შესამოსელი და სიმდიდრე ზეცაში დაიუნჯა
შესამოსელი და სიმდიდრე ზეცაში დაიუნჯა
წმინდა მაკრინე კონსტანტინე დიდის მეფობის ჟამს დაიბადა კაპადოკიაში ბასილისა და ემილიას წმინდა ოჯახში. ის მათი პირველი შვილი გახლდათ. ბასილსა და ემილიას სულ ათი შვილი ჰყავდათ: ოთხი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი. როცა წმინდა ემილია მაკრინეზე ფეხმძიმედ იყო, მშობიარობის წინ სიზმარი ნახა, თითქოს ხელთ ეპყრა ჯერ უშობელი ბავშვი. მასთან მივიდა ნათლითმოსილი ღირსი მამა, ალერსიანად შეხედა ჩვილს და სამჯერ თეკლა დაუძახა. თითქოს ამით მიანიშნა, რომ ეს ყრმა მობაძავი იქნებოდა წმინდა პირველმოწამე თეკლას კეთილგონიერი ცხოვრებისა და სისხლის დათხევის გარეშე ეწამებდა ქრისტესთვის.

მართლაც, გოგონას ნათლისღებისას თეკლა დაარქვეს. მაგრამ სახლეულმა და ნათესავებმა არჩიეს, მისთვის მაკრინე დაეძახათ, დიდი ბებიის (მამის დედის) წმინდა მაკრინეს პატივსაცემად, რომელიც მეუღლესთან ერთად ქრისტეს აღმსარებელი გახლდათ მაქსიმიანე გალერუსის მიერ ქრისტიანთა დევნისას. ისე მიეჩვია ხალხი მაკრინეს ძახილს, რომ ბევრმა მისი პირველი სახელი არც იცოდა.

როცა ყრმა წამოიზარდა, დედამ ანბანი და ფსალმუნები ასწავლა. ბავშვი ხელსაქმესაც დაეუფლა, დროს უქმად არ კარგავდა. თორმეტი წლისა ისეთი ლამაზი იყო, ბადალი არ ჰყავდა იმ ქვეყანაში. მხატვრებსაც კი გაუჭირდათ მისი მშვენიერების გამოსახვა. მრავალ მდიდარსა და სახელიან კაცს მოუნდა ბასილთან დანათესავება. მან კი თავისი ქალიშვილისთვის აირჩია ერთი კეთილგონიერი ყმაწვილი და მაკრინეს საქორწინო ასაკის დადგომას ელოდა, მაგრამ ეს ყმაწვილი გარდაიცვალა. მაკრინემ აღარ მოისურვა საქმროს მოძებნა. ხოლო ვინც დაქორწინებას ურჩევდა, უთხრა: "ცუდი საქციელია ქალიშვილისთვის, ერთზე დანიშნული თუ ცოლად სხვას გაჰყვება. ამით ხომ დაარღვევს აღსრულებულ ნიშნობას. ბუნებრივი სჯულით მეუღლე ერთი უნდა გყავდეს, როგორც ერთხელ იბადები და ერთხელ კვდები. მე ვისზეც ვარ დანიშნული, მას მკვდარს ვერ დავარქმევ. ის არ მომკვდარა, მწამს მკვდრეთით აღდგომისა. და ასევე მწამს, რომ ჩემი სასიძო ცოცხალია, ის სხვა ქვეყანაში წავიდა საყოველთაო აღდგომამდე. სირცხვილი იმ ცოლს, თუ ქმარი სხვაგან წაუვა, ის კი ცოლქმრულ ერთგულებას არ შეინახავს და სხვას შეუერთდებაო".

მაკრინე მუდამ დედის გვერდით იყო და ისე გულმოდგინედ ემსახურებოდა, რომ არ რცხვენოდა მონათა შესაფერისი საქმის კეთება. განსაკუთრებით მამის გარდაცვალების შემდეგ, მოხუცებულ ქვრივ დედას ანუგეშებდა მწუხარებასა და განსაცდელში. სახლს უვლიდა. იგი იყო მეორე დედა თავისი და-ძმისა, განსაკუთრებით ნაბოლარა პეტრეზე ზრუნავდა, რომელიც შემდგომში სებასტიელი მღვდელმთავარი გახდა. პეტრე მამის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა, მანაც, ისევე, როგორც ბასილმა, გრიგოლმა და სხვა და-ძმებმა, მაკრინესგან მრავალი სათნოება შეითვისა.

ბასილი მაკრინეს შემდეგ დაიბადა. როცა ის მრავალი წლის მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული საერო განათლებით ავსებული სამშობლოში დაბრუნდა და თავისი ცოდნით ამაყობდა, წმინდა მაკრინემ თავისი მდაბალი და ღვთივსულიერი სიტყვებით ბასილი მალე ისეთ სიმდაბლეში მოიყვანა, რომ მან მოიძაგა ეს სოფელი და მონასტერში წავიდა. ქრისტეს ჭეშმარიტმა მხევალმა თავისი მეორე ძმაც, ნევკრატიც ჯერ კიდევ ყმაწვილობაში თავისი საღმრთო საუბრებით ღვთის სიყვარულისა და წმინდა ცხოვრებისთვის განაწყო. ნევკრატი უდაბნოში გავიდა და მოხუცებულ მეუდაბნოე მამებს ემსახურებოდა. ძალზე ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ამ კეთილგონიერი ქალწულის რჩევით, ნეტარმა ემილიამ დანარჩენი ქალიშვილები დააქორწინა. მონები გაათავისუფლა, დაუტევა ეს სოფელი და მაკრინესთან ერთად დედათა მონასტერში წავიდა. ზოგიერთმა მხევალმა მათთან ერთად მოისურვა მონასტერში წასვლა. საერთო ჰქონდათ ახალშემონაზვნებულ ყოფილ ქალბატონებსა და ყოფილ მონებს კელია, მაგიდა, ტრაპეზი, სამოსი, ერთსულოვანნი იყვნენ ღვთისმსახურებაში, თავმდაბლობაში, სიმშვიდესა და სიყვარულში განლევდნენ დღეებს. შური, კამათი, რისხვა, დიდებისმოყვარეობა მცირედითაც არ იყო მათ შორის. მარხვასა და ლოცვაში, ღვთისჭვრეტასა და ფსალმუნთგალობაში გაიარა წლებმა.

წმინდა ემილია დაბერდა, სხეულით მოუძლურდა, სიკვდილის მოახლოება იგრძნო. ამ დროს მოვიდა დედასთან ნაბოლარა პეტრე, რომელიც ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მაკრინესთან ერთად სნეულ დედაზე ზრუნავდა. იმ დროს, როცა სული სხეულს ეყრებოდა, დედის საწოლთან მაკრინე და პეტრე ისხდნენ, ისინი დანარჩენი და-ძმების სახელებს ახენებდნენ და დედა მათ თავის ლოცვა-კურთხევას უტოვებდა. ბოლოს მოიხმო მაკრინე და პეტრე, ორივეს თავზე ხელი დაადო და უფალს შეღაღადა: "უფალო, შენ მოგიძღვნი ჩემი წიაღის ნაყოფთაგან პირველსა და მეათედს. პირველი - პირველშობილი ქალიშვილია ჩემი, მეათედი კი ბოლო ვაჟი! შენ ძველ აღთქმაში გვიბრძანე პირველისა და მეათედი ნაყოფის შეწირვა. დაე, შეწირულ იქნენ ისინი კეთილსასურველ მსხვერპლად და გადმოვიდეს მათზე შენი სიწმინდე".

ამ სიტყვებთან ერთად სული თვისი წმინდა სასურველ უფალს ჩააბარა. პატივით დაკრძალეს შვილებმა საყვარელი დედა.

მერე წმინდა ბასილი დიდს კესარია-კაპადოკიის მთავარეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მან დეკანოზად აკურთხა თავისი ძმა გრიგოლ ნოსელი, ასევე მიიწვია უმცროსი ძმა პეტრე (სებასტიელი) და ისიც ღვთისმსახურთა რიგს შემატა, რამაც დიდად გაახარა წმინდა მაკრინე. წმინდა ბასილი დიდი ათი წლის მერე ძალზე ახალგაზრდა გარდაიცვალა - ეკლესიას სათნოება და ერთ-ერთი მტკიცე ბურჯი გამოაკლდა.

მალე დადგა წმინდა მაკრინეს ამ ქვეყნიდან განსვლის დღეც, რომელსაც აღწერს წმინდა გრიგოლი: "ბასილის სიკვდილიდან ოთხი თვის მერე ანტიოქიის ეპისკოპოსთა კრება მოიწვიეს, რომელსაც მეც ვესწრებოდი. კრების შემდეგ დიდი ხნის უნახავ ჩემს დასთან, მაკრინესთან წასვლა დავაპირე. არიანელთაგან თავს მოწეული განსაცდელები და სხვა მრავალი უსიამოვნება ჩემი დის ნახვაში ხელს მიშლიდა. ბევრი ვიარე და ერთი დღის სავალზე მივუახლოვდი. იმ ღამეს ძილში ვიხილე: მომეჩვენა, თითქოს ხელთ მოწამის წმინდა ნაწილები მეპყრა, რომელიც ისე ბრწყინავდა, რომ თვალნი ჩემნი ვეღარაფერს ხედავდნენ ამ ბრწყინვალებისგან. ეს ხილვა სამჯერ განმეორდა. ვერაფერს მივხვდი, სულში კი მწუხარება გამიჩნდა, გზას გავუდექი და ამ სიზმრის აღსრულებას ველოდი. მივუახლოვდი ჩემი დის ადგილსამყოფელს. ხალხი გამომეგება თაყვანისცემად. ერთ-ერთ ნაცნობს ჩემს დაზე ვკითხე. მითხრა, მძიმედ ავად არისო. დამწუხრებული, აჩქარებით მივედი სავანეში.

პირველად ეკლესიაში შევედი, სადაც მონაზვნები მელოდებოდნენ. ლოცვისა და კურთხევის შემდეგ დავინახე, რომ მათ შორის არ იყო იღუმენია, ჩემი და მაკრინე. გული დამიმძიმდა. შევედი კელიაში. საწოლზე კი არ იწვა, მიწაზე კონკები გაეშალა, თავი კუნძზე ედო, რომელზეც ასევე კონკები იყო გადაფარებული. რომ დამინახა, თაყვანისცემა დააპირა, წაიქცა და ვეღარ წამოდგა. წამოვაყენე და საწოლზე მივაწვინე. მან ღვთისკენ ხელები აღაპყრო და მადლობა შესწირა უფალს ჩემი მისვლისთვის.

მერე საუბარი დაგვიწყო. ცდილობდა, თავისი სნეულება დაეფარა. ამიტომაც იშვიათად სუსტად კვნესოდა, ცდილობდა, ხშირადაც არ ესუნთქა და მშვიდი სახით მიყურებდა. დაიწყო ბასილი დიდის გახსენება. გული დამიმძიმდა, ცრემლები ვეღარ შევიკავე. ეს რომ დაინახა, საუბრის თემა შეცვალა. იწყო ლაპარაკი ღვთის საკვირველ განგებულებაზე, თუ რისთვის შეიქმნა ადამიანი და როგორ გახდა მოკვდავი, მასზე, რომ ამ წამიერი სიკვდილის შემდეგ კაცი საუკუნო ცხოვრებაში გადადის. იგი აღსავსე იყო სულიწმინდით, მხოლოდ ზეციურზე ფიქრობდა. მერე კი მითხრა: დროა, მამაო, შორი გზა გამოიარე, დასვენება გმართებს, საკვებითაც მოძლიერდი.

თუმცა არ მინდოდა, მის ტკბილ საუბარს მოვწყვეტოდი, მაგრამ ურჩობა ვერ გავბედე. წავედი მოსასვენებლად. მშვენიერ ბაღში, ხეების ჩრდილქვეშ გავშალეთ სუფრა. მაგრამ არაფერი მახარებდა, გული მტკიოდა. ვხედავდი, და მიკვდებოდა. მიცხადდებოდა სიზმარი, რომლის შინაარსსაც უკვე ასე ვთარგმნიდი. მოწამის სხეული - ეს ხომ ჩემი მაკრინეა, რომელმაც მრავალწლიანი მარხვით მოაუძლურა სხეული, მოკვდა ცოდვისთვის, სინათლის სხივები კი იმ საღმრთო მადლს ნიშნავდა, მასზე რომ სუფევდა.

როცა ასე მწარედ ვიყავი ჩაფიქრებული, ნეტარი სულით მიხვდა ამას და მორჩილი გამომიგზავნა საუწყებლად, სნეულება შემისუსტდა და უკეთესად გავხდიო. ამან გამახარა, პური შევჭამე და დავიძინე. მერე კი კვლავ მივედი მასთან და მისი ღვთისმსახურების სმენით ვტკბებოდი. ეჰ, ნეტავ ეს დღე გაგრძელებულიყო! დღე მიიწურა, მოსაღამოვდა და ეკლესიაში მწუხრის ლოცვაზე წავედი.

მეორე დღეს მივედი. მაკრინე კვდებოდა. შუადღისას ისე მოუძლურდა, რომ საუბარი ვეღარ შეძლო და მხოლოდ ღმერთს ესაუბრებოდა. დიდხანს ილოცა, მერე პატიოსანი ჯვარი გადაისახა და სული თვისი ჩააბარა უფალს. გეგონებოდა, ჩვეულებრივი ძილით მიიძინაო: დახუჭული თვალები, დახშული ბაგე, ხელები მკერდზე სათანადოდ დაწყობილი. ვუყურებდი და ხმამაღლა ვტიროდი. მონაზვნები, თუ აქამდე ცრემლებს მალავდნენ, რომ სულიერი დედა არ შეეწუხებინათ, ახლა მწარედ ტიროდნენ და გოდებდნენ. დიდი ძალისხმევა დამჭირდა მათ გასაჩერებლად. მერე კი ჩვეულებისამებრ გალობა და ლოცვა დავიწყეთ. შემდეგ ვთხოვე, გარეთ გასულიყვნენ, რამდენიმე უახლოეს ადამიანთან ერთად დავრჩი, რომლებიც სიცოცხლის ბოლოს ემსახურებოდნენ მაკრინეს. მათ შორის იყო ბესტიანე, რომელიც ადრე დაქვრივდა. მან ეს სოფელი მოიძაგა და თავისი ქვრივობის მფარველად ნეტარი მაკრინე აირჩია. სწორედ ამ ბესტიანეს ვუთხარი: ახლა კი საჭიროა, მიცვალებული ქალწულის სხეული სპეტაკი სამოსით შევმოსოთ-მეთქი. მან მეორე მონაზონს, ლამპადიას ჰკითხა: ჩვენმა სულიერმა დედამ თუ იზრუნა თავისი დაკრძალვისთვისო. "ამ დაკონკილი ტყავის, უბრალო და ძველი სამონაზვნე სამოსის გარდა არაფერი დარჩენია, შესამოსელი და სიმდიდრე ზეცაში დაიუნჯაო". მონაზვნებს ვუთხარი: "მე მაქვს ახალი შესამოსელი, თუ სათნო იქნება მისთვის ჩემი სამოსით შემოსვა". "ცოცხალი უარს არ იტყოდა ამ საჩუქარზე, რადგან დიდ პატივს გცემდა როგორც მღვდელმთავარს და როგორც ძმასო". მონაზვნებს ჩემი შესამოსლით მაკრინეს შემოსვა ვუბრძანე.

ბესტიანემ წმინდა მაკრინეს პატიოსანი სხეულიდან მოხსნა რკინის ჯვარი და რკინის ბეჭედი, რომელზეც ასევე ჯვარი იყო გამოსახული. ბეჭედი ჩემთვის დავიტოვე, ჯვარი კი ბესტიანეს მივეცი. "კეთილი ნაწილი გამოირჩიე, მამაო, მაგ ბეჭდის თვალში ჩატანებულია უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი. მოდით, კიდევ ერთი საკვირველი რამ გაჩვენოთ". ბესტიანემ მიცვალებულს მკერდი გადაუღეღა და ნაიარევი მაჩვენა: "როცა იგი დედასთან ცხოვრობდა, ამ ადგილას უკურნებელი სიმსივნე გაუჩნდა. საჭირო იყო მისი ექიმთან მიყვანა და სიმსივნის გაჭრა, თორემ შეიძლებოდა მთელ სხეულს მოსდებოდა. დედა არწმუნებდა, ექიმებს ჩვენებოდა, მაგრამ მამაკაცების წინაშე მკერდის გაშიშვლებას სიკვდილი ერჩია. ერთ საღამოს თავის სალოცავ ოთახში ჩაიკეტა. დაიწყო ლოცვა და მუხლთადრეკა. მერე აიღო თავისი ცრემლით დასველებული მიწა მუჭით და სარწმუნოებით მიიდო მტკივან ადგილას. მეორე დღეს, როცა დედამისმა მოინდომა სიმსივნის ნახვა, იგი გამქრალიყო, მის ადგილას მცირე ნაიარევი დარჩა, როგორც ნიშანი ღვთის სასწაულისა!"

ასე გასრულდა ცხოვრება ღირსი მაკრინესი. დედაეკლესიამ მისი ხსენების დღედ 19 ივლისი (ძვ. სტილით) დაადგინა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat