ცხოვრება ღირსისა მაკრინესი, დისა მღვდელმთავარისა ბასილი დიდისა (380)
ცხოვრება ღირსისა მაკრინესი, დისა მღვდელმთავარისა ბასილი დიდისა (380)
წმინდა მაკრინე კონსტანტინე დიდის მეფობის ჟამს დაიბადა კაპადოკიაში ბასილისა და ემილიას წმინდა ოჯახში. ის მათი პირველი შვილი გახლდათ. ბასილსა და ემილიას სულ ათი შვილი ჰყავდათ: ოთხი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი. როცა წმინდა ემილია მაკრინეზე ფეხმძიმედ იყო, მშობიარობის წინ სიზმარი ნახა, თითქოს ხელთ ეპყრა ჯერ უშობელი ბავშვი. მასთან მივიდა ნათლითმოსილი ღირსი მამა, ალერსიანად შეხედა ჩვილს და სამჯერ თეკლა დაუძახა. თითქოს ამით მიანიშნა, რომ ეს ყრმა მობაძავი იქნებოდა წმინდა პირველმოწამე თეკლას კეთილგონიერი ცხოვრებისა და სისხლის დათხევის გარეშე ეწამებდა ქრისტესთვის.
მართლაც, გოგონას ნათლისღებისას თეკლა დაარქვეს. მაგრამ სახლეულმა და ნათესავებმა არჩიეს, მისთვის მაკრინე დაეძახათ, დიდი ბებიის (მამის დედის) წმინდა მაკრინეს პატივსაცემად, რომელიც მეუღლესთან ერთად ქრისტეს აღმსარებელი გახლდათ მაქსიმიანე გალერუსის მიერ ქრისტიანთა დევნისას. ისე მიეჩვია ხალხი მაკრინეს ძახილს, რომ ბევრმა მისი პირველი სახელი არც იცოდა.

როცა ყრმა წამოიზარდა, დედამ ანბანი და ფსალმუნები ასწავლა. ბავშვი ხელსაქმესაც დაეუფლა, დროს უქმად არ კარგავდა. თორმეტი წლისა ისეთი ლამაზი იყო, ბადალი არ ჰყავდა იმ ქვეყანაში. მხატვრებსაც კი გაუჭირდათ მისი მშვენიერების გამოსახვა. მრავალ მდიდარსა და სახელიან კაცს მოუნდა ბასილთან დანათესავება. მან კი თავისი ქალიშვილისთვის აირჩია ერთი კეთილგონიერი ყმაწვილი და მაკრინეს საქორწინო ასაკის დადგომას ელოდა, მაგრამ ეს ყმაწვილი გარდაიცვალა. მაკრინემ აღარ მოისურვა საქმროს მოძებნა. ხოლო ვინც დაქორწინებას ურჩევდა, უთხრა:

-ცუდი საქციელია ქალიშვილისთვის, ერთზე დანიშნული თუ ცოლად სხვას გაჰყვება. ამით ხომ დაარღვევს აღსრულებულ ნიშნობას. ბუნებრივი სჯულით მეუღლე ერთი უნდა გყავდეს, როგორც ერთხელ იბადები და ერთხელ კვდები. მე ვისზეც ვარ დანიშნული, მას მკვდარს ვერ დავარქმევ. ის არ მომკვდარა, მწამს მკვდრეთით აღდგომისა. და ასევე მწამს, რომ ჩემი სასიძო ცოცხალია, ის სხვა ქვეყანაში წავიდა საყოველთაო აღდგომამდე. სირცხვილი იმ ცოლს, თუ ქმარი სხვაგან წაუვა, ის კი ცოლქმრულ ერთგულებას არ შეინახავს და სხვას შეუერთდებაო.

KARIBCHEმაკრინე მუდამ დედის გვერდით იყო და ისე გულმოდგინედ ემსახურებოდა, რომ არ რცხვენოდა მონათა შესაფერისი საქმის კეთება. განსაკუთრებით მამის გარდაცვალების შემდეგ, მოხუცებულ ქვრივ დედას ანუგეშებდა მწუხარებასა და განსაცდელში. სახლს უვლიდა. იგი იყო მეორე დედა თავისი და-ძმისა, განსაკუთრებით ნაბოლარა პეტრეზე ზრუნავდა, რომელიც შემდგომში სებასტიელი მღვდელმთავარი გახდა. პეტრე მამის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა, მანაც, ისევე, როგორც ბასილმა, გრიგოლმა და სხვა და-ძმებმა, მაკრინესგან მრავალი სათნოება შეითვისა.

ბასილი მაკრინეს შემდეგ დაიბადა. როცა ის მრავალი წლის მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული საერო განათლებით ავსებული სამშობლოში დაბრუნდა და თავისი ცოდნით ამაყობდა, წმინდა მაკრინემ თავისი მდაბალი და ღვთივსულიერი სიტყვებით ბასილი მალე ისეთ სიმდაბლეში მოიყვანა, რომ მან მოიძაგა ეს სოფელი და მონასტერში წავიდა. ქრისტეს ჭეშმარიტმა მხევალმა თავისი მეორე ძმაც, ნევკრატიც ჯერ კიდევ ყმაწვილობაში თავისი საღმრთო საუბრებით ღვთის სიყვარულისა და წმინდა ცხოვრებისთვის განაწყო. ნევკრატი უდაბნოში გავიდა და მოხუცებულ მეუდაბნოე მამებს ემსახურებოდა. ძალზე ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ამ კეთილგონიერი ქალწულის რჩევით, ნეტარმა ემილიამ დანარჩენი ქალიშვილები დააქორწინა. მონები გაათავისუფლა, დაუტევა ეს სოფელი და მაკრინესთან ერთად დედათა მონასტერში წავიდა. ზოგიერთმა მხევალმა მათთან ერთად მოისურვა მონასტერში წასვლა. საერთო ჰქონდათ ახალშემონაზვნებულ ყოფილ ქალბატონებსა და ყოფილ მონებს კელია, მაგიდა, ტრაპეზი, სამოსი, ერთსულოვანნი იყვნენ ღვთისმსახურებაში, თავმდაბლობაში, სიმშვიდესა და სიყვარულში განლევდნენ დღეებს. შური, კამათი, რისხვა, დიდებისმოყვარეობა მცირედითაც არ იყო მათ შორის. მარხვასა და ლოცვაში, ღვთის¬ჭვრეტასა და ფსალმუნთგალობაში გაიარა წლებმა.

წმინდა ემილია დაბერდა, სხეულით მოუძლურდა, სიკვდილის მოახლოება იგრძნო. ამ დროს მოვიდა დედასთან ნაბოლარა პეტრე, რომელიც ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მაკრინესთან ერთად სნეულ დედაზე ზრუნავდა. იმ დროს, როცა სული სხეულს ეყრებოდა, დედის საწოლთან მაკრინე და პეტრე ისხდნენ, ისინი დანარჩენი და-ძმების სახელებს ახსენებდნენ და დედა მათ თავის ლოცვა-კურთხევას უტოვებდა. ბოლოს მოიხმო მაკრინე და პეტრე, ორივეს თავზე ხელი დაადო და უფალს შეღაღადა:

-უფალო, შენ მოგიძღვნი ჩემი წიაღის ნაყოფთაგან პირველსა და მეათედს. პირველი - პირველშობილი ქალიშვილია ჩემი, მეათედი კი ბოლო ვაჟი! შენ ძველ აღთქმაში გვიბრძანე პირველისა და მეათედი ნაყოფის შეწირვა. დაე, შეწირულ იქნენ ისინი კეთილსასურველ მსხვერპლად და გადმოვიდეს მათზე შენი სიწმინდე.

ამ სიტყვებთან ერთად სული თვისი წმინდა სასურველ უფალს ჩააბარა. პატივით დაკრძალეს შვილებმა საყვარელი დედა.

მერე წმინდა ბასილი დიდს კესარია-კაპადოკიის მთავარეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მან დეკანოზად აკურთხა თავისი ძმა გრიგოლ ნოსელი, ასევე მიიწვია უმცროსი ძმა პეტრე (სებასტიელი) და ისიც ღვთისმსახურთა რიგს შემატა, რამაც დიდად გაახარა წმინდა მაკრინე. წმინდა ბასილი დიდი ათი წლის მერე ძალზე ახალგაზრდა გარდაიცვალა - ეკლესიას სათნოება და ერთ-ერთი მტკიცე ბურჯი გამოაკლდა.

მალე დადგა წმინდა მაკრინეს ამ ქვეყნიდან განსვლის დღეც, რომელსაც აღწერს წმინდა გრიგოლი: "ბასილის სიკვდილიდან ოთხი თვის მერე ანტიოქიის ეპისკოპოსთა კრება მოიწვიეს, რომელსაც მეც ვესწრებოდი. კრების შემდეგ დიდი ხნის უნახავ ჩემს დასთან, მაკრინესთან წასვლა დავაპირე. არიანელთაგან თავს მოწეული განსაცდელები და სხვა მრავალი უსიამოვნება ჩემი დის ნახვაში ხელს მიშლიდა. ბევრი ვიარე და ერთი დღის სავალზე მივუახლოვდი. იმ ღამეს ძილში ვიხილე: მომეჩვენა, თითქოს ხელთ მოწამის წმინდა ნაწილები მეპყრა, რომელიც ისე ბრწყინავდა, რომ თვალნი ჩემნი ვეღარაფერს ხედავდნენ ამ ბრწყინვალებისგან. ეს ხილვა სამჯერ განმეორდა. ვერაფერს მივხვდი, სულში კი მწუხარება გამიჩნდა, გზას გავუდექი და ამ სიზმრის აღსრულებას ველოდი. მივუახლოვდი ჩემი დის ადგილსამყოფელს. ხალხი გამომეგება თაყვანისცემად. ერთ-ერთ ნაცნობს ჩემს დაზე ვკითხე. მითხრა, მძიმედ ავად არისო. დამწუხრებული, აჩქარებით მივედი სავანეში.

პირველად ეკლესიაში შევედი, სადაც მონაზვნები მელოდებოდნენ. ლოცვისა და კურთხევის შემდეგ დავინახე, რომ მათ შორის არ იყო იღუმენია, ჩემი და მაკრინე. გული დამიმძიმდა. შევედი კელიაში. საწოლზე კი არ იწვა, მიწაზე კონკები გაეშალა, თავი კუნძზე ედო, რომელზეც ასევე კონკები იყო გადაფარებული. რომ დამინახა, თაყვანისცემა დააპირა, წაიქცა და ვეღარ წამოდგა. წამოვაყენე და საწოლზე მივაწვინე. მან ღვთისკენ ხელები აღაპყრო და მადლობა შესწირა უფალს ჩემი მისვლისთვის.

მერე საუბარი დაგვიწყო. ცდილობდა, თავისი სნეულება დაეფარა. ამიტომაც იშვიათად სუსტად კვნესოდა, ცდილობდა, ხშირადაც არ ესუნთქა და მშვიდი სახით მიყურებდა. დაიწყო ბასილი დიდის გახსენება. გული დამიმძიმდა, ცრემლები ვეღარ შევიკავე. ეს რომ დაინახა, საუბრის თემა შეცვალა. იწყო ლაპარაკი ღვთის საკვირველ განგებულებაზე, თუ რისთვის შეიქმნა ადამიანი და როგორ გახდა მოკვდავი, მასზე, რომ ამ წამიერი სიკვდილის შემდეგ კაცი საუკუნო ცხოვრებაში გადადის. იგი აღსავსე იყო სულიწმინდით, მხოლოდ ზეციურზე ფიქრობდა. მერე კი მითხრა: დროა, მამაო, შორი გზა გამოიარე, დასვენება გმართებს, საკვებითაც მოძლიერდი.

თუმცა არ მინდოდა, მის ტკბილ საუბარს მოვწყვეტოდი, მაგრამ ურჩობა ვერ გავბედე. წავედი მოსასვენებლად. მშვენიერ ბაღში, ხეების ჩრდილქვეშ გავშალეთ სუფრა. მაგრამ არაფერი მახარებდა, გული მტკიოდა. ვხედავდი, და მიკვდებოდა. მიცხადდებოდა სიზმარი, რომლის შინაარსსაც უკვე ასე ვთარგმნიდი. მოწამის სხეული - ეს ხომ ჩემი მაკრინეა, რომელმაც მრავალწლიანი მარხვით მოაუძლურა სხეული, მოკვდა ცოდვისთვის, სინათლის სხივები კი იმ საღმრთო მადლს ნიშნავდა, მასზე რომ სუფევდა.

როცა ასე მწარედ ვიყავი ჩაფიქრებული, ნეტარი სულით მიხვდა ამას და მორჩილი გამომიგზავნა საუწყებლად, სნეულება შემისუსტდა და უკეთესად გავხდიო. ამან გამახარა, პური შევჭამე და დავიძინე. მერე კი კვლავ მივედი მასთან და მისი ღვთისმსახურების სმენით ვტკბებოდი. ეჰ, ნეტავ ეს დღე გაგრძელებულიყო! დღე მიიწურა, მოსაღამოვდა და ეკლესიაში მწუხრის ლოცვაზე წავედი.

მეორე დღეს მივედი. მაკრინე კვდებოდა. შუადღისას ისე მოუძლურდა, რომ საუბარი ვეღარ შეძლო და მხოლოდ ღმერთს ესაუბრებოდა. დიდხანს ილოცა, მერე პატიოსანი ჯვარი გადაისახა და სული თვისი ჩააბარა უფალს. გეგონებოდა, ჩვეულებრივი ძილით მიიძინაო: დახუჭული თვალები, დახშული ბაგე, ხელები მკერდზე სათანადოდ დაწყობილი. ვუყურებდი და ხმამაღლა ვტიროდი. მონაზვნები, თუ აქამდე ცრემლებს მალავდნენ, რომ სულიერი დედა არ შეეწუხებინათ, ახლა მწარედ ტიროდნენ და გოდებდნენ. დიდი ძალისხმევა დამჭირდა მათ გასაჩერებლად. მერე კი ჩვეულებისამებრ გალობა და ლოცვა დავიწყეთ. შემდეგ ვთხოვე, გარეთ გასულიყვნენ, რამდენიმე უახლოეს ადამიანთან ერთად დავრჩი, რომლებიც სიცოცხლის ბოლოს ემსახურებოდნენ მაკრინეს. მათ შორის იყო ბესტიანე, რომელიც ადრე დაქვრივდა. მან ეს სოფელი მოიძაგა და თავისი ქვრივობის მფარველად ნეტარი მაკრინე აირჩია. სწორედ ამ ბესტიანეს ვუთხარი:

-ახლა კი საჭიროა, მიცვალებული ქალწულის სხეული სპეტაკი სამოსით შევმოსოთ.

მან მეორე მონაზონს, ლამპადიას ჰკითხა:

-ჩვენმა სულიერმა დედამ თუ იზრუნა თავისი დაკრძალვისთვის.

-ამ დაკონკილი ტყავის, უბრალო და ძველი სამონაზვნე სამოსის გარდა არაფერი დარჩენია, შესამოსელი და სიმდიდრე ზეცაში დაიუნჯა.

მონაზვნებს ვუთხარი:

-მე მაქვს ახალი შესამოსელი, თუ სათნო იქნება მისთვის ჩემი სამოსით შემოსვა.

-ცოცხალი უარს არ იტყოდა ამ საჩუქარზე, რადგან დიდ პატივს გცემდა როგორც მღვდელმთავარს და როგორც ძმასო.

მონაზვნებს ჩემი შესამოსლით მაკრინეს შემოსვა ვუბრძანე.

ბესტიანემ წმინდა მაკრინეს პატიოსანი სხეულიდან მოხსნა რკინის ჯვარი და რკინის ბეჭედი, რომელზეც ასევე ჯვარი იყო გამოსახული. ბეჭედი ჩემთვის დავიტოვე, ჯვარი კი ბესტიანეს მივეცი. "კეთილი ნაწილი გამოირჩიე, მამაო, მაგ ბეჭდის თვალში ჩატანებულია უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი. მოდით, კიდევ ერთი საკვირველი რამ გაჩვენოთ- ბესტიანემ მიცვალებულს მკერდი გადაუღეღა და ნაიარევი მაჩვენა-როცა იგი დედასთან ცხოვრობდა, ამ ადგილას უკურნებელი სიმსივნე გაუჩნდა. საჭირო იყო მისი ექიმთან მიყვანა და სიმსივნის გაჭრა, თორემ შეიძლებოდა მთელ სხეულს მოსდებოდა. დედა არწმუნებდა, ექიმებს ჩვენებოდა, მაგრამ მამაკაცების წინაშე მკერდის გაშიშვლებას სიკვდილი ერჩია. ერთ საღამოს თავის სალოცავ ოთახში ჩაიკეტა. დაიწყო ლოცვა და მუხლთადრეკა. მერე აიღო თავისი ცრემლით დასველებული მიწა მუჭით და სარწმუნოებით მიიდო მტკივან ადგილას. მეორე დღეს, როცა დედამისმა მოინდომა სიმსივნის ნახვა, იგი გამქრალიყო, მის ადგილას მცირე ნაიარევი დარჩა, როგორც ნიშანი ღვთის სასწაულისა!"

ასე გასრულდა ცხოვრება ღირსი მაკრინესი. დედაეკლესიამ მისი ხსენების დღედ 19 (01 აგვისტო) ივლისი დაადგინა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.06.2022
1869 წლის პირველ აპრილს, ყვარელელი მემამულის, სოლომონ ჭავჭავაძის ასულს - ელისაბედს და სამხედრო ინჟინერ ალექსანდრე მარჯანიშვილს შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც თამარი უწოდეს.
17.06.2022
წმინდა დედა, სავარაუდოდ, X-XI საუკუნეებში ცხოვრობდა და წარმოშობით თრაკიის ენოსიდან გახლდათ,
02.06.2022
წმინდა ლიდია დაიბადა I საუკუნეში მცირე აზიის ქალაქ თიატირში (დღევანდელი აქსიჰარი, თურქეთში). თავიდან ის წარმართი იყო, შემდეგ კი იუდეველთა რწმენა მიიღო.
01.06.2022

სამისიონერო გზის დასაწყისი
თოთხმეტი წლის იყო ნინო, როდესაც იერუსალიმში ჩამოვიდა ვიღაც ეფესელი ქალი, რომელიც რომის სამეფო კარზე მსახურობდა.

01.06.2022
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულები სიონის მთაზე შეიკრიბნენ და წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად.
30.05.2022
ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს წმინდა ანასტასია ლევკადიელს, რომელიც მშვიდობით აღესრულა.
28.05.2022
ნეტარი მუზა ქალწული (V ს.) ზნეკეთილობით გამოირჩეოდა. წმინდა გრიგოლ დიოლოღოსმა მის შესახებ არქიდიაკონ პეტრეს მოუთხრო ის, რაც წმინდანის ძმისგან, პრობისგან გაეგონა:
26.05.2022
წმინდა გლიკერია ნოვგოროდელი ლეგოშეს ქუჩების მამასახლისის ქალიშვილი იყო. იგი დაახლოებით 1522 წელს გარდაიცვალა.
22.05.2022
ნეტარი ქალწული ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთივსათნოდ ცხოვრობდა-ქონება გლახაკთ დაურიგა, სახლი კი-ბერების თავშესაფრად აქცია.
02.05.2022
თეთრი ფრინველი
მატრონა დიმიტრის ასული ნიკონოვა 1885 წლის 9 ნოემბერს ტულის გუბერნიის სოფელ სერბინოში, ღარიბი და ღვთისმოშიში გლეხის ოჯახში დაბადებულა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ახალციხელი ძმები სულითაც ძლიერნი იყვნენ
ჩაებმებოდნენ ქართველნი ფერხულში და "შავლეგოს" სიმღერას დასძახებდნენ: "შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო, შავად გაგიხამებია, შავლეგო"... მარტო ფერხულში კი არა, საფიხვნოში, სუფრაზე, ლხინსა თუ ჭირში ისმოდა შალვა ახალციხელის ამბავი.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri