მოხედენ და შეიწყალენ ერი განწირული!
მოხედენ და შეიწყალენ ერი განწირული!
წმინდა ნინო
წმიდა ნინოს მშობლების - მამის, ზაბულონისა და დედის, სოსანას ხსენების დღე 20 მაისია (2 ივნისი).

წმიდა ზაბულონი დაიბადა კაპადოკიაში დაახლ. 280 წელს. წმიდა ზაბულონის მშობლები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ამ დროს კაბადოკიაში მრავლად ცხოვრობდნენ ქართველური ტომები. მეცნიერთა ვარაუდით, წმიდა ზაბულონი ქართველთა ტომიდან იყო. ფიქრობენ, რომ წმიდა დიდმოწამე გიორგი წმიდა ზაბულონის დისშვილი იყო. როგორც წყაროები გვამცნობენ, წმიდა გიორგის წამების დროს რომში ჩავიდა "კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონა ღვთისა სახელით ზაბულონი" და რომის იმპერატორის არმიაში დაიწყო სამსახური, მან მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა მხედარმა და უბადლო მეომარმა.

იმავე ხანებში ქალაქ კოლასტრაში (სხვა ვარიანტით კოლასეში)ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც ჰყავდა ქალ-ვაჟი. ვაჟის სახელი იყო იობენალი, ხოლო ქალისა - სოსანა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ და-ძმა დარჩა ობლად, ამიტომ ადგნენ და საცხოვრებლად გადავიდნენ წმიდა ქალაქ იერუსალიმში. მალე იუბენალმა მიიღო იკონომოსობა, ხოლო მისი და სოსანა - მაცხოვრის საფლავის მომვლელ წარჩინებულ ქალს - სარა ბეთლემელს მორჩილებდა.

ზაბულონს თავი გამოუჩენია ბრანჯთა აჯანყების ჩახშობაში. ბრანჯები, რეინის ოლქში მცხოვრები საფრანგეთის ძველი მოსახლეობა იყო. ისინი აუმხედრდნენ რომაელებს და შეებრძოლნენ მათ პატალანის ველზე. და ღმერთმა გააძლიერა ჭაბუკი ზაბულონი, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, სძლია და განდევნა, მათი მეფე-მთავრები დაატყვევა და რომში მეფეს მიჰგვარა. მეფემ დატყვევებულებს სიკვდილი მიუსაჯა. სიკვდილმისჯილმა ფრანგებმა დაიწყეს ტირილი და ევედრებოდნენ ზაბულონს: "მოგუეც პირველად სჯული თქუენი და შეგვიყვანენ ტაძარსა ღმრთისა თქუენისასა, და მაშინ-ღა იყავნ სიკუდილი ჩუენი. რამეთუ შენვე გვიპყრენ და შენვე ყავ ესე ჩუენ ზედა, და უბრალო იქმნე სისხლისა ჩუენისაგან, ახოვანო". - ზაბულონმა დატყვევებულთა ეს თხოვნა მაშინვე აცნობა პატრიარქს და ყველანი მოანათლინა. შემდეგ ისინი შეიყვანეს ღვთის ტაძარში და ქრისტეს წმიდა ხორცსა და სისხლს აზიარეს. მეორე დღეს სიკვდილმისჯილთ სამკვდრო სამოსელი შეიმოსეს და წმიდა ნათლისღებით აღბეჭდილნი უშიშრად მოელოდნენ სიკვდილს. ზაბულონმა შეხედა მათ ცხვრებივით მოდრეკილ თავებს, ატირდა და იმპერატორ მაქსიმიანესთან შუამდგომლობით ისინი სიკვდილით დასჯისაგან გაათავისუფლა. ბრანჯების თხოვნით ზაბულონი მათ სამშობლოში გაემართა და იქ ათი საერისთავო გააქრისტიანა. "და იყო მუნ ათ დღე. და აზიარნა ერნი იგი ყოველნი საიდუმლოსა ქრისტესსა, დაუტევნა მღდელნი და განუწესა ყოველი წესი ქრისტიანობისა". ზოგიერთი მკვლევარის აზრით, წმინდა ნინოს ცხოვრებაში აღწერილ ზაბულონის სამისიონერო საქმიანობას რეალური ისტორიული საფუძველი უდევს.

სამშობლოში დიდძალი ძღვენით დაბრუნებულმა ზაბულონმა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო, მოელოცა წმიდა ადგილები და თავისი სიმდიდრე იქაური გლახაკებისთვის დაერიგებინა. ასეც მოიქცა. იერუსალიმში დაუახლოვდა იუბენალს. სარა ბეთლემელის რჩევით პატრიარქმა თავისი და სოსანა ფრანგთა "მამასა და ემბაზს", "ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით სრულ" ზაბულონს მიათხოვა. წმიდა ზაბულონი და სოსანა ზაბულონის სამშობლოში - კაბადოკიაში წავიდნენ. აქ მათ შეეძინათ ქალიშვილი ნინო, იგი ერთადერთი შვილი იყო თავისი მშობლებისა, რომელსაც ისინი ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდნენ თორმეტ წლამდე. "აღმზარდა მე დედამან ჩემმან წიაღთა შინა თვისთა, მსახურებასა შინა გლახაკთასა და დღე და ღამე დაუცადებელად", - ამბობდა შემდგომში წმინდა ნინო. როცა წმინდა ნინო თორმეტი წლისა გახდა, მისმა მშობლებმა გაყიდეს ყოველივე, რაც ებადათ, წავიდნენ იერუსალიმს და გაუყვეს გლახაკებს. იერუსალიმში ზაბულონმა მიიღო კურთხევა პატრიარქისაგან და განეშორა მეუღლეს. დამშვიდობებისას თავისი ასული ნინო ჩაიკრა მკერდში, დაარიგა, გაამხნევა, უკანასკნელად მოეხვია. მერე კი გადალახა იორდანე და მეუდაბნოე მამებს შეუერთდა. წმინდა ნინოს დედა პატრიარქმა დიაკონისად აკურთხა და უძლური და გლახაკი დედების მსახურად დაადგინა.

ხოლო წმინდა ნინო ერთ ღვთისმოშიშ და სარწმუნოებაში განსწავლულ ქალს, ბეთლემელ სარა ნიაფორს (ნიაფორი - ეკლესიის მსახური იყო, ის ქალწულებზე ზრუნავდა) მიაბარეს, რომელიც მაცხოვრის აღდგომის ტაძარს ემსახურებოდა. მასთან ერთად მსახურობდა წმინდა ნინო. აღმზრდელს ბავშვი ღვიძლი შვილივით უყვარდა და სარწმუნოებისა და კეთილმსახურების წესებით ზრდიდა, იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ უყვებოდა. წმინდა ნინო მას ხშირად ეკითხებოდა ქრისტეს ვნებაზე, ჯვარცმაზე, დაფლვასა და აღდგომაზე, მის სამოსელზე, ტილოსა და სუდარაზე, და ჯვარზე. და ყოველივეს დაწვრილებით გამოიძიებდა. ნიაფორიც საღმრთო ისტორიას დაწვრილებით მოუთხრობდა.

წმინდა ნინომ მაცხოვრის კვართზეც ჰკითხა. აღმზრდელმა ნინოს უამბო, რომ კვართი მცხეთელ ებრაელებს ხვდათ წილად და ინახება ჩრდილოეთის ქვეყანაში, რომელიც, პართიასა და ოსეთს შორის, სპარსეთისა და ზღვას შორის მდებარეობს. მცხეთა კი ამ ქვეყნის დედაქალაქია.

წმინდა ნინო ევედრებოდა ღვთისმშობელს, მისთვის ძალა და შესაძლებლობა მიეცა, რომ ენახა ქვეყანა, სადაც უფლის კვართი განისვენებდა. ერთხელ ღვთისმშობლის ხატის წინ მლოცველი წმინდა ნინო საღმრთო ძალით ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. ყოვლადწმინდა მარიამი გამოეცხადა და აუწყა:

- აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ, ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი მხნედ და უშიშრად და ქართველ ერს უქადაგე ჭეშმარიტება.

- მე, უცხო და უსწავლელი ქალწული, როგორ შევძლებ ასეთი დიდი საქმის შესრულებას? – ჰკითხა ნინომ.

მაშინ ყოვლადწმიდა დედოფალმა კელიის გვერდით ამოსული ვაზის რტოებისაგან შექმნა ჯვარი, წმინდა ნინოს მიაწოდა და უთხრა:

- აიღე ეს ჯვარი! ამით სძლევ ეშმაკის ყველა მზაკვრობას და შენი ქადაგება წარმატებული იქნება. მე ვიქნები შენი შემწე, არ მიგატოვებ.

ხილვა რომ დასრულდა, ნინომ ხელში სასწაულებრივი ჯვარი იხილა და სიხარულის ცრემლებით ეამბორა. ის მაშინვე თავის ბიძასთან, პატრიარქთან წავიდა და ყოველივე მოუთხრო. პატრიარქმა ნინოს ხილვის შესახებ რომ მოისმინა, გაკვირვებული ღმერთსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მადლობდა.

მალე ეფესოდან ერთი წარჩინებული ქალი მივიდა მაცხოვრის საფლავის მოსალოცად. როდესაც სახლში დაბრუნება დააპირა, წმიდა ნინომ პატრიარქს სთხოვა, მისთვის გაეყოლებინა იქ, სადაც უფალმა მოუწოდა საქადაგებლად.

პატრიარქმა მოუხმო თავის დისწულს, დააყენა ის საკურთხევლის აღსავლის კართან, მხრებზე ხელები დაადო და ის ღმერთსა და ღვთისმშობელს შეავედრა.

მიიღო რა პატრიარქისაგან კურთხევა, ღირსი ნინო თავის სულიერ დედასაც გამოემშვიდობა და ეფესელ დედაკაცთან ერთად გზას გაუდგა. ეფესოში ჩასული წმიდა ნინო ერთ წარჩინებულ ქალს - რიფსიმეს შეხვდა, "რომელსა სუროდა სარწმუნოებისათვის ქრისტესისა და წმინდისა ნათლისღებისა". წმინდა ნინომ უქადაგა მას ქრისტე ღმერთი და მანაც ვითარცა ნაყოფიერმა ნიადაგმა "შეიწყნარნა თესლნი იგი ნინოის სიტყვათანი" და ნათელს იღო. მასთან ერთად წმინდა ნინოს "ხელსა ქუეშე" მოინათლნენ მისი დედა-მძუძე გაიანე და მთელი მათი სახლეულობა, ორმოცდაათი ადამიანი. ქრისტეს მოყვარე რიფსიმემ შეიყვარა ნინო და თავისთან დაიტოვა. წმინდა ნინო ორ წელიწადს დარჩა მათთან.

ამ დროს ქრისტიანთა სასტიკმა მდევნელმა დიოკლეტიანემ მშვენიერი რიფსიმეს ცოლად შერთვა მოინდომა, რისთვისაც რიფსიმემ, მისმა სახლეულმა და გაიანემ საბერძნეთი დატოვეს. მათთან ერთად წამოვიდა წმინდა ნინოც. ლტოლვილებმა სომხეთამდე მიაღწიეს და თავი სამეფო ბაღს შეაფარეს. დიოკლეტიანეს ბრძანებით ისინი სომხეთის მეფემ თრდატმა მოძებნა და სასტიკად აწამა. წმინდა ნინო კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. დაიმალა ვარდის ბუჩქებში, რომელიც ჯერ არ ჰყვაოდა. ამ დროს ზეციდან უფლის ანგელოზი ჩამოვიდა, ბრწყინვალე ოლარით მოსილი, რომელმაც უთხრა წმინდა ნინოს "აღდეგ და ხვიდოდე აღმოსავლეთით, სადა იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკი ყოვლადვე არ არიან".

სომხეთიდან ლტოლვილმა ნინომ დიდი გაჭირვებით გამოიზამთრა და ივნისის თვეში ("თთუესა მეოთხესა") გაემგზავრა ჯავახეთისკენ, რათა გაეგო თუ საით არის მცხეთა. ჯავახეთის მთებში მან მიაღწია დიდ ტბას, ფარავანს, სადაც ორი დღე შეჩერდა. როცა გახედა ჩრდილოეთის მხარეს მთებს, დაინახა - ზაფხულშიც კი თოვლით იყო დაფარული. მკაცრმა ბუნებამ შეაძრწუნა ნინო და თქვა: "უფალო, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემგან". ტბასთან მყოფ მეთევზეთ სთხოვა თევზი და ფიზიკურად მოძლიერდა. იქვე ნახა მან მწყემსები, რომლებიც არმაზს და ზადენს ლოცულობდნენ და მათ შესაწირავს უთქვამდნენ. ერთ მწყემსს ჰკითხა, - "საით არის მცხეთა?" მწყემსმა მიუგო: - მდინარე, რომელიც ამ ტბიდან გაედინება, მცხეთაში მივაო.

წმინდა ნინოს ეშორა გზა და ემძიმა მთების სიმკაცრე. ამიტომ შეძრწუნებული ოხრავდა, დაიდო ერთი დიდი ლოდი თავქვეშ და ასე მიიძინა ტბის ნაპირას. იმ ღამეს ძილში გამოეცხადა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მას გადასცა დალუქული წერილი და უთხრა, რომ წასულიყო მცხეთაში და ეს წიგნი წარმართთა მეფისთვის მიერთმია. მაშინ ნინომ დაიწყო ტირილი და ვედრება, რომ უცხო ქალს, ენის უცოდინარს, რა უნდა ეთქვა უცხო ხალხისთვის? მაშინ მამაკაცმა გახსნა დალუქული წიგნი და წააკითხა ქალწულს. შიგ რომაული ენით იყო ჩაწერილი ათი მუხლი, მოსეს მიერ ქვის ფიცრებზე ჩაწერილი ათი მცნების მსგავსად, სადაც წმინდა ნინოს მომავალი მსახურება იყო აღწერილი.

გამოეღვიძე წმინდა ნინოს, ადგა აღაპყრნა ხელნი ზეცად და მცირე ხანს ილოცა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეწევნა და მფარველობა სთხოვა, "მასწავე სიტყვა ჯეროვანი და საქმე უმჯობესი და მოხედენ და შეიწყალე ერი განწირულიო". ლოცვის მერე კი გზას გაუდგა, გაჰყვა ტბიდან გარდმომდინარე მდინარეს (იგულისხმება მდინარე ფარავანი, იგივე ახალქალაქისწყალი, იგივე, ჯავახეთის მტკვარი) და გაემართა მცხეთისკენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს (19 მაისს) დღესასწაულობს წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანებას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat