შესაძლებელია, რომ თამარმა თავისი განსასვენებელი ღალიას მონასტერში ჰპოვა
შესაძლებელია, რომ თამარმა თავისი განსასვენებელი ღალიას მონასტერში ჰპოვა
ინტერესი კვიპროსში, ღალიას ქართული მონასტრის მიმართ საქართველოში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა. პირველი მცდელობა, ღალიის მონასტრის მოძებნისა, ჰქონდა ო. გიგინეიშვილს, რომელიც წარუმატებელი გამოდგა.

ღალიას ქართველთა მონასტრის აღმოჩენის პატივი წილად ხვდა ოკეანისგაღმა მცხოვრებ ქართველს, პროფ. ვახტანგ ჯობაძეს (1917-2007), რომლის ღვაწლი უცხოეთში არსებული ქართული სამონასტრო კერების გამომზეურებისა და მათი შესწავლის საქმეში განუზომლად დიდია. 1981 წელს კვიპროსზე საგანგებოდ ჩასულმა ვ. ჯობაძემ მიაკვლია ფიჭვის ტყეში ჩაფლულ იმ მონასტრის ნანგრევებს, რომელიც ქართულ წერილობით წყაროებში ღალიას ან ჟალიას სახელწოდებით იყო მოხსენიებული.

1983 წლის დეკემბერში, მონასტერი მოინახულეს და კინოფირზე აღბეჭდეს პროფესორმა ალექსანდრე ალექსიძემ, სოსო ცისკარიშვილმა და ლომერ ახვლედიანმა.

მონასტრის სრულმასშტაბიანი არქეოლოგიური შესწავლის იდეა დაიბადა 2001 წლის ივნისში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კვიპროსში ვიზიტის დროს. ამ ვიზიტით განახლდა საუკუნის წინ შეწყვეტილი კავშირი ორ მართლმადიდებელ ერს შორის. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2006 წლის 5 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია კვიპროსს გაემგზავრა.

2006-2010 წლებში ექსპედიციამ კვიპროსზე ექვსი საველე კამპანია (2007 წელს – ორი) ჩაატარა, 2006-2007 და 2010 წლებში ი. გაგოშიძის, 2008-2009 წლებში კი დ. მინდორაშვილის ხელმძღვანელობით.

ამჟამად კვიპროსში უძველესი ქართული სამონასტრო კომპლექსის 6-წლიანი სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა. ღალიას ღვთისმშობლის მონასტერი და მასში შემავალი წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ნანგრევებისგან სრულად გაიწმინდა. აღდგენილი ღალიას მონასტერი ტურისტულ რუკაზე უკვე დაფიქსირდა. ძეგლის არქეოლოგიურ-კვლევით-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება ქართულმა მხარემ, ხოლო ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების დაფინანსება - კვიპროსის მხარემ განახორციელა.

მონასტერი, ღალიას ან ჟალიას სახელწოდებით, (პ. ინგოროყვა თვლიდა, რომ ტერმინი "ღალია" ქართული წარმოშობისაა და მომდინარეობს "ღელეს" მეგრული შესატყვისიდან, "ღალი") რამდენჯერმეა მოხსენიებული ძველ ქართულ წერილობით წყაროებში, რომელთა შორის უძველესი XI-XII საუკუნების მიჯნით თარიღდება.

ეს არის სანქტ-პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში დაცული #ჰ-18 ქართული ხელნაწერი, რომლის ანდერძი გვამცნობს, რომ ის დაუწერიათ "კვიპრეს ქართველთა მონასტერსა ჟალიას, არა ხოლო შინა, არამედ ორ მილიონ შორ მონასტრისაგან". XII საუკუნის II ნახევრით – XIII საუკუნის დასაწყისით თარიღდება იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკის #85 ქართული ხელნაწერის ანდერძი, საიდანაც ვიგებთ, რომ გარეჯის დოდოს რქის მონასტრის ბერმა რომანოზმა ეს ხელნაწერი შესწირა "წმიდა ღმრთისმშობელისა საყოფელს ჟალიას ქართველთა მონასტერს" მონასტრის წინამძღვრის, იოანე მწიგნობრისა და მონასტრის ძმათა თხოვნით. XIII საუკუნის მეორე დეკადაში დაწერილ საისტორიო თხზულებაში, "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", ნათქვამია, რომ თამარ მეფემ "კვიპრეს ღალია შეამკო და უყიდნა შესავალნი და აღაშენა მონასტერი და შეამკო ყოვლითა წესითა პატიოსნისა მონასტრისა".

სხვა პირდაპირი ცნობა ღალიას/ჟალიას მონასტრის შესახებ ქართულ წყაროებში არ ჩანს, თუმცა კვიპროსზე არსებული ქართული მონასტერი თუ მონასტრები მოხსენიებულია "ლავრათა, საკრებულოთა და მონასტერთა" იმ ნუსხაში, რომელნიც დავით აღმაშენებელმა (1089-1125) "აღავსნა კეთილითა". თამარის მეორე ისტორიკოსი, ბასილი ეზოსმოძღვარიც ახსენებს "კვიპრისა ჭალაკით" მოსულ ბერებს, რომლებიც მეფემ "აღავსნა ყოვლითა სახმარითა".

კვიპროსზე ქართული მონასტრის არსებობის შესახებ ირიბ ცნობას გვაწვდის იერუსალიმელი ქართველი მოწამის, ნიკოლოზ დვალის "წამება", რომელიც XIV საუკუნის პირველ ნახევარშია შექმნილი (ნიკოლოზ დვალი ეწამა 1314 წელს იერუსალიმში).

"წამების" ტექსტიდან ვიგებთ, რომ იერუსალიმელ ძმებს ნიკოლოზი კონფლიქტური სიტუაციისაგან გაურიდებიათ და კვიპროსზე გაუგზავნიათ, სადაც მისთვის, როგორც ჩანს, იქ არსებულ ქართულ საკრებულოს უნდა გაეწია მასპინძლობა.

გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს საკრებულო, შესაძლებელია, ყოფილიყო სწორედ ღალიას მონასტერი, რომლის ერთ-ერთ ბურჯზე ამოკვეთილ წარწერაში იხსენიება ნიკოლოზი. წარწერა თარიღდება XIII-XIV საუკუნეთა მიჯნით, რაც ემთხვევა ნიკოლოზ დვალის კვიპროსზე ყოფნის პერიოდს.

ღალიას მონასტერი. მამა ზაქარია ფერაძე

XIV საუკუნის დასაწყისში ღალიას მონასტერში ქართველების ყოფნას ადასტურებს ვატიკანის 1306 წლის 3 დეკემბერს შედგენილი #1298 დოკუმენტი, რომელიც გვამცნობს, რომ კვიპროსზე, "ხრისოხუს უბის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქების ?აილია-ს და ინეკლი-ს შორის" მდებარე ?აილ-ის მონასტრის იღუმენი ქართველი იყო.

ღალიას მონასტრის უკანასკნელი მოხსენიება წერილობით წყაროში 1460 წლის მოვლენებს უკავშირდება. გეორგიოს ვუსტრონიუსი თავის "ქრონიკებში" მოგვითხრობს, რომ მეფე იაკობის (1460-1473) ოფიცრებმა დედოფალ შარლოტის (1458-1460) მომხრეების დევნისას დაარბიეს იალიას მონასტერი (მონასტერო დე Gიაგლია): "წავიდნენ ხრისოხუს მხარეს, ღალიას მონასტერს და შეამთხვიეს ერთ ბერს ბევრი ბოროტი". ამ ცნობიდან ჩანს, რომ XV საუკუნეში ღალიას მონასტერი ჯერ კიდევ მოქმედი იყო.

როდის შეწყვიტა ღალიას მონასტერმა არსებობა და როდის დაინგრა იგი, არ არის ცნობილი. ქართველი პილიგრიმები – ტ. გაბაშვილი და გ. ავალიშვილი, რომლებმაც, შესაბამისად, 1758 და 1820 წლებში მოილოცეს კვიპროსის სიწმინდეები და მოგზაურობათა აღწერებიც დაგვიტოვეს, არაფერს ამბობენ კვიპროსზე ქართველთა ყოფნის ან იქ ოდესღაც არსებული ქართული მონასტრების შესახებ. როგორც ჩანს, XVIII საუკუნის შუახანებში ეს მონასტრები უკვე კარგა ხნის მიტოვებული, ხოლო კვიპროსზე ქართველთა ოდინდელი მოღვაწეობის ხსოვნა დაკარგული ყოფილა. თუმცა პათოსის მიტროპოლიტ გენადის ხარჯით 1971 წელს იოანე პ. ციკნოპულოს მიერ ნიქოზიაში გამოცემულ "პათოსის ეკლესიის ისტორიაში", 270-ე გვერდზე, #40-ით აღწერილია მონასტერი ხრისოიალიოტისა: "იალიასაგან ერთი მილით დაშორებული ქართული მონასტერი, ძალიან დიდი, მოქმედებდა 1935 წლამდე. ახლა დგას მხოლოდ კედლები ძალიან დაზიანებული ფრესკებით. ამ მონასტერს ჰქონდა შემოსავალი სამასი დუკატი, იმდენივე, რამდენიც კიკოს". უაღრესად საინტერესო ცნობაა. ცხადია, "ისტორიის" შემდგენელს ხელთ ჰქონია სხვებისათვის უცნობი რომელიღაც წყარო ღალიას მონასტრის შესახებ, რადგანაც უკლებლივ ყველა სხვა თანამედროვე გამოცემა, რომელიც ახსენებს ღალიას ქართველთა მონასტერს, ეყრდნობა პროფ. ვ. ჯობაძის 1984 წელს გამოქვეყნებულ გამოკვლევას, "პაფოსის ეკლესიის ისტორია" კი 10 წლით უსწრებს პროფ. ვ. ჯობაძის 1981 წლის ექსპედიციას კვიპროსზე, როცა მან აღმოაჩინა ღალიას მონასტრის ნანგრევები და მოახდინა მისი იდენტიფიცირება.

არქეოლოგიურმა გათხრებმაც ცხადჰყო, რომ ღალიას მონასტერში მისი არსებობის დასასრულამდე ქართველი ბერ-მონაზვნები მოღვაწეობდნენ. ამის დასტურია ნანგრევებში აღმოჩენილი XVI საუკუნის მოჭიქული ჯამი, რომლის ძირზე ამოკვეთილია ქართული წარწერა: "შემეწიე".

ქართველები რომ ოსმალთა შემოსევამდე ისევ ცხოვრობდნენ კვიპროსზე, ირკვევა ეტიენ ლუზინიანის მიერ XVI საუკუნეში შედგენილი "კვიპროსის აღწერიდან", რომელშიც, მართალია, კონკრეტულად ღალია არ იხსენიება, მაგრამ ნათქვამია, რომ ქართველებს კვიპროსზე აქვთ მონასტრები, ძირითადად ალამინის რაიონში. ეს არის ყველაზე გვიანდელი ცნობა ქართული მონასტრების შესახებ კვიპროსზე.

ამრიგად, როგორც წერილობითი წყაროების ცნობები, ისე არქეოლოგიური მონაცემები იძლევიან ვარაუდს, რომ ღალიას მონასტერმა არსებობა შეწყვიტა XVI საუკუნის ბოლოს, ოსმალთა მიერ კვიპროსის ოკუპაციის შემდეგ. ხოლო დაარსდა X საუკუნეში, რასაც ადასტურებს სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში ახლახან აღმოჩენილი ერთ-ერთი ქართული ხელნაწერის ანდერძ-მინაწერში, რომელიც 980 წელს შეუსრულებია ცნობილ ქართველ სასულიერო მოღვაწესა და ჰიმნოგრაფს იოანე ზოსიმეს. მის მიერ მოხსენიებული ქართული თარგმანები შესრულებული უნდა ყოფილიყო სწორედ ღალიას ქართულ მონასტერში, X საუკუნეში, სადაც სკრიპტორიუმი, შემდგომშიც, XI-XII საუკუნეებშიც მოქმედებდა.

მართლაც, ღალიას მონასტრის შესწავლის ზოგიერთი შედეგი აჩვენებს, რომ მონასტერი X საუკუნეში უნდა იყოს დაარსებული და, რომ ქართული მონასტრის კვიპროსზე დაარსების ინიციატივა მოდიოდა უშუალოდ ტაო-კლარჯეთიდან, რომელიც X საუკუნეში განსაკუთრებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას განიცდიდა და, სადაც იმ დროისათვის სამონასტრო ცხოვრებას უკვე ხანგრძლივი და ნაყოფიერი ტრადიცია ჰქონდა. ტრიკონქიც ხომ სატაძრო ნაგებობათა ყველაზე უფრო პოპულარული ტიპი იყო IX-X საუკუნის ტაო-კლარჯეთში, ხოლო ღალიას მონასტრის მთავარი და უძველესი ნაგებობა, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, ერთადერთი ტრიკონქია მთელ კვიპროსზე, მაშინ, როცა მისი (ღალიას ღვთისმშობლის ტაძრის) მშენებლობის ტექნიკა მთლიანად ადგილობრივი, კვიპროსულია. როგორც ჩანს, მშენებლობის დამკვეთებმა, ტაო-კლარჯეთიდან მოსულმა ქართველმა ბერებმა, თავისთვის ჩვეული და სასურველი გეგმარებითი კონსტრუქციის ტაძარი ააშენებინეს ადგილობრივ, კვიპროსელ მშენებლებს.

თქმულება
არქეოლოგიურ მონაცემებს ეხმაურება თქმულება, რომელიც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შემოინახეს: ოსმალების მიერ კვიპროსის დაპყრობის (1571 წ.) შემდეგ თურქების რაზმს დაუკავებია ღალიაც, სადაც მათ 7 ქართველი ბერი დახვედრია; ექვსი წამებით დაუხოცავთ, მეშვიდე კი მომხდურებს გაქცევია; გაქცეულს მდევარი გამოჰკიდებია, მაგრამ ბერი ფრიალო კლდიდან გადამხტარა და უვნებლად დაშვებულა ძირს. ბერის სასწაულებრივ გადარჩენას მდევრები ისე შეუშინებია, რომ მის დევნას თავი დაანებეს და უკან დაბრუნდნენ. ბერმა კი ქოხი აიშენა და იქ ღრმა სიბერემდე იცხოვრა. მთხრობელნი გვიჩვენებენ ამ სასწაულის კონკრეტულ ადგილს, რომელსაც "ბერის ნახტომი" ეწოდება.

საინტერესო გადმოცემა
კვიპროსელებში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით, ღალიას მონასტერში დაკრძალულია ვიღაც მდიდარი ქართველი ქალბატონი, რომელსაც ისეთი სიმდიდრე ჩაატანეს, რომ მთელ კვიპროსს ააყვავებსო. ამიტომ დროდადრო თხრიდნენ ახლომახლო ტერიტორიას და ეძებდნენ განძს. ერთხელ, თურმე ამ მიზნით იქ ორი კაცი ჩასულა. გათხრების დროს მათ თავს დასხმია სამი დიდი გველი. თუმცა ქვეწარმავლებს ისინი არ დაუკბენიათ, მხოლოდ თავზე შემოხვევიან. შეშინებულებს სამუშაო იარაღი დაუყრიათ და გაქცეულან. სამიოდე თვის შემდეგ მოსახლეობამ შეიტყო, რომ ორივენი თავის ტვინის სიმსივნით გარდაცვლილან. მოსახლეობაში შიში გაჩნდა, ამბობდნენ, წმიდა მამა იცავს ამ ქართველი ქალბატონის საფლავსო.

ისტორიული ცნობა მდიდარი ქართველი ქალბატონის განსასვენებლის შესახებ მეტად საგულისხმოა. საინტერესოა, რომ მომლოცველთა მარშრუტი წმიდა მიწაზე აუცილებლად კვიპროსზე გადიოდა და თუ ზოგიერთი წმიდა მამის ცხოვრებას გადავავლებთ თვალს, შევნიშნავთ, რომ წმიდა მიწის მოლოცვა მათთვის კვიპროსის მოლოცვით იწყებოდა. შემორჩენილია ერთ-ერთი ჯვაროსნის ჩანაწერები, რომელიც მეცნიერმა ილია ტაბაღუამ ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში მოიძია. ჯვაროსანი წერს რომის პაპს ლაშა-გიორგის წმიდა მიწაზე მოგზაურობის შესახებ: "აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში მე შევხვდი ლაშა-გიორგის, რომელიც სახით ალექსანდრე მაკედონელს ჩამოჰგავს. იგი მიასვენებდა თავისი დედის ცხედარს იერუსალიმში, მისი ანდერძისამებრ. ლაშა-გიორგი გზას დიდი ბრძოლით მიიკვლევდაო". იერუსალიმში მიმავალ უფლისწულს აუცილებლად კვიპროსის გავლით უნდა ემოგზაურა. ამრიგად, სრულიად შესაძლებელია, რომ თამარმა თავისი განსასვენებელი თავისსავე აშენებულ და გამშვენებულ ღალიას მონასტერში ჰპოვა.

სხვა გადმოცემის მიხედვით, ამბობენ, როდესაც თურქებმა აიღეს იერუსალიმი, იქ მყოფი ქართველები კვიპროსში გადავიდნენ და თამარის ცხედარიც იქიდან გადმოაბრძანესო.

კვიპროსის კიკოსის მონასტერს ჰქონდა მეტოქი ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიაში. ეს ვარძია, როგორც "ქართლის ცხოვრება" გვაუწყებს, თამარის მიერვეა აშენებული. იგი თურმე ხატს მოაბრძანებდა ვარძიიდან, ერთ ადგილზე შეუსვენია. ამ დროს მას გამოცხადება ჰქონია და ამის საფუძველზე იქ ხსენებული მონასტერი დაუფუძნებია.

ბეჭდვაელფოსტა
13.03. 2023
ინფო დამატება
კვლევის - გათხრის მთელი პროცესი ჩატარდა მაშინდელი კულტურის სამინისტროს და შემდეგ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით და მართვით.
სხვა სიახლეები
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
05.09.2024
წმინდა ებას ეკლესია იხსენიებს 25 აგვისტოს / 7 სექტემბერს (გარდაცვალება) და 2/15 ნოემბერს (წმინდა ნაწილების გადმოსვენება).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat