ნეტარი ქსენია პეტერბურგელი
ნეტარი ქსენია პეტერბურგელი
ქსენიას სალოსური ცხოვრების პირველივე წლებიდან გასაგები გახდა, რომ მას ჰქონდა ადამიანთა ბედისა და მათი აზრების ამოცნობის, წინათგანჭვრეტის იშვიათი უნარი

მამა ფილარეტის ლოცვა-კურთხევით გამოცემულ წიგნში, "ნათელმხილველი ნეტარი დედები" ქსენია პეტერბურგელის ცხოვრების შესახებ ვკითხულობთ: მე-18 საუკუნეში პეტერბურგში ცხოვრობდა კეთილშობილი გვარეულობის მანდილოსანი, სახელად ქსენია გრიგორიევნა, თავის მეუღლესთან, პოლკოვნიკ ანდრეი ფეოდოროვიჩ პეტროვთან ერთად, რომელიც იმავე დროს კარის ეკლესიის მგალობელიც იყო. სამ წელიწადნახევარი გაატარეს ერთად. შვილები არ მიეცათ, მაგრამ იმდენად იდეალური ცოლ-ქმრობა ჰქონდათ, რომ უერთმანეთოდ სიცოცხლე ვერ წარმოედგინათ. ქსენია გრიგორიევნას თავდავიწყებით უყვარდა თავისი მეუღლე!

ქმრის ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა. ერთხელაც, ღამით, გონება დაკარგა და მშვიდად მიაბარა სული უფალს. სიკვდილამდე ერთი საათით ადრე ანდეი ფეოდოროვიჩი გამოფხილდა და სრულ გონებაზე მყოფმა მღვდლის მოყვანა ითხოვა-აღსარება თქვა, ეზიარა, მეუღლეს უხმო და ლოცვა-კურთხევა დაუტოვა:-ღმერთს ემსახურე და განადიდე სახელი მისი! იმ დღიდან ქსენია იქცა სულიწმინდის მადლით მოსულ უფლის მხევლად-სალოს ქსენიად.

მეუღლის გარდაცვალების მეორე დღეს ქსენია ვეღარავინ იცნო-იგი მობერდა და გაჭაღარავდა, ორმოცდაათი წლის ასაკოვან ქალს დაემსგავსა:-ანდეი ფეოდოროვიჩი არ მომკვდარა!-განუცხადა მან მოულოდნელად გარშემო მყოფთ-ეს, ქსენია გრიგორიევნა გარდაიცვალა, ხოლო ანდრეი ფეოდოროვიჩი თქვენს წინაშეა, იგი ცოცხალია და კიდევ დიდხანს იცოცხლებს!

მეუღლის დაკრძალვის შემდეგ ქსენიამ გაყიდა სახლ-კარი, ფული ეკლესიაში მიიტანა, ხოლო სხვა ქონება გააჩუქა.
ქსენიას სალოსური ცხოვრების პირველივე წლებიდან გასაგები გახდა, რომ მას ჰქონდა ადამიანთა ბედისა და მათი აზრების ამოცნობის, წინათგანჭვრეტის იშვიათი უნარი.

KARIBCHEქსენიას ჭეშმარიტი დიდება მოუტანა 1761 წელს ერთმა წინასწარმეტყველებამ. სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი წლის ბოლომდე-ქსენია კი მთელი დღეები დარბოდა ქუჩაში და გაიძახოდა:-აცხვეთ ბლინები, აცხვეთ ბლინები, მალე მთელი რუსეთი დაიწყებს ბლინების ცხობას! და მართლაც, 25 დეკემბერს გარდაიცვალა იმპერატრიცა ელიზავეტა პეტროვნა და მთელი რუსეთი 40 დღე აცხობდა ბლინებს ელიზავეტა პეტროვნას სულის საცხოვნებლად. 1764 წლის დამლევს ქსენია სულ ცრემლად იღვრებოდა. ხალხს ეცოდებოდა სალოსი, ფიქრობდნენ, რომ ვინმემ აწყენინა. ტირილის მიზეზი გაცხადდა მხოლოდ კვირის შემდეგ, როდესაც პეტერბურგში ხმა დაირხა, რუსეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრის იოანე VI (ანტონოვიჩის) ტანჯვით სიკვდილის შესახებ. ქსენია პეტერბურგელს სხვა მრავალი სასწაულიც მოუხდენია...

გამოხდა ხანი და თავადაც მიიცვალა ნეტარი ქსენია, მაგრამ იგი გარდაცვალების შემდეგაც აღასრულებდა სასწაულებს-უამრავი მომლოცველი მიდიოდა მის ძვალთშესალაგთან პეტერბურგის სმოლენსკის სასაფლაოზე, განსაკუთრებით ქსენია პეტერბურგელის გარდაცვალების დღეს-24 იანვარს, თავს იყრიდა 5000 კაცამდე და ასამდე პანაშვიდი იხდებოდა.
შეგვეწიოს ნეტარი ქსენიას მადლი!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat