წმინდა აბუდიმე III-IV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა კიკლადების არქიპელაგის კუნძულ ტანედოსზე,
რომელიც დარდანელის სრუტის შესასვლელთან მდებარეობს. დიოკლეტიანეს მეფობის დროს, ის როგორც ქრისტიანი შეიპყრეს და აიძულებდნენ კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა. მაგრამ ის მტკიცედ, შეურყევლად, ხმამაღლა აღიარებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. მაშინ ცხრა ჯარისკაცმა წმინდა აბუდიმე ოთხ მარგილზე გაჭიმა და გაშოლტა. ისინი ამაოდ ცდილობდნენ წმინდანისთვის პირში ნაკერპავი ხორცი ჩაედოთ, ამის მერე კი რკინის კაუჭებით ფერდი გაუხიეს. შემდეგ კი წმინდა აბუდიმეს თავი მოჰკვეთეს. შემდგომში წმინდა აბუდიმე დიოკლეტიანეს დღისით-მზისით გამოეცხადა, ანგელოზთა ძალებით გარეშემორტყმული. წმინდანი წარდგა შეშინებული ტირანის წინაშე და უთხრა: "ეს მე ვარ აბუდიმე, მსახური ჭეშმარიტი ღმერთისა. შენ მე მკვდრად მთვლი, მაგრამ მე საღმრთო ხელმწიფებით ვძლიე შენს თანაშემწე ეშმაკებს". იმის მაგივრად, რომ ამ ცხად სასწაულს დაემდაბლებინა, ტირანი განრისხდა და ბრძანა, წმინდა მოწამის სხეული დაეწვათ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი