წმინდა ირინეს გარდაცვალების შემდეგ მისი სამოსის ნაკუწებს ავადმყოფებს აძლევდნენ და იკურნებოდნენ
წმინდა ირინეს გარდაცვალების შემდეგ მისი სამოსის ნაკუწებს ავადმყოფებს აძლევდნენ და იკურნებოდნენ

წმინდა ირინეს კელიაში ვიწრო სქელი ფიცრისგან გაკეთებული საწოლი ედგა, რომელზეც დაგებული ჰქონდა ნამჯის ლეიბი. მის კელიაში იდგა პატარა ხის მაგიდა დაბალი სკამი და სკივრი.

საწოლის თავთან დიდი ხის ჯვარი ეკიდა, მაგიდის მაღლა კი - ღვთისმშობლის ხატი. ოთახის ერთ კუთხეში იდგა ძველი ლამპარი და თიხის დოქი. ირინე შეუდგა მონასტრულ ტიპიკონს და არ არღვევდა მცირე წვრილმანსაც კი. ტრაპეზობის დროს სხვის თეფშსაც კი არ შეხედავდა. უმცირეს ცოდვასაც კი აღსარებაში ამბობდა. ყოველ საღამოს იღუმენიას დაჩოქილი აბარებდა აღსარებას.
ირინემ ღირსი ანას დახმარებით ისწავლა როგორ დაეცვა თავი ბოროტის თავდასხმებისგან და როგორ შებრძოლებოდა მათ.

 

 

მონაზვნობის დასაწყისი
ირინე დარწმუნებული პასუხობდა სულიერ მოძღვარს კითხვებზე, თუ რატომ გადაწყვიტა მონასტერში მოსვლა. ირინემ პირობა დადო, რომ სიცოცხლის ბოლომდე პატივს მიაგებდა სათნოებას, უმანკოებას, უპოვარებას და მორჩილებას. შემდეგ სახარებიდან აიღო მაკრატელი და მიაწოდა მოძღვარს, რომ მისი ლამაზი თმები შეეჭრა. ეს იყო ის, რაც აკავშირებდა ამ ქვეყანასთან. მისი ახალგაზრდა სხეული შემოსეს უხეში ბეწვის ანაფორით. ირინე დაემსგავსა უდაბნოში მოღვაწე მკაცრ ასკეტს. ის, რითაც შემოსეს გაუხდელად ეცვა, გასარეცხადაც არ იხდიდა, რადგან მეორე არ ჰქონდა. იცვლიდა მხოლოდ ყოველ აღდგომის დღესასწაულზე. ძველს შესამოსელს გამვლელ მათხოვარს ჩუქნიდა. მიუხედავად იმისა, რომ სამოსელი მთელი წლის გაურეცხელი იყო სისუფთავისგან ბრწყინავდა და საოცარ სურნელებას გამოსცემდა. წმინდა ირინეს სიკვლიდის შემდეგ მისი სამოსის ნაკუწებს ავადმყოფებს აძლევდნენ და იკურნებოდნენ. წმინდა ირინე რამდენადაც იწევდა მაღალ სათნოებაში, იმდენად მეტად თავმდაბალი ხდებოდა. კითხულობდა წიგნებს წმინდნთა ცხოვრების შესახებ. ასე წაიკითხა დიდი არსენის ცხოვრება. წმინდა არსენი ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა ავტოკრატორ თეოდოსიოს დროს. წმინდა არსენიც დიდი მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ცისკენ ხელებ აღპყრობილი ლოცულობდა. წმინდა ირინესაც გაუჩნდა სურვილი ასე ელოცა. ირინე არაფერს აკეთებდა ისე თუ სულიერ დედას, იღუმენიას არ შეუთანხმდებოდა, რადგან არ მიეცა მიზეზი ბოროტისთვის მისთვის ეჯობნა. გულმხურვალედ შესთხოვა დედაოს, რომ მისთვის მიეცა უფლება ეს რთული საქმე ეკეთებინა. თავდან შეშინდა ღირსი ანა, რადგან არ ჰქონდა იმედი, რომ ირინეს სუსტი სხეული გაუძლებდა ასეთ რთულ გამოცდას და ავად გახდებოდა. შეახსენა, რომ ჯერ ერთი წელიც არ იყო გასული მისი გამოჯანმრთელებიდან, მაგრამ ახალგაზრდა მონაზონი ძალიან დიდი ხალისით ითხოვდა. თავიდან ფიზიკურადაც და სულიერადაც გაუჭირდა, მაგრამ მერე თანდათან გაძლიერდა და 24 საათი შეეძლო ასეთ მდგომარეობაში ყოფნა.

KARIBCHE


მიუხედავად იმისა, რომ ირინე წმინდად ცხოვრობდა, ბოროტი არ ანებებდა თავს, ხშირად ახსენებდა როგორი კარგი ცხოვრება ჰქონდა ერში, როგორი პატივი, ასეთი მოგონებები ხშირად უცოცხლდებდა, მაგრამ ბოროტი ვერ სჯობნიდა, რადგან კარგად იყო შეიარაღებული რწმენით და თავმდაბლობით. ხშირად ახსენდებოდა მოხუცი მამა, რომელიც სიბერეში მარტო დარჩა, მაშინ გულის სიღრმეში გრძნობდა ტკბილ ჩურჩულს უფლისას, რომ მისი სიყვარული იყო  აღმატებული. ამ დროს ბოროტი შორდებოდა, მაგრამ ერთ საღამოს ირინე რომ ლოცულობდა, გამბედავი მტერი წარმოუდგა, როგორც ერთი მახინჯი არაბი და საშინელი ხმით ემუქრებოდა. თითქოს ჯოჯოხეთიდან ამოდიოდა ეს ხმა: “ მე მებრძოლები შავო ჯადოქარო, მოიცა და გაიგებ ვინ ვარ, რა ძალა და ძალაუფლება მაქვს”. ირინეს არ შეშინებია, პირიქით დარწმუნდა რა უძლურ მტერთან ჰქონდა საქმე და ჯვარი გადასახა. გეგონება ბოროტი ვიღაცის უცხილავმა ხელმა გაშოლტაო და ხმაურით გაუჩინარდა. მომდევნო დღეს ირინე უფრო გაძლიერებულად გრძნობდა თავს. უფალმა, რომელმაც დაუშვა მისი ასეთი გამოცდა, დაარწმუნდა მის მოთმინებაში, გამბედაობაში, რწმენაში და დააგვირგვინა მისი გამარჯვება იმით, რომ მტერი ვეღარ შეძლებდა მის შეწუხებას.

 

KARIBCHE

 

იღუმენად არჩევა

ღირსი ანას დაკრძალვის დღეს თვით პატრიარქმა მეთოდიო აღმსარებელმა იგალობა. დაკრძალვის შემდეგ პატრიარქმა მოიხმო მონაზვნები იღუმენის ასარჩევად. როცა ყველა შეიკრიბა ნახეს რომ ერთი აკლდათ. ეს ირინე იყო, რომელიც საფლავზე დარჩენილიყო და ლოცვას აგრძელებდა. პატრიარქმა შეკრებილებს ჰკითხა, ვის აირჩევდნენ იღუმენად?
- არავის, უწმინდესო. თქვენ გვირჩიეთ.
- მე ვიცი, რომ ყველა თანახმა იქნებით თუ ავირჩევთ ირინეს.
პატრიარქმა ირინე ხრისოვალანდის მონასტრის იღუმენად აკურთხა. ირინე თვლიდა, რომ არ იყო ღირსი ამ პატივისა. ყველა საკითხს სერიოზულად უდგებოდა, ამიტომ სიმძიმედ მიაჩნდა მისი სურვილის გარეშე მიღებული პასუხისმგებლობაც. მონაზვნებმა კარგად იცოდნენ მისი თავმდაბლობა და ამშვიდებდნენ, რომ ყველანაირად დაეხმარებოდნენ.


- ნუ წუხარ დედაო, ჩვენ ყოველთვის შენი მორჩილნი ვიქნებით, ეს ხომ შეგიმსუბუქებს ტვირთს. მართლაც ამ წმინდა სულებმა სიცოცხლის ბოლომდე შეინახეს დაპირება. ნეტარი ირინე კი მძიმე წუთებში თავშესაფარს ლოცვებში პოულობდა. იგი ღირსეულად მიაბიჯებდა ნეტარი ანას ნაკვალევზე. დიდ ყურადღებას უთმობდა აღსარებას. სურდა, რომ მონაზვნები სულიერად სრულად გათავისუფლებულიყვნენ. უფალს სთხოვდა მიენიჭებინა უნარი შეძლებოდა გაეგო რას მალავდნენ მონაზვნები გულში და რას არ ამბობდნენ აღსარებაში. ამით სურდა, რომ მათ დახმარებოდა სულიერ ცხოვრებში. უფალმა შეისიმინა მისი თხოვნა. ერთ დღესაც დილით ეკლესიაში რომ შევიდა, დაინახა მანათობელი ანგელოზი, რომელსაც ფრთები ჯერ კიდევ გაშლილი ჰქონდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ იმ წუთის ჩამოფრენილი იყო ციდან უფლის ნების სათქმელად.


- გიხაროდენ, უფლის მონავ,- უთხრა მელოდიური ხმით,- გამომაგზავნა უფალმა, რომ მოგეხმარო სულების გადარჩენაში. ბრძანება მაქვს, შენი თხოვნის თანახმად ვიყო სულ შენს გვერდით და გითხრა რა საიდუმლოს მალავენ ადამიანების გულები. ღირსი ირინე პატივის ნიშნად დაიჩოქა, იქ სადაც ანგელოზი იდგა და უფალს მადლობა შესწირა. მას შემდეგ ანგელოზს ირინე არ მიუტოვებია. ღირსი ირინესთვის აღარ არსებობდა დამალული საიდუმლო, მაგრამ ისე ტაქტიანად უდგებოდა ამ საკითხს, რომ ადამიანების თავმოყვარეობა არ შელახვოდათ. ამ უნართან ერთად მიეცა წინასწარმეტყველების ნიჭიც. ასეთი უნარის გამო მას უყურებდნენ, როგორც წმინდანს. მის შესახებ მონასტრის გარეთაც შეიტყვეს. ამიტომ ბევრი წარჩინებული ოჯახის ქალიშვილებმა მიატოვეს ხმაურიანი ცხოვრება და უფლის გზას დაადგნენ. როდესაც ირინე გახდა მონაზონი 30- მდე მონაზონი იყო მონასტერში, როდესაც გარდაიცვალა 100- ზე მეტი დატოვა.

 

KARIBCHEუფალი რამდენადაც მადლით აჯილდოვებდა ირინეს, იმდენად გააფთრებული ესხმოდა თავს ბოროტი. როდესაც ლოცულობდა ისეთ ხმაურს იწვევდა, გეგონება მთელი შენობა ინგრეოდა. მისი მიზანი იყო წმინდანის ყურადღება მოეწყვიტა უფალთან საუბრისგან. ზოგჯერ წინ დაუდგებოდა საშინელი გარეგნობით და ხმით- ირინე რა ხარ, ხისა ხარ, როდემდე უნდა მტანჯო შენი ლოცვებით? მაგრამ ირინე მას კარგად იცნობდა და არ აქცევდა ყურადღებას. ერთ ღამეს როდესაც ყოველთვის ხელებაპყრობილი ლოცულობდა ბოროტის რისხვამ მწვერვალს მიაღწია. როცა მიხვდა ვერაფერს გახდებოდა, აიღო კანდელიდან ცეცხლი და თავსაფარზე წაუკიდა. ირინეს ცოტა ხანში ცეცხლი მთელ ტანზე მოედო, დაეწვა სამოსი და კანზე გადავიდა. ის კი გაუნძრევლად ლოცულობდა, არ აქცევდა ყურადღებას რა ხდებოდა მის გარშემო, შემთხვევით იმავე დროს მისი მოსწავლე იყო ღამისთევით. იგრძნო დამწვრის სუნი. გაიქცა ირინეს კელიისკენ და დაინახა, როგორ ლოცულობდა ცეცხლის ალში გახვეული. მოახერხა ცეცხლის ჩაქრობა. ღირსმა ირინემ ასეთი მზერით შეხედა თითქოს სხვა სამყაროდან მობრუნდა და ტკბილი საყვედურით უთხრა:
- ეჰ, რომ იცოდე რამხელა ზიანი მომაყენე და რამხელა უმწიკვლოება მომაკელი. ჩემს გვერდით იდგა ღვთიური ანგელოზი და იმქვეყნიური ყვავილებით გვირგვინს მიწნავდა, თავზე რომ უნდა დაედგა ზუსტად მაშინ მოხვედი. ის კი წავიდა. ოჰ, რამხელა მწუხარება მომაყენე.


მონაზონი ატირდა. ირინემ დაიწყო დამწვარი სამოსლის შემოცლა და თან დამწვარი კანიც ჰყვებოდა. დამწვრობით დაფარული წმინდანის სხეული მაინც საოცარ სურნელს გამოსცემდა, რომლითაც მონასტრის მონაზვნები რადენიმე დღე ტკბებოდნენ.
მას შემდეგ ეშმაკი აღარ მიჰკარებია, მაგრამ ვერც წყნარდებოდა. ერთხელ მონასტერს ეწვია წარჩინებული ოჯახის ლამაზი ქალიშვილი თეოფანო, რომელიც წარმოშობით კესარიიდან იყო. ირინე დიდი სიხარულით შეხვდა როგორც თანამემამულეს. ობოლი თეოფანო მდიდარმა ნათესავებმა გაზარდეს და მდიდრ საქმროზეც დანიშნეს. ქალწულს არ შეეძლო შეგუებოდა დანიშნულის უარყოფით ხასიათს და ჩუმად კონსტანტინეპოლში გაიპარა. იცოდა ირინეს შესახებ და თავი შეაფარა ხრისოვალანდის მონასტერს. ღირსი ირინეს გვერდით სიმშვიდე მოიპოვა. მტერს, ბოროტს არ ეძინა და სასიძოს გული ისეთი ცეცხლით აანთო, რომ გაშმაგებული ეძებდა. ვერსად რომ ვერ მიაგნო, მიაკითხა კესარიის განთქმულ ჯადოქარს, სატანას ბნელ იარაღს და ბევრ ფულს შეჰპირდა თუ დანიშნულს აპოვნინებდა.
ჯადოქარი შეუდგა საქმიანობას და ერთ დღესაც თეოფანოს სიგიჟის ნიშნები დაეწყო. საშინელი და მხეცური ხმით ღრიალებდა დანიშნულის სახელს. იცემდა ტანზე, ტანსაცმელს იხევდა და იმუქრებოდა, რომ ჭაში ჩაიხრჩობდა თავს თუ არ გაუშვებდნენ დანიშნულის მოსაძებლად. წმინდანის მწუხარება არ გადმოიცემა. მიხვდა რაც ხდებოდა და მთელი პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღო. მოიხმო მონაზვნები და სთხოვა ერთი კვირა ემარხულათ და ყოველდღე 1000 მეტანია გაეკეთებინათ, რათა როგორმე გოგონას დახმარებოდნენ. უფალს შველას მხურვალე ლოცვით და თვალცრემლიანი ევედრებოდა. მეოხებას სთხოვდა ღვთისმშობელს და თანამედროვე წმინდანებს ბასილი დიდს და დიდმოწამე ანასტასის. მესამე დღეს ბასილი დიდის ხატთან ლოცვის დროს უცებ გამოეცხადა წმინდანი და ტკბილად უთხრა.
- ირინე, მეც შენსავით ვწუხვარ ადამიანების უპატივცემულო საქციელზე. ურჩია, როგორც კი გათენდება წაეყვანა გატანჯული გოგონა ვლაქერნენის მონასტერში, სადაც მისი თქმით უნდა მობძანებულიყო უფალი იესო ქრისტეს დედა, მხოლოდ მას შეეძლო მისი განკურნება. ეს თქვა წმინდანმა და გაუჩინარდა. ირინემ გაიხსენა რამხელა ძალა და მადლი ჰქონდა პანაგია ვლახერნიტისას, რამდენი კურნებადი სასწაულები ჰქონდა მოხდენილი. როგორც კი გათენდა ავადმყოფი და ორი ძველი მონაზონი წაიყვანა ვლაქერნეში.
ვლაქერნეში სამი მუხლმოყრილი მონაზონი ლოცულობდა სასწაულმოქმედი ხატის წინ. ავადმყოფი კი ერთ სვეტზე ჯაჭვებით იყო მიბმული. შუაღამეც მოვიდა. გადაღლილი ირინე მიეყრდნო ხატის მარმარილოს სადგამს და ჩაეძინა დაჩოქილსავე. მაშინვე ჰქონდა ხილვა როგორ შედიოდნენ მონასტერში სასუფევლის ანგელოზები, ისეთი ცერემონიალი, ოვაციები და შეძახილები იყო, როგორც იმპერატორის მიღების დროს. ცოტა ხანში შევიდა ერთი რაზმი ახალგაზრდებისა, გზაზე ყრიდნენ სხვადასხვა ფერის და სურნელების ყვავილებს.
- ვისთვის მზადდება ეს ლიტანია?- ჰკითხა ირინემ ერთ-ერთ დიაკვანს.
- უფლის დედა მობრძანდება, მოემზადე თაყვანის საცემად. ამ სიტყვებთან ერთად მობრძანდა პანტანასა უამრავი ანგელოზებით და წმინდანებით. ღვთისმშობელმა ყველა ავადმყოფს მიაქცია ყურადღება და ბოლოს მივიდა ირინეს მოსწავლესთან. მაშინ დაეცა მის წინაშე მუხლებზე ირინე. ჯერ ვერ გაებედა სათხოვარი, რომ მოესმა ცის დედოფალმა როგორ მოიხმო ბასილი დიდი, ჰკითხა რას ითხოვდა. როდესაც გადასცა წმინდანმა ირინეს სათხოვარი, მერე მოიხმო დიდმოწამე ანასტასია.


- თქვენი მოვალეობაა გამოიკვლიოთ კესარიაში ამ გოგონას საკითხი. თქვენ ორს გეძლევათ მისი განკურნების მადლი. ეს თქვა ქალწულმა და როგორი დიდებულებითაც მობრძანდა ისეთი დიდებულებით წავიდა ცაში.
- წადი შენს მონასტერში და იქ განიკურნება გოგონა. მოესმინა ღირს ირინეს უხილავი ბაგიდან ბრძანება. გამოეღვიძა ირინეს და მოუყვა მონაზვნებს რაც იხილა. გათენდა თუ არა დიდი რწმენით და იმედით დაბრუნდნენ მონასტერში. მონაზვნები ერთად შეკრებილები ელოდნენ. ირინემ მათაც მოუყვა რაც იხილა და ყველას სთხოვა ცისკენ აპყრობილი ხელებით ყველას ერთად ეთქვათ: “დიდება უფალს”, და იმ დროს ყველამ დაინახა ცაში დიდმოწამე ანასტასია და ბასილი დიდი, რომლებმაც თქვეს: - ირინე გაშალე ხელები და მიიღე ეს ამანათი,ამ სიტყვების შემდეგ გაუჩინარდნენ ხოლო ღირსი ირინეს ხელებში აღმოჩნდა უცნაური ამანათი. ნახეს, რომ შიგ შეხვეული იყო აუარება ბნელეთის მოციქულების ნივთები, ბეწვები, ნემსები, ლურსმები, ქაღალდები დემონების სახელებით და ორი პატარა ქანდაკება, ერთი იყო ცოდვილი ახალგაზრდა დანიშნულისა, ხოლო მეორე ტანჯული გოგონასი.


ღირსმა ირინემ და მონაზვნებმა უფალს და დედაღვთისმშობელს მადლობა შესწირეს. თეოფანო გამოჯანმრთელდა და მადლობა შესწირა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და უფალს.
ერთ ღამეს ერთ- ერთი მონაზონი გამოვიდა კელიიდან და გაოცებული გაშეშდა როცა დაინახა წმინდანი ეზოში როგორ ლოცულობდა. დედამიწიდან ერთ მეტრზე იყო აწეული. მის მოპირდაპირედ ორი მაღალი ალვის ხე თავმოხრილი იდგა, თითქოს წმინდანს თაყვანს სცემდნენ. მონაზონს შეეშინდა, ეგონა, მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. სვეტს ამოფარებული თვალს ადევნებდა წმინდანს აინტერესებდა რა მოხდებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ წმიდნანმა დაასრულა ლოცვა, ჯვარი გადასსახა ალვის ხეებს და ისინიც გასწორდნენ. შემდეგ შევიდა თავის კელიაში, მეორე და მესამე ღამესაც იგივე განმეორდა, მესამე ღამეს მონაზონი ჩუმად მიუახლოვდა თავდახრილ ალვის ხეს და თეთრი ხელსახოცი შეაბა. მეორე დღეს მთელი მონასტერი გაოცებული იყო ალვის ხის წვერზე ხელსახოცი რომ დაინახეს. მაშინ მონაზონმა ყველაფერი უამბო, რაც იხილა წინა ღამეს. ღირს ირინეს არ მოეწონა, რომ საიდუმლო, რომელსაც წლები ინახავდა, გამჟღავნდა და მონაზონს მკაცრად უსაყვედურა. - რომ დაგენახა როგორც ცოდვილი ადამიანი ცოდვებში ვდგებოდი, უნდა გაგემჟღავნებინა?- ჰკითხა ნაწყენმა და მძიმე ეპიტიმია დაადო. სანამ ცოცხალი იქნებოდა წმინდა ირინე, არ უნდა გაემხილა სხვებისთვის მის მიერ დანახული სასწაულის შესახებ.


დრო სწრაფად გადიოდა და ირინემ ღრმა სიბერემდე მიაღწია, ამ დროს მოხდა კიდევ ერთი სასწაული. ბასილი დიდის ხსენების დღე თენდებოდა, წმინდანი ლოცვაში ათენებდა ღამეს, რომ უცებ უცნაური ხმა მოესმა: - შენთან მოვა და მიიღე მეზღვაური, რომელიც მოგიტანს ხილს, იხმიე რომ გაიხაროს შენმა სულმა. ირინემ წირვის შემდეგ მოიხმო მეკარე და უთხრა: გააღე ჭიშკარი და სასტუმროში სტუმარი შეიყვანე, მეც მოვალ. როცა წმინდანი მეზღვაურს შეხვდა ჰკითხა, ვინ იყო და რისთვის იყო მოსულიო.


- ჩემო ქალბატონო, მე ერთი უბრალო მეზღვაური ვარ კუნძულ პატმოდან. კონსტანტინეპოლში მოვცურავდი ჩემი გემით, როგორც გავცდი სანაპიროს, დავინახე ნაპირზე ერთი მღვდელი, რომელიც ხელებით რაღაცას გვანიშნებდა და გვეძახდა, რომ გავჩერებულიყავით, მაგრამ ჩვენ აღარ შეგვეძლო გაჩერება, რადგან კლდეებთან ახლოს ვიყავით და შეიძლებოდა შევჯახებოდით. მან კი რომ დაინახა ვშორდებოდით, დაიყვირა მთელი ძალით და ბრძანა, გემი გაჩერებულიყო. ბრძანებაზე ქარი გაჩერდა და გემი ერთ ადგილზე გაიყვანა. მაშინ დავინახე ბერი როგორ მოაბიჯებდა ზღვის ტალღებზე. რომ მოგვიახლოვდა გადმომცა სამი ვაშლი და მითხრა: -  რომ მიხვალ კონსტანტინეპოლში, გადაეცი პატრიარქს და უთხარი: -  უფალი გიგზავნის სამოთხიდან მისი მონის იოანეს ხელით. შემდეგ ამოიღო კიდევ სამი ვაშლი და მითხრა: - ამას კი ირინეს გადასცემ, ხრისოვალადის იღუმენს და უთხარი, იხმიოს სამოთხის ნაყოფი თავისი სუფთა სულისათვის. ამის თქმაზე თავისი წმინდა ხელით დაგვლოცა, გემი დაიძრა, ის კი გაუჩინარდა.

 

KARIBCHE


პატრიარქს გადავეცი ახლა კი თქვენთან მოვედი. სიხარულის ცრემლებით ატირდა წმინდანი. მადლობა გადაუხადა უფალს და მის მოციქულს იოანე მახარებელს.
დიდი მარხვა რომ მოუახლოვდა პირველი ვაშლი 40 ნაჭრად დაჭრა და ყოველდღე თითო ნაჭერს ჭამდა. მეტს არაფერს, წყალსაც კი არ სვამდა. ისეთ სურნელს გამოსცემდა მისი პირი, რომ მონაზვნებს უკვირდათ. როდესაც მოუახლოვდა დიდი ხუთშაბათი, საუფლო წირვის შემდეგ ზიარება მიიღო ღირსმა ირინემ. მეორე ვაშლი გაუნაწილა მონაზვნებს. მაშინ გაუმხილა მათ რაც ხდებოდა. ყველამ ერთსულოვნად ადიდა უფალი. მესამე ვაშლი შეინახა თავისი სიცოცხლის ბოლო დღეებისთვის. ყოველდღე დახედავდა ხოლმე ღვთიურ საჩუქარს, დაყნოსავდა და მისი სული ივსებოდა ღვთიური მადლით.


დიდ პარასკევს წმინდა ირინეს ანგელოზმა ამცნო, რომ მოახლოვდა მისი აღსასრული და დაიწყო სულიერი მომზადება. სიცოცხლესთან განშორება მწარეა. წმინდა ირინე ყოველდღე სწავლებებს უტარებდა მორჩილ მემკვიდრეებს. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე იმარხულა, ყოველდღე ზიარებას იღებდა და მხოლოდ სამოთხის ვაშლს იხმევდა.
როდესაც დადგა განშორების დღე, დილით უკანასკნელად დაესწრო წირვას, თქვა მრწამსი (როდესაც იმ დღიდან რა დღიდანაც იღუმენი გახდა თვითონ კითხულობდა არაჩვეულებრივი გრძნობით) შენდობა ითხოვა მონაზვნებისგან, რომლებიც თავს ძლივს იკავებდნენ ტირილისგან. შემდეგ დაიჩოქა და ილოცა, უფალს შეავედრა მონასტერი და მისი მონაზვნები. ლოცვის ბოლოს თქვა, ამინ! მონაზვნებმა დაიჩურჩულეს ამინ და წმინდა ირინე ჩუმად მიიცვალა. გარშემოერტყნენ მონაზვნები და ნახეს რომ პირზე ტკბილი ღიმილი შერჩენოდა.. ათასობით ადამიანმა მიაშურა გამოსამშვიდობებლად. მონასტერი უფლის დიდი მადლით აივსო. უამრავმა ავადმყოფმა დაიბრუნა წმინდა ირინეს მდლით ჯანმრთელობა.
შეგვეწიოს წმინდა ირინეს მადლი.


ბეჭდვაელფოსტა
24.07. 2015
amin
amin
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat