გმადლობთ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული
გმადლობთ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული
ათენში ყოფნისას, როცა წმინდა ირინეს სახელობის დედათა მონასტერი მოვილოცე, მომინდა, სრულად გამეცნო წმინდა ირინეს ცხოვრება და მოღვაწეობა. წმინდა ირინეს სახელობის დედათა მონასტერი ათენთან ახლოსაა. მრავალი მომლოცველი სტუმრობს მას, განსაკუთრებით უშვილოები. მონასტრის მესანთლე უსასყიდლოდ აძლევს მომლოცველებს ვაშლის მცირე ნაჭრებს. თუკი უშვილო წყვილი მას რწმენით მიირთმევს, წმინდა ირინე შვილს სჩუქნის. ამის მრავალი მაგალითია. წმინდა ირინეს კანდელის ზეთის ცხების დროსაც მრავალი სასწაული აღესრულება. უფრო ვრცლად რომ გამეცნო "კარიბჭის" მკითხველისთვის წმინდა ირინეს ცხოვრება და მოღვაწეობა, დახმარება ვთხოვე ათენში მცხოვრებ ჩვენს მეგობარს ესმა ღონიაშვილს.

ღირსი ირინე მდიდარი რომაელი არისტოკრატის, პატრიკ ფილარეტოს ასული იყო. მამამისს კაპადოკიაში საკმაოდ დიდი თანამდებობა ეკავა. ნაადრევად დაკარგა სათნოებით სავსე მეუღლე პატრიკია ზოი. მისგან დარჩა ორი ქალიშვილი კალინიკა და ირინე. ობლების აღზრდა მისმა უფროსმა დამ, სოფიამ ითავა. სოფია თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანი იყო. რომ არა ობოლი ძმისშვილები, ის მონასტერში დიდი ხნის წასული იქნებოდა. კალინიკას და მასზე სამი წლით უმცროს დას ირინეს ობლობა არ უგრძნიათ, რადგან დიდი სიყვარულით ზრუნავდა მათზე მამიდა. მის შრომას უქმად არ ჩაუვლია - გოგონები სანაქებო ქალიშვილები დაიზარდნენ. დებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მაგრამ ძალიან განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ. კალინიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ლამაზ ჩაცმულობას, უყვარდა მდიდრული კაბები და სამკაულები. თვლიდა, რომ ურთიერთობა უნდა ჰქონოდა მხოლოდ სამეფო პალატიდან გამოსულებთან, საქმროც მაღალი საზოგადოებიდან უნდა ყოფილიყო. მართლაც ასე მოხდა. 839 წელს, გაზაფხულზე კაპადოკიის დედაქალაქს სახელმწიფო საქმეების მოსაგვარებლად ეწვია ახალგაზრდა კეისარი ვარდა. საპატიო სტუმარს ფილარეტომ უმასპინძლა. მაშინ გაიცნეს ერთმანეთი კეისარმა და კალინიკამ. რამდენიმე თვის შემდეგ მთელი სახელმწიფო ზეიმობდა მათ ლამაზ ქორწილს.

მამიდა სოფიას არ მოსწონდა მათი ქორწინება - თავიდანვე არ მოუვიდა თვალში ეგოისტი, ამბიციური და ფიცხი ახალგაზრდა კეისარი. როდესაც ბედნიერების ზღვაში მცურავი კალინიკა სამეფო პალატებისკენ მიემგზავრებოდა, იმ დროს მამიდა სამლოცველოში განმარტოვდა, რათა ლოცვებით მოეპოვებინა სიმშვიდე. ხედავდა, რომ კეისარი კალინიკას ბედნიერებას ვერ მოუტანდა.

მამიდასთან დარჩა ირინე, რომელსაც უფროსი დისგან განსხვავებული ხასიათი ჰქონდა. დიდი სიფრთხილით ცდილობდა, უბრალოებით დაეფარა მდიდრული სული და ლამაზი გარეგნობა. სამკაულებს არასდროს ატარებდა, გარდა ოქროს ჯვრისა. იმოსებოდა თეთრი, უბრალო ტანსაცმლით. საუბარი და სიარულიც კი სერიოზული და გამოზომილი ჰქონდა. ირინე არ იყო დასავით კონტაქტური, ამჯობინებდა სიმშვიდეს და განმარტოებულ ცხოვრებას. ადამიანებთან ურთიერთობა უყვარდა იმ დონეზე, რომ დახმარებოდა გაჭირვებულებს. მამიდასთან ერთად მას ხშირად ხედავდნენ საავადმყოფოებში, ობოლთა და მოხუცთა თავშესაფრებში, რათა სულიერი და მატერიალური დახმარება გაეწია. დედისეული და მამის ნაჩუქარი სამკაულები ქვრივ-ობლებს დაურიგა. მამიდას იმედი ჰქონდა, რომ ირინე მონასტერულ ცხოვრებას აირჩევდა. მამას კი ამის გაგონება არ უნდოდა. ცდილობდა, გაეთხოვებინა. კონსტანტინოპოლში ყოფნისას სოფიას მისწერა, ირინე გამომიგზავნე, რათა უფლისწულს მივათხოვოო. მამიდა შეშფოთდა და გადაწყვიტა, ირინეს აზრი გაეგო: - შენ ცათა სასუფეველში წარმომედგინე პატარძლად. ალბათ ბედნიერი ხარ ასეთი განსაკუთრებული ბედისაო. ირინემ მშიდად უპასუხა: - მეგონა, შენს ძმისშვილს კარგად იცნობდი, ჩემო კარგო მამიდა. მე მხოლოდ იმის პატარძალი ვიქნები, ვინც შენ გამაცანი.

- ესე იგი არ წახვალ სამეფო კარზე?

- წავალ, რომ უკანასკნელად ვნახო ჩემი და, მამისგან კი დალოცვა მივიღო, რათა მონაზვნად აღვიკვეცო.

ირინე მონასტერში წასვლამდე მოძღვარს, მამა სინესიოსს ეწვია, რომელმაც დამშვიდობებისას თავისი ხილვა გაანდო: "შენი ხანგრძლივი მოგზაურობის დროს მოხვდები ოლიმპოს მთაზე. ამ დალოცვილი მთის ერთ მიყრუებულ გამოქვაბულში არის ასკეტი დიდი იოანიკიო. ნახე და მისგან დალოცვა აიღე. ამბობენ, ამ სასწაულებრივ ადამიანს ხედავენ მხოლოდ ღირსეულები. თუკი გეჩვენა, სთხოვე, მის ლოცვებში მომიხსენიოს მე, ცოდვილი სინესიოსიო.

ირინემ გადაწყვიდა, როგორმე შეხვედროდა იოანიკიოს, თან ფიქრობდა, - შევძლებ კი მის ნახვას, ან ვარ კი ამის ღირსი?

ირინეს მოგზაურობის დროს თან ახლდა ბიძა, დედის ძმა ნიკიფორე და მეგობრები - არეტი და ფილიკიტატი. ორი კვირის შემდეგ მიაღწიეს ოლიმპოს მთას. იქ ოთხი დღე დაჰყვეს. ბერებმა შეძლებისდაგვარად უმასპინძლეს. ირინეს მიზანი იყო ენახა ასკეტი, რომლის შესახებაც მოძღვარმა უთხრა.

***
ღირსი იოანიკიო, რომლის ხსენებას ეკლესია 4 ნოემბერს აღნიშნავს, ბერულ ცხოვრებას 798 წელს, ქრისტეს შობის შემდეგ შეუდგა. მანამდე იყო ბიზანტიის არმიის ოფიცერი, მონაწილეობდა რამდენიმე ბრძოლაში. გულის სიღრმეში უფლისკენ ჰქონდა გეზი აღებული. მიატოვა ერული ცხოვრება და ოლიმპოს მთას, აგაერონის მონასტრის საძმოს მიაშურა. ცოტა ხნის შემდეგ განმარტოებული ცხოვრებისათვის აირჩია მთის ყველაზე შორეული მღვიმე. ასეთი ცხოვრებით განიწმინდა სული და გული. ასეთი მოღვაწეობა უფალმა დაუფასა და დააჯილდოვა სხვადასხვა მადლით. მისი ამბები ოლიმპოს საზღვრებს გასცდა. იმპერატორმა თეოდორამ შესთავაზა პატრიარქის ტახტი, მაგრამ უარი განაცხადა და ურჩია, ეს საპატიო ადგილი დაეკავებინა მეთოდე აღმსარებელს. თეოდორამ თხოვნა შეუსრულა.

ირინეს და მისი მოხუცი ბიძის მეგზურობა იღუმენმა ითავა. წინ მიუძღოდათ და ბუჩქებში გზას უკვალავდათ. ირინეს შავი სამოსი ეცვა, შავი პირბადე ებურა და არ ჩანდა მისი ახალგაზრდული სილამაზე. ის ყურადღებას არ აქცევდა არც ძნელად გასავლელ ბილიკებს, არც ეკლის ნაჩხვლეტებს, მხოლოდ წმინდა ადამიანის ნახვაზე ოცნებობდა. როგორც იქნა, მიაღწიეს და დაინახეს ქვაზე მჯდარი იოანიკიო. იგი წამოდგა და მიეგება სტუმრებს, თითქოს მათ ელოდა. მისმა სიტყვებმა ყველა გააოცა. მან ირინეს მიმართა, - მშვიდობა შენს მოსვლას, უფლის მხევალო ირინე. შენ გელოდება ხრისოვალანდის მონასტერი, რათა მწყემსო მისი ქალწულები.

ირინე მიხვდა, რომ ეს იყო მისთვის გამხნევება. უარს იტყოდა ტახტზე და მამას გამოუცხადებდა გადაწყვეტილებას. დედოფალმა თეოდორამ მოისურვა ირინესთან მარტო შეხვედრა და საუბარი. ირინემ საჭიროდ ჩათვალა ეთქვა, რომ მონაზვნად აღკვეცას აპირებდა. თეოდორამ მოიხსნა მარგალიტის ჯვარი, რომელშიც იდო ჯვარი პატიოსნის ნაწილი და გადასცა. უძღვნა ის უძვირფასესი სამკაულებიც, რომლებიც მისთვის ჰქონდა გამზადებული, როგორც პატარძლისთვის. ეს ძვირფასეულობა ირინემ მონასტერში გამოიყენა.

ირინე მალე დაუმეგობრდა თეოდორას ასულს თეკლას, რომელიც ოჯახის წევრებისგან განმარტოებით ცხოვრობდა. მას ვერავინ უგებდა და ეგოისტად თვლიდნენ. თეკლამ ირინე გულითად მეგობრად მიიღო, გააცნო კონსტანტინოპოლი, აჩვენა აია სოფიას ტაძარი.

ორივე მეგობარი მიეჩვია ვლაქერნონის ტაძარში სიარულს. ირინე გრძნობდა, რომ რაღაც ძალა იზიდავდა ამ ტაძრისკენ. თეკლას უხაროდა, რომ მის მეგობარს მოსწონდა იქაურობა.

- სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ, ერთ პატარა წყნარ სახლში, - უთხრა ერთხელ ირინემ.

- როგორც მეუდაბნოე, არა? - გაეცინა თეკლას, - შენი სურვილი სხვანაირადაც შეიძლება შესრულდეს, რამდენიმე კვირაში აქ წამოვალთ ზაფხულის გასატარებლად და შენც იქნები ჩვენთან ერთად.

- მე ამ დროს აქ აღარ ვიქნები. არსებობს ვიღაც, ვინც მელოდება.

თეკლამ ზრდილობის გამო ვერ ჰკითხა, ვინ იყო ის. იფიქრა, ალბათ სასიძოაო. დადარდიანდა, რომ ასე მალე უნდა დაშორდებოდა მეგობარს.

- რა შენობებია, იქით რომ მოჩანს? - შეცვალა სასაუბრო თემა ირინემ.

- მამათა მონასტერია. აგრეთვე წმინდა პანტელეიმონის სახელობის პატარა ტაძარი, ოდნავ მოშორებით - მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ხრისოვალანდის დედათა მონასტერი. ირინეს გაახსენდა დიდი იოანიკიოს წინასწარმეტყველება და ყველაფერი თეკლას მოუყვა. თეკლა მაშინ კი მიხვდა, ვისი სიყვარული აშორებდა მეგობარს და გულდაწყვეტით უთხრა, - მე ისე არ მიყვარს, როგორც შენო, მაგრამ ირინემ დაამშვიდა, - შენც შეგიძლია იესო ქრისტეს სიყვარულიო. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც თეკლა მძიმე ავადმყოფობით გატანჯული საწოლს მიეჯაჭვა, სიცოცხლის ბოლო წუთებში შეხედა თავის საწოლთან ჩამოკიდებულ ჯვარცმის ხატს და ჩურჩულით თქვა: "გმადლობ, ჩემო სიძეო იესო, რომ შემაძლებინე შენი სიყვარული". ამ სიტყვებით მიაბარა სული უფალს.

***
თეოდორას ნებართვით, მეგობრები ეწვივნენ მონასტერს და გაიცნეს შინაგანაწესი. იმ საღამოს ირინემ სთხოვა იღუმენს, განცალკევებით შეხვედროდა. როდესაც შევიდა მის კელიაში, დაემხო მუხლებზე და შესთხოვა, მიეცა უფლება, დარჩენილიყო მონასტერში და ემსახურა სიცოცხლის ბოლომდე.

ღირსმა ანამ ირინეს სიყვარულით, ტკბილი, ნაზი ხმით უთხრა: - უფლის ნებაა, შვილო ჩემო. უფალმა გასულ ღამეს მამცნო შენი მოსვლა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა სიზმარში მუხლებზე დამისვა ერთი პატარა, თეთრი, ლამაზი ბატკანი, რომელსაც ჰქონდა ცელქი თვალები და მბზინავი ბეწვი. სიხარულით მივიღე საჩუქარი, წავიყვანე დაბლა, მონასტრის ჭასთან, და წყალი დავალევინე. ისეთი ცოცხალი თვალებით მიყურებდა, თითქოს მადლობის თქმა სურდა. ასე რომ, შენ ხარ ბატკანი და როგორ არ მიგიღო. შენები რას ამბობენ შენს გადაწყვეტილებაზე?

- მამასთან ჯერ არ მისაუბრია. თეოდორამ იცის და იმედი მაქვს, დამეხმარება, მამა დავითანხმო.

ირინემ მონასტერი დატოვა იმ იმედით, რომ მალე დაბრუნდებოდა. რამდენიმე დღეში ოფიცერი ფილარეტო ადრიანეპოლიდან დაბრუნდა. კმაყოფილი იყო, რადგან უსაყვარლეს ქალიშვილს ირინეს კარგი საქმრო მოუძებნა, მაგრამ ირინე უკვე სულით უფალთან იყო.

- მამა, თუ შენს ქალიშვილს უკვე შერჩეული ჰყავს საქმრო, შენს არჩეულზე უკეთესი, მაინც შენს რჩეულს ისურვებ?

მამა ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა და გაბრაზებულმა უთხრა: - კარგად აღზრდილი ქალიშვილი თვითონ არასდროს ირჩევს საქმროს, ჩემს ოჯახში ასეთი წესია და მე არ დავარღვევ. ასეთ დაცინვას ვერ ავიტან.

- ჩემი არჩევანი შენ ვერაფერს დაგაკლებს, პირიქით, იამაყებ. მე ბავშვობიდან მსურს მონაზვნობა. მინდოდა შენთვის მეთქვა, რომ დამლოცო.

ფილარეტო დადუმდა. მერე განრისხებულმა მარმარილოს მაგიდას მუშტი დასცხო და უყვირა: - გაძლევ 24 საათს მოსაფიქრებლად, ხვალ დილით თუ არ დათანხმდები, რომ ორ კვირაში გათხოვდები, გაგიშვებ კესარიაში და მთელი სიცოცხლე სახლში გამოგკეტავ. გამოვაცხადებ, რომ ერთი შვილი მყავს, - გაიჯახუნა კარი და დატოვა ქანდაკებასავით გახევებული ირინე, რომელმაც პირველად ნახა ზრდილობიანი და თავდაჭერილი მამა ასე განრისხებული. ირინე გულწასული დაეცა. როცა გონს მოვიდა, მხოლოდ ღირს იოანიკიოს და ხრისოვალანდის იღუმენიას უხმობდა. საწოლთან ღამეს უთევდა შეშფოთებული ფილარეტო. დილით სიბრაზე უკვე გადავლილი ჰქონდა, ღრმა მწუხარებით ადევნებდა თვალს შვილს, როგორ ებძოდა სიკვდილს.

შეწუხებულმა მამამ, რომელმაც ადამიანებისგან ვერ მიიღო დახმარება, იმედგაცრუებულმა დაიჩოქა ავადმყოფი შვილის საწოლთან და ილოცა.

- უფალო, მაპატიე ჩემი უპატივცემულობა, რადგან ჩემი შვილი აირჩიე. მთელი გულით გიძღვნი, უფალო, აჩუქე სიცოცხლე და გპირდები, თავად მოვიყვან იმ წმინდა ადგილას, სადაც შენი ნებაა. უფალო, არ მიატოვო შეწუხებული მამა.

სამი დღეEებრძოდა ირინე სიკვდილს. მესამე დღეს გამოკეთება იწყო, თანდათან გონს მოვიდა. ირინეს და მონასტერში წავიდა და ქმრის საქორწინო საჩუქარი ღვთისმშობელს შესწირა. ფილარეტო ეფერებოდა შვილს და ეუბნებოდა: - მოითმინე, შვილო, მალე კარგად გახდები და მე თვითონ წაგიყვან ხრისოვალანდის მონასტერში, რათა ქრისტეს მიუძღვნა თავიო. ავადმყოფი ირინე მოინახულა დედოფალმა თეოდორამ და აჩუქა მინანქრის ღვთისმშობლის ხატი. ეს ხატი ირინემ შეინახა, როგორც წმინდა ნაწილი. თეოდორამ ფილარეტოს მოუყვა, რაც ირინესგან იცოდა და აუხსნა, რომ ეს იყო უფლის ნება. გამოჯანმრთელების შემდეგ ირინე მამამ წაიყვანა მონასტერში. მანამდე ირინემ მთელი თავისი ქონება დაურიგა ობოლთა თავშესაფრებს და გაჭირვებულებს. იღუმენმა ანამ დედობრივი სიყვარულით მიიღო სულიერი შვილი. მონასტრის კანონების თანახმად, ორმა მონაზონმა მამა-შვილი მიაცილა დიდმოწამე თეოდორეს სამლოცველომდე. ღვთისმშობლის ხატის წინ უძღვნა გენერალმა ფილარეტომ ძვირფასი განძი - შვილი უფალს. მოიტანეს მონაზვნის შესამოსელი და შემოსეს ირინე. ქერა, ლამაზი თმა დაფარა შავმა თავსაბურავმა. შესაძლოა ვინმეს ეგონოს, რომ შავმა შესამოსელმა დაჩრდილა ირინეს მშვენიერება, მაგრამ მოხდა პირიქით, უცნაურმა შუქმა გააბრწყინა და გაანათა, მაშინ მიხვდნენ, რომ მათ გვერდით ნამდვილი წმინდანი იდგა. ამ პროცესს მოჰყვა ლოცვა, შემდეგ კი მამა-შვილის გზა გაიყარა. ერთხელ შეხვდა ფილარეტო ქალიშვილს, როდესაც წმინდა სქემით შემოსეს. შემდეგ გადადგა თანამდებობიდან, დაბრუნდა კესარიაში და სიკვდილამდე მარტო ცხოვრობდა აგარაკზე. კითხულობდა რელიგიურ წიგნებს, უვლიდა ბაღს. გარდაიცვალა, როგორც კარგი ქრისტიანი. სიკვდილის წინ ქონება დაუტოვა ობლებს და გაჭირვებულებს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat