ღირსი ათანასია იღუმენია (+860) - 12 (25) აპრილი
ღირსი ათანასია იღუმენია (+860) - 12 (25) აპრილი
ღირსი ათანასია (+860) კუნძულ ეგინზე დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარიამის ოჯახში. ჯერ კიდევ შვიდი წლის გოგონამ დავითნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა, მოიძულა ეს ამაო სოფელი და გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო. თუმცა მშობლები შეეწინააღმდეგენ მის სურვილს და როცა მოიზარდა, იგი გაათხოვეს. მაგრამ სულ თექვსმეტი დღე იყო დაქორწინებული, რის შემდეგაც უეცრად დაქვრივდა: მათ ქვეყანას მტერი დაესხა თავს, და ათანასიას ქმარი ომში წაიყვანეს, სადაც ის მოკლეს. ათანასიამ მონასტერში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ სანამ ასე მოიქცეოდა, გამოვიდა იმპერატორ მიხეილის ბრძანება, რომლის ძალითაც ქვრივები და ქალწულები მის მეომრებს უნდა მისთხოვებოდნენ მშობლებმა დაარწმუნეს ათანასია, მეორედ გათხოვილიყო. არც ახალი ქორწინებისას დაუტევა მან მაცხოვნებელი საქმიანობა: მთელ დროს წმინდა წერილის კითხვასა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდა. სიმშვიდე და სიმდაბლე მისი უმთავრესი სამკაული იყო. შინაურები სიყვარულით ეპყრობოდნენ, მეზობლები ღვთივსათნო ცხოვრებისათვის ქებას შეასხამდნენ. მას ღარიბების დახმარება უყვარდა, ისე, რომ მის მდიდრულ სახლში ზოგჯერ მოწყალებაში გასაცემი არაფერი რჩებოდა. ის ხშირად მასპინძლობდა მონაზვნებს, მწირებს და სიყვარულით აძლევდა მათ თავშესაფარს; ქვრივ-ობლებს და გაჭირვებულებს გულუხვად ურიგებდა ყოველივე ცხოვრებისთვის აუცილებელს: ნივთსა თუ საკვებს. ერთხელ როცა მის მხარეში შიმშილობა ჩამოვარდა ათანასია არა მარტო ქრისტიანებს ეხმარებოდა, მრავალი წარმართიც გადაარჩინა შიმშილით და სიცივით სიკვდილს.

კვირაობით და დღესასწაულებზე სახლში პატიჟებდა მეზობლებს და წმინდა წერილს უკითხავდა, ღვთისადმი სიყვარულს შთააგონებდა მათ. რამდენიმეწლიანი ცოლ-ქმრობის მერე, მან ქმარი დაარწმუნა მონასტერში წასულიყო. მისი მეუღლე ბერად აღკვეციდან მალე გარდაიცვალა.

მარტოდ დარჩენილმა ნეტარმა ათანასიამ მთელი ცხოვრება ღვთისმსახურებას მიუძღვნა. მან სხვა ღვთისმოსავი ქალები ნახა, რომლებსაც ისეთივე სიყვარული ჰქონდათ ღვთისა, როგორიც მას და სიხარულით თავისთან დაასახლა. მალე ათანასიამ მთელი სიმდიდრე გლახაკებს გაუყო, შემდეგ კი თავის თანამოაზრე ქალებთან ერთად ერთი ღვთისმოსავი ბერდიდის ხელთაგან მონაზვნად აღიკვეცა. ამის მერე დედებმა დატოვეს სოფელი, ერთი მყუდრო ადგილი მოძებნეს და შეუდგნენ მოსაგრეობას. სამი თუ ოთხი წლის შემდეგ დედებმა დაარწმუნეს ათანასია მათი ხელმძღვანელი გამხდარიყო.

თუმცა წმინდა ათანასია იღუმენიას სახელს ატარებდა, მაინც უმცირესად თვლიდა თავს დებს შორის და ყოველთვის ახსოვდა მაცხოვრის მცნება: "რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა" (მთ. 20,27). იგი ფიქრობდა, რომ ღირსი არ იყო ამ დედებს შორის ყოფილიყო და მათ ნებას არ აძლევდა მას მომსახურებოდნენ, თუნდაც ხელზე წყალი დაესხათ. უდიდესი იყო მისი მარხვა, თავშეკავება: მხოლოდ საღამოს ჭამდა მცირეოდენ პურს და სვამდა იმდენ წყალს, რაც წყურვილს დაუცხრობდა. ზეთს, ღვინოს, ყველსა და თევზს მხოლოდ ქრისტეშობას და აღდგომის დღესასწაულზე იღებდა მადლიერებით. წმინდა დიდმარხვაში, მხოლოდ მოხარშულ ბალახს ჭამდა, იმასაც ორ დღეში ერთხელ. საწოლად ქვებზე გადაფარებული უხეში ფიჩვი ჰქონდა, რომელსაც ყოველღამე ცრემლით დაალტობდა, რომელიც წყაროსავით სდიოდა თვალთაგან. შიშველ სხეულზე უხეში ძაძა ეცვა, ზემოდან კი ცხვრის მატყლისაგან მოქსოვილი ტანსაცმელი. მცირე ხანს ეძინა, ღამეების უმეტეს ნაწილს ლოცვაში ატარებდა. დღისით კი ხან მარტო, ხან დედებთან ერთად ფსალმუნებს გალობდა. ცდილობდა, რომ ყოველ საათს ელოცა.

მას მერე რაც მონასტერში შევიდა, სიცოცხლის ბოლომდე ხილი არ უჭამია. ბევრი მწუხარება ნახა წმინდა ათანასიამ მონასტრის დედებზე ზრუნვისას. ბევრი მწუხარება ნახა, მაგრამ მუდამ მშვიდსა და თავმდაბალს მათთვის შეურაცხმყოფელი ან საყვედურის სიტყვებით არ მიუმართავს; არავისთვის არაფერი უწყენინებია, არც დიდისთვის, არც პატარასთვის, არც თავადისთვის, არც მონისთვის, ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ წმინდა ათანასიამ მოისურვა მონასტრიდან წასულიყო და სადმე მყუდრო ადგილი ეპოვა, სადაც ღვთის მსახურებას დაუბრკოლებლად შეძლებდა. ღვთის განგებულებით გაიცნო ერთი ბერდიდი, იღუმენი მათე, წმინდა და სათნო კაცი. მან მისი კეთილი განზრახვა რომ შეიტყო, საცხოვრებლად კუნძული ეგინა ურჩია: ის იმ დროს ერთი უკაცრიელი მთა გახლდათ, სადაც წმინდა სტეფანე პირველმოწამეს სახელობის ძველი ეკლესია იყო შემორჩენილი. ეს ადგილი, რომ ნახა წმინდა ათანასიამ, თქვა: სულით დიდი ხანია ვიცოდი მის შესახებ და მგონია, რომ აქ დავასრულებ სიცოცხლესო. ღირსმა მათემ კი ეპისკოპოსის კურთხევით ნეტარ ათანასიას და დედებს ეკლესიასთან სავანე აუშენა.

აქვე გავიხსენოთ ღირსი მათეს ცხოვრება: ის ყოველღამე მთლიანად კითხულობდა "დავითნს", რომელსაც სხვა ლოცვებსაც უმატებდა, თუმცა სხვებს მოუწოდებდა, რომ დაეძინათ და ძილით მოძლიერებულიყვნენ, თვითონ ლოგინში არ წვებოდა და მხოლოდ მიმჯდარი მცირე ხნით ჩათვლემდა. ლოცვის ჟამს, ან როცა უსისხლო მსხვერპლს შესწირავდა, იმდენად ძლიერ შეემუსრებოდა გული ხოლმე, რომ ცრემლები სდიოდა. ტანთ მხოლოდ უხეში ძაძა ეცვა და მარხვითა და თავშეკავებით სრულიად გამოფიტა საკუთარი სხეული. მას განსაკუთრებით უყვარდა, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი. ერთხელაც, ზაფხულში, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს, როცა ღირსი მათე ლიტურგიას ატარებდა, ერთ-ერთ თანამსახურ დეკანოზს უთხრა: "ნეტავ ახლა ვინ არის ღირსი, იყოს ეფესოში და წმინდა იოანე ღვთისმეტყველს ხედავდეს?" ამის მერე სიღრმით გულისათ ამოიოხრა და ატირდა. და მოხდა სასწაული, ლიტურგიაზე იქვე მყოფმა ორმა მღვდელმა იხილა წმინდა ტრაპეზის წინ მდგომარე წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და ეს ხილვა წირვის ბოლომდე გაგრძელდა. ამ მოვლენამ ისეთი სულიერი სიხარულით აავსო ღირსი მათე, რომ სამი დღე პური არ უჭამია.

ღირსი მათე სასწაულებსაც მოიმოქმედებდა, ერთხელ თავისი მანტია მოახურა ერთ განრღვეულს, რომელიც მიუყვანეს და ის განიკურნა, ერთს ეშმაკის მოქმედებით სახე მოღრეცოდა, წმინდანმა ჯვარი გამოსახა და მას ჩვეულებრივი სახე დაუბრუნდა. ერთხელ კიდევ ლოცვით განკურნა ვინმე მონაზონი, რომელიც არაწმინდა სულს ჰყავდა შეპყრობილი. ეს ღირსი მამა, რომელმაც უფლისაგან კურნების მადლი მიიღო, ღვთის გამოუკვლეველი განგებულებით კონსტანტინოპოლისკენ მიმავალ გემზე იჯდა მაშინ, როცა ის ჩაიძირა და სხვა მგზავრებთან ერთად ზღვაში დაიხრჩო. მის მერე იღუმენი იყო, დაბადებიდან საჭურისი მამა ეგნატე, თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით მსგავსი იყო ღირსი მათესი; რომლის საფლავიდანაც შემდგომში ყოველგვარი სნეულებიდან იკურნებოდნენ.

დავუბრუნდეთ წმინდა ათანასიას ცხოვრებას. როგორც უკვე ვთქვით, მას უდიდესი სიმშვიდე და თავმდაბლობა ჰქონდა; მოუკლებლად ლოცულობდა, როცა ცისკენ იყურებოდა, ბრწყინვალე ნათლის ღრუბელს ხედავდა, რომლის შუაშიც იდგა ვინმე კაცი, რომელიც გამოუთქმელი სილამაზისგან ბრწყინავდა. ეს ხილვა ბევრჯერ ნახა, და გაოცებული თავისთვის კითხულობდა: "ვინ დააჯილდოვა ეს კაცი ასეთი სილამაზით? რა სათნოების გამო შეიქნა ღირსი ასეთი სათნოებისო?" ამ განსჯისას, მას თითქოს ხმა მოესმა, რომელიც ეტყოდა: "კაცი, რომელმაც შენ გაგაოცა, ამგვარი სახით სიმშვიდესთან შეზავებულმა თავმდაბლობამ განამშვენა; იცოდე, რომ ამგვარი სათნოებებით შენც ამას მიაღწევ". წმინდანმა ამ ხილვის შემდეგ უფრო მეტი მოშურნეობით განამშვენა საკუთარი სული თავმდაბლობით და სიმშვიდით, რომ მის მსგავს ვერსად იპოვიდით. ის სხვა სათნოებებშიც წარემატა და ღმერთმა სასწაულმოქმედების მადლი მიანიჭა. მასთან მრავალი ადამიანი მოდიოდა სულიერი და ხორციელი კურნების მისაღებად. წმინდა სტეფანეს ეკლესიასთან ღირსმა ათანასიამ კიდევ სამი ტაძარი ააშენა: ერთი ღვთისმშობლის სახელობის, მეორე წმინდა იოანე ნათლისმცემლის და ერთიც წმინდა ნიკოლოზისა; მან განსაკუთრებით ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი განამშვენა.

მაგრამ ამდენმა მითქმა-მოთქმამ ძალზე შეავიწროვა წმინდანი და მან გადაწყვიტა, იქაურობას განრიდებოდა, მოჰკიდა ხელი ორ მონაზონს - მარინესა და ევპრაქსიას და საიდუმლოდ ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში, სადაც ერთ-ერთ დედათა მონასტერში შვიდი წელი იცხოვრეს. ძალზე ენატრებოდა მას თავისი აშენებული ღვთისმშობლის ტაძარი. თუმცა გაექცა კაცთაგან პატივსა და დიდებას, მაგრამ ღმერთმა მაინც გამოაჩინა მისი სიწმინდე. მისი ლოცვით აქაც ეშმაკები განიდევნებოდნენ და სნეულები იკურნებოდნენ. ხმა გავარდა და ეგინელ დედებთანაც მიაღწია. ისინი ჩამოვიდნენ კონსტანტინოპოლში, მოძებნეს თავისი იღუმენია და უკან დაბრუნებას სთხოვდნენ, თანაც წმინდანს ხილვა ჰქონდა: მან ნახა ღია ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მოესმა ხმა, რომელიც შიგნით შესვლას მოუწოდებდა. "დროა უკან დავბრუნდეთო", - უთხრა დედებს და თავის ხილვის შესახებ მოუთხრო.

მან კონსტანტინოპოლი დატოვა და დებთან ერთად მონასტერში დაბრუნდა. დაბრუნებიდან მცირე ხანში ძალზე ცუდად გახდა და ეუწყა, რომ თორმეტი დღის შემდეგ გარდაიცვლებოდა: ორმა ნათლითმოსილმა კაცმა მიართვა ქარტია, რომელზეც ეწერა: "აი, შენი აზნაურება, მიიღე და გიხაროდენ". მან ეს თორმეტი დღე ლოცვასა და საღმრთო ფიქრებში გაატარა, არც საჭმელი ჭამა, არც სასმელი დალია; გარშემო მყოფ დედებს კი უთხრა:

- წადით და განუწყვეტლივ ადიდეთ უფალი, რომ შეგვინდოს ცოდვები.

მეთორმეტე დღეს მან დედებს სთხოვა ტაძარში წასულიყვნენ და ფსალმუნთა კითხვა გაეგრძელებინათ მის ნაცვლად, რადგან მას უკვე ამის ძალა აღარ შესწევდა. დებმა ტირილით შეჰღაღადეს:

- საიდან გავაგრძელოთ? რომელი ფსალმუნიდან დავიწყოთ კითხვა?

მან მშვიდად უპასუხა:

- ახლა მეცხრამეტე ფსალმუნს ვკითხულობ და ძალა გამომელია.

დები ტაძარში შევიდნენ, ფსალმუნთა კითხვა დაასრულეს და უკან დაბრუნდნენ წმინდა დედასთან. მუხლი მოიყარეს მის სასთუმალთან და დალოცვა სთხოვეს.. მან ყველასთვის ილოცა, ხოლო შემდეგ მარინეს და ევპრაქსიას მოეხვია და უთხრა:

- დანო ჩემნო საყვარელნო, აი დღეს განვეშორებით, მაგრამ მომავალ საუკუნეში ღმერთი ჩვენ კვლავ შეგვაერთებს; დაე უფალმა მოგცეთ თქვენ ზღვა სიყვარული და ერთსულოვნება, დაე უხვად მოიღოს თქვენზე წყალობა.

ამ სიტყვების წარმოთქმისას მას სახე მზესავით განუბრწყინდა, რამაც იქ მყოფთ გაოცება და შიში დასცა.

ამასობაში მოახლოვდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული. ღირსმა ათანასიამ დედებს უბრძანა, - ღირსეულად აღენიშნათ მიძინების დღესასწაული, მოეწყოთ ტრაპეზი ღარიბებისა და ქვრივ-ობლებისთვის, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ კი დაემარხათ მისი ნეშტი. ამ სიტყვებით ღირსმა ათანასიამ ღვთივმიისვენა. შემდეგ უკანასკნელად მოეხვია ზემოხსენებულ დედებს და ღვთივ განისვენა, თითქოს დაღლილს მიეძინაო. უზომო იყო დედების მწუხარება, მწარედ დაიტირეს თავიანთი ობლობა. გააპატიოსნეს ღირსი დედის სხეული. წმინდა ათანასია 860 წლის 14 აგვისტოს გარდაიცვალა, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინა საღამოს. ხოლო მეორე დღეს სადღესასწაულო წირვის შემდეგ წმინდა დედის სხეული დიდი პატივით დაკრძალეს. მონაზონი, რომელიც ათანასიას შემდეგ იღუმენია გახდა, დღედაღამ არ შორდებოდა მის აკლდამას, მას ძილში გამოეცხადა წმინდა ათანასია და უთხრა: "გწამდეს, რომ გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს მივიღებ უფლისგან ჩემთვის გამზადებულ ადგილსო". იღუმენიას გაეღვიძა და ვერ მიხვდა რას ნიშნავდა ნანახი სიზმარი. მეორმოცე დღეს დებს პანაშვიდის გადახდა დაავიწყდათ, ასე ახსოვდათ, თი-თქოს ორი დღის შემდეგ უნდა ყოფილიყო წმინდა ათნასიას ორმოცი. ამ დღეს, საღამოს წმინდა ათანასია ახალ იღუმენიას გამოეცხადა და უთხრა:

- ჩემთვის პანაშვიდის გადახდა რატომ დაივიწყეთ, ჩემს სახელზე გლახაკებს მოწყალება რატომ არ მიეცით?

იღუმენიამ გამოთვალა დღეები და დარწმუნდა, რომ სწორედ ახლა იყო მეორმოცე დღე. გათენდა. წმინდა ათანასია მოიხსენიეს ლიტურგიის შემდეგ, ორმა მონაზონმა, გუნდის მეთაურებმა, რომელთაც ღმერთმა სულიერი თვალები განუხვნა და ტაძარში დიდებული სანახაობა იხილეს: ტაძარში ბრწყინვალე კვართით მოსილი ორი კაცი შემოვიდა; მათ წმინდა ათანასია შემოიყვანეს და საკურთხევლის წინ დააყენეს. მათ წმინდანს ბრწყინვალე ქვებით შემკობილი სამეფო პორფირი მოასხეს და თავზე სამეფო გვირგვინი დაადგეს, რომელიც წინიდან და უკნიდან ჯვრებით იყო განმშვენებული, ხელში კი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს სკიპტრა მისცეს, შემდეგ კი ხელი ჩაჰკიდეს და სამეუფეო კარით წმინდა საკურთხეველში შეიყვანეს.

"პროლოგში" წმინდა ათანასიაზე შემდეგი რამეა მოთხრობილი.

გარდაცვალების წინ წმინდა ათანასიამ დებს ანდერძად დაუტოვა, ორმოცი დღის განმავლობაში ეკვებათ ღარიბები მის მოსახსენიებლად. დებმა მხოლოდ ცხრა დღეს გაშალეს მოსახსენიებელი ტრაპეზი. წმინდანი გამოეცხადა რამდენიმე დას და უთხრა: "რატომ დაივიწყეთ ჩემი ანდერძი? იცოდეთ, რომ მღვდლის მიერ ორმოცდღიანი მოხსენიება და მოწყალების გაღება ძალზე ეხმარება ცოდვილ სულებს", - თქვა ეს, შემდეგ კვერთხი მიწას დაარტყა და უჩინო შეიქნა. მეორე დღეს დედებმა ნახეს, რომ მისი კვერთხი გაყვავებულიყო და ადიდეს ღმერთი.

წმინდა ათანასიას გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, მისი მოხსენიების დღეს, მონასტერში სამღვდელო პირი მოვიდა, თან ბოროტი სულით შეპყრობილი ქალი მოიყვანეს. მათ აკლდამის სახურავი გადასწიეს და მიწიდან წმინდანის კუბო ამოასვენეს, იმწამსვე ბოროტმა სულებმა დატოვეს დედაკაცი და ის გამოჯანმრთელდა. კუბოდან კეთილსურნელება გამოვარდა და მირონმა იწყო დენა. ახადეს სახურავი და იხილეს წმინდანის უხრწნელი მირონმდინარე სხეული. ღირსი ათანასია თითქოს მიძინებული იყო: სახე უბრწყინავდა, სხეული რბილი იყო, თითები ეკეცებოდა. არაფერი იყო გახრწნილი, არც სამოსი. სამღვდელო კაცებმა, რომელთაც წმინდანის საფლავი გახსნეს, სხეული მიწაში აღარ ჩადეს და ტაძარში დაასვენეს. შემდეგ კი ახალი კუბო გააკეთეს და მასში ჩაასვენეს. როდესაც წმინდანი ახალ კუბოში გადაასვენეს, დებს უნდოდათ მისთვის ძაძები გაეხადათ და აბრეშუმის კუბასტით შეემოსათ, მაგრამ ღირსი ათანასიას ხელები ისე შემოეჭდო მკერდს რომ სამოსელი ვერ გამოუცვალეს: იგი გარდაცვლილიც კი უბრალოების და სიღარიბის მოყვარული დარჩა. მაშინ ერთმა დამ მუხლი მოიყარა წმინდანის ნეშტთან და სთხოვა: "ჩვენო პატრონო, შეისმინე ჩვენი სათხოვარი ისე, როგორც სიცოცხლეში გვისმენდი, მოგვეც ნება, შეგამკოთ ამ სამოსით, შეიწირე ჩვენგან ეს კნინი ძღვენი". ღირსი ათანასიაც ცოცხალივით ზეწამოიმართა და ხელები გაშალა. შემოსვის შემდეგ ის კვლავ კუბოში ჩაწვა. მრავალი სასწაული აღესრულა წმინდანის საფლავთან, ყოველგვარ სნეულებისგან უამრავი ადამიანი იკურნებოდა.

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat