურ ტაძარში დაუსვენებიათ. გამომგზავრებამდე ედესეში მყოფ ანტონ მარტყოფელს ნესტორიანულ ტაძარში მყოფი ეს სიწმინდე გამოუსყიდია და იგი საქართველოში წამოუსვენებია. წმინდა ანტონმა აკრიანში დამკვიდრების შემდეგ იქ ხატის სახელზე ააშენა ღვთაების სახელობის ტაძარი. XIII საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწის, ტბელი აბუსერისძის ინიციატივით ძველი სტილით 16 აგვისტოს აღესრულება ხელთუქმნელი ხატის დღესასწაული, რომელიც, ამასთანავე, თვით მონასტრის დღედ ითვლება, რადგან მარტყოფის ღვთაების მონასტერი უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელზეა აგებული.

***
ქართული წყაროების გადმოცემით, XIV საუკუნის ბოლოს, გიორგი VII-ის მეფობის დროს, თემურ ლენგის შემოსევისას, მარტყოფის ეპისკოპოსმა გიორგიმ უსაფრთხოების მიზნით წმინდა ანტონ მარტყოფელის ხატი საიდუმლოდ გადამალა. იგი ბრძოლაში ისე დაიღუპა, რომ მონასტრის ძმობისთვის ხატის ადგილსამყოფელი არ უცნობებია. მარტყოფის ღვთაების მონასტრის მღვდელმსახურნი სხვადასხვა დროს ცდილობდნენ ეპოვათ ეს სიწმინდე, მაგრამ მათი ყოველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ერთ-ერთი საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მარტყოფის უფლის ხელთუქმნელი ხატის გამოჩენა მოხდება იმ სასულიერო პირის მიერ, რომელიც ღვთისგან გამორჩეული იქნება. ჩვენამდე მოაღწია ამ ხატის პირმა. მარტყოფის მონასტერში, როგორც ჩანს, თავის დროზე შეიქმნა კერამიონის ხატის ასლი, რომელიც "პირი მარტყოფის მაცხოვრის ხატის" სახელითაა ცნობილი. ეს ხატი თურმე კარგა ხანს თბილისში, ღვთაების მონასტრის მეტოქიონის ნიშში ინახებოდა. ეს მეტოქი, როგორც გადმოგვცემენ, იმყოფებოდა ოქროსმჭედლების ქუჩის მიდამოებში. 1817 წელს მარტყოფის მაცხოვრის ხატის პირი სიონის ტაძარში გადააბრძანეს, სადაც დღესაც ინახება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat