წმინდა ნინოს გზით
წმინდა ნინოს გზით
27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ხალხმრავლობაა ამ დღეს ბოდბეში, მორწმუნე მრევლი წმინდანის განშვენებულ საფლავს მიეახლება და ლოცვას აღავლენს.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანს და დედოფალ ნანას ეკავათ.

წმინდა ნინო წარმოშობით კაპადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. 12 წლის იყო, როდესაც მისმა მშობლებმა, ზაბულონმა და სოსანამ გაყიდეს მთელი ქონება და ღარიბ-ღატაკებს დაურიგეს. წმინდა ზაბულონი მდინარე იორდანეს მიღმა, უდაბნოში განმარტოვდა. წმინდა სოსანა პატრიარქმა უძლური დედების მომვლელად განაწესა, წმინდა ნინო კი მაცხოვრის საფლავის მომვლელ ქალს, სარა ბეთლემელს მიაბარა აღსაზრდელად. ამ ღვთისმოშიშმა ქალმა ზედმიწევნით იცოდა ძველი და ახალი რჯული და წმინდა ნინო კეთილად განსწავლა. წმინდა ნინომ მისგან ისიც შეიტყო, რომ მაცხოვრის კვართი საქართველოში, სამეფო ქალაქ მცხეთაში იყო დაკრძალული.

ერთხელ ღვთისმშობლის ხატთან მლოცველი ნინო საღვთო ძალამ აღიტაცა. მას ყოვლადწმინდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: "აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში, წადი სიმხნით და უშიშრად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე". შეძრწუნებულმა წმინდანმა მიუგო: "დედოფალო, როგორ შევძლებ ამას სუსტი და უსწავლელი დედაკაცი, ან რა მექნება ამ საქმის ნიშნად და წინამძღვრად?" მაშინ ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის შტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა: "ამით დასძლევ ეშმაკის ყველა მანქანებას და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე შეგეწევი და აღარ დაგტოვებ". ჩვენების შემდგომ წმინდა ნინომ იხილა, რომ ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა, და ადიდა უფალი და ღვთისმშობელი. Mმან პატრიარქს მოუთხრო ყოველივე და ამ სასწაულის ნიშანი, ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ჯვარი აჩვენა.

საქართველოში გამომგზავრებამდე წმინდა ნინო ჯერ ეფესოში ჩავიდა, სადაც დაუახლოვდა წარჩინებულ ქალს, რიფსიმეს, მის გამზრდელ გაიანეს და ორმოცდაათ ქალწულს, რომელნიც წმინდა ნინოს ქადაგებით მოინათლნენ. მალე იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო და მათ დატოვეს საბერძნეთი, მიაღწიეს სომხეთამდე და სამეფო ბარს შეაფარეს თავი. დიოკლეტიანეს ბრძანებით, ისინი სომხეთის მეფე თრდატმა მოძებნა და სასტიკად აწამა. უფალმა წმინდა ნინო დაიფარა, რამეთუ მას სხვა მსახურება მოელოდა. ზეციურმა ხმამ მოუწოდა, აღმოსავლეთით წასულიყო. წმინდა ნინო ზაფხულის დამდეგს ჯავახეთის მთებით შემოვიდა საქართველოში. ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზესთან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა: "ეს წერილი წარმართთა მეფეს მიართვი, როგორც მოსეს ქვის ფიცარზე, მასშიც ათი სიტყვა იყო დაწერილი:

1. "სადაცა ეს სახარება იქადაგება, იქ ითქვას ამ დედაკაცის შესახებ" (მათე 26.13)

2. "არც მამაკაცებმა, არც დედაკაცებმა, არამედ თქვენ ყოველნი ერთნი ხართ" (გალატელთა მიმართ 3.28).

3. "წადით და მოიმოწაფეთ ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა" (მათე 28.19).

4. "ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა" (ლუკა 12.32).

5. "იქადაგეთ სახარება სასუფეველისა ყოველსა სოფელსა" (მარკოზი 16.15).

6. "რომელმაც თქვენი ისმინოს და შეგიწყნაროთ, მე შემიწყნარა, და რომელმაც მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს ჩემი მომავლინებელი" (მათე 10.40.).

7. "ძალიან უყვარდა უფალს მარიამი, რამეთუ მარადის მის ჭეშმარიტ სიტყვას ისმენდა".

8. "ნუ გეშინიათ მათგან, რომელთაც მოსწყვიტონ ხორცნი თქვენი, ხოლო სულთა მოწყვეტა არ ძალუძთ" (მათე 10.20).

9. "უთხრა მარიამ მაგდალინელს იესომ, "წადი დედაკაცო და ახარე დათა ჩემთა" (იოანე 20. 17).

10. "ყველგან იქადაგეთ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა".

ჩვენების შემდეგ წმინდა ნინომ დიდხანს ილოცა, მხურვალედ შეევედრა ღვთისმშობელს და შემწეობა სთხოვა.

მრავალი ჭირითა და იწროებით ჩავიდა საქართველოს მაშინდელ დედაქალაქ მცხეთამდე. ლოცვითა და მარხვით, დიდი მოღვაწეობით მოაქცია მთელი ქართველი ერი და მიიძინა დაბა ბოდბეში.

წმინდა ნინოს დედათა მონასტერი ფოკაში

იმ წმინდა ადგილს, სადაც წმინდა ნინომ პირველად ფეხი დაადგა საქართველოში და ჩვენება ჰქონდა, ფოკა ეწოდა. იგი ზემო ჯავახეთში, საქართველოს ყველაზე დიდი ტბის, ფარავნის პირას მდებარეობს. მისი ჰავა მეტად მკაცრი და სუსხიანია. ზამთარში ყინვა 37 გრადუსამდეა, საშუალო ტემპერატურა კი 20 გრადუსია.

საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობის და მიცვალების ადგილებში ოდითგანვე არსებობდნენ მონასტრები, ხოლო მისი შემოსვლის ადგილი ულოცველად იყო მიტოვებული. ამიტომ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 1989 წელს დაარსდა ფოკის წმინდა ნინოს მამათა, ხოლო 1992 წელს - ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტრები. მონასტრების დამკვიდრება დიდი გაჭირვებით მიმდინარეობდა. გარდა მძიმე კლიმატური პირობებისა, აქ სხვა სირთულეებიც იყო. ამიტომაც გვინდა მოკლედ მიმოვიხილოთ.

XVII საუკუნემდე ჯავახეთი, ისევე როგორც სრულიად საქართველო ქრისტიანული იყო, მაგრამ 1625 წელს იგი ოსმალეთმა დაიპყრო და 200 წელი იბატონა. ამ ხნის განმავლობაში ამ რეგიონის ქართველებმა დაკარგეს თავიანთი სარწმუნოება და გამაჰმადიანდნენ. 1828 წელს ჯავახეთი როგორც ქართველთა მიწა-წყალი და სამკვიდრო, დაიბრუნა რუსეთმა, რომელმაც მანამდე საქართველო მიიერთა. მაგრამ გამაჰმადიანებული ქართველები ოსმალეთში გადაიხვეწნენ და ეს მხარე დაცარიელდა. რუსებმა აქ სომხები ჩამოასახლეს, რომლებიც დამკვიდრდნენ, მომრავლდნენ და ამჟამად აქ სახლობენ. ტრადიციულად ისინი გრიგორიანული მრწამსის მიმდევრები არიან. აი, ამ მძიმე ისტორიული მემკვიდრეობის ფონზე ხდებოდა ამ ორი მართლმადიდებლური მონასტრის დაარსება. მათ დაარსებამდე ფოკაში სხვა მონასტერი არ არსებობდა, მხოლოდ XI საუკუნის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი იყო შემორჩენილი, ისიც დანგრეული. დაარსებისთანავე მონასტერში აღდგა ღვთისმსახურება, რომელიც ამ მხარეში სამ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.

მონასტრის დაარსებას ადგილობრივი მოსახლეობა სიფრთხილით შეხვდა, მაგრამ ღვთის შეწევნითა და წმინდა ნინოს ლოცვით, მონასტრები გაძლიერდნენ, დამკვიდრდნენ და აქაურობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.

წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერი ფარავნის პირას, ხოლო დედათა მონასტერი თვით სოფელში მდებარეობს, XI საუკუნის წმინდა ნინოს ტაძრის ირგვლივ.Aამ უძველესი ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები 1997-2000 წლებში მიმდინარეობდა. დღეს ფოკის დედათა მონასტერში 6 მონაზონი მოღვაწეობს. აქვე დაარსდა სოფელ ფოკის საკვირაო სკოლა, სამინანქრო სახელოსნო და ყველის მცირე ქარხანა, სადაც ძველი ჯავახური ტრადიციით, თექვსმეტი სახეობის ყველი მზადდება. წმინდა ნინოს მადლი შეგვეწიოს სრულიად საქართველოს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat