წმინდა კეთილმსახური ევპრაქსია ფსკოველი (+1243) - 16 (29) ოქტომბერი
29.10.2021
წმინდა ევპრაქსია, ერში ეფროსინია XIII საუკუნეში ცხოვრობდა. იგი ქალიშვილი გახლდათ პოლოცკელი თავადის, როგვოლოდისა.
ეფროსინია მიათხოვეს ფსკოველ თავად იაროსლავს. თუმცა თავადი ფსკოვიდან ლივონიაში გაიქცა, იქ გერმანელ ქალზე დაქორწინდა და გერმანელ რაინდებთან ერთად თავს ესხმოდა რუსულ მიწებს.
ქმრის წასვლის შემდეგ ეფროსინია მონაზვნად აღიკვეცა ევპრაქსიას სახელით. 1243 წელს მან მდინარე ველიკის ნაპირზე იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ააშენა და მისი იღუმენია გახდა.
იმავე 1243 წელს ლივონიაში მიიწვიეს ყოფილი მეუღლის სანახავად. ის იქ მოკლა იაროსლავის გერმანელი ქალისგან შეძენილმა შვილმა. წმინდანი თავისი დაარსებული სავანის ტაძარში დაკრძალეს. მისი გარდაცვალებიდან მეათე დღეს სასწაული მოხდა: საფლავზე დასვენებულმა მაცხოვრის ხატმა მირონდენა დაიწყო, ხატს ასეც დაერქვა: "მირონმდინარე მაცხოვარი".