წმინდა ფოტინე, მარტინიანე და წმინდა ზოია (V) - 13 (26) თებერვალი
წმინდა ფოტინე, მარტინიანე და წმინდა ზოია (V)  - 13 (26) თებერვალი
პალესტინაში, ქალაქ კესარიის ახლოს, მთაზე, მრავალი ბერი მოღვაწეობდა. მათ შორის იყო მარტინიანე, დიდად მადლმოსილი მამა, რომელმაც თვრამეტი წლისამ დაუტევა სოფელი და მონასტერში ოცდახუთწლიანი მოღვაწეობით ღვთისაგან ავადმყოფთა კურნების ნიჭი მიიღო. მისი სახელი პალესტინის გარეთაც სმენოდათ. ეშმაკმა მრავალგზის სცადა ღირსი მამის ცდუნება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს დაექადნა: ისეთ ბრძოლას აღგიძრავ, რომელსაც ვერ დაითმენ და იძულებული გახდები, სენაკი დატოვოო.

მცირე ხნის შემდეგ ეშმაკმა მუქარა შეასრულა. ეს ასე მოხდა: ერთხელ კესარიელები მამა მარტინიანეზე საუბრობდნენ. მათ სიტყვებს ერთმა მეძავმა მოჰკრა ყური და მამაკაცებს უთხრა: "რა გასაკვირია მისი სათნოებანი, სადღაც უდაბნოში გადაკარგული ქალს ვერ ხედავს და ამიტომ არც ბრძოლები აქვს. თივა უცეცხლოდ არ იწვის. მივალ მასთან და თუ ჩემი სილამაზე არ აცდუნებს, მაშინ იქნება დიდი ღვთისა და კაცის წინაშეო". კესარიელები დაენაძლევნენ. ქალმა მოიხსნა ძვირფასეულობა, ძაძით შეიმოსა და მამა მარტინიანეს სენაკს მიადგა.

მწუხრის ჟამი იდგა, წვიმდა და ქარი ქროდა. ქალმა კარზე დააკაკუნა და ტირილით შეჰღაღადა: "შემიწყალე, მგზავრი ვარ, გზა ამებნა, ამ სიბნელეში მხეცები დამგლეჯენო". ბერმა სარკმლიდან გამოიხედა და უცნობი ქალი დაინახა. არ შეეშვა - ვაითუ მხეცებს დაეგლიჯათ ან სიცივისგან მომკვდარიყო, შეეშვა და - ვაითუ ვნებას ეძლია და ცოდვაში ჩავარდნილიყო... ბოლოს ხელები ზეცად აღაპყრო და უფალს მფარველობა სთხოვა. მერე ქალი სენაკში შეიყვანა, ცეცხლი გააჩაღა, სტუმარს ფინიკის ნაყოფით გაუმასპინძლდა, თვითონ კი სენაკის მეორე მხარეს გავიდა, დაწვა და დაიძინა.

ამასობაში ქალმა ხურჯინიდან ამოიღო თავისი მდიდრული ტანსაცმელი და ძვირფასეულობა, გამოეწყო და დილით ბერს ამგვარად დახვდა. ვინ ხარ ან ტანსაცმლის გამოცვლა რას ნიშნავსო? - ჰკითხა მარტინიანემ. ქალმა მიუგო, კესარიელი ვარ, შენი მშვენიერების ამბავი შევიტყვე და უნახავად შემიყვარდი, მსურს, ცოლად გამოგყვეო. ძველი და ახალი აღთქმის მაგალითებს ახსენებდა და ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ქორწინება დამაბრკოლებელი არ იყო ღვთის სასუფეველში მოხვედრის მოსურნეთათვის. თან ამშვიდებდა, მდიდარი ვარ და ოჯახის შენახვა საზრუნავად არ დაგაწვებაო.

ქალის ნათქვამმა მარტინიანეს სული აუშფოთა, მერყეობა დააწყებინა. ბოლოს გონება მოიკრიბა, გავიდა გარეთ და მიმოიხედა. იქვე გამხმარი წნელი იპოვა, შეიტანა, შუა სენაკში დადო, ცეცხლი მოუკიდა, ფეხშიშველი შედგა ნაკვერჩხლებზე და მანამდე იდგა, სანამ ტანი ერთიანად არ შეეტრუსა. თან საკუთარ თავს ამხილებდა: "რაო, მარტინიანე, კარგია წამიერი ცეცხლი? გსიამოვნებს ეს წამება? თუ მისი დათმენა შეგიძლია, მაშინ წადი და შეეყავ იმ დედაკაცს, რომლის არსებაში ჩასახლებული ეშმაკიც საუკუნო ცეცხლს გიმზადებს. დამნაშავე დედაკაცი კი არა, სატანაა, რომელსაც შენი უფსკრულში ჩაგდება სურს. დაფიქრდი, უღირსო, და გაიხსენე, რა გელის. ამ მიწიერი ცეცხლის ჩაქრობა წყლითაც შეგიძლია, ხოლო ჯოჯოხეთის ცეცხლს მთელი ცისქვეშეთის ზღვები და მდინარეებიც ვერ ჩააქრობსო". მერე მიწაზე დაეცა და უფალს შეჰღაღადა, შენდობა და წყალობა სთხოვა, ბოლოს კი საკუთარ ვნებათა ძლევის ნიშნად ფსალმუნთა გალობა დაიწყო.

შეჰყურებდა ამ ყოველივეს ქალი და თვალწინ თავისი ცოდვები ედგა. უეცრად, თითქოს ღრმა ძილიდან გამოფხიზლდაო, წამოდგა, მოიხსნა სამკაულები, გაიხადა სამოსელი და ცეცხლში ჩაყარა, დაემხო წმინდა მამის წინაშე და შენდობა სთხოვა: "მაპატიე მე ცოდვილსა და უნანელს, მონაო ღვთისავ, ილოცე ჩემთვის, რომ ხსნის გზა ვიპოვო. ესეც იცოდე - შინ აღარ დავბრუნდები, რადგან მტკიცედ გადავწყვიტე, დავუტევო ცოდვილი ცხოვრება. ეშმაკმა აღმძრა შენს საცდუნებლად და დასამხობად და ვერ ვხვდებოდი, რომ ამით ჩემს სულსაც ღუპავდა. აწ მსურს, თავად ეშმაკის მანქანება დავამხო უფლის შეწევნით". ტკივილისგან ღონემიხდილმა ბერმა უთხრა: "უფალმა და ღმერთმა ჩემმა გაპატიოს ცოდვები. წარვედ მშვიდობით, ებრძოლე შენს ვნებებს, გქონდეს სინანული. წადი ბეთლემში, მოძებნე დედა პავლა, მოუყევი შენს ამბავს და ის გეტყვის, როგორ მოიქცეო", - ჯვარი გამოსახა და განუტევა.

ლოცვითა და ცრემლთა ღვრით ჩააღწია ქალმა ბეთლემამდე, იპოვა დედა პავლას მონასტერი, დასახლდა იქ და ფიცხელ მოღვაწეობას, ლოცვასა და მარხვას მიეცა. დედა პავლა ევედრებოდა: შეიბრალე თავი, სხეულს ისე ნუ მოაუძლურებ, მარხვა ვეღარ შეძლოო, მაგრამ ნეტარ ზოიას მთელი თორმეტი წლის განმავლობაში არ შეურბილებია ცხოვრების წესი: შიშველ მიწაზე იწვა, ხილსა და ზეთიან კერძს არ იკარებდა, მხოლოდ საღამოობით იხმევდა ხოლმე მცირეოდენ პურსა და წყალს, ხან - იმასაც არა. ამგვარად განვლო სიცოცხლე და შეჰვედრა სული თვისი უფალს.

წმინდა მარტინიანეს ცხოვრება კი იმ დღის შემდეგ ასე წარიმართა: დამწვარი ხორცი შვიდი თვის შემდეგღა მოუშუშდა. ფეხზე რომ წამოდგა და მოღონივრდა, იფიქრა: სადაც არ უნდა წავიდე, ეშმაკი მაინც არ მომცემს მოსვენებას. ეგებ ისეთი ადგილი ვიპოვო, ქალს ფეხი არასოდეს დაედგასო. მუხლი მოიდრიკა და უფალს შესთხოვა: "მეუფეო ცისა და ქვეყანისაო, ჰქმენ, რაც ჩემი სულისთვის უმჯობესია. ნუ დამიტევებ, უფალო, დამიფარე და მაჩვენე გზა ცხოვრებისა!" გამოისახა ჯვარი, გავიდა სენაკიდან და ზღვისკენ გაემართა. ამ დროს ეშმაკის ყიჟინა მოესმა: "დიდება ჩემს სახელს, რამეთუ გძლიე და გაგაგდე აქედან, მარტინიანე, დაგწვი ხორციელად და ჩემს ტყვედ გაქციე! სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან გამოგყვები, ყველა ნავსაყუდელს დაგატოვებინებ. არ მოგეშვები, სანამ არ დაგიმონებ!" წმინდანმა უშიშრად მიუგო: "ჰოი, თავად უბედურო, გგონია, სასოწარკვეთილმა შენ გამო დავტოვე სენაკი? ცდები, ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ უკეთ შეგებრძოლო და ღვთის შეწევნით გძლიო. იმ ქალმაც კი, შენ რომ მომიგზავნე, იცის, რაოდენ უძლური ხარ და ისე დათრგუნა შენი მახე, მის ჩრდილსაც ვერ მიუახლოვდებიო".

წმინდანმა ზღვის ნაპირას ერთი პატიოსანი მენავე იპოვა და ჰკითხა: "ძმაო, ხომ არ გეგულება სადმე მონაზვნური ღვაწლისთვის შესაფერისი განმარტოებული და დაუსახლებელი კუნძული?" "შუა ზღვაში, - მიუგო კაცმა, - ერთი მაღალი კლდეა, საიდანაც ხმელეთიც კი არ ჩანსო". მარტინიანეს გაუხარდა: "სწორედ ისეთი ადგილია, როგორსაც ვეძებდი, მხოლოდ ერთს გთხოვ - დროდადრო საზრდო მომიტანე ხოლმე, მე კი შენი ოჯახისთვის ვილოცებ, შენი მოტანილი პალმის რტოებისგან კალათებს დავწნავ, შენ კი გაყიდე და პური შეიძინე. ოღონდ, გთხოვ, ძმაო, წელიწადში მხოლოდ სამგზის მოხვიდეო ჩემთან".

მიხვდა მენავე, რომ მის წინ წმინდა მამა იდგა, ჩაისვა ნავში და კლდესთან მიიყვანა. შესთავაზა, პატარა ქოხს აგიშენებო, მაგრამ მარტინიანემ უარი უთხრა და ღია ცის ქვეშ ყინვისა და სიცხის დათმენა ამჯობინა.

გავიდა რამდენიმე წელი. ერთხელ ზღვაზე საშინელი ღელვა ატყდა. "ახლა კი დაგახრჩობ, მარტინიანე!" - მოესმა წმინდანს ჭექა-ქუხილში ეშმაკის ხმა, მაგრამ მან ზღვას ჯვარი გადასახა და ტალღებიც დაცხრა.

ბოროტი მაინც ვერ დამშვიდდა. ერთხელ, როცა კლდეს პატარა ხომალდმა ჩაუარა, ატეხა ქარიშხალი, ააბორგა ზღვა, გემი მეჩეჩს მიახეთქა და ჩაძირა. მგზავრებიდან ერთი ქალიშვილი გადარჩა. ხის დაფას ჩაბღაუჭებულმა მიცურა კლდესთან, თვალი მოჰკრა წმინდა მამას და შველა სთხოვა. დაინახა ღირსმა მამამ, რომ ქალიშვილის მხსნელი მის გარდა არავინ იყო და საგონებელში ჩავარდა - რომ ამოეყვანა, ამ კლდეზე როგორ დაეტოვებინა! ადრე, როცა ხმელეთზე იყო, გასაქცევი მაინც ჰქონდა, აქედან კი როგორ გაქცეულიყო?! "ღმერთო, გადამარჩინე და ჩემი სულისთვის უკეთესი ჰქმენო", - შეევედრა მაცხოვარს, ხელი გაუწოდა ქალწულს, აიყვანა კლდეზე და უთხრა: "ჭეშმარიტად, თივა და ცეცხლი ერთად ვერ იქნება. დარჩი აქ და ნურაფრის შეგეშინდება, პური და წყალი ორი თვის სამყოფია, შემდეგ კი მენავე მოვა, მოუყევი ყველაფერს და აქედან გაგიყვანსო. გამოისახა ჯვარი და წარმოთქვა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე და მაცხოვნე მე! მიჯობს, ტალღებმა დამახრჩოს, ვიდრე ხორციელად ავენთო ქალის სურვილით და სულიერად დავიღუპოო". თქვა ეს და ზღვას მისცა თავი. უეცრად მასთან ორმა დელფინმა მიცურა. ასწიეს და ხმელეთისკენ გააქანეს.

ადიდა ღმერთი ბერმა, ჩამოჯდა ნაპირზე და ჩაფიქრდა: "ეშმაკი არც უდაბნოში მანებებს თავს და არც ზღვაში. ისღა დამრჩენია, გულში სახარებისეული სიტყვა დავიმარხო და ისე მოვიქცე, როგორც მაცხოვარი ბრძანებს: "რაჟამს გდევნიდნენ თქვენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხვად. ამენ გეტყვი თქვენ - ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაელისაი". მას შემდეგ ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიოდა და ამბობდა: გაიქეცი, მარტინიანე, გაიქეცი, რომ თავს არავინ დაგესხასო. ორ წელიწადში 64 ქალაქი მოიარა. ათენს რომ მიადგა, სიკვდილის მოახლოება იგრძნო. ღონემიხდილი შევიდა ტაძარში, დაეცა დაბლა და ეპისკოპოსის მოყვანა ითხოვა.

ვიღაც უგუნური შენს ნახვას ითხოვსო, მოახსენეს მღვდელმთავარს. "ტყუილად ეძახით უგუნურს, - თქვა ეპისკოპოსმა, - ოდესღაც უფალმა აღმითქვა, რომ თავის მონას მაჩვენებდა და აი, როგორც ჩანს, აღსრულდა კიდეც მისი აღთქმა", - და მყისვე მარტინიანესკენ გაეშურა. "ილოცე ჩემთვის, მეუფეო", - სთხოვა ბერმა, აღაპყრო თვალნი ზეცად და სული განუტევა.

ახლა იმ ქალწულს დავუბრუნდეთ, კლდეზე რომ დარჩა. ფოტინეს ბერის დანატოვარი პურითა და წყლით გაჰქონდა თავი. ორი თვის შემდეგ მისულმა მენავემ მარტინიანეს მაგივრად კლდეზე ქალი რომ დაინახა, ეშმაკი ეგონა და შეშინებულმა გაქცევა დააპირა, მაგრამ ქალწულმა უფლის სახელი დაიფიცა, ახლოს მისვლა სთხოვა და მარტინიანეს ამბავი მოუთხრო. მენავე განცვიფრებული უსმენდა ქალიშვილს. ფოტინემ თხრობა რომ დაასრულა, ხმელეთზე გაგიყვანო, შესთავაზა, მაგრამ ქალწულის გული უკვე მოეწყლა ქრისტეს სიყვარულს. "არა, - მიუგო მენავეს, - ჰქმენ წყალობა და ისევე მემსახურე, როგორც იმ წმინდა მამას. მომიტანე მამაკაცის ტყავის სამოსი და ნართი ხელსაქმისთვის. დაე, ამქვეყნად უფალი იფარავდეს შენს ოჯახს, ხოლო იმ ქვეყნად ცოდვათა მოტევება მოგცეთო".

ოცდახუთი წლის იყო ფოტინე, კლდეზე რომ დასახლდა. ექვსი წელი გაუძლო მისმა ნაზმა სხეულმა მძიმე ღვაწლს... ერთ დღეს შეთანხმებისამებრ მისულ მენავეს კლდეზე ქალწულის უსულო სხეული დახვდა. გულზე ჯვარის სახედ დაეკრიფა ხელნი. მენავემ ნეშტი კესარიაში გადაასვენა და ყოველივე ეპისკოპოსს მოუთხრო.

ფოტინეს ცხედარი დიდი პატივით ფსალმუნთა გალობითა და საკმეველთა კმევით დაკრძალეს, ხოლო დედაეკლესიამ წმინდა მარტინიანეს, წმინდა ზოიასა და წმინდა ფოტინეს ხსენება ერთ დღეს - ცამეტ თებერვალს (ძვ. სტილით) - დააწესა.

...............................................

ტროპარი
ალი მაცდურისა და საბრთხენი მისნი ცრემლითა შენითა დაშრიტენ, სანატრელო, და ზღვისა ღელვანი მხეცთა ზახებანი დააყუდენ, და ესრეთ ღაღადებდ უფლისა მიმართ: უფროისად დიდებულ ხარ შენ, ყოვლადძლიერო ღმერთო, რომელმან ცეცხლისა და მახვილისაგან მიხსენ მე.

კონდაკი
ვითარცა ღმრთისმსახურებისა გამოცდილსა მოღუაწესა და ვნებათა აღმრჩეველსა პატიოსანსა, და უდაბნოსა ცხოვრებისა დამამკვიდრებელსა, ღირსად გალობით ვაქებდეთ მარტინიანეს, მარადის სანატრელსა, რამეთუ მან გველი დათრგუნა.

ბეჭდვაელფოსტა
17.07. 2015
ekaterine
ra kargi statiaa,gaixaret
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat