წმინდა ელენე - ელისაბედი, სერბეთის დედოფალი (+1376) - 02 (15) დეკემბერი
15.12.2021
წმინდა ელენე ბულგართა ხელმწიფის, იოანე ალექსანდრეს (1331-1371 წლები) და გახლდათ.
1332 წელს იგი სერბეთის მეფეს, სტეფანე დეჩანს მიათხოვეს, რითიც ამ ორ სახელმწიფოს შორის უთანხმოება აღმოიფხვრა.
სიქველით განთქმული დედოფალი ქმრის გარდაცვალებისთანავე შემონაზვნდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მართავდა სერბეთის სამხრეთს.
დიდი სქემა 1376 წლის 7 ნოემბერს, სასიკვდილო სარეცელზე მიიღო, დედოფალი მაკედონიაში, ქალაქ კუმანოვოს მახლობლად მდებარე მატეიჩის მონასტერში დაიკრძალა. წმინდა ელენეს უნაყოფობის ჟამს ევედრებიან, მის წმინდა ნაწილთ დღემდე უამრავი მომლოცველი აკითხავს.