ეს იყო ადრე 1721 წელს. მდიდარ ოჯახს შეეძინა გოგონა. ჩვეული სიხარულისა და მხიარულების შემდეგ გოგონა მონათლეს და დარია დაარქვეს.
მათ ჰქონდათ ყველაფერი მიწიერი, მაგრამ ღვთის განგება სხვა იყო პატარა დარიასათვის.
დარიას დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ბებიამ გადაწყვიტა დარჩენილი ცხოვრება განეწმინდა ღვთისმშახურებაში და მოსკოვის ამაღლების დედათა მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად პორფირიას სახელით.
როცა პატარა დარიას 2 წელი შეუსრულდა, სათნო მშობლებმა გადაწყვიტეს მოელოცათ სამების-სერგიევსკი ლავრა, თან დარიაც გაიყოლეს. გზად მათ შეიარეს მოსკოვში და თაყვანი სცეს კრემლის სიწმინდეებს. რამდენიმე დღით ამაღლების მონასტრეში ბებია პორფილიასთან დარჩნენ.
როცა მოსიყვარულე ბებიამ დაინახა შვილიშივილი, მთელი გულით შეუყვარდა და თქვა: მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავუშვებ ამ პატარა ანგელოზს, გთხოვთ დამიტოვეთ. მშობლებმა დარია მიაბარეს მოსიყვარულე ბებიას მოსკოვის ამაღლების დედათა მონასტერში.
დარია ბებიასთან კელიაში მოათავსეს. მოსაწყენი იყო პატარა ბავშვისთვის კელიაში ცხოვრება, მაგრამ მასში რაღაც უხილამა მადლმა გაიბრწყინა. მონასტერში იყო სიმშვიდე, არ ისმოდა არც ცხოველების ხმა, არც ქალაქის ხმაური, მხოლოდ სიმშვიდე მეფობდა. ირგვლივ საკმევლის სუნი იყო. როცა ბებია პორფირია აღნიშნავდა ანგელოზის ხსენების დღეს, მასთან იკრიბებოდნენ ბერები და მონაზვნები, მოილოცავდნენ მონასტრს და ცოტა ხნით შეჩერდებოდნენ პორფირიასთან, შესვამდნენ ყავას ორცხობილით და მშვიდად დაბრუნდებოდნენ თავ-თავიანთ კელიაში. ისევ ისადგურებდა სიმშვიდე, ისევ რჩებოდნენ მარტო კელიაში ბებია პორფირია და დარია.
***
დარია ბუნებით იყო დამჯერე, ჭკვიანი და თავგანწირული გოგონა. ბებიას შვილიშვილის თითოეული მოძრაობა არ რჩებოდა მხედველობის გარეშე, ყოველი ბრძნული და მოალერსე სიტყვა ღრმად იძირებოდა მის ნაზ გულში.
ბებიას ერთი შეხედვაც კმარა რომ შვილიშვილმა იცოდა ბებიას რა სურდა. ღმერთმა დაიფაროს თუ ოდესმე გაცივდებოდა ბებია, მაშინ შვილიშვილს მოსვენება აღარ ჰქონდა, საწოლზე ჩამომჯდარი ცრემლებად იღვრებოდა.
ბებიამ ადრეულ ასაკშივე შეასწავლა დარიას მორჩილება და წესრიგი. დარია გაღვიძებისთანავე დაალაგებდა კელიას, მტვრისგან ასუფთავებდა ყველაფერს, აანთებდა კანდლებს. როცა ბებია იღვიძებდა ყველაფერი წესრიგში იყო. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ერთად ეძინათ, ერთად დადიოდნენ, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. ერთ წუთსაც არ შეეძლოთ ერთმანეთის გარეშე ყოფნა. როცა დარიას ღამე გაეღვიძებოდა და ბებია არ დახვდებოდა საწოლში, ის შეცხადებით ყვიროდა: ბებია, სად ხარ?
-ბებია ამ დროს ჩაძირული იყო ღრმად ლოცვებში, ის იდგა მუხლებზე, და წუთში ერთხელ იწერდა პირჯვარს და ურიცხვ მეტანიას აღასრულებდა.
-ბებია, სად ხარ? ისევ ნერვიულობდა დარია...მეშინია ბებია, მეშინია მარტო...
-დაიძინე ჩემო გოგო, დაიძინე ჩემო ერთადერთო. ღმერთმა დაგლოცოს შვილო უპასუხა ბოლოს ბებიამ, დაამშვიდა შვილიშვილი და ისევ ჩაუღრმავდა ლოცვას. მაგრამ დარიას არ ეძინა, ფართოდ გახელილი თვალებით უყურებდა ბებიას მოძრაობებს. დიდი ფერადი კანდელი მკვეთრად ანათებდა ძვირფას ხატებს და ირგვლივ ისადგურებდა სიმყუდროვე და სიმშვიდე. მკვდარი სიჩუმე იყო, მხოლოდ ხანდახან ისმოდა ბებიას ხმა, თუ როგორ ლოცულობდა მისი წმინდა ბაგეებიდან. სასწაულს უყურებდა დარია, სიყვარულს და სასწაულს. გეგონებოდა მთელი საუკუნე არ სძინებია. ყველაფერს ისმენდა, როგორ ლოცულობდა ბებია და გულში იმეორებდა გაგონილ სიტყვებს.
დიდებული იყო ეს წუთები დარიას ცხოვრებაში.
მონაზონი პორფირია დიდი ხანია ხედავდა მის დამჯერე შვილიშვილში საღვთო მადლს და მონდომებას.
ბებია ხშირად უკითხავდა დარიას საღვთო ისტორიას. ბავშვის სუფთა გულმა ძლიერ შეიყვარა უფალი.
გოგონაში უკვე იგრძნობოდა მადლი უფლისა, ის ძლიერ გამოირჩეოდა სხვა ბავშვებისაგან. ტაძარში ლოცვებზე გაუნძრევლად იდგა. სხვა ბავშვები მოდიოდნენ მშობლებთან ერთად ტაძარში, დარბოდნენ წრეში, ტიროდნენ, იცინოდნენ მსახურების დროს. დარია ისე იქცეოდა ტაძარში რომ მაგალითი იყი უფროსებისთვისაც კი.
ბებია სადილის შემდეგ გადიოდა უპოვართა დასახმარებლად. ტაძრის გასასვლელთან წამოეწეოდა დარია და თავისი ხელით ეხმარებოდა ხალხს.
-ბებია, არ გინდა თვითონ გავცემ, ეუბნებოდა დარია ბებიას... ბებია ასწავლიდა, რომ ვისაც უყვარს და სწამს ღმერთის, ასევე უნდა უყვარდეს მოყვასი, რადგანაც რწმენა კეთილი საქმეების გარეშე მკვდარია.
დარია უყურებდა, რომ ბებია ცოტას ჭამდა და მარხულობდა. დარიასაც გაუჩნდა სურვილი ბებიას მიმსგავსებოდა. პატარა გოგონა ღვთის გულისათვის შიმშილობდა. ასე გადიოდა დღეები. დარიამ გრამატიკა მონასტერში შეისწავლა. 7 წლისამ ზეპირად უამრავი ლოცვა იცოდა. ადვილად არჩევდა სიკეთეს ბოროტებისაგან. ბებიამ ბევრი შრომა ჩადო დარიას აღსაზრდელად, ერთხელ ბებიამ დაინახა რომ დარია არ დაეხმარა უპოვარს, რომელსაც ხელები ჭუჭყიანი ჰქონდა, დაუძახა კელიაში და შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც გაუშვა სუფრის ასალაგებლად.
-ვისაც მოყვასი არ უყვარს, მას არც უფალი ეყვარება, შეახსენა შვილიშვილს ბებია პორფირიამ. დღის ბოლოს ბებია დააყენებდა კელიაში შვილიშვილს და ხატების წინ აღიარებინებდა დღის განმავლობაშ ჩადენილ ცოდვებს. ასე იზრდებოდა დარია, ერთი წუთი არ შეეძლო უსაქმოდ ყოფნა. როცა დარია წამოიზარდა უკვე თვითონ უკითხავდა ბებიას საღვთი წიგნებს. ბებია იჯდა და ცრემლები მოდსიოდა. ასე ცხოვრობდა კელიაში ბებია და პატარა დარია.
***
როცა დარიას 9 წელი შეუსრულდა, მშობლებმა გადაწყვიტეს მისი მონასტრიდან წაყვანა. დარიას არ უნდოდა მონასტრიდან წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
მშობლებს აწუხებდა რომ ოჯახში არ იზრდებოდა მათი შვილი და სხვაგვარად უნდოდათ მისი აღზრდა, ამიტომაც წაიყვანეს დარია მონასტრიდან. ამის გარდა ბებია პორფირია სუსტად იყო და გრძნობდა სიკვდილთან მიახლოებას. ის აღკვეცეს დიდ სქემაში. ბებიამ უფრო გააძლიერა ლოცვითი კანონი და გაამკაცრა მისი ცხოვრების წესი. სამწუხარო იყო ბებია პორფირიასთვისაც საყვარელ შვილიშვილთან განშორება. მთელი 7 წელი ერთად ცხოვრობდნენ. განშორების ჟამს ბებია და შვილიშვილი ტიროდნენ. საყვარელ შვილიშვილს გამოემშვიდობა ბებია. ხატით დალოცა და თან გამოატანა. .. გავიდა 2-3 კვირა, დარიას მოსვენება არ ჰქონდა მშობლიურ სახლში. მას არ მოსწონდა მისი ახალი ცხოვრების წესი, რაღაც უცხო და გაუგებარი სუფევდა დიდი სახლის ყველა ოთახის კუთხეში. სხვანაირი გული ჰქონდა ყველას. დარია მიონასტერში მიჩვეული იყო თავშეკავებას და წესრიგს. მას ტანჯავდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. ის მიჩვეული იყო ადრე დაწოლას და გათენებამდე ადგომას. აქ პირიქით, გვიანამდე ათენებდნენ და ეძინათ გვიან დილამდე. მონასტერშისიმშვიდე სუფევდა, აქ პირიქით, დაუსრულებელი ხმაური, ვერსად წაიკითხავდი წიგნს, ვერ ნახავდი სალოცავ ადგილს, ყველგან ხმაური იყო. ამაღლების მონასტერში ტაძარი მუდმივად ღია იყო, ღვთისმსახურება ყოველდღე აღესრულებოდა. მეზობელ სოფელში მსახურობდა მოხუცებული მღვდელი და წირვა ლოცვა მხოლოდ შაბათ- კვირას და დიდ დღესასწაულებზე აღესრულებოდა.
ახლობლებმა დაინახეს , რომ დარია 7 წელი ცხოვრობდა მარტო, ხალხისაგან განრიდებული და დაიწყეს მისი აღზრდა, დააპირეს ფრანგულის მასწავლებელთან მიყვანა, მაგრამ დარია მონასტრიდან გამოსული იყო ისე როგორც მონაზონი. ოთხშაბათს და პარასკევს საკვებს საერთოდ არ ღებულობდა. სხვა დღეებში არ ჭამდა ხორცს და რძის ნაწარმს. დარიას ოთახში შეყავდა უპოვრები და უნაწილებდა საკვებს. ახლობლებს არ მოსწონდათ მისი ასეთი საქციელი, კიცხავდნენ ბებიას მისი ასეთი აღზრდისათვის და დაცინოდნენ.
მას ეძინა ვიწრო ფიცარზე, თავქვეშ ჰქონდა ტომარა, რომელიც თივით სავსე იყო. როცა ოჯახის წევრები ეკითხებოდნენ თუ რატომ აკეთებდა ამას, დარია პასუხობდა: -რაც უფრო მიეჯაჭვება სული ყოფიერს, მით სცილდება ჭეშმარიტს, ხოლო ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად იღწვის ზეციერისაკენ, ყველაფერი მიწიერი ხდება ზდმეტი და არასაჭირო.