ღვთისმშობლის საფარველის სახელობის დედათა მონასტერი კიევში ყოფნის დროს მოვილოცე. საოცრად მოვლილი და მალდით სავსე მონასტერში სტუმრის მისვლას დიდი სიხარულით ელიან. ქართველებისადმი გამორჩეულ სიყვარულს მონასტრის წევრებისგან აშკარად ვგრძნობდით. მონასტერი, კიევში ყოფნის დროს დამეგობრებულ სალომე ვაშალომიძესთან ერთად მოვილოცე. ღირსი ანასტასიას ცხოვრების მცირე ბიოგრაფიაც მოსგან გავიგე.
-მონაზონი ანასტასია "პაკროვსკაია" 1838–1900 წლებში მოღვაწეობდა. მის სახეელს უკავშირდება კიევის ღვთისმშობლის საფარველის დედათა მონასტრის დაარსება. ღირსი დედა ანასტასია ცნობილი თავადი იყო.
მისი ხსენების დღეს ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს და კიევის წმინდა დასის ხსენების დღეს აღინიშნება. გთავაზობთ მცირე ცნობებს
მისი ბიოგრაფიიდან.
ერობაში ალექსანდრა პეტროვნა რომანოვა, 1838 წლის 2 მაისს, სანკტ–პეტერბურგში დაიბადა. მისი ოჯახის წევრები პროტესტანტიზმის მიმდევრები იყვნენ. თავად ბავშვობიდანვე ეხმარებოდა ღარიბებს და ავადმყოფ ბავშვებს.
1856 წლის 25 იანვარს მართლმადიდებლურად მოინათლა და ცოლად გაჰყვა დიდ თავადს, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვს, იმპერატორ ალექსანდრე II –ის ძმას. მათ შეეძინათ შვილები- ნიკოლოზი და პეტრე.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1891 წლის 13 აპრილს მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ანასტასია ეწოდა.
ღვთისმშობლის საფარველის მონასტერში უპოვართათვის საავადმყოფო გაიხსნა. აქვე ფუნქციონირებდა უფასო აფთიაქი, სასწავლებელი და ობოლ ქალთა და უსინათლოთა თავშესაფარი, უპატრონოთა თავშესაფარი. მონასტერში იყო მძიმე შრომა და ლოცვა. მონასტერში მომსვლელთა რიცხვი დღითი დღე მატულობდა. პირველივე წელს 400 ადამიანი მოვიდა.
ღირსი ანასტასია გამორჩეული მონასტრული ცხოვრებით ცხოვრობდა. მკაცრ კელაში და მძიმე მარხვაზე ცხოვრობდა. ექმებს მძიმე ოპერაციების დროს ეხმარებოდა.
1894 წელს ღირსი ანასტასიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მიუხედავად ამისა, ის აგრძელებდა ოპერაციებზე დასწრებას, წირვა–ლოცვებს, თვითონ კითხულობდა ექვს ფსალმუნებას, ჟანმებს და კანონებს. ექიმები აღნიშნავდნენ, როცა ღირსი დედა ესწრებოდა მათ ოპერაციას წარმატებით სრულდებოდა.
მონასტრის დედოფალი-ასე ეძახდნენ დედა ანასტასიას მონასტერში. მისიონერულ ღვაწლთან ერთად მონასტერში სასულიერო ლიტერატურასაც ბეჭდავდა.
1896 წელს, მონასტერს იმპერატორ ნიკოლოზ II და იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნა ეწვია და ღვთისმშობლის საფარველის მონასტერს წმინდა ნიკოლოზის სახელი მიანიჭეს. 1897–1898 წელს იმპერატორის შემოწირულობით ახალი საავადმყოფო გაიხსნა.
1900 წელს, ღირსი დედა ალექსანდრა–ანასტასია მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ბრწყნვალე შვიდეულის სამშაბათს გარდაიცვალა.
წმინდანი უამრავმა ხალხმა გააცილა ამქვეყნიდან, ის დაასაფლავეს მის აგებულ ტაძარში, კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს.
2009 წლის 24 ნოემბერს, უკრაინის ეკლესიის წმინდა სინოდმა, ღირსი დედა წმინდანთა დასში შერაცხა.
შევთხოვოთ უფალს, მოგვცეს ღირსი დედის შეურყეველი რწმენა, სიყვარული და სათნოებათმოყვარეობა.
მისი წმინდა ლოცვით ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვახაროს!